საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პაციენტებს სხვა კლინიკებში გადავყვანთ" - თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო საკარანტინო ზონად გადაკეთდება
"პაციენტებს სხვა კლინიკებში გადავყვანთ" - თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო საკარანტინო ზონად გადაკეთდება

თბი­ლი­სის რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფო ახალ კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­კა­რან­ტი­ნო ზო­ნის­თვის ემ­ზა­დე­ბა. რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტორ­მა, ლე­ვან გო­ფო­ძემ გა­ნუ­ცხა­და, კლი­ნი­კას უკვე ცლი­ან, თუმ­ცა კონ­კრე­ტუ­ლად რო­დის გა­დავ­ლენ სა­კა­რან­ტი­ნო ზო­ნა­ზე, ეს ეპიდსი­ტუ­ა­ცი­ა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, თუ ვი­თა­რე­ბა გა­უ­ა­რეს­და, უმ­ჯო­ბე­სია მო­ზა­დე­ბუ­ლი შეხ­ვდნენ. ლე­ვან გო­ფო­ძის თქმით, ასეთ შემ­თხვე­ვა­ში კლი­ნი­კა­ში მო­თავ­სდე­ბი­ან ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც ახალ კო­რო­ნა­ვირუს­თან მი­მარ­თე­ბით მა­ღა­ლი რის­კის ჯგუფს გა­ნე­კუთ­ვნე­ბი­ან. მისი თქმით, ასე­თე­ბი არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც მა­ღა­ლი რის­კის მქო­ნე ქვეყ­ნა­ში იმოგ­ზა­უ­რეს და შემ­დეგ დაბ­რუნ­დნენ, ან რომ­ლებ­საც ინ­ფი­ცი­რე­ბულ პი­რებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია ჰქონ­დათ და ა.შ.

ამას­თან, ლე­ვან გო­ფო­ძის თქმით, დი­აგ­ნო­ზის დად­გე­ნის შემ­თხვე­ვა­ში რო­გორ მო­იქ­ცე­ვი­ან, ესეც გა­ი­წე­რე­ბა.

„იმი­სათ­ვის, რომ გა­მო­ცხად­დეს სა­კა­რან­ტი­ნო ზონა, კლი­ნი­კის მომ­ზა­დე­ბა უკვე და­ვი­წყეთ. ყვე­ლა პა­ცი­ენტს, რო­მე­ლიც რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მკურ­ნა­ლობს, თან­და­თან გა­და­ვიყ­ვანთ სხვა კლი­ნი­კებ­ში. ეს რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფო­სათ­ვის ახა­ლი არ არის, ჩვენ ხში­რად გა­დაგ­ვიყ­ვა­ნია პა­ცი­ენ­ტე­ბი სხვა­დას­ხვა ექ­სტრე­მა­ლურ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში სხვა კლი­ნი­კებ­ში. ასე რომ ძა­ლი­ან სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღეს იმი­სათ­ვის, რომ ეპიდ­ზო­ნა არ შე­იქ­მნას და ინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის საფრ­თხე მი­ნი­მუ­მა­დე და­ვი­დეს. ეს ვინ­მეს ახი­რე­ბა არ არის, ეს ძა­ლი­ან სწო­რი ღი­ნის­ძი­ე­ბა გახ­ლავთ. ამი­ტო­მაც ჩვენ ვთვლით, რომ რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფო, რო­გორც სა­ხელ­მწი­ფო კლი­ნი­კა ამა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღებს. პირ­ველ ეტაპ­ზე ჩვენ სულ 88 პა­ცი­ენტს მი­ვი­ღებთ. თუ რო­დის გა­და­ვალთ სა­კა­რან­ტი­ნო ზო­ნა­ზე, ეს ჩვენ­ზე არ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი, გა­აჩ­ნია ეპიდსი­ტუ­ა­ცი­ას. თუ ბევ­რი პა­ცი­ენ­ტი იქ­ნე­ბა მა­შინ და­ვი­წყებთ მი­ღე­ბას. ამ ეტაპ­ზე, ანუ დღეს და ხვალ პა­ცი­ენ­ტე­ბის მი­ღე­ბას არ ვგეგ­მავთ“, - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან გო­ფო­ძემ.

მისი გან­მარ­ტე­ბით, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ამ დრო­ის­თვის მო­თავ­სე­ბულ პა­ცი­ენ­ტებს სხვა­დას­ხვა კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნენ.

