საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გოგონა, თქვენ ავადმყოფი ხართ" - რატომ გააღიზიანა სერგეი ლავროვი ქართველი ჟურნალისტის კითხვამ და როგორ ეხმაურებიან ფაქტს რუსეთში
"გოგონა, თქვენ ავადმყოფი ხართ" - რატომ გააღიზიანა სერგეი ლავროვი ქართველი ჟურნალისტის კითხვამ და როგორ ეხმაურებიან ფაქტს რუსეთში

აპი­რებს თუ არა სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლას რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი სერ­გეი ლავ­რო­ვი, იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ევ­რო­საბ­ჭოს მი­ნის­ტე­რი­ა­ლი მა­ის­ში თბი­ლის­ში გა­ი­მარ­თე­ბა? - ეს იყო შე­კი­თხვა, რო­მე­ლიც "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის" ჟურ­ნა­ლის­ტმა ანა ბრო­ლა­ძემ რუს დიპ­ლო­მატს ჟე­ნე­ვა­ში და­უს­ვა, თუმ­ცა მის­გან შე­უ­რა­ცხყო­ფე­ლი პა­სუ­ხი მი­ი­ღო. "გო­გო­ნა, თქვენ ავად­მყო­ფი ხართ", - გა­ნა­ცხა­და სერ­გეი ლავ­როვ­მა ქარ­თვე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტის შე­კი­თხვის პა­სუ­ხად.

აღ­ნიშ­ნულს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­ეხ­მა­უ­რა რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მა­რია ზა­ხა­რო­ვა. მისი თქმით, ქარ­თვე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ლავ­როვს „თავს და­ესხნენ“, თუმ­ცა „ბოსი არ და­შა­ვე­ბუ­ლა“.

„და იცით რა სჭირ­დე­ბო­დათ? შე­უძ­ლე­ბე­ლია და­ი­ჯე­რო! ერთი კი­თხვა: ჩავა თუ არა ლავ­რო­ვი თბი­ლის­ში“, - წერს ზა­ხა­რო­ვა „ფე­ის­ბუ­ქის“ სა­კუ­თარ გვერ­დზე და დას­ძენს, რომ „თვი­თონ თა­ვის კო­ლე­გას­თან ერ­თად გა­კაწ­რეს, თუმ­ცა ბოსი არ და­შა­ვე­ბუ­ლა“.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის, და­ვით ზალ­კა­ლი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, ხვალ გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი, ევ­რო­საბ­ჭოს მი­ნის­ტრთა კო­მი­ტე­ტის სხდო­მა, რო­მე­ლიც მა­ის­შია და­გეგ­მი­ლი, გა­ი­მარ­თე­ბა თუ არა თბი­ლის­ში.

რო­გორც ზალ­კა­ლი­ან­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს ჟე­ნე­ვა­ში გა­ნუ­ცხა­და, აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას 26 თე­ბერ­ვალს სტრას­ბურ­გში, ევ­რო­პის საბ­ჭოს მი­ნის­ტრთა მო­ად­გი­ლე­ე­ბის შეხ­ვედ­რა­ზე მი­ი­ღე­ბენ. ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, ევ­რო­საბ­ჭოს მი­ნის­ტრთა კო­მი­ტე­ტის სხდო­მის ჩა­ტა­რე­ბის ად­გი­ლად თბი­ლი­სის გარ­და სტრას­ბურ­გიც მო­ი­აზ­რე­ბა.

„ხვალ მი­ვი­ღებთ სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ნის­ტე­რი­ა­ლის ჩა­ტა­რე­ბის ად­გილ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ვიცი, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბას დიდი მო­ლო­დი­ნი აქვს და ბუ­ნებ­რი­ვია, ხვა­ლინ­დე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შემ­დეგ მექ­ნე­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბა ქარ­თველ სა­ზო­გა­დო­ე­ბას გან­ვუ­მარ­ტო ყვე­ლა­ფე­რი, რა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაც იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი,“ - გა­ნა­ცხა­და ზალ­კა­ლი­ან­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლომ, რო­გორც ევ­რო­საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე ქვე­ყა­ნამ, მა­ის­ში ევ­რო­პის საბ­ჭოს მი­ნის­ტე­რი­ალს და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რი ქვეყ­ნე­ბის დე­ლე­გა­ცი­ებს უნდა უმას­პინ­ძლოს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, რუ­სე­თის დე­ლე­გა­ცი­ას სერ­გეი ლავ­რო­ვი წარ­მო­ად­გენს, რო­მელ­საც თა­ვის მხრივ, „სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნო­ნი არა­ერ­თხელ აქვს დარ­ღვე­უ­ლი. თბი­ლის­ში რუ­სე­თის დე­ლე­გა­ცი­ის შე­საძ­ლო ჩა­მოს­ვლას ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი აპ­რო­ტეს­ტებს, რის გა­მოც დღის წეს­რიგ­ში ღო­ნის­ძი­ე­ბის სტრას­ბურ­გში ჩა­ტა­რე­ბის სა­კი­თხი დად­გა.

