სამართალი
სპორტი

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კორონავირუსის შემთხვევაში, "ღორის გრიპის" მასშტაბებს უნდა ველოდოთ" - ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი COVID-19-ის საფრთხეებზე
"კორონავირუსის შემთხვევაში, "ღორის გრიპის" მასშტაბებს უნდა ველოდოთ" - ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი COVID-19-ის საფრთხეებზე

სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის უკვე 23 შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და. მათ შო­რი­საა 12 წლის ბავ­შვიც.

რა მას­შტა­ბის საფრ­თის წი­ნა­შე დგას სა­ქარ­თვე­ლო ახა­ლი კო­რო­ნა­ვის­რუ­სის გავ­რცე­ლე­ბის მხრივ, რა შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ცხად­დეს სა­ყო­ველ­თაო თვი­თი­ზო­ლა­ცია სა­ქარ­თვე­ლო­ში? არის თუ არა მზად ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა ყვე­ლა­ზე ცუდი სცე­ნა­რის­თვის? - ამ და სხვა აქ­ტუ­ა­ლუ­რი კი­თხვე­ბით AMBEBI.GE-მ ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი მაია ბუ­წაშ­ვილს მი­მარ­თა.

- რას ამ­ბობს ამ დრო­ის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის შემ­თხვე­ვე­ბის რი­ცხვი? რა მას­შტა­ბის საფრ­თხის მო­ლო­დი­ნი გაქვთ სპე­ცი­ა­ლის­ტებს?

- ეს რი­ცხი შორს არის მას­შტა­ბუ­რი გავ­რცე­ლე­ბის­გან, თუ სხვა ქვეყ­ნებს შე­ვად­რებთ, და­ბა­ლია. ამას­თან, არ­ცერ­თი შემ­თხვე­ვა არ გვაქვს ისე­თი, რომ­ლის წყა­როც არ არის ცნო­ბი­ლი. ჯერ­ჯე­რო­ბით, ყვე­ლა შემ­თხვე­ვა ერ­თმა­ნეთს უკავ­ში­რე­ბა და კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დია. თუმ­ცა, არ გვაქვს იმის ილუ­ზია, რომ ასე გაგ­რძელ­დე­ბა. დიდი ალ­ბა­თო­ბით გაჩ­ნდე­ბა შემ­თხვე­ვე­ბი, რო­მელ­თა წყა­რო­ე­ბის დად­გე­ნა გა­ჭირ­დე­ბა და ვირუ­სის სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გავ­რცე­ლე­ბა მოხ­დე­ბა.

ასევე დაგაინტერესებთ
21:11 / 11-03-2020

რა არის პანდემია და როდის ცხადდება ის?

- რა გაძ­ლევთ ამ ვა­რა­უ­დის სა­ფუძ­ველს?

- ზო­გა­დად ასე­თი ტი­პის ვირუ­სებს ეს ტენ­დენ­ცი­აა ახა­სი­ა­თებთ. H1N1-ს ანუ "ღო­რის გრიპს" თუ შე­ვა­და­რებთ, გავ­რცე­ლე­ბის მას­შტა­ბი არ იყო მცი­რე. მა­შინ სა­ქარ­თვე­ლი­ო­ში, 2009-2011 წლებ­ში ასამ­დე ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა ვირუ­სით და ასო­ბით შემ­თხვე­ვა იყო რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი.

შე­სა­ბა­მი­სად აქაც არ მო­ვე­ლით, რომ ასე უცებ დას­რულ­დე­ბა მისი გავ­რცე­ლე­ბა. თუმ­ცა, ყვე­ლა­ფე­რი ხდე­ბა და ახალ ვირუ­სებს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი ახა­სი­ა­თებთ. წი­ნას­წარ გა­დაჭ­რით პროგ­ნო­ზი­რე­ბა ძნე­ლია, მაგ­რამ შემ­თხვე­ე­ვე­ბი გახ­შირ­დე­ბა.

- რო­გორ შე­ა­ფა­სებთ სა­ხელ­წი­ფოს მიერ გა­ტა­რე­ბულ ღო­ნის­ძი­ე­ბებს, რამ­დე­ნად ეფექ­ტუ­რად ებ­რძვი­ან სა­ხელ­წი­ფო ინ­სტი­ტუ­ცი­ე­ბი COVID-19-ს?

