სამართალი
საზოგადოება
პოლიტიკა

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ მკურნალობენ ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით დაავადებულებს
როგორ მკურნალობენ ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით დაავადებულებს

კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ყო­ველ­დღი­უ­რად იც­ვლე­ბა. ამ ეტაპ­ზე ქვე­ყა­ნა­ში ვირუ­სით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი 9 ადა­მი­ა­ნია, რომ­ლე­ბიც ბოქ­სი­რე­ბულ პა­ლა­ტებ­ში ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დი­ან მკურ­ნა­ლო­ბას.

ამ ეტაპ­ზე არ არ­სე­ბობს პრე­პა­რა­ტი, რო­მე­ლიც უშუ­ლოდ კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, თუმ­ცა, მეც­ნი­ე­რე­ბი რო­გორც ამ სა­კი­თხზე, ასე­ვე სპე­ცი­ა­ლუ­რი ვაქ­ცი­ნის შექ­მნა­ზეც მუ­შა­ო­ბენ.

რა პრე­პა­რა­ტე­ბით მკურ­ნა­ლო­ბენ კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ პა­ცი­ენ­ტებს - ამ თე­მა­ზე AMBEBI.GE-მ კი­თხვე­ბი ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტორს თენ­გიზ ცერ­ცვა­ძეს და­უს­ვა:

- ბა­ტო­ნო თენ­გიზ, კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა რო­მე­ლი პრე­პა­რა­ტე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს?

- მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ამ ეტაპ­ზე არ არ­სე­ბობს სპე­ცი­ფი­კუ­რი პრე­პა­რა­ტი კო­რო­ნა­ვირუ­სის სამ­კურ­ნა­ლოდ, მაგ­რამ არ­სე­ბობს სიმპტო­მუ­რი და დამ­ხმა­რე თე­რა­პია, იმის მი­ხედ­ვით, კონ­კრე­ტულ ავად­მყოფს კონ­კრე­ტულ სტა­დი­ა­ზე რა და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აქვს და რისი მკურ­ნა­ლო­ბა სჭირ­დე­ბა.

მა­გა­ლი­თად, თუ აქვს პნევ­მო­ნია, სეფ­სი­სი ან ეჭვი გვაქვს ბაქ­ტე­რი­ულ ინ­ფექ­ცი­ა­ზე ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბით ვმკურ­ნა­ლობთ. მა­ღალ ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე - სი­ცხის დამ­წე­ვი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით. თუ სა­ჭი­როა ინ­ფუ­ზი­უ­რი თე­რა­პია უტარ­დე­ბათ, გა­დას­ხმე­ბით, მაგ­რამ შე­ზღუ­დუ­ლად, რად­გან ამ დროს არ შე­იძ­ლე­ბა მა­სი­უ­რი ინ­ფუ­ზი­ო­თე­რა­პია (გა­დას­ხმა).

- ხომ არ შე­იქ­მნე­ბა ბა­ზარ­ზე პრე­პა­რა­ტე­ბის დე­ფი­ცი­ტი?

- არა, რად­გან ამ ეტაპ­ზე 9 პა­ცი­ენტს ვმკურ­ნა­ლობთ და რამ­დე­ნი უნდა და­ინ­ფი­ცირ­დეს, რომ დე­ფი­ცი­ტი გაჩ­ნდეს?! თან ეს პრე­პა­რა­ტე­ბი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ათა­სო­ბით სხვა ავად­მყო­ფე­ბის­თვი­საც.

- რამ­დე­ნად ემორ­ჩი­ლე­ბა და­ა­ვა­დე­ბა ამ პრე­პა­რა­ტებს?

