მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მეღვინეების ბრძოლაში" ქართველები ლიდერობენ
"მეღვინეების ბრძოლაში" ქართველები ლიდერობენ

მოლ­დო­ვის მე-8 არ­ხის ეთერ­ში რამ­დე­ნი­მე კვი­რაა გა­დის გა­და­ცე­მა "მეღ­ვი­ნე­ე­ბის ბრძო­ლა". პრო­ექ­ტი მო­ი­ცავს ოთხ პოსტსაბ­ჭო­თა ქვე­ყა­ნას: მოლ­დო­ვას, უკ­რა­ი­ნას, სომ­ხეთ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს, ხოლო გა­დამ­ღე­ბი და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ჯგუ­ფი ლატ­ვი­უ­რია.

სა­ქარ­თვე­ლო­დან პრო­ექ­ტში გა­სა­მარ­ჯვებ­ლად ორი კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი: აუ­რი­კა კრო­ი­ტო­რი და თორ­ნი­კე ჩუ­ბი­ნი­ძე იბ­რძვი­ან.

პრო­ექ­ტის მთა­ვა­რი არსი ქვეყ­ნებს შო­რის შე­ჯიბ­რე­ბაა - ვინ უფრო კარგ ღვი­ნოს აწარ­მო­ებს და ვინ უკე­თეს მას­პინ­ძლო­ბას გა­უ­წევს კო­ლე­გა მეღ­ვი­ნე­ებს. კონ­კურ­სი მო­ი­ცავს რამ­დე­ნი­მე კომ­პო­ნენტს, მათ შო­რის ღვი­ნო­სა და მის წარ­მო­ე­ბას, ტექ­ნო­ლო­გი­ის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბებს, სამ­ზა­რე­უ­ლოს მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა­სა და მო­ცე­მულ ღვი­ნოს­თან კერ­ძე­ბის შე­ხა­მე­ბას, მას­პინ­ძლო­ბი­სა და ყუ­რა­დღე­ბის ხა­რისხს.გა­და­ცე­მა 8 ეპი­ზო­დად და­ი­წყო და თი­თო­ე­ულ მო­ნა­წი­ლეს სა­შუ­ა­ლე­ბა ეძ­ლე­ვა თავი გა­მო­ი­ჩი­ნოს ღვი­ნი­თა და სტუ­მარ­მას­პინ­ძლო­ბით.

ეპი­ზო­დე­ბის ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც მოლ­დო­ვას, უკ­რა­ი­ნა­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ეხე­ბო­და, უკვე გა­ვი­და ეთერ­ში. რო­გორც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, ქარ­თვე­ლე­ბი ლი­დე­რო­ბენ, მაგ­რამ ახლა ჯერი სომ­ხეთ­ზეა და ინ­ტრი­გა კვლავ შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლია...გა­დავ­წყვი­ტეთ სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გენ­ლებს დავ­კავ­ში­რე­ბო­დით და მათ­გან შეგ­ვე­ტყო, თუ რა გა­მოწ­ვე­ვე­ბის გა­და­ლახ­ვა მო­უხ­დათ პრო­ექ­ტის გან­მავ­ლო­ბა­ში.

- რო­გორ გახ­დით მეღ­ვი­ნე?

თორ­ნი­კე: 2014 წელს სო­ფელ შილ­და­ში მი­წის ნაკ­ვე­თი შე­ვი­ძი­ნე და მას მერე იქ გა­დავ­სახ­ლდი. ავა­შე­ნეთ პა­ტა­რა მა­რა­ნი, ჩავ­ყა­რეთ ქვევ­რე­ბი... ბევრ ექ­სპე­რი­მენტს ვა­ტა­რებთ, ამ დრო­ის­თვის 3 სა­ხე­ო­ბის ქვევ­რის ღვი­ნო გვაქვს... თა­ვი­დან მხო­ლოდ დე­დას სჯე­რო­და ჩემი წა­მო­წყე­ბის, მამა კი მე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­და. ახლა მა­მაც ჩემი მთა­ვა­რი დამ­ხმა­რე და გულ­შე­მატ­კი­ვა­რია.