- ძა­ლი­ან პო­ზი­ტი­უ­რად შე­იძ­ლე­ბა შე­ფას­დეს პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი. გან­სა­კუთ­რე­ბით, და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრის საქ­მი­ა­ნო­ბა. კარ­გად გა­კონ­ტროლ­და სა­ზღვა­რი და თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის მხრი­ვაც კარ­გი მდგო­მა­რე­ო­ბაა.

უნდა ით­ქვას ისიც, რომ მო­სახ­ლე­ო­ბა არის უპ­რე­ცე­დენ­ტოდ ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი. არ­ცერ­თი ვირუ­სის დროს ხალ­ხს ამ­დე­ნი ინ­ფორ­მა­ცია არ ჰქო­ნია. ეს და­ად­გი­ნა კვლე­ვა­მაც, რო­მე­ლიც 2-4 მარტს ჩა­ვა­ტა­რეთ. ინ­ტერ­ნე­ტის მეშ­ვე­ო­ბით 5 200 ადა­მი­ა­ნი გა­მოვ­კი­თხეთ სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით და და­გინ­და, რომ ჯან­დაც­ვის მუ­შა­კებ­სა და მო­სახ­ლე­ო­ბას შო­რის ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბის თით­ქმის ერ­თნა­ი­რი დო­ნეა. თუმ­ცა, ვე­ლო­დი რომ ჯან­დაც­ვის მუ­შა­კებ­ში უფრო მა­ღა­ლი იქ­ნე­ბო­და მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი.

კვლე­ვის მი­ხედ­ვით გა­მო­კი­თულ­თა 98% კარ­გად იცის ვირუ­სის გა­და­ცე­მის გზე­ბი, და­ახ­ლო­ე­ბით ნა­ხე­ვარს ეში­ნია კო­რო­ნა­ვირუ­სის და ნა­ხე­ვა­რი ამ­ბობს, რომ ამ შიშს მე­დია უნერ­გავს

რაც იმით აიხ­სნე­ბა, რომ თა­ვი­დან არას­წო­რად ხდე­ბო­და მე­დი­ით კო­რო­ნა­ვირუ­სის გა­შუ­ქე­ბა. ზო­გი­ერ­თი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა მას "მკვლელ ვირუსს" უწო­დებ­და, რაც პა­ნი­კას იწ­ვევ­და მო­სახ­ლე­ო­ბა­ში. დღეს გა­ცი­ლე­ბით გა­უმ­ჯო­ბეს­და გა­შუ­ქე­ბის ხა­რის­ხი.

სა­ხელ­მწი­ფოს ღო­ნის­ძი­ე­ბებს რომ მი­ვუბ­რუნ­დეთ, პრობ­ლე­მუ­რია ის, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჯერ კი­დევ არ­სე­ბობს საბ­ჭო­თა სის­ტე­მის გად­მო­ნაშ­თი ვერ­ტი­კა­ლუ­რი სა­მე­დი­ცი­ნო სის­ტე­მა. რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ცალ­კეა ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ავდმყო­ფო, ცალ­კე - ტუ­ბერ­კუ­ლი­ო­ზის ცენ­ტრი. ევ­რო­პა­ში სხვაგ­ვა­რად არის. იქ ნე­ბის­მი­ე­რი სა­ა­ვად­მყო­ფო არის აღ­ჭურ­ვი­ლი ინ­ფექ­ცი­ის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტე­ბის მი­სა­ღე­ბად, არის ყვე­ლა სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში შე­სა­ბა­მი­სი პა­ლა­ტე­ბი. ჩვენთნაც რომ ასე იყოს, გა­ცი­ლე­ბით ეფექ­ტუ­რი იქ­ნე­ბა ვირუს­თან ბრძო­ლა.

ვხე­დავთ რა დღე­შია ინფქ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფო, თავ­და­უ­ზო­გა­ვად მუ­შა­ო­ბენ, მაგ­რამ ერთი კლი­ნი­კა ვერ გაწ­ვდე­ბა ამ პრობ­ლე­მას. ინ­ფექ­ცი­უ­რი გან­ყო­ფი­ლე­ბე­ბი უნდა არ­სე­ბობ­დეს სხვა სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­შიც.

