პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"წინასაარჩევნო" ორომტრიალი აფხაზეთში - ვინ არიან "პრეზიდენტობის" გამოკვეთილი კანდიდატები და რა საფრთხე ემუქრება რაულ ხაჯიმბას
"წინასაარჩევნო" ორომტრიალი აფხაზეთში - ვინ არიან "პრეზიდენტობის" გამოკვეთილი კანდიდატები და რა საფრთხე ემუქრება რაულ ხაჯიმბას

ერთ თვე­ზე ოდ­ნავ ნაკ­ლე­ბი რჩე­ბა ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის ე.წ. საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბამ­დე. უკვე გა­მო­იკ­ვე­თა ლი­დე­რე­ბი, რომ­ლე­ბიც რე­გი­ო­ნის მარ­თვის­თვის იბ­რძო­ლე­ბენ.

თუმ­ცა, მა­ნამ­დე მოკ­ლედ იმ პრობ­ლე­მებ­ზე, რომ­ლე­ბიც აფხა­ზეთ­ში წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არ­სე­ბულ პრობ­ლე­მებს შე­ე­მა­ტა:

  • პალ­მე­ბის მა­სობ­რი­ვი გა­ჩეხ­ვა
  • ტყვარ­ჩე­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ოქუმ­ში რუ­სუ­ლი "როს­ნეფ­ტის" მიერ და­წყე­ბუ­ლი ნავ­თობ­მომ­პო­ვე­ბე­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი, რაც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას იწ­ვევს (ამ პრო­ექ­ტზე სა­უ­ბა­რი დიდი ხა­ნია მიმ­დი­ნა­რე­ობს, თუმ­ცა ახლა კომ­პა­ნი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­თვის სა­ცხოვ­რებ­ლის მშე­ნებ­ლო­ბაც მიმ­დი­ნა­რე­ობს)
  • მთელს რე­გი­ონ­ში მწვა­ვედ დგას წყლის მი­ლე­ბის პრობ­ლე­მა. სა­კუ­რორ­ტო ქა­ლა­ქე­ბი ხში­რად უწყლოდ რჩე­ბა, რაც მუდ­მი­ვი კრი­ტი­კის სა­გა­ნია
  • ისევ მო­უგ­ვა­რე­ბე­ლია ელექტრო­ე­ნერ­გი­ის სა­კი­თხი, - იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ რე­გი­ო­ნი დე­ნის მოხ­მა­რე­ბას უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში მკვეთ­რად არ შე­ამ­ცი­რებს, ჩაბ­ნე­ლე­ბა ემუქ­რე­ბა.

ამ­დე­ნი მო­უგ­ვა­რე­ბე­ლი პრობ­ლე­მის ფონ­ზე, თა­ნა­გუნ­დე­ლებ­მა, რომ­ლე­ბიც არც ისე დიდი ხნის წინ მას­ზე იმე­დებს ამ­ყა­რებ­დნენ, სა­ბო­ლო­ოდ აქ­ცი­ეს ზურ­გი ე.წ. ყო­ფილ პრე­ზი­დენტ რაულ ხა­ჯიმ­ბას და ყვე­ლა­ფე­რი მას და­აბ­რა­ლეს, რო­გორც ლი­დერს, რო­მელ­მაც და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი პო­ლი­ტი­კის გა­ტა­რე­ბა ვერ შეძ­ლო. ამას­თან, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ მის წი­ნა­აღ­მდეგ "სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მეც" აღიძ­რას. ამ მხრივ გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტი­უ­რობს "აფხა­ზე­თის სა­ხალ­ხო ფრონ­ტის" ერთ-ერთი ლი­დე­რი, მა­ნა­ნა კვი­ცი­ნია, რო­მე­ლიც ამავდრო­უ­ლად საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონდ "აფხა­ზე­თის" პრე­ზი­დენ­ტიც არის.

