სამართალი
საზოგადოება
პოლიტიკა

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხაშურის სასტუმროდან ბოქსირებულ პალატაში სამი პირი, მათ შორის ირანის ორი მოქალაქე მოათავსეს
ხაშურის სასტუმროდან ბოქსირებულ პალატაში სამი პირი, მათ შორის ირანის ორი მოქალაქე მოათავსეს

ცოტა ხნის წინ „გორ­მე­დის“ ქსე­ლის ხა­შუ­რის სა­ა­ვად­მყო­ფოს ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ის სიმპტო­მე­ბით თვით­დი­ნე­ბით 3-მა პირ­მა მი­მარ­თა. აღ­ნიშ­ნუ­ლი სამი პი­რი­დან, 2 ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი ირა­ნის მო­ქა­ლა­ქეა, ახალ­გაზ­რდა ქალი კი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე.

ირა­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გან­ცხა­დე­ბით, მათ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვა­რი 23 თე­ბერ­ვალს გად­მოკ­ვე­თეს. ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი სიმპტო­მე­ბი კი დღეს დი­ლით ხა­შუ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში ერთ-ერთ ე.წ. ლო­კან­ტა­ში ყოფ­ნი­სას შე­ნიშ­ნეს.

„სამ­მა მო­ქა­ლა­ქემ მოგ­ვმარ­თა თვით­დი­ნე­ბით. 2 მათ­განს აღე­ნიშ­ნე­ბო­და სხე­უ­ლის მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა, ხვე­ლა. ანამ­ნე­ზის შეკ­რე­ბი­სას, პა­ცი­ენ­ტე­ბი მო­თავ­სდნენ ბოქ­სი­რე­ბულ პა­ლა­ტა­ში, გა­მო­ძა­ხე­ბულ იქნა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი. პა­ცი­ენ­ტებ­თან კონ­ტაქ­ტი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და ყვე­ლა სტან­დარ­ტის დაც­ვით, და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სად. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის ფაქ­ტო­რიც, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბი, ვგუ­ლის­ხმობ, ირა­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებს, სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­სუ­ლე­ბი არი­ან 23 თე­ბერ­ვალს, შე­სა­ბა­მი­სად, გა­სუ­ლი არ არის ორ­კვი­რი­ა­ნი ვადა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ერ­თად მი­ღე­ბულ იქნა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა აღ­ნიშ­ნუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის გა­დაყ­ვა­ნა მოხ­დეს გო­რის სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტალ­ში, სა­დაც გუ­შინ­დე­ლი დღი­დან შექ­მნი­ლია სა­კა­რან­ტი­ნო ზონა“, - გა­ნა­ცხა­და „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას „გორ­მე­დის“ ქსე­ლის დი­რექ­ტორ­მა ვა­სილ ჭე­იშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მწარე
0

ხაშურში რაღა სიკვდილი უნდოდათ ამ ირანელებს, გააწყალეს გულიიიიი

მოკლედ რააა
0

ეს ირანელები თოფის გაუსროლელად ფუძნდებიან და ეპატრონებიან ამ ქვეყანას, ჩუმად, შეპარვით და ინტენსიურად ყველა კუთხეში და - ფრთხილად ქართველებო!

ავტორი:

ხაშურის სასტუმროდან ბოქსირებულ პალატაში სამი პირი, მათ შორის ირანის ორი მოქალაქე მოათავსეს

ხაშურის სასტუმროდან ბოქსირებულ პალატაში სამი პირი, მათ შორის ირანის ორი მოქალაქე მოათავსეს

ცოტა ხნის წინ „გორმედის“ ქსელის ხაშურის საავადმყოფოს ვირუსული ინფექციის სიმპტომებით თვითდინებით 3-მა პირმა მიმართა. აღნიშნული სამი პირიდან, 2 ახალგაზრდა მამაკაცი ირანის მოქალაქეა, ახალგაზრდა ქალი კი საქართველოს მოქალაქე.

ირანის მოქალაქეების განცხადებით, მათ საქართველოს საზღვარი 23 თებერვალს გადმოკვეთეს. ვირუსული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები კი დღეს დილით ხაშურის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთ ე.წ. ლოკანტაში ყოფნისას შენიშნეს.

„სამმა მოქალაქემ მოგვმართა თვითდინებით. 2 მათგანს აღენიშნებოდა სხეულის მაღალი ტემპერატურა, ხველა. ანამნეზის შეკრებისას, პაციენტები მოთავსდნენ ბოქსირებულ პალატაში, გამოძახებულ იქნა საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენელი. პაციენტებთან კონტაქტი მიმდინარეობდა ყველა სტანდარტის დაცვით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად. მნიშვნელოვანია ის ფაქტორიც, რომ აღნიშნული პირები, ვგულისხმობ, ირანის მოქალაქეებს, საქართველოში შემოსულები არიან 23 თებერვალს, შესაბამისად, გასული არ არის ორკვირიანი ვადა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლებთან ერთად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება აღნიშნული პაციენტების გადაყვანა მოხდეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც გუშინდელი დღიდან შექმნილია საკარანტინო ზონა“, - განაცხადა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას „გორმედის“ ქსელის დირექტორმა ვასილ ჭეიშვილმა.

საირმეში საკარანტინო ზონა მოეწყო, სადაც ქუთაისის აეროპორტში ჩასული მგზავრები გადაიყვანეს

აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

ოზურგეთში თვითიზოლაციის წესის დარღვევისთვის 7 პირი იძულებით კარანტინში გადაიყვანეს