- რა შემ­თვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ცხად­დეს სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ყო­ველ­თაო კა­რან­ტი­ნი და რო­გო­რია ამ მხრივ მსოფ­ლიო პრაქ­ტი­კა?

- რო­გორც წესი, ასეთ შემ­თხვე­ვა­ში ყვე­ლა­ფე­რი წყვეტს ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას, რჩე­ბა მხო­ლოდ სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ნე­ლო­ვა­ნი ობი­ექ­ტე­ბი, სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი, კვე­ბის ობი­ექ­ტე­ბი და ა.შ. ყვე­ლა და­ნარ­ჩე­ნი სის­ტე­მა გა­და­დის დის­ტან­ცი­უ­რი მუ­შა­ო­ბის რე­ჟიმ­ზე. ზო­გი­ერ­თი ორ­გა­ნი­ზა­ცია, სა­დაც თვლი­ან რომ შე­საძ­ლე­ბე­ლია დის­ტან­ცი­უ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბა, ნელ-ნელა გა­და­დის ამ რე­ჟიმ­ზე.

თუ იქ­ნე­ბა არა­კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი შემ­თხე­ვე­ვე­ბი, მა­სი­უ­რი გავ­რცე­ლე­ბა და შე­უძ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა კონ­ტაქ­ტე­ბის წყა­რო­ე­ბის მი­დევ­ნე­ბა, მა­შინ სა­ჭი­რო გახ­დე­ბა სა­ყო­ველ­თაო თვი­თი­ზო­ლა­ცია, რო­გორც ეს ქა­ლაქ უხან­ში მოხ­და - მო­სახ­ლე­ო­ბა ჩა­კე­ტი­ლი იყო სახ­ლში და აწ­ვდიდ­ნენ აუ­ცი­ლე­ბელ, სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვან მომ­სა­ხუ­რე­ბას.

- ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცია პროგ­ნო­ზი­რებს, რომ COVID-19 მალე პან­დე­მი­ად გა­მო­ცხად­დე­ბა. ბო­ლოს რო­დის იყო მსოფ­ლი­ო­ში პან­დე­მია, რამ­დენ ხანს გაგ­რძელ­და და რა შე­დე­გე­ბი მო­ი­ტა­ნა ?

- COVID -19 აუ­ცი­ლებ­ლად მი­ი­ღებს პან­დე­მი­ის სა­ხეს. რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ყვე­ლა კონ­ტი­ნენტზე და­ფიქ­სირ­დე­ბა შიდა გა­და­ცე­მის შემ­თხვე­ვე­ბი. ბო­ლოს პან­დე­მი­ად 2009 წელს გა­მო­ცხად­და H1N1 ე.წ. ღო­რის გრი­პი. ის და­ი­წყო მექ­სი­კი­დან და უც­ნა­უ­რი ის იყო, რომ ზა­ფხულ­ში დი­წყო. პირ­ვე­ლი­ვე წელს შე­ე­წი­რა ნა­ხე­ვარ მი­ლი­ონ ადა­მი­ან­ზე მეტი.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს, პირ­ვე­ლი­ვე, 2009 წელს 33 ლე­ტა­ლუ­რი შემ­თხვე­ვა გვქონ­და, მე­ო­რე 2010-2011 წლის სე­ზონ­ზე „ღო­რის გრი­პით“ 53 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა და მე­სა­მედ, 2015-2016 წელს 50 სიკ­ვდი­ლის შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და. საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია. ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის შემ­თხვე­ვა­ში, ჯერ ჩვენ­თან ლე­ტა­ლუ­რი შემ­თხვე­ვა არ ყო­ფი­ლა და იმა­ზე ბევ­რად მეტი პა­ნი­კაა, რაც "ღო­რის გრი­პის" დროს იყო.

- რა­ტომ გა­მო­იწ­ვია ახალ­მა კო­რო­ნა­ვირუს­მა ასე­თი პა­ნი­კა?

