მსოფლიო
სამართალი

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართული ყავა „მეამა“ Amazon-ზე გაიყიდება - კომპანია საექსპორტო ბაზრებზე გადის
ქართული ყავა „მეამა“ Amazon-ზე გაიყიდება - კომპანია საექსპორტო ბაზრებზე გადის

ქარ­თულ ბა­ზარ­ზე გა­მო­ჩე­ნის შემ­დეგ, „მე­ა­მა“ უკვე ექ­სპორტზე გა­დის. თავ­და­პირ­ვე­ლად, სა­ქარ­თვე­ლო­ში წარ­მო­ე­ბუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის რე­ა­ლი­ზე­ბა Amazon-ზე მოხ­დე­ბა, უკვე შემ­დგომ კი ის არა მხო­ლოდ მე­ზო­ბელ ქვეყ­ნებ­ში, არა­მედ უფრო შორს, ამე­რი­კა­შიც გა­ი­ყი­დე­ბა. სა­ექ­სპორ­ტო ბაზ­რებს შო­რის იქ­ნე­ბა - თურ­ქე­თი, ჩი­ნე­თი, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი, უკ­რა­ი­ნა და ა.შ. მე­ტიც, რო­გორც „მე­ა­მა­ში“ აცხა­დე­ბენ, წარ­მო­ე­ბუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის 80% სწო­რედ უცხო­ეთ­ში გა­ი­ყი­დე­ბა.

„მე­ა­მა“ მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი კაფ­სუ­ლის ყა­ვის მწარ­მო­ე­ბე­ლი ქარ­თუ­ლი კომ­პა­ნი­აა, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით ერ­თა­დერ­თია, ვინც ერ­თდრო­უ­ლად აწარ­მო­ებს, რო­გორც ევ­რო­პუ­ლი, ისე ამე­რი­კუ­ლი ფორ­მა­ტის ყა­ვის კაფ­სუ­ლებს. ქარ­ხა­ნა სამ­გო­რის რა­ი­ონ­ში 30 ათას კვად­რა­ტულ მეტრზეა გან­თავ­სე­ბუ­ლი. ამ ეტაპ­ზე სა­წარ­მო­ში 150-ზე მეტი ადა­მი­ა­ნია და­საქ­მე­ბუ­ლი. „მე­ა­მას“ ყო­ველ­თვი­უ­რი წარ­მა­დო­ბა 12 მი­ლი­ონ კაფ­სუ­ლას შე­ად­გენს. კომ­პა­ნი­ის ტექ­ნო­ლო­გე­ბის მიერ „მე­ა­მა­ში“ ამ ეტაპ­ზე ყა­ვის 15 გან­სხვა­ვე­ბუ­ლი, უნი­კა­ლუ­რი გე­მო­სა და თვი­სე­ბე­ბის მქო­ნე კაფ­სუ­ლა მზად­დე­ბა, რაც ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს მარ­ტი­ვად აღ­მო­ა­ჩი­ნოს სა­კუ­თა­რი გემო.

„მე­ა­მას“ ყავა წარ­მოდ­გე­ნი­ლია ორი ფორ­მა­ტის კაფ­სუ­ლე­ბით - ამე­რი­კუ­ლი (ამე­რი­კა­ნო) და ევ­რო­პუ­ლი (ესპრე­სო). „ამე­რი­კა­ნოს“ ფორ­მატ­ში 9 და „ესპრე­სოს“ ფორ­მატ­ში 6 უნი­კა­ლუ­რი გე­მოა. ორი­ვე ფორ­მატ­ში გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია უკო­ფე­ი­ნო ყა­ვაც. კაფ­სუ­ლე­ბი სიძ­ლი­ე­რის, კო­ფე­ი­ნის შემ­ცვე­ლო­ბით და ინ­ტენ­სი­ვო­ბის მი­ხედ­ვით და­ყო­ფი­ლია და იზ­რდე­ბა ნომ­რე­ბის მი­ხედ­ვით. თი­თო­ე­ულ კაფ­სუ­ლა­ში მო­ვა­თავ­სე­ბუ­ლია 5 და მეტი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ქვეყ­ნის ან სა­ხე­ო­ბის ყავა.

სა­წარ­მო­ში ასე­ვე მზად­დე­ბა წმინ­დად დაფ­ქუ­ლი ყავა, რო­მე­ლიც გე­მოს სრუ­ლად შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის მიზ­ნით, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ შე­ფუთ­ვა­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი.

რო­გორც კომ­პა­ნი­ა­ში აცხა­დე­ბენ, ამე­რი­კუ­ლი ფორ­მა­ტის 51 მმ კაფ­სუ­ლის შე­ფა­სე­ბა აშშ-ს რამ­დე­ნი­მე მსხვილ სა­დის­ტრი­ბუ­ციო სა­ვაჭ­რო ქსელ­ში უკვე მოხ­და. ამე­რი­კელ­მა მომ­ხმა­რებ­ლებ­მა აღ­ნიშ­ნეს, რომ ქარ­თულ ყა­ვას აქვს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი და სა­სი­ა­მოვ­ნო გე­მოვ­ნუ­რი თვი­სე­ბე­ბი, ასე­ვე მიმ­ზიდ­ვე­ლი შე­ფუთ­ვა. უკვე 2020 წლის მე­ო­რე კვარ­ტალ­ში და­გეგ­მი­ლია, რომ ამე­რი­კუ­ლი მა­ღა­ზი­ე­ბის თა­რო­ებ­ზე "მე­ა­მა"– ს კაფ­სუ­ლე­ბი გა­მოჩ­ნდეს.

