სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორი იქნება ახალი 12-მეტრიანი ავტობუსები, რომლებიც თბილისში შემოდგომიდან იმოძრავებენ
როგორი იქნება ახალი 12-მეტრიანი ავტობუსები, რომლებიც თბილისში შემოდგომიდან იმოძრავებენ

თბი­ლი­სის მე­რის კახა კა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, კომ­პა­ნია "თე­გე­ტა მო­ტორ­სი" თბი­ლის­ში და­მა­ტე­ბით 126 ერ­თე­ულ 12-მეტ­რი­ან ავ­ტო­ბუსს შე­მო­იყ­ვანს. ახა­ლი ავ­ტო­ბუ­სე­ბი მწვა­ნე ფე­რის იქ­ნე­ბა.

რო­გორც კა­ლა­ძემ დე­და­ქა­ლა­ქის მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში და­ი­წყე­ბა აღ­ნიშ­ნუ­ლი ავ­ტო­ბუ­სე­ბის აწყო­ბა-წარ­მო­ე­ბა და თბი­ლის­ში შე­მოყ­ვა­ნა.

"თქვენ იცით, რომ ევ­რო­პის რე­კონ­სტრუქ­ცი­ი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ბანკთან ვა­წარ­მო­ებ­დით მო­ლა­პა­რა­კე­ბებს, გა­მო­ყო­ფი­ლია თან­ხე­ბი და გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი იყო 12 - მეტ­რი­ან ავ­ტო­ბუ­სებ­ზე შეს­ყიდ­ვა. დღეს მინ­და გი­თხრათ, რომ ჩვენ გვყავს გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი კომ­პა­ნია „თე­გე­ტა მო­ტორ­სი“, რო­მე­ლიც ვალ­დე­ბუ­ლია შე­მო­იყ­ვა­ნოს 126 ერ­თე­უ­ლი „ბი ემ სის“ მარ­კის ავ­ტო­ბუ­სი, რო­მე­ლიც იწარ­მო­ე­ბა თურ­ქეთ­ში.

„ბი ემ სის“ მარ­კის ავ­ტო­ბუ­სე­ბი არის ევ­რო­პის სხვა­დას­ხვა ქა­ლა­ქებ­ში, ბულ­გა­რეთ­ში, ლონ­დონ­ში. ჩვენ ამა­ზე არ ვჩერ­დე­ბით და ვაგ­რძე­ლებთ და­მა­ტე­ბით ახა­ლი ავ­ტო­ბუ­სე­ბის შე­მოყ­ვა­ნას. 126 ერ­თე­უ­ლი არის 12 - მეტ­რი­ა­ნი გაზ­ზე მო­მუ­შა­ვე ავ­ტო­ბუ­სე­ბი და უკვე უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში და­ი­წყე­ბა აწყო­ბა-წარ­მო­ე­ბა და შე­მოყ­ვა­ნა დე­და­ქა­ლაქ­ში, რო­მე­ლიც მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა თბი­ლისს, თბი­ლი­სე­ლებს და ჩა­მო­სულ სტუმ­რებს.

ჩვენ არამ­ხო­ლოდ ჩა­ნაც­ვლე­ბით შე­მო­ვი­ფარ­გლე­ბით, არა­მედ გვინ­და შე­მო­ვიყ­ვა­ნოთ და­მა­ტე­ბი­თი ავ­ტო­ბუ­სე­ბი იმის­თვის, რომ ის კონ­კრე­ტუ­ლი უბ­ნე­ბი და რა­ი­ო­ნე­ბი, სა­დაც სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი არ გა­და­ად­გილ­დე­ბა ან თუ გა­და­ად­გილ­დე­ბა, მგზავ­რებს დიდი ხანი ლო­დი­ნი უწევს და დის­კომ­ფორ­ტს წარ­მო­ად­გენს.

შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ ამ პრობ­ლე­მას მო­ვაგ­ვა­რებთ და ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ იმის­თვის, რომ მაქ­სი­მუმ 10 წუთი იყოს მოც­დის დრო. გარ­და ამი­სა, შემ­დე­გი ეტა­პია 18 - მეტ­რი­ა­ნი ავ­ტო­ბუ­სე­ბი, რომ­ლე­ბიც ძა­ლი­ან მალე გა­მოჩ­ნდე­ბა დე­და­ქა­ლა­ქის ქუ­ჩებ­ში“, - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სტუმარი
1

პრობლემა მაშინ იქნებოდა მოგვარებული, როდესაც თურქეთიდან კი არ შემოიყვანდით დედაქალაქში ტრანსპორტს, არამედ საქართველოში გადაიდგმებოდა ნაბიჯი რაიმეს წარმოებისთვის. თუმცა სკოლების საპირფარეშოების საკითხი ვერ მოგიგვარებიათ და ამას ნამდვილად არ ველოდები თქვენგან.

კალაძეს და სხვებსაც
3

რა საჭიროა ასეთ პატარა ქალაქში ამხელა ავტობუსების შემოყვანა ამასაც ევროსტანდარტები გავალდებულებთ?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

როგორი იქნება ახალი 12-მეტრიანი ავტობუსები, რომლებიც თბილისში შემოდგომიდან იმოძრავებენ

როგორი იქნება ახალი 12-მეტრიანი ავტობუსები, რომლებიც თბილისში შემოდგომიდან იმოძრავებენ

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, კომპანია "თეგეტა მოტორსი" თბილისში დამატებით 126 ერთეულ 12-მეტრიან ავტობუსს შემოიყვანს. ახალი ავტობუსები მწვანე ფერის იქნება.

როგორც კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, უახლოეს მომავალში დაიწყება აღნიშნული ავტობუსების აწყობა-წარმოება და თბილისში შემოყვანა.

"თქვენ იცით, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს, გამოყოფილია თანხები და გამოცხადებული იყო 12 - მეტრიან ავტობუსებზე შესყიდვა. დღეს მინდა გითხრათ, რომ ჩვენ გვყავს გამარჯვებული კომპანია „თეგეტა მოტორსი“, რომელიც ვალდებულია შემოიყვანოს 126 ერთეული „ბი ემ სის“ მარკის ავტობუსი, რომელიც იწარმოება თურქეთში.

„ბი ემ სის“ მარკის ავტობუსები არის ევროპის სხვადასხვა ქალაქებში, ბულგარეთში, ლონდონში. ჩვენ ამაზე არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ დამატებით ახალი ავტობუსების შემოყვანას. 126 ერთეული არის 12 - მეტრიანი გაზზე მომუშავე ავტობუსები და უკვე უახლოეს მომავალში დაიწყება აწყობა-წარმოება და შემოყვანა დედაქალაქში, რომელიც მოემსახურება თბილისს, თბილისელებს და ჩამოსულ სტუმრებს.

ჩვენ არამხოლოდ ჩანაცვლებით შემოვიფარგლებით, არამედ გვინდა შემოვიყვანოთ დამატებითი ავტობუსები იმისთვის, რომ ის კონკრეტული უბნები და რაიონები, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ გადაადგილდება ან თუ გადაადგილდება, მგზავრებს დიდი ხანი ლოდინი უწევს და დისკომფორტს წარმოადგენს.

შესაბამისად, ჩვენ ამ პრობლემას მოვაგვარებთ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მაქსიმუმ 10 წუთი იყოს მოცდის დრო. გარდა ამისა, შემდეგი ეტაპია 18 - მეტრიანი ავტობუსები, რომლებიც ძალიან მალე გამოჩნდება დედაქალაქის ქუჩებში“, - განაცხადა კალაძემ.

შესანიშნავი 10-ეულის პირველი ლაივ კონცერტი "დიდ სცენაზე" 5 ივლისს წარსდგება

რე|ბანკმა გაამარტივა ტოპ|ქარდის აღების პროცესი და საზაფხულო აქცია დაიწყო

სს „ვანრიკაგროს“ აქტივები გაიყიდა - „საპარტნიორო ფონდი“ ლურჯი მოცვის პროექტს ახალ ინვესტორთან ერთად განაგრძობს