- პირ­ველ რიგ­ში, "ფე­ის­ბუქ­მა" ითა­მა­შა დიდი როლი, სა­დაც უკონ­ტრო­ლოდ ვრცელ­დე­ბა ყვე­ლა­ნა­ი­რი ინ­ფორ­მა­ცია. ში­შის ზარს სცემ­და ყვე­ლას ქუ­ჩა­ში მო­უ­ლოდ­ნე­ლად და­ცე­მუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ვი­დე­ო­ე­ბის ნახ­ვა. თუმ­ცა, აღ­მოჩ­ნდა, რომ ეს "ფე­ი­კი" ვი­დე­ო­ე­ბი იყო. თუმ­ცა, ყვე­ლას არ შე­უძ­ლია "ფე­ი­კი" და ნამ­დვი­ლი ერ­თმა­ნე­თის­გან გა­არ­ჩი­ოს.

ასე­ვე, ის, რომ წინა პან­დე­მია (H1N1) იყო გრი­პი. ეს კი გრი­პის ვირუ­სი არ არის. მარ­თა­ლია "ღო­რის გრი­პის" ვაქ­ცი­ნა და სპე­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­კა­მენ­ტე­ბი არც მა­შინ არ­სე­ბობ­და, თუმ­ცა ზო­გა­დად გრი­პის ვაქ­ცი­ნა და მკურ­ნა­ლო­ბის მე­ქა­ნიზ­მე­ბი ახ­დენ­და გავ­ლე­ნას და ეფექტს მას­ზე.

მსოფ­ლიო იც­ნობს კო­რო­ნა­ვირუ­სის ჯგუ­ფის სხვა ვირუ­სებ­საც - SARSI და MERSI, მათ დროს სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა იყო ძა­ლი­ან მა­ღა­ლი, 35% -მდე. ამ ახალ კო­რო­ნა­ვირუსს ლე­ტა­ლო­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლი აქვს ძა­ლი­ან და­ბა­ლი 3%-მდე და ეს ძა­ლი­ან იმე­დის­მო­ცე­მია. თუმ­ცა, წინა კო­რო­ნა­ვირუ­სე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, გავ­რცე­ლე­ბის მას­შტა­ბი ამას აქვს უფრო სწრა­ფი და ფარ­თე. თუმ­ცა, თუ მხედ­ვე­ლო­ბა­ში მი­ვი­ღებთ გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბელს, ლე­ტა­ლო­ბა COVID-19-ს და­ბა­ლი აქვს.

- თქვენ რო­გორც ეპი­დე­მი­ო­ლოგს, რა მო­ლო­დი­ნე­ბი გაქვთ, რა მას­შტა­ბებ­ზე შე­იძ­ლე­ბა გავ­რცელ­დეს ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სი სა­ქარ­თვე­ლო­ში ?

- ზუს­ტი პროგ­ნო­ზის გა­კე­თე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და იმე­დის­მომ­ცე­მია ის, რომ მო­სახ­ლე­ო­ბას აქვს უპ­რე­ცე­დენ­ტოო ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბა ახალ კო­რო­ნა­ვირუს­თან მი­მარ­თე­ბა­ში, რაც პრე­ვენ­ცი­ის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

რაც შე­ე­ხე­ბა მას­შტა­ბებს, მი­ნი­მუმ H1N1-ის მას­შტა­ბებს უნდა ვე­ლო­დოთ. რო­გორც გი­თხა­რით, სა­ქარ­თვე­ლო­ში იყო ასე­უ­ლო­ბით და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა და სა­ერ­თო ჯამ­ში 136 გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტი. თუმ­ცა, ვირუ­სე­ბი რო­გორ მო­იქ­ცე­ვი­ან ამის პროგ­ნო­ზი­რე­ბა პრაქ­ტი­კუ­ლად გა­მო­რი­ცხუ­ლია.

მო­ვე­რი­დოთ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლებს, და­ვიც­ვათ ჰი­გი­ე­ნა და სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თვე­ვა­ში გა­მო­ვა­ცხა­დოთ თვი­თი­ზო­ლა­ცია!