მკითხველის კომენტარები / 33 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტოტო
30

ლავროვი მგონი საქართველოშია დაბადებული და იქნებ საქართველოს მოქალაქეობა აღუდგინოთ ? ისე არ ჩამოვა.

აკი
108

ვეთანხმები, ჩვენი "ჟურნალისტები"ს 90 პროცენტი ავადმყოფია.

ავტორი:

"გოგონა, თქვენ ავადმყოფი ხართ" - რატომ გააღიზიანა სერგეი ლავროვი ქართველი ჟურნალისტის კითხვამ და როგორ ეხმაურებიან ფაქტს რუსეთში

"გოგონა, თქვენ ავადმყოფი ხართ" - რატომ გააღიზიანა სერგეი ლავროვი ქართველი ჟურნალისტის კითხვამ და როგორ ეხმაურებიან ფაქტს რუსეთში

აპირებს თუ არა საქართველოში ჩამოსვლას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, იმ შემთხვევაში, თუ ევროსაბჭოს მინისტერიალი მაისში თბილისში გაიმართება? - ეს იყო შეკითხვა, რომელიც "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ჟურნალისტმა ანა ბროლაძემ რუს დიპლომატს ჟენევაში დაუსვა, თუმცა მისგან შეურაცხყოფელი პასუხი მიიღო. "გოგონა, თქვენ ავადმყოფი ხართ", - განაცხადა სერგეი ლავროვმა ქართველი ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად.

აღნიშნულს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა. მისი თქმით, ქართველი ჟურნალისტები ლავროვს „თავს დაესხნენ“, თუმცა „ბოსი არ დაშავებულა“.

„და იცით რა სჭირდებოდათ? შეუძლებელია დაიჯერო! ერთი კითხვა: ჩავა თუ არა ლავროვი თბილისში“, - წერს ზახაროვა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე და დასძენს, რომ „თვითონ თავის კოლეგასთან ერთად გაკაწრეს, თუმცა ბოსი არ დაშავებულა“.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, ხვალ გახდება ცნობილი, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა, რომელიც მაისშია დაგეგმილი, გაიმართება თუ არა თბილისში.

როგორც ზალკალიანმა ჟურნალისტებს ჟენევაში განუცხადა, აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილებას 26 თებერვალს სტრასბურგში, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების შეხვედრაზე მიიღებენ. ინფორმაციისთვის, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომის ჩატარების ადგილად თბილისის გარდა სტრასბურგიც მოიაზრება.

„ხვალ მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას მინისტერიალის ჩატარების ადგილთან დაკავშირებით. ვიცი, რომ საზოგადოებას დიდი მოლოდინი აქვს და ბუნებრივია, ხვალინდელი გადაწყვეტილების შემდეგ მექნება შესაძლებლობა ქართველ საზოგადოებას განვუმარტო ყველაფერი, რა გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული,“ - განაცხადა ზალკალიანმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველომ, როგორც ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანამ, მაისში ევროპის საბჭოს მინისტერიალს და ორგანიზაციის წევრი ქვეყნების დელეგაციებს უნდა უმასპინძლოს. არსებული ინფორმაციით, რუსეთის დელეგაციას სერგეი ლავროვი წარმოადგენს, რომელსაც თავის მხრივ, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი არაერთხელ აქვს დარღვეული. თბილისში რუსეთის დელეგაციის შესაძლო ჩამოსვლას ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი აპროტესტებს, რის გამოც დღის წესრიგში ღონისძიების სტრასბურგში ჩატარების საკითხი დადგა.

"ძალიან მაღალი მოლოდინით ვარ..." - ნიკა მელია აშშ-ში გაემგზავრა

"სამიტზე განიხილება ნატოს უწყვეტი მხარდაჭერა საქართველოსა და უკრაინისთვის" - იენს სტოლტენბერგის განცხადება

"ხმა არ ამოიღოთ, თარსი ხართ, იტყვით, ლარი მყარდებაო, მეორე დღეს დასუსტებას იწყებს" - რომან გოცირიძე ფინანსთა მინისტრს