გარ­და ამე­რი­კი­სა, კომ­პა­ნია აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს სხვა სა­ექ­სპორ­ტო ბაზ­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც. "მე­ა­მა"-მ უკვე მი­აღ­წია შე­თან­ხმე­ბას უკ­რა­ი­ნა­ში ევ­რო­პუ­ლი ფორ­მა­ტის 37 მმ კაფ­სუ­ლე­ბის მი­წო­დე­ბა­ზე, პრო­დუქ­ცი­ის ექ­სპორტზე ასე­ვე მიმ­დი­ნა­რე­ობს მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი ბე­ლა­რუს­თან და აზერ­ბა­ი­ჯან­თან.

იმ დრომ­დე, კი ვიდ­რე „მე­ა­მას“ კაფ­სუ­ლე­ბი აღ­ნიშ­ნულ ქვეყ­ნებ­ში გავა, ის Amazon.com-ზე გა­ი­ყი­დე­ბა. კაფ­სუ­ლა ამ სა­ვაჭ­რო პლატ­ფორ­მა­ზე 1,10 დო­ლა­რი, ხოლო აპა­რა­ტი 160 დო­ლა­რი ეღი­რე­ბა, რაც რე­ა­ლუ­რად სხვა ფა­სია, ვიდ­რე „მე­ა­მას“ პრო­დუქ­ცია სა­ქარ­თვე­ლო­ში. „ეს გა­მოწ­ვე­უ­ლია კომ­პა­ნი­ის ლო­ი­ა­ლუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით, რაც მიზ­ნად ისა­ხავს ად­გი­ლობ­რივ ბა­ზარ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს რე­ზი­დენ­ტებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჰქონ­დეთ ხელ­მი­საწ­ვდომ ფა­სად შე­ი­ძი­ნონ, რო­გორც მა­ღა­ლი ხა­რის­ხის კაფ­სუ­ლი­რე­ბუ­ლი ყავა, ისე აპა­რა­ტე­ბიც“, - გა­ნუ­ცხა­დეს „ბიზ­ნესპრეს­ნი­უსს“ „მე­ა­მა­ში“.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით ზო­გა­დად ყა­ვა­ზე, გან­სა­კუთ­რე­ბით კი კაფ­სუ­ლი­რე­ბუ­ლი ყა­ვის მოხ­მა­რე­ბა­ზე მო­თხოვ­ნა ყო­ველ­წლი­უ­რად იზ­რდე­ბა, რაც უზ­რუნ­ველ­ყოფს ქარ­თუ­ლი, მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი კაფ­სუ­ლის ყა­ვა­ზე დიდ მო­თხოვ­ნას. კაფ­სუ­ლის ყავა 21-ე სა­უ­კუ­ნის ტრენ­დია და რო­გორც „მე­ა­მა­ში“ აცხა­დე­ბენ, კომ­პა­ნი­ის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში, ასე­ვე ჩვენს რე­გი­ონ­ში აა­მაღ­ლოს ცნო­ბი­ე­რე­ბა კაფ­სუ­ლის ყა­ვის შე­სა­ხებ, შეც­ვა­ლოს ყა­ვის სმის კულ­ტუ­რა და მომ­ხმა­რე­ბელს ხა­რის­ხი­ან პრო­დუქ­ცი­ას­თან ერ­თად შე­ა­თა­ვა­ზოს პრო­დუქ­ცი­ის შე­ძე­ნის ახა­ლი, თა­ნა­მედ­რო­ვე და ინო­ვა­ცი­უ­რი მე­თო­დე­ბი.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
lol
3

da vin unda mixvdes rom meama qavaa

ჯერ-ჯერობით
3

ქართული ყავა ისევე არ არსებობს, როგორც ვთქვათ, რუსული ჩურჩხელა ან პაკისტანური შამპანური...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

ქართული ყავა „მეამა“ Amazon-ზე გაიყიდება - კომპანია საექსპორტო ბაზრებზე გადის

ქართული ყავა „მეამა“ Amazon-ზე გაიყიდება - კომპანია საექსპორტო ბაზრებზე გადის

ქართულ ბაზარზე გამოჩენის შემდეგ, „მეამა“ უკვე ექსპორტზე გადის. თავდაპირველად, საქართველოში წარმოებული პროდუქციის რეალიზება Amazon-ზე მოხდება, უკვე შემდგომ კი ის არა მხოლოდ მეზობელ ქვეყნებში, არამედ უფრო შორს, ამერიკაშიც გაიყიდება. საექსპორტო ბაზრებს შორის იქნება - თურქეთი, ჩინეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა და ა.შ. მეტიც, როგორც „მეამაში“ აცხადებენ, წარმოებული პროდუქციის 80% სწორედ უცხოეთში გაიყიდება.