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მანანა ცაავა
22

რას სტრესავს ამ ხალხს, ისედაც თავისი ყოფნის მოაშორეთ ასეთები პრესას იმედი მიეცით ხალხს ვერ ხედავთ როგორი იმედიანად ესაუბრებიან და აიმედებენ საზოგადოებას თუნდაც მარტო გამყრელიძის მაგალითი გეყოთ. მოშორდით ასპარეზი და აუდიტორია გჭირდებათ და აფრქვევთ მარგალიტებს

 

ნანა
8

ძააან ძნელია აქ კომენტარის გაკეთება, მომაკვდინებელი ვირუსი არ არისო და უნდა ველოდოთ H1N1 -is შედეგებსოოო, ე.ი. სიკვდილიანობას ველოდოოთ 136 შეიწიარაოო ვერ გავიგე ვერაფერიიიი 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"კორონავირუსის შემთხვევაში, "ღორის გრიპის" მასშტაბებს უნდა ველოდოთ" - ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი COVID-19-ის საფრთხეებზე

"კორონავირუსის შემთხვევაში, "ღორის გრიპის" მასშტაბებს უნდა ველოდოთ" - ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი COVID-19-ის საფრთხეებზე

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების უკვე 23 შემთხვევა დაფიქსირდა. მათ შორისაა 12 წლის ბავშვიც.

რა მასშტაბის საფრთის წინაშე დგას საქართველო ახალი კორონავისრუსის გავრცელების მხრივ, რა შემთხვევაში შეიძლება გამოცხადდეს საყოველთაო თვითიზოლაცია საქართველოში? არის თუ არა მზად ჩვენი ქვეყანა ყველაზე ცუდი სცენარისთვის? - ამ და სხვა აქტუალური კითხვებით AMBEBI.GE-მ ინფექციონისტი მაია ბუწაშვილს მიმართა.

- რას ამბობს ამ დროისთვის საქართველოში დაფიქსირებული კორონავირუსის შემთხვევების რიცხვი? რა მასშტაბის საფრთხის მოლოდინი გაქვთ სპეციალისტებს?

- ეს რიცხი შორს არის მასშტაბური გავრცელებისგან, თუ სხვა ქვეყნებს შევადრებთ, დაბალია. ამასთან, არცერთი შემთხვევა არ გვაქვს ისეთი, რომლის წყაროც არ არის ცნობილი. ჯერჯერობით, ყველა შემთხვევა ერთმანეთს უკავშირება და კონტროლირებადია. თუმცა, არ გვაქვს იმის ილუზია, რომ ასე გაგრძელდება. დიდი ალბათობით გაჩნდება შემთხვევები, რომელთა წყაროების დადგენა გაჭირდება და ვირუსის საზოგადოებაში გავრცელება მოხდება.

- რა გაძლევთ ამ ვარაუდის საფუძველს?

- ზოგადად ასეთი ტიპის ვირუსებს ეს ტენდენციაა ახასიათებთ. H1N1-ს ანუ "ღორის გრიპს" თუ შევადარებთ, გავრცელების მასშტაბი არ იყო მცირე. მაშინ საქართველიოში, 2009-2011 წლებში ასამდე ადამიანი გარდაიცვალა ვირუსით და ასობით შემთხვევა იყო რეგისტრირებული.

შესაბამისად აქაც არ მოველით, რომ ასე უცებ დასრულდება მისი გავრცელება. თუმცა, ყველაფერი ხდება და ახალ ვირუსებს განსხვავებული თავისებურებები ახასიათებთ. წინასწარ გადაჭრით პროგნოზირება ძნელია, მაგრამ შემთხვეევები გახშირდება.

- როგორ შეაფასებთ სახელწიფოს მიერ გატარებულ ღონისძიებებს, რამდენად ეფექტურად ებრძვიან სახელწიფო ინსტიტუციები COVID-19-ს?

- ძალიან პოზიტიურად შეიძლება შეფასდეს პრევენციული ღონისძიებები. განსაკუთრებით, დაავადებათა კონტროლის ცენტრის საქმიანობა. კარგად გაკონტროლდა საზღვარი და თვითიზოლაციის მხრივაც კარგი მდგომარეობაა.

