მსოფლიო
საზოგადოება

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ასტრონომებმა კოსმოსში "თოვლის ბაბუა" იპოვეს
ასტრონომებმა კოსმოსში "თოვლის ბაბუა" იპოვეს

რო­გორც წესი, კოს­მო­სუ­რი აფეთ­ქე­ბე­ბის შე­დე­გად ახა­ლი ვარ­სკვლა­ვე­ბი ჩნდე­ბი­ან, მაგ­რამ ას­ტრო­ნო­მე­ბის აღ­მო­ჩე­ნა კოს­მო­სუ­რი აფეთ­ქე­ბე­ბის შე­სა­ხებ წარ­მოდ­გე­ნას ცვლის. საქ­მე ისაა, რომ მეც­ნი­ე­რებ­მა მი­აკ­ვლი­ეს ორი ჯუჯა ვარ­სკვლა­ვის შერ­წყმის შე­დე­გად მი­ღე­ბულ უჩ­ვე­უ­ლო ფორ­მის ვარ­სკვლავს, რო­მე­ლიც, რო­გორც ამ­ბო­ბენ, კოს­მო­სუ­რი აფეთ­ქე­ბის შე­დე­გია, თუმ­ცა აფეთ­ქე­ბას არა ახა­ლი ვარ­სკვლა­ვის წარ­მოქ­მნა, არა­მედ ორი ვარ­სკვლა­ვის შერ­წყმა მოჰ­ყვა.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ვარ­სკვლავს უჩ­ვე­უ­ლო ფორ­მა აქვს. მეც­ნი­ე­რე­ბი მას "გი­გან­ტურ კოს­მო­სურ თოვ­ლის ბა­ბუ­ას" უწო­დე­ბენ. მსგავ­სი კომ­პო­ზი­ცია აქამ­დე მკვლე­ვა­რებს არ აღ­მო­უ­ჩე­ნი­ათ.

მეც­ნი­ერ­თა თქმით, თეთ­რი ფე­რის ვარ­სკვლა­ვი დე­და­მი­წი­დან 150 სი­ნათ­ლის წე­ლი­წა­დი­თაა და­შო­რე­ბუ­ლი და ის ორი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ჯუჯა ვარ­სკვლა­ვის შერ­წყმის შე­დე­გად, და­ახ­ლო­ე­ბით, 1.3 მი­ლი­არ­დი წლის უკან შე­იქ­მნა.

ას­ტრო­ნო­მე­ბის მტკი­ცე­ბით, საქ­მე უჩ­ვე­უ­ლო შემ­თხვე­ვას­თან გვაქვს და ყო­ვე­ლი­ვე სცდე­ბა ვარ­სკვლა­ვუ­რი სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბის აქამ­დე არ­სე­ბულ ნორ­მებს.

"ყვე­ლა­ზე გა­სა­ო­ცა­რი ას­პექ­ტი ამ ვარ­სკვლა­ვის ის არის, რომ კოს­მო­სუ­რი აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად ახა­ლი ვარ­სკვლა­ვი კი არ წა­მო­იქ­მნა, არა­მედ ორი ვარ­სკვლა­ვი შე­ერ­წყა ერ­თმა­ნეთს.

ეს არის კომ­პო­ზი­ცია, რომ­ლის ახ­სნაც ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ვარ­სკვლა­ვუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის სის­ტე­მის მა­გა­ლით­ზე არ შეგ­ვიძ­ლია. ერ­თა­დერ­თი რისი თქმაც შე­საძ­ლე­ბე­ლია ის არის, რომ ის ორი ჯუჯა ვარ­სკვლა­ვის შერ­წყმის შე­დე­გად გაჩ­ნდა“, - ამ­ბობს Warwick - ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი, მარკ ჰო­ლადსი.