სა­უ­ბა­რია სა­და­ვო 3,5 მი­ლი­ონ­ზე... "პრე­ზი­დენ­ტო­ბის" დროს, ხა­ჯიმ­ბა, კვი­ცი­ნი­ას ფონ­დის მხარ­და­ჭე­რით, ად­გი­ლობ­რივ მძღო­ლებს სამი შვი­დი­ა­ნი­სა და ერ­თნა­ი­რი კომ­ბი­ნა­ცი­ის მქო­ნე სა­მან­ქა­ნო ნომ­რებს შეჰ­პირ­და, რაც საკ­მა­ოდ ძვი­რი ღირ­და. აფხა­ზურ ელი­ტა­ში კარ­გი მარ­კი­სა და მო­დე­ლე­ბის მან­ქა­ნე­ბით შე­ჯიბ­რი ძა­ლი­ან მო­დუ­რია. შე­სა­ბა­მი­სად, გან­სხვა­ვე­ბულ ნომ­რებ­ზე დიდი მო­თხოვ­ნა იყო. ხა­ჯიმ­ბა გეგ­მავ­და, შე­მო­სუ­ლი თან­ხა გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი ოჯა­ხე­ბის­თვის გა­და­ე­ცა, მაგ­რამ მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­და­ი­ფიქ­რა. თან­ხა გაქ­რა. კვი­ცი­ნი­ას თქმით, ვიდ­რე ხა­ჯიმ­ბა "პრე­ზი­დენ­ტის" პოსტზე იყო, ჩი­ვილს აზრი არ ჰქონ­და, ახლა კი, სი­მარ­თლის დად­გე­ნის შან­სი არ­სე­ბობს.

ად­გი­ლობ­რივ მე­დი­ა­ში წე­რენ, რომ ხა­ჯიმ­ბას კი­დევ უამ­რა­ვი "ცოდ­ვა" აქვს და სხვა "ცოდ­ვებ­საც" თან­და­თან გა­უხ­სე­ნე­ბენ. საქ­მე ის არის, რომ მისი თა­ნა­გუნ­დე­ლე­ბის ნა­წი­ლი "პრე­ზი­დენ­ტო­ბის" სხვა კან­დი­დატ­თა ჯგუ­ფებ­ში გა­და­ნა­წილ­დნენ. არ­ცერთ მათ­განს მისი მხარ­და­სა­ჭე­რი გან­ცხა­დე­ბა არ გა­უ­კე­თე­ბია, რაც აფხა­ზე­ბის თქმით, ნიშ­ნავს, რომ მას უღა­ლა­ტეს.

ახლა "პრე­ზი­დენ­ტის" მო­ვა­ლე­ო­ბას დრო­ე­ბით, "პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი" ვა­ლე­რი ბგან­ბა ას­რუ­ლებს. და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი კან­დი­და­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის მი­ხედ­ვით თუ ვიმ­სჯე­ლებთ, მარ­ტის ვა­დამ­დელ "არ­ჩევ­ნებ­ში", წინა შემ­თხვე­ვე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, არც ისე ბევ­რი ადა­მი­ა­ნი მო­ნა­წი­ლე­ობს.

ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რი ას­ლან ბჟა­ნია უპი­რო­ბო ფა­ვო­რი­ტია. გა­სულ წელს მისი მო­წამ­ვლის მცდე­ლო­ბა, რო­მელ­საც სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­და­ურ­ჩა, ახლა უკვე მის კო­ზი­რად იქცა. მას ად­რეც საკ­მა­ოდ ძლი­ე­რი მხარ­და­ჭე­რა ჰქონ­და. თუმ­ცა, ოპო­ნენ­ტთა მხარ­დამ­ჭე­რე­ბის მხრი­დან უკვე არა­ერ­თხელ იქცა თავ­დას­ხმის ობი­ექ­ტად. მას შემ­დეგ, რაც ქარ­თუ­ლი მე­დი­ის­თვის მი­ცე­მუ­ლი ინ­ტერ­ვი­უს გამო, მის წი­ნა­აღ­მდეგ აგო­რე­ბუ­ლი ტალ­ღა ჩა­წყნარ­და, მისი ახა­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვა აი­ტა­ცეს. ბჟა­ნია ახა­ლი ცი­ხის აშე­ნე­ბამ­დე, გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის რუ­სე­თის ცი­ხე­ებ­ში გან­თავ­სე­ბას გეგ­მავს, რად­გან დრან­და­ში არ­სე­ბულ შე­ნო­ბა­ში ვი­თა­რე­ბა უძი­მე­სია.

იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ აფხა­ზეთ­ში ე.წ. კრი­მი­ნა­ლუ­რი სამ­ყა­როს წევ­რე­ბი საკ­მა­ოდ დიდი პა­ტი­ვის­ცე­მით სარ­გებ­ლო­ბენ, ბჟა­ნი­ას გან­ცხა­დე­ბას უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა მოჰ­ყვა. ად­გი­ლობ­რი­ვი ბად­რი ხა­შ­ბას თქმით, "მან ჯერ კი­დევ პრე­ზი­დენ­ტად არ­ჩე­ვამ­დე, სა­კუ­თა­რი ხალ­ხი რუ­სე­თის უსას­ტი­კეს ცი­ხე­ებ­ში, კა­ცი­ჭა­მი­ებ­თან გა­საგ­ზავ­ნად გა­ი­მე­ტა".

