სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლევან გელბახიანი ბერლინალეზე ევროპის ამომავალ ვარსკვლავად დასახელდა - "ამ ფილმით საკუთარი თავი უკეთ შევიცანი"
ლევან გელბახიანი ბერლინალეზე ევროპის ამომავალ ვარსკვლავად დასახელდა - "ამ ფილმით საკუთარი თავი უკეთ შევიცანი"

ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბი, ლე­ვან გელ­ბა­ხი­ა­ნი ევ­რო­პის ამო­მა­ვა­ლი ვარ­სკვლა­ვის ჯილ­დოს მფლო­ბე­ლია. ჯილ­დო მას ბერ­ლი­ნა­ლე­ზე გა­დას­ცეს.

და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნია გუ­შინ გა­ი­მარ­თა. 21 წლის ლე­ვან გელ­ბა­ხი­ან­თან ერ­თად, ევ­რო­პის ამო­მა­ვა­ლი ვარ­სკვლა­ვის ჯილ­დო კი­დევ 9 მსა­ხი­ობ­მა მი­ი­ღო.

ლე­ვან გელ­ბა­ხი­ა­ნი ათე­ულ­ში ფილმ "And Then We Danced"-ში შეს­რუ­ლე­ბუ­ლი რო­ლის გამო მოხ­ვდა.

"მუ­სი­კა და ცეკ­ვა ჩემი ცხოვ­რე­ბის მთა­ვა­რი შთა­მა­გო­ნე­ბე­ლია. ორი­ვე მათ­გა­ნი ფი­ზი­კუ­რად და სუ­ლი­ე­რად სა­კუ­თარ თავ­თან მა­კავ­ში­რებს. ფილ­მით - "და ჩვენ ვი­ცეკ­ვეთ“ სა­კუ­თა­რი თავი უკეთ შე­ვი­ცა­ნი. შევ­ხვდი ბევრ სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ანს და აღ­მო­ვა­ჩი­ნე ახა­ლი მა­გი­უ­რი სამ­ყა­რო. მე­დი­ა­ცია ცეკ­ვა­სა და თა­მაშს(მსა­ხი­ო­ბო­ბას) შო­რის გა­მოწ­ვე­ვა იყო.

იყო ევ­რო­პე­ლი ჩემ­თვის ნიშ­ნავს, იყო ოჯა­ხის წევ­რი, ოჯა­ხის, რო­მელ­საც უყ­ვარს ბავ­შვე­ბი მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, თუ სად და­ი­ბად­ნენ ისი­ნი“, - ცი­ტი­რებს ლე­ვან გელ­ბა­ხი­ა­ნის სი­ტყვებს გა­მო­ცე­მა screendaily.com

ევ­რო­პის ამო­მა­ვა­ლი ვარ­სკვლა­ვე­ბის ათე­უ­ლი

მსა­ხი­ო­ბის­თვის ეს არ არის პირ­ვე­ლი წარ­მა­ტე­ბა. ამა­ვე ფილმში შეს­რუ­ლე­ბუ­ლი რო­ლის­თვის 8 ნო­ემ­ბერს, მა­შინ როცა თბი­ლის­ში ფილ­მის ქარ­თულ პრე­მი­ე­რას აპ­რო­ტეს­ტებ­დნენ, მთა­ვა­რი რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი გელ­ბა­ხი­ა­ნი მინ­სკის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფილ­მის ფეს­ტი­ვალ­ზე სა­უ­კე­თე­სო კაც მსა­ხი­ო­ბად და­ა­სა­ხე­ლეს.

მა­ნამ­დე კი, ამე­რი­კულ­მა ჟურ­ნალ­მა W-მ 2019 წლის კა­ნის კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლის 15 ვარ­სკვლავს შო­რის ისიც და­ა­სა­ხე­ლა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ფრან­გულ­მა გა­მო­ცე­მამ ecrannoir.fr-მ ლე­ვან გელ­ბა­ხი­ა­ნი კა­ნის კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლის აღ­მო­ჩე­ნად მი­იჩ­ნია.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ლე­ვან გელ­ბა­ხი­ა­ნის წარ­მა­ტე­ბა შვე­დე­თის კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზეც. ქარ­თულ-შვე­დუ­რი კი­ნო­ნა­მუ­შე­ვა­რი - "და ჩვენ ვი­ცეკ­ვეთ“ შვე­დე­თის მთა­ვა­რი კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლის, Guldbagge Award 2020-ის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გახ­და. შვე­დე­თის კი­ნო­ა­კა­დე­მი­ამ ფილ­მს ოთხ ნო­მი­ნა­ცი­ა­ში გა­დას­ცა ჯილ­დო. გარ­და იმი­სა, რომ ის წლის სა­უ­კე­თე­სო ფილ­მად და­სა­ხელ­და, კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე სა­უ­კე­თე­სო მსა­ხი­ო­ბი მა­მა­კა­ცის ტი­ტუ­ლი ლე­ვან გელ­ბა­ხი­ან­მა მი­ი­ღო, ასე­ვე ჯილ­დო გა­და­ე­ცა პრო­ექ­ტის არტ დი­რექ­ტორს ლი­სა­ბო ფრი­დელს, სა­უ­კე­თე­სო სცე­ნა­რის ნო­მი­ნა­ცი­ა­ში კი ფილ­მის რე­ჟი­სორ­მა, ლე­ვან აკინ­მა გა­ი­მარ­ჯვა.

მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
gaga
123

ჰეეე გაიბერეთ ახლა გასკდით გულზე...

თომა
129

მაგარი ბიჭიი მსოფლიოში აღიარებუკი უმაგრესი ფილმით! წარმატებები ბნელმა ბრმომ წეროს ამოანთხიოს ბოღმა და შხამი ფაქტია ფილმი მსოფლიომ ნახა და აღიარა და ლე ანი მაგარი მსახიობია! ასე რომ კორკოტა ვასაძე და მსგავსი პრიმატები ნახხხ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

ლევან გელბახიანი ბერლინალეზე ევროპის ამომავალ ვარსკვლავად დასახელდა - "ამ ფილმით საკუთარი თავი უკეთ შევიცანი"

ლევან გელბახიანი ბერლინალეზე ევროპის ამომავალ ვარსკვლავად დასახელდა - "ამ ფილმით საკუთარი თავი უკეთ შევიცანი"

ქართველი მსახიობი, ლევან გელბახიანი ევროპის ამომავალი ვარსკვლავის ჯილდოს მფლობელია. ჯილდო მას ბერლინალეზე გადასცეს.

დაჯილდოების ცერემონია გუშინ გაიმართა. 21 წლის ლევან გელბახიანთან ერთად, ევროპის ამომავალი ვარსკვლავის ჯილდო კიდევ 9 მსახიობმა მიიღო.

ლევან გელბახიანი ათეულში ფილმ "And Then We Danced"-ში შესრულებული როლის გამო მოხვდა.

"მუსიკა და ცეკვა ჩემი ცხოვრების მთავარი შთამაგონებელია. ორივე მათგანი ფიზიკურად და სულიერად საკუთარ თავთან მაკავშირებს. ფილმით - "და ჩვენ ვიცეკვეთ“ საკუთარი თავი უკეთ შევიცანი. შევხვდი ბევრ საინტერესო ადამიანს და აღმოვაჩინე ახალი მაგიური სამყარო. მედიაცია ცეკვასა და თამაშს(მსახიობობას) შორის გამოწვევა იყო.

იყო ევროპელი ჩემთვის ნიშნავს, იყო ოჯახის წევრი, ოჯახის, რომელსაც უყვარს ბავშვები მიუხედავად იმისა, თუ სად დაიბადნენ ისინი“, - ციტირებს ლევან გელბახიანის სიტყვებს გამოცემა screendaily.com

ევროპის ამომავალი ვარსკვლავების ათეული

მსახიობისთვის ეს არ არის პირველი წარმატება. ამავე ფილმში შესრულებული როლისთვის 8 ნოემბერს, მაშინ როცა თბილისში ფილმის ქართულ პრემიერას აპროტესტებდნენ, მთავარი როლის შემსრულებელი გელბახიანი მინსკის საერთაშორისო ფილმის ფესტივალზე საუკეთესო კაც მსახიობად დაასახელეს.

მანამდე კი, ამერიკულმა ჟურნალმა W-მ 2019 წლის კანის კინოფესტივალის 15 ვარსკვლავს შორის ისიც დაასახელა. მოგვიანებით, ფრანგულმა გამოცემამ ecrannoir.fr-მ ლევან გელბახიანი კანის კინოფესტივალის აღმოჩენად მიიჩნია.

აღსანიშნავია ლევან გელბახიანის წარმატება შვედეთის კინოფესტივალზეც. ქართულ-შვედური კინონამუშევარი - "და ჩვენ ვიცეკვეთ“ შვედეთის მთავარი კინოფესტივალის, Guldbagge Award 2020-ის გამარჯვებული გახდა. შვედეთის კინოაკადემიამ ფილმს ოთხ ნომინაციაში გადასცა ჯილდო. გარდა იმისა, რომ ის წლის საუკეთესო ფილმად დასახელდა, კინოფესტივალზე საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ტიტული ლევან გელბახიანმა მიიღო, ასევე ჯილდო გადაეცა პროექტის არტ დირექტორს ლისაბო ფრიდელს, საუკეთესო სცენარის ნომინაციაში კი ფილმის რეჟისორმა, ლევან აკინმა გაიმარჯვა.

"კავეა Drive-in ლისის" გახსნაზე ყველა ბილეთი გაყიდულია - ერეკლე დეისაძის კონცერტი და "უარყოფითი რიცხვების" ჩვენება 10 ივლისს დაემატა!

"ვაპირებ რაჭაში, სვანეთში დასვენებას, იმ ადგილების მონახულებას, რაც აქამდე არ მინახავს" - როგორ ატარებს ზაფხულს პანდემიის დროს ლელა მებურიშვილი

ცნობილი სერიალის წყევლა - Glee-ს მსახიობი სავარაუდოდ, ტბაში დაიხრჩო, მისი 4 წლის შვილი კი ნავში იპოვეს