უნდა ითქვას ისიც, რომ მოსახლეობა არის უპრეცედენტოდ ინფორმირებული. არცერთი ვირუსის დროს ხალხს ამდენი ინფორმაცია არ ჰქონია. ეს დაადგინა კვლევამაც, რომელიც 2-4 მარტს ჩავატარეთ. ინტერნეტის მეშვეობით 5 200 ადამიანი გამოვკითხეთ საქართველოს მასშტაბით და დაგინდა, რომ ჯანდაცვის მუშაკებსა და მოსახლეობას შორის ინფორმირებულობის თითქმის ერთნაირი დონეა. თუმცა, ველოდი რომ ჯანდაცვის მუშაკებში უფრო მაღალი იქნებოდა მაჩვენებელი.

კვლევის მიხედვით გამოკითულთა 98% კარგად იცის ვირუსის გადაცემის გზები, დაახლოებით ნახევარს ეშინია კორონავირუსის და ნახევარი ამბობს, რომ ამ შიშს მედია უნერგავს

რაც იმით აიხსნება, რომ თავიდან არასწორად ხდებოდა მედიით კორონავირუსის გაშუქება. ზოგიერთი მედიასაშუალება მას "მკვლელ ვირუსს" უწოდებდა, რაც პანიკას იწვევდა მოსახლეობაში. დღეს გაცილებით გაუმჯობესდა გაშუქების ხარისხი.

სახელმწიფოს ღონისძიებებს რომ მივუბრუნდეთ, პრობლემურია ის, რომ საქართველოში ჯერ კიდევ არსებობს საბჭოთა სისტემის გადმონაშთი ვერტიკალური სამედიცინო სისტემა. რაც იმას ნიშნავს, რომ ცალკეა ინფექციური საავდმყოფო, ცალკე - ტუბერკულიოზის ცენტრი. ევროპაში სხვაგვარად არის. იქ ნებისმიერი საავადმყოფო არის აღჭურვილი ინფექციის მქონე პაციენტების მისაღებად, არის ყველა სამედიცინო დაწესებულებაში შესაბამისი პალატები. ჩვენთნაც რომ ასე იყოს, გაცილებით ეფექტური იქნება ვირუსთან ბრძოლა.

ვხედავთ რა დღეშია ინფქციური საავადმყოფო, თავდაუზოგავად მუშაობენ, მაგრამ ერთი კლინიკა ვერ გაწვდება ამ პრობლემას. ინფექციური განყოფილებები უნდა არსებობდეს სხვა საავადმყოფოებშიც.

- რა შემთვევაში შეიძლება გამოცხადდეს საქართველოში საყოველთაო კარანტინი და როგორია ამ მხრივ მსოფლიო პრაქტიკა?

- როგორც წესი, ასეთ შემთხვევაში ყველაფერი წყვეტს ფუნქციონირებას, რჩება მხოლოდ სასიცოცხლოდ მნიშნელოვანი ობიექტები, სამედიცინო დაწესებულებები, კვების ობიექტები და ა.შ. ყველა დანარჩენი სისტემა გადადის დისტანციური მუშაობის რეჟიმზე. ზოგიერთი ორგანიზაცია, სადაც თვლიან რომ შესაძლებელია დისტანციური მომსახურება, ნელ-ნელა გადადის ამ რეჟიმზე.

თუ იქნება არაკონტროლირებადი შემთხევევები, მასიური გავრცელება და შეუძლებელი გახდება კონტაქტების წყაროების მიდევნება, მაშინ საჭირო გახდება საყოველთაო თვითიზოლაცია, როგორც ეს ქალაქ უხანში მოხდა - მოსახლეობა ჩაკეტილი იყო სახლში და აწვდიდნენ აუცილებელ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მომსახურებას.

- ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია პროგნოზირებს, რომ COVID-19 მალე პანდემიად გამოცხადდება. ბოლოს როდის იყო მსოფლიოში პანდემია, რამდენ ხანს გაგრძელდა და რა შედეგები მოიტანა ?