აუ­რი­კა: სამ­წუ­ხა­როდ, ჯერ მეღ­ვი­ნე არ ვარ და არც ტექ­ნო­ლო­გი­ურ პრო­ცე­სებ­ში ვერ­თვე­ბი. ამ ეტაპ­ზე მხო­ლოდ ვსწავ­ლობ... ჩემი საქ­მე კომ­პა­ნი­ის მე­ნე­ჯმენ­ტია. თუმ­ცა, პრო­ცე­სე­ბის ინფრას­ტრუქ­ტუ­რულ უზ­რუნ­ველ­ყო­ფა­სა და ღვი­ნის გა­ყიდ­ვებ­ში აქ­ტი­უ­რად ვმო­ნა­წი­ლე­ობ.

- თქვე­ნი, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გენ­ლის სა­ხე­ლი და გვა­რი, უც­ნა­უ­რად ჟღერს...

- წარ­მო­შო­ბით მოლ­დო­ვე­ლი ვარ. 8 წლი­დან ზუგ­დიდ­ში ვიზ­რდე­ბო­დი, შემ­დეგ კი თბი­ლის­ში გავ­თხოვ­დი და რო­გორც ჩემი მე­გობ­რე­ბი ხუმ­რო­ბით ამ­ბო­ბენ, ორი სვა­ნი შვი­ლი მყავს... რო­დე­საც ჩემს წარ­მო­მავ­ლო­ბა­ზე ვფიქ­რობ, ვრწმუნ­დე­ბი, რომ სუ­ლით ქარ­თვე­ლი ვარ და სხვა­ნა­ი­რად ვერც წარ­მო­მიდ­გე­ნია.

- რა­ტომ ჩა­ერ­თეთ ამ პრო­ექ­ტში?

- ვფიქ­რობ, ეს იყო ძა­ლი­ან კარ­გი შე­საძ­ლებ­ლო­ბა, შე­მეს­წავ­ლა სომ­ხუ­რი, მოლ­დო­ვუ­რი და უკ­რა­ი­ნუ­ლი ღვი­ნის ბაზ­რის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი. მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ქარ­თუ­ლი მეღ­ვი­ნე­ო­ბე­ბი მომ­ხმა­რე­ბელს მარ­ტო ღვი­ნოს არ სთა­ვა­ზობს. რო­გორც წესი, ეს არის ტუ­რის­ტუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რაც. არც ჩვე­ნი კომ­პა­ნი­აა გა­მო­ნაკ­ლი­სი.

ამი­ტომ სა­ინ­ტე­რე­სო იყო რო­გორც კონ­კუ­რენ­ტუ­ლი შე­თა­ვა­ზე­ბე­ბის ხილ­ვა, ისე პერ­სპექ­ტი­უ­ლი ბაზ­რე­ბის მო­თხოვ­ნი­ლე­ბე­ბი­სა და გე­მოვ­ნე­ბის შეს­წავ­ლა, რაც დაგ­ვეხ­მა­რე­ბა სწო­რი პრო­დუქ­ტის შექ­მნა­სა და გა­მარ­თუ­ლი შე­თა­ვა­ზე­ბე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში.

თორ­ნი­კე: ჩემ­თვის ყო­ველ­თვის სა­ინ­ტე­რე­სოა სხვა მეღ­ვი­ნე­ებ­თან ინ­ტე­რაქ­ცია და აზ­რთა გაც­ვლა, გან­სა­კუთ­რე­ბით, რო­დე­საც მეღ­ვი­ნე­ე­ბი სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნას წარ­მო­ად­გე­ნენ. ამი­ტომ პროგ­რა­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ნა­ყო­ფი­ე­რია. ასე­ვე სა­ინ­ტე­რე­სო იყო სხვა ქვეყ­ნე­ბის ად­გი­ლობ­რი­ვი, მათ შო­რის ენ­დე­მუ­რი ვა­ზის ჯი­შე­ბი­სა და მათ­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი ღვი­ნის გაც­ნო­ბა, დე­გუს­ტა­ცია. გა­და­ცე­მამ სა­შუ­ა­ლე­ბა მომ­ცა გა­მეც­ნო მო­ნა­წი­ლე ქვეყ­ნე­ბის რო­გორც ღვი­ნო, ასე­ვე ად­გი­ლობ­რი­ვი სამ­ზა­რე­უ­ლო, მათი წე­სე­ბი­სა და ადა­თე­ბის ნა­წი­ლი.