- ზოგ­ჯერ ემორ­ჩი­ლე­ბა და ზოგ­ჯერ ნაკ­ლე­ბად. ჩვე­ნი პა­ცი­ენ­ტე­ბის შემ­თხვე­ვა­ში 8 კარ­გად გრძნობს თავს და ერ­თია შე­და­რე­ბით მძი­მედ. ჯერ­ჯე­რო­ბით გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას ვერ მი­ვაღ­წი­ეთ, მაგ­რამ არც გა­უ­ა­რე­სე­ბა გვაქვს. მას მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა აქვს 38.5-39 გრა­დუ­სი, მდგო­მა­რე­ო­ბა სე­რი­ო­ზუ­ლია.

- სხვა­დას­ხვა წყა­რო­ე­ბით ცნო­ბი­ლია, რომ შუ­ახ­ნის ადა­მი­ა­ნებ­ში არ მიმ­დი­ნა­რე­ობს რთუ­ლად ვირუ­სი, თუ არ აქვთ თან­მხლე­ბი ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი. ქარ­თვე­ლი პა­ცი­ენ­ტი, რო­მე­ლიც მძი­მედ არის, 44 წლი­საა. რამ გა­მო­იწ­ვია მისი მდგო­მა­რე­ო­ბის დამ­ძი­მე­ბა?

- ალ­ბათ გარ­კვე­ულ­წი­ლად დაგ­ვი­ა­ნე­ბულ­მა მო­მარ­თვამ - რო­გორც იცით, ეს კაცი სამი დღე სი­ცხი­ა­ნი სახ­ლში იყო. რო­დე­საც ვამ­ბობთ, რომ შუ­ახ­ნის ასა­კის ადა­მი­ა­ნებ­ში არ მიმ­დი­ნა­რე­ობს რთუ­ლად, ამას პრო­ცენ­ტუ­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ვამ­ბობთ.

მა­გა­ლი­თად, 80 წელს ზე­ვით ადა­მი­ა­ნებ­ში 15 პრო­ცენ­ტია სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა და 50 წელს ქვე­ვით 0.6 პრო­ცენ­ტი. მაგ­რამ ეს არ ნიშ­ნავს, რომ ცალ­კე­ულ შემ­თხვე­ვებ­ში ახალ­გაზ­რდებ­ში არ მიმ­დი­ნა­რე­ობს რთუ­ლად. მა­გა­ლი­თად, ჩი­ნე­ლი ექი­მი, რო­მელ­მაც ეს ვირუ­სი პირ­ვე­ლად აღ­მო­ა­ჩი­ნა და სა­ბო­ლო­ოდ თა­ვად და­ა­ვად­და, 32 წლის იყო და გარ­და­იც­ვა­ლა. ასე­ვე ჩი­ნე­თის სა­ა­ვად­მყო­ფოს მთა­ვა­რი ექი­მიც 42 წლის იყო და გარ­და­იც­ვა­ლა.

რო­დე­საც ვამ­ბობთ, რომ ასა­კოვ­ნებ­ში რთუ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობს, ვგუ­ლის­ხმობთ უფრო მა­ღალ პრო­ცენტს, თო­რემ ახალ­გაზ­რდე­ბი და­ზღვე­უ­ლე­ბი სუ­ლაც არ არი­ან.

ჩვე­ნი 44 წლის პა­ცი­ენ­ტი კრი­ტი­კუ­ლი არ არის, მძი­მე სხვა არის და კრი­ტი­კუ­ლი სხვა. ჯერ­ჯე­რო­ბით მის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა.

- რამ­დე­ნად მარ­თა­ლია, მითი, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სი ორ­სუ­ლებ­სა და ბავ­შვებს არ ეკა­რე­ბათ.