- COVID -19 აუცილებლად მიიღებს პანდემიის სახეს. რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა კონტინენტზე დაფიქსირდება შიდა გადაცემის შემთხვევები. ბოლოს პანდემიად 2009 წელს გამოცხადდა H1N1 ე.წ. ღორის გრიპი. ის დაიწყო მექსიკიდან და უცნაური ის იყო, რომ ზაფხულში დიწყო. პირველივე წელს შეეწირა ნახევარ მილიონ ადამიანზე მეტი.

რაც შეეხება საქართველოს, პირველივე, 2009 წელს 33 ლეტალური შემთხვევა გვქონდა, მეორე 2010-2011 წლის სეზონზე „ღორის გრიპით“ 53 ადამიანი დაიღუპა და მესამედ, 2015-2016 წელს 50 სიკვდილის შემთხვევა დაფიქსირდა. საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ახალი კორონავირუსის შემთხვევაში, ჯერ ჩვენთან ლეტალური შემთხვევა არ ყოფილა და იმაზე ბევრად მეტი პანიკაა, რაც "ღორის გრიპის" დროს იყო.

- რატომ გამოიწვია ახალმა კორონავირუსმა ასეთი პანიკა?

- პირველ რიგში, "ფეისბუქმა" ითამაშა დიდი როლი, სადაც უკონტროლოდ ვრცელდება ყველანაირი ინფორმაცია. შიშის ზარს სცემდა ყველას ქუჩაში მოულოდნელად დაცემული ადამიანების ვიდეოების ნახვა. თუმცა, აღმოჩნდა, რომ ეს "ფეიკი" ვიდეოები იყო. თუმცა, ყველას არ შეუძლია "ფეიკი" და ნამდვილი ერთმანეთისგან გაარჩიოს.

ასევე, ის, რომ წინა პანდემია (H1N1) იყო გრიპი. ეს კი გრიპის ვირუსი არ არის. მართალია "ღორის გრიპის" ვაქცინა და სპეციალური მედიკამენტები არც მაშინ არსებობდა, თუმცა ზოგადად გრიპის ვაქცინა და მკურნალობის მექანიზმები ახდენდა გავლენას და ეფექტს მასზე.

მსოფლიო იცნობს კორონავირუსის ჯგუფის სხვა ვირუსებსაც - SARSI და MERSI, მათ დროს სიკვდილიანობა იყო ძალიან მაღალი, 35% -მდე. ამ ახალ კორონავირუსს ლეტალობის მაჩვენებლი აქვს ძალიან დაბალი 3%-მდე და ეს ძალიან იმედისმოცემია. თუმცა, წინა კორონავირუსებისგან განსხვავებით, გავრცელების მასშტაბი ამას აქვს უფრო სწრაფი და ფართე. თუმცა, თუ მხედველობაში მივიღებთ გამოჯანმრთელების მაჩვენებელს, ლეტალობა COVID-19-ს დაბალი აქვს.

- თქვენ როგორც ეპიდემიოლოგს, რა მოლოდინები გაქვთ, რა მასშტაბებზე შეიძლება გავრცელდეს ახალი კორონავირუსი საქართველოში ?

- ზუსტი პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია. ძალიან მნიშვნელოვანი და იმედისმომცემია ის, რომ მოსახლეობას აქვს უპრეცედენტოო ინფორმირებულობა ახალ კორონავირუსთან მიმართებაში, რაც პრევენციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

რაც შეეხება მასშტაბებს, მინიმუმ H1N1-ის მასშტაბებს უნდა ველოდოთ. როგორც გითხარით, საქართველოში იყო ასეულობით დადასტურებული შემთხვევა და საერთო ჯამში 136 გარდაცვალების ფაქტი. თუმცა, ვირუსები როგორ მოიქცევიან ამის პროგნოზირება პრაქტიკულად გამორიცხულია.

მოვერიდოთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს, დავიცვათ ჰიგიენა და საჭიროების შემთვევაში გამოვაცხადოთ თვითიზოლაცია!

როგორ შეიცვალა თბილისის სამ გამზირზე ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლები 2019 წელთან შედარებით

5000 მგზავრისთვის გაწეული მომსახურება  და  3 მილიონ ლარამდე კომპენსაცია - სააგენტო flyhelp ავიამგზავრების უფლებებს იცავს

განახლებადი ენერგიის რომელი წყაროსკენ იხრებიან ექსპერტები?