აუ­რი­კა: ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა მოლ­დო­ვუ­რი მეღ­ვი­ნე­ო­ბე­ბი. არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა მას­შტაბ­სა და მო­ცუ­ლო­ბებს, ყველ­გან სე­რი­ო­ზუ­ლი და თავ­და­დე­ბუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა იგ­რძნო­ბა. ყვე­ლა­ფე­რი გათ­ვლი­ლი და სწო­რად ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლია... სომ­ხეთ­ში შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა გა­რე­მომ. დიდ სირ­თუ­ლე­ებს ეჭი­დე­ბი­ან და ფულს ხარ­ჯა­ვენ იმის­თვის, რომ ვაზი გა­ა­ხა­რონ.

მა­გა­ლი­თად, თუ სა­ქარ­თვე­ლო­ში ვე­ნა­ხი არ ირ­წყვე­ბა, იქ სარ­წყა­ვი არ­ხე­ბის გა­რე­შე ვაზს პრაქ­ტი­კუ­ლად, ვერ გა­ა­ხა­რებ. გარ­და ამი­სა, შე­ვამ­ჩნიე, რომ ქარ­თვე­ლებ­თან შე­ჯიბ­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ჩვე­ნი სო­მე­ხი მე­გობ­რე­ბი აშ­კა­რად აფა­სე­ბენ და აღი­ა­რე­ბენ ქარ­თუ­ლი ღვი­ნის უპი­რა­ტე­სო­ბას... უკ­რა­ი­ნა­ში ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა ის ფაქ­ტი, რომ მას­პინ­ძლე­ბი ძი­რი­თა­დად მოლ­დო­ვუ­რი კერ­ძე­ბით გაგ­ვი­მას­პინ­ძლდნენ, რაც თა­ვად მოლ­დო­ვე­ლებ­მა არ გა­ა­კე­თეს.

თორ­ნი­კე: კუ­ლი­ნა­რი­ის კუ­თხით გა­მო­ვარ­ჩევ­დი უკ­რა­ი­ნულ ბორშჩს, პელ­მენ­სა და ზღვის პრო­დუქ­ტებს. ნამ­დვი­ლად გემ­რი­ე­ლია, ისე­ვე, რო­გორც სომ­ხუ­რი ტოლ­მა და ხორ­ცის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი სხვა­დას­ხვა კერ­ძი. მაგ­რამ რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ქარ­თულ სამ­ზა­რე­უ­ლოს ვე­რა­ფე­რი შე­ედ­რე­ბა. ღვი­ნო კი ყვე­ლა­ზე მე­ტად, მოლ­დო­ვუ­რი მო­მე­წო­ნა. ეტყო­ბა, რომ ამ ქვე­ყა­ნა­ში უფრო მე­ტა­დაა გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მეღ­ვი­ნე­ო­ბა/მე­ვე­ნა­ხე­ო­ბის დარ­გი. სხვა­თა შო­რის, მოლ­დო­ვურ ვე­ნა­ხებ­ში დიდი წილი სა­ფე­რავ­სა და რქა­წი­თელს უკა­ვია...

- ისე­თი რამ ხომ არ გახ­სენ­დე­ბათ, რაც არ მო­გე­წო­ნა?

აუ­რი­კა: ძა­ლი­ან დატ­ვირ­თუ­ლი გრა­ფი­კი გვქონ­და. ერთ ჯერ­ზე, ყო­ველ­დღი­ურ რე­ჟიმ­ში, ოთხი მეღ­ვი­ნე­ო­ბის შე­ფა­სე­ბა გვი­წევ­და. ძი­რი­თა­დად გზა­ში ვა­ტა­რებ­დით დროს და ეს ძა­ლი­ან დამ­ღლე­ლი იყო. გარ­და ამი­სა, ყვე­ლა მეღ­ვი­ნეს­თვის ეს ფორ­მა­ტი სი­ახ­ლე გახ­ლდათ. გა­და­ცე­მა­ში ბევ­რი ისე­თი რამ არ მოხ­ვდა, რაც ჩვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო და აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვა­შუ­ქებ­დით, მაგ­რამ პრო­დი­უ­სე­რებ­მა შოუს ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სხვა რამ წა­მოს­წი­ეს წინა პლან­ზე...

თორ­ნი­კე: ემო­ცი­უ­რად - უკ­რა­ი­ნა­ში მთე­ბი და­მაკ­ლდა, სომ­ხეთ­ში სა­ში­ნე­ლი გზე­ბია. მოლ­დო­ვას უფრო პრო­ფე­სი­უ­ლი კუ­თხით შე­ვა­ფა­სებ­დი - ჩემი აზ­რით, მეღ­ვი­ნე­ე­ბი ზედ­მე­ტად იყე­ნე­ბენ ად­გი­ლობ­რივ მუ­ხას, რაც ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, ცვლის გე­მოს და ჩრდი­ლავს არ­სე­ბულ არო­მა­ტებს.