„სხვა პა­ცი­ენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მკურ­ნა­ლო­ბას გა­დი­ან, არი­ან ნა­ო­პე­რა­ცი­ე­ბი, წვა­ნან რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში, პრე­ვენ­ცი­ის თვალ­საზ­რი­სით სხვა კლი­ნი­კა­ში გა­დაგ­ვყავს. გა­დაყ­ვა­ნის პრო­ცე­დუ­რა დღეს და­ვი­წყეთ და ხვალ და­ვას­რუ­ლებთ. შემ­დეგ კი უკვე ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვის­თვის მო­ვემ­ზა­დე­ბით", - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან გო­ფო­ძემ.

ავტორი:

"პაციენტებს სხვა კლინიკებში გადავყვანთ" - თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო საკარანტინო ზონად გადაკეთდება

"პაციენტებს სხვა კლინიკებში გადავყვანთ" - თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო საკარანტინო ზონად გადაკეთდება

თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით საკარანტინო ზონისთვის ემზადება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოფოძემ განუცხადა, კლინიკას უკვე ცლიან, თუმცა კონკრეტულად როდის გადავლენ საკარანტინო ზონაზე, ეს ეპიდსიტუაციაზეა დამოკიდებული.

მისივე განმარტებით, თუ ვითარება გაუარესდა, უმჯობესია მოზადებული შეხვდნენ. ლევან გოფოძის თქმით, ასეთ შემთხვევაში კლინიკაში მოთავსდებიან ის ადამიანები, ვინც ახალ კორონავირუსთან მიმართებით მაღალი რისკის ჯგუფს განეკუთვნებიან. მისი თქმით, ასეთები არიან ადამიანები, რომლებმაც მაღალი რისკის მქონე ქვეყნაში იმოგზაურეს და შემდეგ დაბრუნდნენ, ან რომლებსაც ინფიცირებულ პირებთან კომუნიკაცია ჰქონდათ და ა.შ.

ამასთან, ლევან გოფოძის თქმით, დიაგნოზის დადგენის შემთხვევაში როგორ მოიქცევიან, ესეც გაიწერება.

„იმისათვის, რომ გამოცხადდეს საკარანტინო ზონა, კლინიკის მომზადება უკვე დავიწყეთ. ყველა პაციენტს, რომელიც რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობს, თანდათან გადავიყვანთ სხვა კლინიკებში. ეს რესპუბლიკური საავადმყოფოსათვის ახალი არ არის, ჩვენ ხშირად გადაგვიყვანია პაციენტები სხვადასხვა ექსტრემალურ სიტუაციებში სხვა კლინიკებში. ასე რომ ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღეს იმისათვის, რომ ეპიდზონა არ შეიქმნას და ინფექციის გავრცელების საფრთხე მინიმუმადე დავიდეს. ეს ვინმეს ახირება არ არის, ეს ძალიან სწორი ღინისძიება გახლავთ. ამიტომაც ჩვენ ვთვლით, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო, როგორც სახელმწიფო კლინიკა ამაში მონაწილეობას მიიღებს. პირველ ეტაპზე ჩვენ სულ 88 პაციენტს მივიღებთ. თუ როდის გადავალთ საკარანტინო ზონაზე, ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული, გააჩნია ეპიდსიტუაციას. თუ ბევრი პაციენტი იქნება მაშინ დავიწყებთ მიღებას. ამ ეტაპზე, ანუ დღეს და ხვალ პაციენტების მიღებას არ ვგეგმავთ“, - განაცხადა ლევან გოფოძემ.

მისი განმარტებით, საავადმყოფოში ამ დროისთვის მოთავსებულ პაციენტებს სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანენ.

„სხვა პაციენტები, რომლებიც რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობას გადიან, არიან ნაოპერაციები, წვანან რეანიმაციაში, პრევენციის თვალსაზრისით სხვა კლინიკაში გადაგვყავს. გადაყვანის პროცედურა დღეს დავიწყეთ და ხვალ დავასრულებთ. შემდეგ კი უკვე ახალი გამოწვევისთვის მოვემზადებით", - განაცხადა ლევან გოფოძემ.

მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები დროებით უქმდება

დარჩით სახლში და გაუფრთხილდით თავს!

"მე ვრჩები სამსახურში შენთვის, შენ დარჩი სახლში ჩვენთვის" - ქართველი ექიმების კამპანია "ფეისბუქზე"