- ეს მითი არ არის. ბავ­შვებ­ზე სი­მარ­თლეა და ორ­სუ­ლებ­ზე ვერ გე­ტყვით. 15 წელს ქვე­ვით ერ­თე­უ­ლი შემ­თხვე­ვე­ბია ავად­მყო­ფო­ბის და 0.2 პრო­ცენ­ტია მხო­ლოდ სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის. ბავ­შვებ­ში ნამ­დვი­ლად ერ­თე­უ­ლი შემ­თხვე­ვე­ბია. არ ეკა­რე­ბა ვერ ვი­ტყო­დი, მაგ­რამ ძა­ლი­ან მცი­რეა და­ა­ვა­დე­ბის ალ­ბა­თო­ბა. ორ­სუ­ლე­ბის შე­სა­ხებ ნამ­დვი­ლად არ არ­სე­ბობს და­ზუს­ტე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
keti
16

koronavirusistvis araa jer shekmnili preparati ertaderti sicxec rom gakvs sauketeso sashvalebaa samkurnalod tundac 2 litra ckali miigo aseve ckalshi damatebuli cota kokakola romelic sauketesoa piltvebistvis aseve maconi cota maril gareuli romelic exmareba organizms sxva ramec rom armiirtva esec gishvelis tuki alergiuli ar xar rzis smac kargia arc cxeli da arc civi sashvalo temperaturit cota cxelshi mkopi aseve vashli da dgeshi tuki ar mokmedebs romelime organizms da ar ak vs problema erti banani dgeshi tuki ar aris bananis sashvaleba vashli savaldebulo ar aris didi da gaprialebuli biologiuri vashli ikves chiani rom gvgonia cven egeti saertod kargia piltvebistvis maconi marilit tkbileuli upro naklebad unda mivigot esaa pirveli samkurnalo sashvaleba koronavirusistvis da sicxisttvis tuki tkivilebi aris sxeulis sxvadasxva nacilshi mivigot gasaxsneli ckalshi deponi dgeshi samjer an orjerac 5 dgis ganmavlobashi sicxesac daagdebs radgan mashi paracetamolic urevia da tkivilgamakuchebelic antibiotiki tuki 39 - 40 cia sicxe da mcvave mikrobia sxeulshi tuki es temperatura 2 dge ar chakra im shemtxvevashi vigebt dzlier antibiotiks isic sami dge kmara migeba ertaderti mkurnaloba romelic gadagvataninebs advilad koronaviruss ganiaveba otaxis araa sachiro didi temperatura otaxebshi gamatboblebis tavistavad sisuptave xelebis romelic koveltvis misakcevi iko

ხო არა?
33

როგორც ჩანს ლიმნიანი ჩაით მკურნავენ.

ავტორი:

როგორ მკურნალობენ ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით დაავადებულებს

როგორ მკურნალობენ ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით დაავადებულებს

კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ ინფორმაცია ყოველდღიურად იცვლება. ამ ეტაპზე ქვეყანაში ვირუსით დაავადებული 9 ადამიანია, რომლებიც ბოქსირებულ პალატებში ინფექციურ საავადმყოფოში გადიან მკურნალობას.

ამ ეტაპზე არ არსებობს პრეპარატი, რომელიც უშულოდ კორონავირუსით დაინფიცირებული ადამიანებისთვის გამოიყენება, თუმცა, მეცნიერები როგორც ამ საკითხზე, ასევე სპეციალური ვაქცინის შექმნაზეც მუშაობენ.

რა პრეპარატებით მკურნალობენ კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებს - ამ თემაზე AMBEBI.GE-მ კითხვები ინფექციური საავადმყოფოს გენერალურ დირექტორს თენგიზ ცერცვაძეს დაუსვა:

- ბატონო თენგიზ, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობა რომელი პრეპარატებით მიმდინარეობს?

- მოგეხსენებათ, ამ ეტაპზე არ არსებობს სპეციფიკური პრეპარატი კორონავირუსის სამკურნალოდ, მაგრამ არსებობს სიმპტომური და დამხმარე თერაპია, იმის მიხედვით, კონკრეტულ ავადმყოფს კონკრეტულ სტადიაზე რა დაზიანებები აქვს და რისი მკურნალობა სჭირდება.

მაგალითად, თუ აქვს პნევმონია, სეფსისი ან ეჭვი გვაქვს ბაქტერიულ ინფექციაზე ანტიბიოტიკებით ვმკურნალობთ. მაღალ ტემპერატურაზე - სიცხის დამწევი საშუალებებით. თუ საჭიროა ინფუზიური თერაპია უტარდებათ, გადასხმებით, მაგრამ შეზღუდულად, რადგან ამ დროს არ შეიძლება მასიური ინფუზიოთერაპია (გადასხმა).