- რა მო­გი­ტა­ნათ ამ პრო­ექ­ტმა?

თორ­ნი­კე: ალ­ბათ, ყვე­ლა­ზე მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ შე­ვი­ძი­ნეთ არა­ერ­თი მე­გო­ბა­რი მოლ­დო­ვა­ში, უკ­რა­ი­ნა­სა და სომ­ხეთ­ში. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ეს მე­გობ­რო­ბა დიდ­ხანს გაგ­რძელ­დე­ბა. ჩვენ მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ვე­ცა­დეთ, სა­ქარ­თვე­ლო და­დე­ბი­თად წარ­მოგ­ვე­ჩი­ნა და სტუმ­რე­ბის­თვის გვეჩ­ვე­ნე­ბი­ნა ჩვე­ნი ქვეყ­ნის მდი­და­რი კულ­ტუ­რა, მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა.

აუ­რი­კა: დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ვი­ღე, ახა­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, ახა­ლი ცოდ­ნა... ბევ­რი ახა­ლი მე­გო­ბა­რი შე­ვი­ძი­ნე. გა­ვი­ცა­ნი თორ­ნი­კე, რო­მე­ლიც ჩემი აზ­რით, ძა­ლი­ან დიდ საქ­მეს შე­ე­ჭი­და და დამ­წყე­ბი ქარ­თვე­ლი მეღ­ვი­ნე­ე­ბის­თვის კარგ მა­გა­ლითს წარ­მო­ად­გენს. ამას გარ­და, მას­პინ­ძლო­ბა მხო­ლოდ მეღ­ვი­ნე­ო­ბა და ღვი­ნო ხომ არ არის, თორ­ნი­კეს­თან თა­ვი­დან­ვე შევ­თან­ხმდით, რომ ჩვე­ნი პრინ­ცი­პუ­ლი მი­ზა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­ჩე­ნა იყო და ძა­ლი­ან ბევ­რი კარ­გი ადა­მი­ა­ნი ჩავ­რთეთ ამ საქ­მე­ში.

დახ­მა­რე­ბა გაგ­ვი­წი­ეს რო­გორც ტუ­რიზ­მის ეროვ­ნულ­მა ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ და თე­ლა­ვის მე­რი­ამ, ასე­ვე სხვა­დას­ხვა მე­წარ­მემ თუ კომ­პა­ნი­ამ. მინ­და ვი­სარ­გებ­ლო შემ­თხვე­ვით და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, ვინც მხარ­ში ამოგ­ვიდ­გა, გვგულ­შე­მატ­კივ­რობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"მეღვინეების ბრძოლაში" ქართველები ლიდერობენ

"მეღვინეების ბრძოლაში" ქართველები ლიდერობენ

მოლდოვის მე-8 არხის ეთერში რამდენიმე კვირაა გადის გადაცემა "მეღვინეების ბრძოლა". პროექტი მოიცავს ოთხ პოსტსაბჭოთა ქვეყანას: მოლდოვას, უკრაინას, სომხეთსა და საქართველოს, ხოლო გადამღები და შემოქმედებითი ჯგუფი ლატვიურია.

საქართველოდან პროექტში გასამარჯვებლად ორი კომპანიის წარმომადგენელი: აურიკა კროიტორი და თორნიკე ჩუბინიძე იბრძვიან.

პროექტის მთავარი არსი ქვეყნებს შორის შეჯიბრებაა - ვინ უფრო კარგ ღვინოს აწარმოებს და ვინ უკეთეს მასპინძლობას გაუწევს კოლეგა მეღვინეებს. კონკურსი მოიცავს რამდენიმე კომპონენტს, მათ შორის ღვინოსა და მის წარმოებას, ტექნოლოგიის თავისებურებებს, სამზარეულოს მრავალფეროვნებასა და მოცემულ ღვინოსთან კერძების შეხამებას, მასპინძლობისა და ყურადღების ხარისხს.გადაცემა 8 ეპიზოდად დაიწყო და თითოეულ მონაწილეს საშუალება ეძლევა თავი გამოიჩინოს ღვინითა და სტუმარმასპინძლობით.

