ავტორი:

ქობულეთში 70 წლის მამაკაცს ნარჩენების დაწვისას ცეცხლი მოეკიდა და ადგილზე დაიღუპა

ქობულეთში 70 წლის მამაკაცს ნარჩენების დაწვისას ცეცხლი მოეკიდა და ადგილზე დაიღუპა

ქობულეთში, სოფელ ჭახათში 70 წლის მამაკაცი ხანძრის შედეგად დაიღუპა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" თვითმხილველებმა განუცხადეს, 70 წლის მამაკაცი საკუთარ სახლთან საგაზაფხულო სამუშაოებს ატარებდა და ნარჩენების დაწვისას, მას ცეცხლი მოეკიდა და ადგილზე დაიღუპა.

მომხდარზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 187-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ადამიანის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

თვითმხილველის თქმით, ხაშურში მამაკაცმა 24 წლის ცოლი დედის თვალწინ დაჭრა

ხაშურის ცენტრში ქმარმა ცოლი დაჭრა

კახეთის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა