სამართალი
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ღამე გავიყინეთ, ჯერ საჭმელიც არ მოუტანიათ..." - რა ინფორმაციას ავრცელებს ჭიაბერაშვილი საკარანტინო სივრცეში არსებულ პირობებზე
"ღამე გავიყინეთ, ჯერ საჭმელიც არ მოუტანიათ..." - რა ინფორმაციას ავრცელებს ჭიაბერაშვილი საკარანტინო სივრცეში არსებულ პირობებზე

„ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ წევ­რის ზუ­რაბ ჭი­ა­ბე­რაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, მას ერთ-ერთ სა­კა­რან­ტი­ნო შე­ნო­ბა­ში მო­თავ­სე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის აუ­დიო ჩა­ნა­წე­რი აქვს, სა­დაც იგი პრობ­ლე­მებ­ზე სა­უბ­რობს. ჭი­ა­ბე­რაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ჩა­ნა­წერ­ში ეს პირი ყვე­ბა, რომ სა­კა­რან­ტი­ნო შე­ნო­ბა­ში, გუ­შინ ღა­მით ყვე­ლა­ნა­ი­რი გან­მარ­ტე­ბის გა­რე­შე მო­ა­თავ­სეს. მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ შე­ნო­ბა­ში მყოფ ადა­მი­ა­ნებ­ზე მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბას არა­ვინ ახორ­ცი­ე­ლებს, მათ შო­რის არც მედ­პერ­სო­ნა­ლი და არც პო­ლი­ცია. ამას­თან, ჭი­ა­ბე­რაშ­ვი­ლის თქმით, აუ­დიო ჩა­ნა­წე­რი­დან ირ­კვე­ვა, რომ სა­კა­რან­ტი­ნო შე­ნო­ბა­ში შე­სა­ბა­მი­სი პი­რო­ბე­ბი არ არის შექ­მნი­ლი.

ჭი­ა­ბე­რაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი აუ­დიო ჩა­ნა­წე­რის ნამ­დვი­ლო­ბა უტყუ­ა­რია.

"ხელთ მაქვს დიდ დი­ღომ­ში ერთ-ერთ შე­ნო­ბა­ში კა­რან­ტინ­ში მო­თავ­სე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის მიერ გა­მოგ­ზავ­ნი­ლი ხმო­ვა­ნი შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი, რომ­ლებ­შიც იგი დახ­მა­რე­ბას ითხოვს.

დავ­წერ მის რამ­დე­ნი­მე ფრა­ზას: - მი­სა­მარ­თი არ ვიცი სად ვარ, ინ­ტერ­ნე­ტი რომ არ მქონ­დეს და ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბას არ მიჩ­ვე­ნებ­დეს - არც ექთა­ნი, არც პო­ლი­ცი­ე­ლი, არც ად­მი­ნის­ტრა­ტო­რი, არც მე­ნე­ჯე­რი, არა­ვინ არ არის...- ცხელ ხაზ­ზე 15 05-ზე ვრე­კავ და გვი­თი­შა­ვენ - ღამე გა­ვი­ყი­ნეთ ყვე­ლა­ნი, ისე ცი­ო­და, 5-5 პლე­დი გვე­ფა­რა - გა­რეთ დე­რეფ­ნებ­ში ისე ცივა, რომ გას­ვლა­საც ვერ ვა­ხერ­ხებ - არა­ვინ გა­მო­ჩე­ნი­ლა.

ღამე ვი­ღა­ცე­ე­ბი კი­დევ მო­იყ­ვა­ნეს, მაგ­რამ არა­ვინ გა­მო­ჩე­ნი­ლა. ვერ­ვის ვე­ლა­პა­რა­კე­ბით - მე­გო­ნა, დი­ლით მა­ინც მოვა ვინ­მე-მეთ­ქი- პრე­ვენ­ცი­ის ცენ­ტრს ვე­ლა­პა­რა­კე და მი­თხრეს, რომ დი­რექ­ტორს გა­და­ვე­ცით ეს პრობ­ლე­მა და ჯან­დაც­ვას­თან მო­აგ­ვა­რებ­სო - ყვე­ლა იმას ამ­ბობს, რომ ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს დო­ნე­ზე თუ მოგ­ვარ­დე­ბა ეს ამ­ბა­ვი, სხვა ვე­რა­ვინ ვე­რა­ფერს იზამ­სო.

update:ეს ხალ­ხი წუ­ხელ მი­იყ­ვა­ნეს. 13:00 გახ­და და ჯერ საჭ­მე­ლი არ მო­უ­ტა­ნი­ათ" - წერს ჭი­ა­ბე­რაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

კა­რან­ტინ­ში არ­სე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი მა­რი­ამ ბა­შა­რუ­ლიც:

"

ეს არის ის გა­ყი­ნუ­ლი სუპი, რო­მე­ლიც კა­რან­ტინ­ში (ლან­ცე­ტის სას­ტუმ­რო­ში) გა­დაყ­ვა­ნილ საქ.ბან­კის თა­ნამ­შრო­მელს აჭა­მეს გუ­შინ გვი­ან ღა­მით. სას­ტუმ­რო­ში გა­დაყ­ვა­ნი­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბი ამ დრომ­დე მშივ­რე­ბი არი­ან ! გარ­და ამი­სა სას­ტუმ­რო­ში არის აუ­ტა­ნე­ლი სი­ცი­ვე, არ არის გათ­ბო­ბა. არ აქ­ცე­ვენ ყუ­რა­დღე­ბას! გუ­შინს შემ­დეგ მო­სა­კი­თხა­დაც არ შე­მო­სუ­ლა არა­ვი­ნო მწე­რენ!".

გან­ცხა­დე­ბას უკვე გა­მო­ეხ­მა­უ­რა ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძე. და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა "ბო­დი­ში მო­უ­ხა­და ადა­მი­ა­ნებს, თუ მათ სა­კა­რან­ტი­ნო სივ­რცე­ში გარ­კვე­ულ­წი­ლად მო­უმ­ზა­დე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბი დახ­ვდათ".

"მინ­და, ღია ეთერ­ში ბო­დი­ში მო­ვუ­ხა­დო ადა­მი­ა­ნებს, თუ მათ გარ­კვე­ულ­წი­ლად მო­უმ­ზა­დე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბი დახ­ვდათ. ვიცი, რომ ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო დი­ლი­დან ინ­ტენ­სი­უ­რად არის ჩარ­თუ­ლი ამ სა­კი­თხში და იქ ყვე­ლა­ფე­რი წეს­რიგ­დე­ბა" - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

ავტორი:

"ღამე გავიყინეთ, ჯერ საჭმელიც არ მოუტანიათ..." - რა ინფორმაციას ავრცელებს ჭიაბერაშვილი საკარანტინო სივრცეში არსებულ პირობებზე

"ღამე გავიყინეთ, ჯერ საჭმელიც არ მოუტანიათ..." - რა ინფორმაციას ავრცელებს ჭიაბერაშვილი საკარანტინო სივრცეში არსებულ პირობებზე

„ევროპული საქართველოს“ წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, მას ერთ-ერთ საკარანტინო შენობაში მოთავსებული ადამიანის აუდიო ჩანაწერი აქვს, სადაც იგი პრობლემებზე საუბრობს. ჭიაბერაშვილის განცხადებით, ჩანაწერში ეს პირი ყვება, რომ საკარანტინო შენობაში, გუშინ ღამით ყველანაირი განმარტების გარეშე მოათავსეს. მისივე ინფორმაციით, ამ შენობაში მყოფ ადამიანებზე მეთვალყურეობას არავინ ახორციელებს, მათ შორის არც მედპერსონალი და არც პოლიცია. ამასთან, ჭიაბერაშვილის თქმით, აუდიო ჩანაწერიდან ირკვევა, რომ საკარანტინო შენობაში შესაბამისი პირობები არ არის შექმნილი.

ჭიაბერაშვილის განცხადებით, აღნიშნული აუდიო ჩანაწერის ნამდვილობა უტყუარია.

"ხელთ მაქვს დიდ დიღომში ერთ-ერთ შენობაში კარანტინში მოთავსებული ადამიანის მიერ გამოგზავნილი ხმოვანი შეტყობინებები, რომლებშიც იგი დახმარებას ითხოვს.

დავწერ მის რამდენიმე ფრაზას: - მისამართი არ ვიცი სად ვარ, ინტერნეტი რომ არ მქონდეს და ადგილმდებარეობას არ მიჩვენებდეს - არც ექთანი, არც პოლიციელი, არც ადმინისტრატორი, არც მენეჯერი, არავინ არ არის...- ცხელ ხაზზე 15 05-ზე ვრეკავ და გვითიშავენ - ღამე გავიყინეთ ყველანი, ისე ციოდა, 5-5 პლედი გვეფარა - გარეთ დერეფნებში ისე ცივა, რომ გასვლასაც ვერ ვახერხებ - არავინ გამოჩენილა.

ღამე ვიღაცეები კიდევ მოიყვანეს, მაგრამ არავინ გამოჩენილა. ვერვის ველაპარაკებით - მეგონა, დილით მაინც მოვა ვინმე-მეთქი- პრევენციის ცენტრს ველაპარაკე და მითხრეს, რომ დირექტორს გადავეცით ეს პრობლემა და ჯანდაცვასთან მოაგვარებსო - ყველა იმას ამბობს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს დონეზე თუ მოგვარდება ეს ამბავი, სხვა ვერავინ ვერაფერს იზამსო.

update:ეს ხალხი წუხელ მიიყვანეს. 13:00 გახდა და ჯერ საჭმელი არ მოუტანიათ" - წერს ჭიაბერაშვილი სოციალურ ქსელში.

კარანტინში არსებულ მდგომარეობაზე სოციალურ ქსელში წერს ინტერნეტმომხმარებელი მარიამ ბაშარულიც:

"

ეს არის ის გაყინული სუპი, რომელიც კარანტინში (ლანცეტის სასტუმროში) გადაყვანილ საქ.ბანკის თანამშრომელს აჭამეს გუშინ გვიან ღამით. სასტუმროში გადაყვანილი პაციენტები ამ დრომდე მშივრები არიან ! გარდა ამისა სასტუმროში არის აუტანელი სიცივე, არ არის გათბობა. არ აქცევენ ყურადღებას! გუშინს შემდეგ მოსაკითხადაც არ შემოსულა არავინო მწერენ!".

განცხადებას უკვე გამოეხმაურა ამირან გამყრელიძე. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა "ბოდიში მოუხადა ადამიანებს, თუ მათ საკარანტინო სივრცეში გარკვეულწილად მოუმზადებელი პირობები დახვდათ".

"მინდა, ღია ეთერში ბოდიში მოვუხადო ადამიანებს, თუ მათ გარკვეულწილად მოუმზადებელი პირობები დახვდათ. ვიცი, რომ ჯანდაცვის სამინისტრო დილიდან ინტენსიურად არის ჩართული ამ საკითხში და იქ ყველაფერი წესრიგდება" - განაცხადა გამყრელიძემ.

მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები დროებით უქმდება

დარჩით სახლში და გაუფრთხილდით თავს!

"მე ვრჩები სამსახურში შენთვის, შენ დარჩი სახლში ჩვენთვის" - ქართველი ექიმების კამპანია "ფეისბუქზე"