საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შს მინისტრმა 9-შვილიან თანამშრომელს დედის დღე მიულოცა და საჩუქარები გადასცა
შს მინისტრმა 9-შვილიან თანამშრომელს დედის დღე მიულოცა და საჩუქარები გადასცა

ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი, ვახ­ტანგ გო­მე­ლა­უ­რი სტრა­ტე­გი­უ­ლი მილ­სა­დე­ნე­ბის დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის ლო­ჯის­ტი­კის სამ­მარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნუ­ლი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის წალ­კის გან­ყო­ფი­ლე­ბის დამ­ხმა­რე მო­სამ­სა­ხუ­რეს, 9-შვი­ლი­ან დე­დას - ელი­სო ან­სი­ანს სახ­ლში ეს­ტუმ­რა, დე­დის დღე პი­რა­დად მი­უ­ლო­ცა, სა­ო­ჯა­ხო ტექ­ნი­კა და სხვა­დას­ხვა სა­ჩუ­ქა­რი გა­დას­ცა.

„გი­ლო­ცავთ, ელი­სო, დე­დის დღეს. თქვენ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში ერ­თა­დერ­თი 9-შვი­ლი­ა­ნი დედა ბრძან­დე­ბით. ასე­ვე, გვყავს ორი 8-შვი­ლი­ა­ნი დედა. 9 შვი­ლი - ამა­ზე დიდი სიმ­დიდ­რე არ არ­სე­ბობს. მინ­და, გი­სურ­ვოთ ბევ­რი სი­ხა­რუ­ლი, ბევ­რი წარ­მა­ტე­ბა თქვენ, თქვენს შვი­ლებს და მთლი­ა­ნად თქვენს ოჯახს“, - მი­მარ­თა ვახ­ტანგ გო­მე­ლა­ურ­მა მრა­ვალ­შვი­ლი­ან თა­ნამ­შრო­მელს.

ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი ელი­სო ან­სი­ა­ნის მე­უღ­ლე­სა და შვი­ლებს გა­ე­სა­უბ­რა. მათ შო­რის ყვე­ლა­ზე უფ­რო­სი - თი­ნა­თი­ნი 23 წლი­საა, ყვე­ლა­ზე უმ­ცრო­სი - მარ­კო­ზი კი 6 წლის. ელი­სო ან­სი­ა­ნი ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში 2017 წლი­დან მუ­შა­ობს.

„ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი დღე იყო დღეს ჩემ­თვის. მი­ნის­ტრი ჩა­მო­ვი­და, პი­რა­დად, რომ დე­დის დღე მო­ე­ლო­ცა, ჩემს ხელ­მძღვა­ნე­ლებ­თან ერ­თად. 4 წე­ლია, რაც სტრა­ტე­გი­უ­ლი მილ­სა­დე­ნე­ბის დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტში ვმუ­შა­ობ. ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ყო­ველ­თვის ვგრძნობ მხარ­და­ჭე­რას, თა­ნად­გო­მას და და­ფა­სე­ბას ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბის­გან. დღეს, ასე მო­უ­ლოდ­ნე­ლად რომ მო­ვიდ­ნენ, ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და. დიდი მად­ლო­ბა მათ ამის­თვის“, - გა­ნა­ცხა­და ელი­სო ან­სი­ან­მა მი­ნის­ტრის სტუმ­რო­ბის შემ­დეგ.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო, სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში, მუდ­მი­ვად ზრუ­ნავს მრა­ვალ­შვი­ლი­ან თა­ნამ­შრომ­ლებ­ზე. უწყე­ბა­ში მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­თვის სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნა­მა­ტია და­წე­სე­ბუ­ლი. თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი სტა­ტუ­სის შე­სა­ბა­მის და­ნა­მატს ყო­ველ­თვი­უ­რად იღებს.

Albert Valiakhmetov
0

Albert Valiakhmetov

ა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რე­სი არ წყდე­ბა, სწო­რედ ამი­ტომ ჯა­ნეტ­მა გა­და­წყვი­ტა, "ინ­სტ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

შს მინისტრმა 9-შვილიან თანამშრომელს დედის დღე მიულოცა და საჩუქარები გადასცა

შს მინისტრმა 9-შვილიან თანამშრომელს დედის დღე მიულოცა და საჩუქარები გადასცა

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის ლოჯისტიკის სამმართველოს რეგიონული უზრუნველყოფის წალკის განყოფილების დამხმარე მოსამსახურეს, 9-შვილიან დედას - ელისო ანსიანს სახლში ესტუმრა, დედის დღე პირადად მიულოცა, საოჯახო ტექნიკა და სხვადასხვა საჩუქარი გადასცა.

„გილოცავთ, ელისო, დედის დღეს. თქვენ შინაგან საქმეთა სამინისტროში ერთადერთი 9-შვილიანი დედა ბრძანდებით. ასევე, გვყავს ორი 8-შვილიანი დედა. 9 შვილი - ამაზე დიდი სიმდიდრე არ არსებობს. მინდა, გისურვოთ ბევრი სიხარული, ბევრი წარმატება თქვენ, თქვენს შვილებს და მთლიანად თქვენს ოჯახს“, - მიმართა ვახტანგ გომელაურმა მრავალშვილიან თანამშრომელს.

შინაგან საქმეთა მინისტრი ელისო ანსიანის მეუღლესა და შვილებს გაესაუბრა. მათ შორის ყველაზე უფროსი - თინათინი 23 წლისაა, ყველაზე უმცროსი - მარკოზი კი 6 წლის. ელისო ანსიანი შინაგან საქმეთა სამინისტროში 2017 წლიდან მუშაობს.

„ძალიან ემოციური დღე იყო დღეს ჩემთვის. მინისტრი ჩამოვიდა, პირადად, რომ დედის დღე მოელოცა, ჩემს ხელმძღვანელებთან ერთად. 4 წელია, რაც სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტში ვმუშაობ. ამ წლების განმავლობაში ყოველთვის ვგრძნობ მხარდაჭერას, თანადგომას და დაფასებას ხელმძღვანელებისგან. დღეს, ასე მოულოდნელად რომ მოვიდნენ, ძალიან გამიხარდა. დიდი მადლობა მათ ამისთვის“, - განაცხადა ელისო ანსიანმა მინისტრის სტუმრობის შემდეგ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, მუდმივად ზრუნავს მრავალშვილიან თანამშრომლებზე. უწყებაში მრავალშვილიანი თანამშრომლებისთვის სპეციალური დანამატია დაწესებული. თითოეული მათგანი სტატუსის შესაბამის დანამატს ყოველთვიურად იღებს.

"ვიტერბოს უნივერსიტეტის სტუდენტია" - როგორია იტალიაში მყოფი ქართველი გოგონას მდგომარეობა, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა

11 წესი თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის - რეკომენდაციები დაავადებათა კონტროლის ცენტრისგან

"უნივერსიტეტებს მოვუწოდებ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ონლაინ სწავლებებზე გადავიდეთ" - ამირან გამყრელიძე