„მეამა“ მაღალტექნოლოგიური კაფსულის ყავის მწარმოებელი ქართული კომპანიაა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ერთადერთია, ვინც ერთდროულად აწარმოებს, როგორც ევროპული, ისე ამერიკული ფორმატის ყავის კაფსულებს. ქარხანა სამგორის რაიონში 30 ათას კვადრატულ მეტრზეა განთავსებული. ამ ეტაპზე საწარმოში 150-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. „მეამას“ ყოველთვიური წარმადობა 12 მილიონ კაფსულას შეადგენს. კომპანიის ტექნოლოგების მიერ „მეამაში“ ამ ეტაპზე ყავის 15 განსხვავებული, უნიკალური გემოსა და თვისებების მქონე კაფსულა მზადდება, რაც ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობას აძლევს მარტივად აღმოაჩინოს საკუთარი გემო.

„მეამას“ ყავა წარმოდგენილია ორი ფორმატის კაფსულებით - ამერიკული (ამერიკანო) და ევროპული (ესპრესო). „ამერიკანოს“ ფორმატში 9 და „ესპრესოს“ ფორმატში 6 უნიკალური გემოა. ორივე ფორმატში გათვალისწინებულია უკოფეინო ყავაც. კაფსულები სიძლიერის, კოფეინის შემცველობით და ინტენსივობის მიხედვით დაყოფილია და იზრდება ნომრების მიხედვით. თითოეულ კაფსულაში მოვათავსებულია 5 და მეტი განსხვავებული ქვეყნის ან სახეობის ყავა.

საწარმოში ასევე მზადდება წმინდად დაფქული ყავა, რომელიც გემოს სრულად შენარჩუნების მიზნით, ინდივიდუალურ შეფუთვაშია მოთავსებული.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ამერიკული ფორმატის 51 მმ კაფსულის შეფასება აშშ-ს რამდენიმე მსხვილ სადისტრიბუციო სავაჭრო ქსელში უკვე მოხდა. ამერიკელმა მომხმარებლებმა აღნიშნეს, რომ ქართულ ყავას აქვს განსხვავებული და სასიამოვნო გემოვნური თვისებები, ასევე მიმზიდველი შეფუთვა. უკვე 2020 წლის მეორე კვარტალში დაგეგმილია, რომ ამერიკული მაღაზიების თაროებზე "მეამა"– ს კაფსულები გამოჩნდეს.

გარდა ამერიკისა, კომპანია აქტიურად მუშაობს სხვა საექსპორტო ბაზრების მიმართულებითაც. "მეამა"-მ უკვე მიაღწია შეთანხმებას უკრაინაში ევროპული ფორმატის 37 მმ კაფსულების მიწოდებაზე, პროდუქციის ექსპორტზე ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკებები ბელარუსთან და აზერბაიჯანთან.

იმ დრომდე, კი ვიდრე „მეამას“ კაფსულები აღნიშნულ ქვეყნებში გავა, ის Amazon.com-ზე გაიყიდება. კაფსულა ამ სავაჭრო პლატფორმაზე 1,10 დოლარი, ხოლო აპარატი 160 დოლარი ეღირება, რაც რეალურად სხვა ფასია, ვიდრე „მეამას“ პროდუქცია საქართველოში. „ეს გამოწვეულია კომპანიის ლოიალური დამოკიდებულებით, რაც მიზნად ისახავს ადგილობრივ ბაზარზე საქართველოს რეზიდენტებს შესაძლებლობა ჰქონდეთ ხელმისაწვდომ ფასად შეიძინონ, როგორც მაღალი ხარისხის კაფსულირებული ყავა, ისე აპარატებიც“, - განუცხადეს „ბიზნესპრესნიუსს“ „მეამაში“.

როგორც ცნობილია, მსოფლიოს მასშტაბით ზოგადად ყავაზე, განსაკუთრებით კი კაფსულირებული ყავის მოხმარებაზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება, რაც უზრუნველყოფს ქართული, მაღალტექნოლოგიური კაფსულის ყავაზე დიდ მოთხოვნას. კაფსულის ყავა 21-ე საუკუნის ტრენდია და როგორც „მეამაში“ აცხადებენ, კომპანიისთვის მნიშვნელოვანია, როგორც საქართველოში, ასევე ჩვენს რეგიონში აამაღლოს ცნობიერება კაფსულის ყავის შესახებ, შეცვალოს ყავის სმის კულტურა და მომხმარებელს ხარისხიან პროდუქციასთან ერთად შეათავაზოს პროდუქციის შეძენის ახალი, თანამედროვე და ინოვაციური მეთოდები.

ბოლნისში ევროკავშირის მხარდაჭერით ჩამოყალიბებული აგროცენტრი ადგილობრივებს წარმოების განვითარებაში ეხმარება

ბინები, კაფეები, ბარები, სამუშაო სივრცეები - ავლაბარში მულტიფუნქციური კომპლექსი „მოედანი“ შენდება

ღვინის ტურიზმის მიმართულებით აჭარაში ტრენინგები დაიწყო