- ხომ არ შეიქმნება ბაზარზე პრეპარატების დეფიციტი?

- არა, რადგან ამ ეტაპზე 9 პაციენტს ვმკურნალობთ და რამდენი უნდა დაინფიცირდეს, რომ დეფიციტი გაჩნდეს?! თან ეს პრეპარატები გამოიყენება ათასობით სხვა ავადმყოფებისთვისაც.

- რამდენად ემორჩილება დაავადება ამ პრეპარატებს?

- ზოგჯერ ემორჩილება და ზოგჯერ ნაკლებად. ჩვენი პაციენტების შემთხვევაში 8 კარგად გრძნობს თავს და ერთია შედარებით მძიმედ. ჯერჯერობით გაუმჯობესებას ვერ მივაღწიეთ, მაგრამ არც გაუარესება გვაქვს. მას მაღალი ტემპერატურა აქვს 38.5-39 გრადუსი, მდგომარეობა სერიოზულია.

- სხვადასხვა წყაროებით ცნობილია, რომ შუახნის ადამიანებში არ მიმდინარეობს რთულად ვირუსი, თუ არ აქვთ თანმხლები ქრონიკული დაავადებები. ქართველი პაციენტი, რომელიც მძიმედ არის, 44 წლისაა. რამ გამოიწვია მისი მდგომარეობის დამძიმება?

- ალბათ გარკვეულწილად დაგვიანებულმა მომართვამ - როგორც იცით, ეს კაცი სამი დღე სიცხიანი სახლში იყო. როდესაც ვამბობთ, რომ შუახნის ასაკის ადამიანებში არ მიმდინარეობს რთულად, ამას პროცენტულობიდან გამომდინარე ვამბობთ.

მაგალითად, 80 წელს ზევით ადამიანებში 15 პროცენტია სიკვდილიანობა და 50 წელს ქვევით 0.6 პროცენტი. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ცალკეულ შემთხვევებში ახალგაზრდებში არ მიმდინარეობს რთულად. მაგალითად, ჩინელი ექიმი, რომელმაც ეს ვირუსი პირველად აღმოაჩინა და საბოლოოდ თავად დაავადდა, 32 წლის იყო და გარდაიცვალა. ასევე ჩინეთის საავადმყოფოს მთავარი ექიმიც 42 წლის იყო და გარდაიცვალა.

როდესაც ვამბობთ, რომ ასაკოვნებში რთულად მიმდინარეობს, ვგულისხმობთ უფრო მაღალ პროცენტს, თორემ ახალგაზრდები დაზღვეულები სულაც არ არიან.

ჩვენი 44 წლის პაციენტი კრიტიკული არ არის, მძიმე სხვა არის და კრიტიკული სხვა. ჯერჯერობით მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

- რამდენად მართალია, მითი, რომ კორონავირუსი ორსულებსა და ბავშვებს არ ეკარებათ.

- ეს მითი არ არის. ბავშვებზე სიმართლეა და ორსულებზე ვერ გეტყვით. 15 წელს ქვევით ერთეული შემთხვევებია ავადმყოფობის და 0.2 პროცენტია მხოლოდ სიკვდილიანობის. ბავშვებში ნამდვილად ერთეული შემთხვევებია. არ ეკარება ვერ ვიტყოდი, მაგრამ ძალიან მცირეა დაავადების ალბათობა. ორსულების შესახებ ნამდვილად არ არსებობს დაზუსტებული ინფორმაცია.

მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები დროებით უქმდება

დარჩით სახლში და გაუფრთხილდით თავს!

"მე ვრჩები სამსახურში შენთვის, შენ დარჩი სახლში ჩვენთვის" - ქართველი ექიმების კამპანია "ფეისბუქზე"