ეპიზოდების ნაწილი, რომელიც მოლდოვას, უკრაინასა და საქართველოს ეხებოდა, უკვე გავიდა ეთერში. როგორც მოსალოდნელი იყო, ქართველები ლიდერობენ, მაგრამ ახლა ჯერი სომხეთზეა და ინტრიგა კვლავ შენარჩუნებულია...გადავწყვიტეთ საქართველოს წარმომადგენლებს დავკავშირებოდით და მათგან შეგვეტყო, თუ რა გამოწვევების გადალახვა მოუხდათ პროექტის განმავლობაში.

- როგორ გახდით მეღვინე?

თორნიკე: 2014 წელს სოფელ შილდაში მიწის ნაკვეთი შევიძინე და მას მერე იქ გადავსახლდი. ავაშენეთ პატარა მარანი, ჩავყარეთ ქვევრები... ბევრ ექსპერიმენტს ვატარებთ, ამ დროისთვის 3 სახეობის ქვევრის ღვინო გვაქვს... თავიდან მხოლოდ დედას სჯეროდა ჩემი წამოწყების, მამა კი მეწინააღმდეგებოდა. ახლა მამაც ჩემი მთავარი დამხმარე და გულშემატკივარია.

აურიკა: სამწუხაროდ, ჯერ მეღვინე არ ვარ და არც ტექნოლოგიურ პროცესებში ვერთვები. ამ ეტაპზე მხოლოდ ვსწავლობ... ჩემი საქმე კომპანიის მენეჯმენტია. თუმცა, პროცესების ინფრასტრუქტურულ უზრუნველყოფასა და ღვინის გაყიდვებში აქტიურად ვმონაწილეობ.

- თქვენი, როგორც საქართველოს წარმომადგენლის სახელი და გვარი, უცნაურად ჟღერს...

- წარმოშობით მოლდოველი ვარ. 8 წლიდან ზუგდიდში ვიზრდებოდი, შემდეგ კი თბილისში გავთხოვდი და როგორც ჩემი მეგობრები ხუმრობით ამბობენ, ორი სვანი შვილი მყავს... როდესაც ჩემს წარმომავლობაზე ვფიქრობ, ვრწმუნდები, რომ სულით ქართველი ვარ და სხვანაირად ვერც წარმომიდგენია.

- რატომ ჩაერთეთ ამ პროექტში?

- ვფიქრობ, ეს იყო ძალიან კარგი შესაძლებლობა, შემესწავლა სომხური, მოლდოვური და უკრაინული ღვინის ბაზრის თავისებურებები. მცირე და საშუალო ქართული მეღვინეობები მომხმარებელს მარტო ღვინოს არ სთავაზობს. როგორც წესი, ეს არის ტურისტული ინფრასტრუქტურაც. არც ჩვენი კომპანიაა გამონაკლისი.

ამიტომ საინტერესო იყო როგორც კონკურენტული შეთავაზებების ხილვა, ისე პერსპექტიული ბაზრების მოთხოვნილებებისა და გემოვნების შესწავლა, რაც დაგვეხმარება სწორი პროდუქტის შექმნასა და გამართული შეთავაზებების ჩამოყალიბებაში.

თორნიკე: ჩემთვის ყოველთვის საინტერესოა სხვა მეღვინეებთან ინტერაქცია და აზრთა გაცვლა, განსაკუთრებით, როდესაც მეღვინეები სხვადასხვა ქვეყანას წარმოადგენენ. ამიტომ პროგრამაში მონაწილეობა ნაყოფიერია. ასევე საინტერესო იყო სხვა ქვეყნების ადგილობრივი, მათ შორის ენდემური ვაზის ჯიშებისა და მათგან დამზადებული ღვინის გაცნობა, დეგუსტაცია. გადაცემამ საშუალება მომცა გამეცნო მონაწილე ქვეყნების როგორც ღვინო, ასევე ადგილობრივი სამზარეულო, მათი წესებისა და ადათების ნაწილი.

აურიკა: ძალიან მომეწონა მოლდოვური მეღვინეობები. არ აქვს მნიშვნელობა მასშტაბსა და მოცულობებს, ყველგან სერიოზული და თავდადებული დამოკიდებულება იგრძნობა. ყველაფერი გათვლილი და სწორად ორგანიზებულია... სომხეთში შთაბეჭდილება მოახდინა გარემომ. დიდ სირთულეებს ეჭიდებიან და ფულს ხარჯავენ იმისთვის, რომ ვაზი გაახარონ.