რაც შე­ე­ხე­ბა ჯუჯა ვარ­სკვლა­ვებს, ასე უწო­დე­ბენ შე­და­რე­ბით პა­ტა­რა ზო­მი­სა და თეთ­რი, მკრთა­ლი ნა­თე­ბის მქო­ნე ვარ­სკვლა­ვებს. ტერ­მი­ნი პირ­ვე­ლად 1906 წელს გა­მო­ი­ყე­ნეს, და­ნი­ელ­მა ას­ტრო­ნომ­მა ეი­ნარ გერცშპ­რუნ­გმა შე­ნიშ­ნა, რომ ჰარ­ვარ­დის სქე­მა­ში K და M კლა­სი­ფი­კა­ცი­ის ვარ­სკვლა­ვე­ბი შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო და­ყო­ფი­ლი­ყო ორ გან­სხვა­ვე­ბულ ჯგუ­ფად. ერ­თმა­ნე­თის­გან გარ­ჩე­ვის მიზ­ნით კი, ას­ტრო­ნომ­მა მათ "გი­გან­ტე­ბი“ და "ჯუ­ჯე­ბი“ უწო­და.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია BBC.com-სა და Daily Mail-ზე დაყ­რდნო­ბით

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჯორჯი
0

 იქნებ და ბებია ???

გია
13

წერეთ ლიტერატურული ქართულით: თოვლის ბაბუა-არა, თოვლის პაპა-კი!

ავტორი:

ასტრონომებმა კოსმოსში "თოვლის ბაბუა" იპოვეს

ასტრონომებმა კოსმოსში "თოვლის ბაბუა" იპოვეს

როგორც წესი, კოსმოსური აფეთქებების შედეგად ახალი ვარსკვლავები ჩნდებიან, მაგრამ ასტრონომების აღმოჩენა კოსმოსური აფეთქებების შესახებ წარმოდგენას ცვლის. საქმე ისაა, რომ მეცნიერებმა მიაკვლიეს ორი ჯუჯა ვარსკვლავის შერწყმის შედეგად მიღებულ უჩვეულო ფორმის ვარსკვლავს, რომელიც, როგორც ამბობენ, კოსმოსური აფეთქების შედეგია, თუმცა აფეთქებას არა ახალი ვარსკვლავის წარმოქმნა, არამედ ორი ვარსკვლავის შერწყმა მოჰყვა.

საინტერესოა, რომ ვარსკვლავს უჩვეულო ფორმა აქვს. მეცნიერები მას "გიგანტურ კოსმოსურ თოვლის ბაბუას" უწოდებენ. მსგავსი კომპოზიცია აქამდე მკვლევარებს არ აღმოუჩენიათ.

მეცნიერთა თქმით, თეთრი ფერის ვარსკვლავი დედამიწიდან 150 სინათლის წელიწადითაა დაშორებული და ის ორი ჩვეულებრივი ჯუჯა ვარსკვლავის შერწყმის შედეგად, დაახლოებით, 1.3 მილიარდი წლის უკან შეიქმნა.

ასტრონომების მტკიცებით, საქმე უჩვეულო შემთხვევასთან გვაქვს და ყოველივე სცდება ვარსკვლავური სისტემის განვითარების აქამდე არსებულ ნორმებს.

"ყველაზე გასაოცარი ასპექტი ამ ვარსკვლავის ის არის, რომ კოსმოსური აფეთქების შედეგად ახალი ვარსკვლავი კი არ წამოიქმნა, არამედ ორი ვარსკვლავი შეერწყა ერთმანეთს.

ეს არის კომპოზიცია, რომლის ახსნაც ჩვეულებრივი ვარსკვლავური განვითარების სისტემის მაგალითზე არ შეგვიძლია. ერთადერთი რისი თქმაც შესაძლებელია ის არის, რომ ის ორი ჯუჯა ვარსკვლავის შერწყმის შედეგად გაჩნდა“, - ამბობს Warwick - ის უნივერსიტეტის პროფესორი, მარკ ჰოლადსი.

რაც შეეხება ჯუჯა ვარსკვლავებს, ასე უწოდებენ შედარებით პატარა ზომისა და თეთრი, მკრთალი ნათების მქონე ვარსკვლავებს. ტერმინი პირველად 1906 წელს გამოიყენეს, დანიელმა ასტრონომმა ეინარ გერცშპრუნგმა შენიშნა, რომ ჰარვარდის სქემაში K და M კლასიფიკაციის ვარსკვლავები შესაძლებელი იყო დაყოფილიყო ორ განსხვავებულ ჯგუფად. ერთმანეთისგან გარჩევის მიზნით კი, ასტრონომმა მათ "გიგანტები“ და "ჯუჯები“ უწოდა.

მომზადებულია BBC.com-სა და Daily Mail-ზე დაყრდნობით