მაგალითად, თუ საქართველოში ვენახი არ ირწყვება, იქ სარწყავი არხების გარეშე ვაზს პრაქტიკულად, ვერ გაახარებ. გარდა ამისა, შევამჩნიე, რომ ქართველებთან შეჯიბრების მიუხედავად, ჩვენი სომეხი მეგობრები აშკარად აფასებენ და აღიარებენ ქართული ღვინის უპირატესობას... უკრაინაში ძალიან მომეწონა ის ფაქტი, რომ მასპინძლები ძირითადად მოლდოვური კერძებით გაგვიმასპინძლდნენ, რაც თავად მოლდოველებმა არ გააკეთეს.

თორნიკე: კულინარიის კუთხით გამოვარჩევდი უკრაინულ ბორშჩს, პელმენსა და ზღვის პროდუქტებს. ნამდვილად გემრიელია, ისევე, როგორც სომხური ტოლმა და ხორცისგან დამზადებული სხვადასხვა კერძი. მაგრამ რასაკვირველია, ქართულ სამზარეულოს ვერაფერი შეედრება. ღვინო კი ყველაზე მეტად, მოლდოვური მომეწონა. ეტყობა, რომ ამ ქვეყანაში უფრო მეტადაა განვითარებული მეღვინეობა/მევენახეობის დარგი. სხვათა შორის, მოლდოვურ ვენახებში დიდი წილი საფერავსა და რქაწითელს უკავია...

- ისეთი რამ ხომ არ გახსენდებათ, რაც არ მოგეწონა?

აურიკა: ძალიან დატვირთული გრაფიკი გვქონდა. ერთ ჯერზე, ყოველდღიურ რეჟიმში, ოთხი მეღვინეობის შეფასება გვიწევდა. ძირითადად გზაში ვატარებდით დროს და ეს ძალიან დამღლელი იყო. გარდა ამისა, ყველა მეღვინესთვის ეს ფორმატი სიახლე გახლდათ. გადაცემაში ბევრი ისეთი რამ არ მოხვდა, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო და აუცილებლად გავაშუქებდით, მაგრამ პროდიუსერებმა შოუს ინტერესებიდან გამომდინარე, სხვა რამ წამოსწიეს წინა პლანზე...

თორნიკე: ემოციურად - უკრაინაში მთები დამაკლდა, სომხეთში საშინელი გზებია. მოლდოვას უფრო პროფესიული კუთხით შევაფასებდი - ჩემი აზრით, მეღვინეები ზედმეტად იყენებენ ადგილობრივ მუხას, რაც ხშირ შემთხვევაში, ცვლის გემოს და ჩრდილავს არსებულ არომატებს.

- რა მოგიტანათ ამ პროექტმა?

თორნიკე: ალბათ, ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია, რომ შევიძინეთ არაერთი მეგობარი მოლდოვაში, უკრაინასა და სომხეთში. დარწმუნებული ვარ, ეს მეგობრობა დიდხანს გაგრძელდება. ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ, საქართველო დადებითად წარმოგვეჩინა და სტუმრებისთვის გვეჩვენებინა ჩვენი ქვეყნის მდიდარი კულტურა, მრავალფეროვნება.

აურიკა: დიდი გამოცდილება მივიღე, ახალი ურთიერთობები, ახალი ცოდნა... ბევრი ახალი მეგობარი შევიძინე. გავიცანი თორნიკე, რომელიც ჩემი აზრით, ძალიან დიდ საქმეს შეეჭიდა და დამწყები ქართველი მეღვინეებისთვის კარგ მაგალითს წარმოადგენს. ამას გარდა, მასპინძლობა მხოლოდ მეღვინეობა და ღვინო ხომ არ არის, თორნიკესთან თავიდანვე შევთანხმდით, რომ ჩვენი პრინციპული მიზანი საქართველოს წარმოჩენა იყო და ძალიან ბევრი კარგი ადამიანი ჩავრთეთ ამ საქმეში.

დახმარება გაგვიწიეს როგორც ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ და თელავის მერიამ, ასევე სხვადასხვა მეწარმემ თუ კომპანიამ. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც მხარში ამოგვიდგა, გვგულშემატკივრობს.

"ჭაჭა დასალევად არ შველის, მას ანტისეპტიკური თვისებები აქვს, გააზავეთ წყალში და გამოიყენეთ" - ამირან გამყრელიძე

კორონავირუსზე გამოკვლეული 23-ვე ნიმუშის პასუხი უარყოფითია

შს მინისტრმა 9-შვილიან თანამშრომელს დედის დღე მიულოცა და საჩუქარები გადასცა

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"