"რო­გორც ვიცი, ციმ­ბი­რი ჩვე­ნი ტე­რი­ტო­რია არ არის და სა­ინ­ტე­რე­სოა, რატო უშ­ვე­ბენ იქ ჩვენს დამ­ნა­შა­ვე­ებს. რა­ტომ უნდა გა­ვუშ­ვათ იქ ჩვე­ნი ხალ­ხი, რაც უნდა დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი იყ­ვნენ?", - კი­თხუ­ლობს ად­გი­ლობ­რი­ვი ას­მათ კვი­ცი­ნია.

თუმ­ცა, ბჟა­ნი­ას მომ­ხრე­ე­ბიც გა­მო­უჩ­ნდნენ, რო­მელ­თა თქმი­თაც, სა­უ­ბა­რია მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დენ პი­რებ­ზე, რომ­ლე­ბიც სას­ჯელს ხუ­ლიგ­ნო­ბის­თვის გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლებ­თან არ უნდა იხ­დიდ­ნენ.

"დრან­დის ცი­ხე­ში რაც ხდე­ბა, კარ­გად ვიცი, რად­გან ჩემი ძმა ად­ვო­კა­ტია და იქ შეს­ვლა ხში­რად უწევს. გვაქვს ფოტო და ვი­დე­ო­მა­სა­ლა და ზუს­ტად ვიცი, თუ რა­ტომ ვერ ხე­დავს სხვა გა­მო­სა­ვალს" - წერს, ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი ლიდა პეტ­როვ­ნა.

ასეა თუ ისე, ბჟა­ნი­ას გავ­ლე­ნი­ა­ნი პო­ლი­ტი­კო­სი, ალექ­სან­დრ ან­ქვა­ბი უმაგ­რებს ზურგს. ბჟა­ნი­ას გა­ერ­თი­ა­ნე­ბა გავ­ლე­ნი­ან პო­ლი­ტი­კოს­თან, აფხა­ზე­თის "ექს-პრე­ზი­დენტ" ალექ­სან­დრ ან­ქვაბ­თან, მნიშ­ვნე­ლო­ვან მოვ­ლე­ნად იქცა. თუკი ბჟა­ნია "პრე­ზი­დენ­ტი" გახ­დე­ბა, ან­ქვა­ბი "პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის" პოსტს და­ი­კა­ვებს.

"პრე­ზი­დენ­ტო­ბის" სურ­ვი­ლი გა­მოთ­ქვა, აფხა­ზე­თის ში­ნა­გან საქ­მე­თა ყო­ფილ­მა მი­ნის­ტრმა, ლე­ო­ნიდ ძი­აპ­შ­ბამ. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ხუმ­რო­ბენ, რომ 2014 წლის შემ­დეგ, ეს მისი ერ­თგვა­რი ჰო­ბია.

ხა­ჯიმ­ბას კლა­ნი­დან, არ­ჩევ­ნებ­ში ახალ­გაზ­რდა ეკო­ნო­მის­ტი ად­გურ არ­ძინ­ბაც მო­ნა­წი­ლე­ობს. ის "ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრი" და "ვიცე-პრე­მი­ე­რი" იყო, რო­მე­ლიც "მთავ­რო­ბას" ეროვ­ნუ­ლი კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტის შექ­მნას სთა­ვა­ზობ­და, თუმ­ცა, პრო­ექ­ტმა არ გა­ა­მარ­თლა. სა­მა­გი­ე­როდ, მას რუ­სეთ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი, ახალ­გაზ­რდა ინალ არ­ძინ­ბას დიდი მჭარ­და­ჭე­რა აქვს, რო­მე­ლიც ახ­ლოს არის პატ­რი­არქ კი­რილ­თან.

უც­ნო­ბია, სა­ბო­ლო­ოდ რა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებს ხა­ჯიმ­ბას კლა­ნის კი­დევ ერთი წევ­რი, სო­ხუ­მის მერი კან კვარ­ჩია, რო­მელ­მაც შე­საძ­ლოა, გარ­კვე­უ­ლი გა­რი­გე­ბის სა­ნაც­ვლოდ, კან­დი­და­ტუ­რა არ­ძინ­ბას სა­სარ­გებ­ლოდ მოხ­სნას. თუმ­ცა, არც ერთი მათ­გა­ნი დიდი მხარ­და­ჭე­რით არ სარ­გებ­ლობს.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
irakli
2

ტყვარჩელის არა გალის რაიონის სოფელი ოქუმი

მერაბი
0

ნუთუ, აფხაზი ხალხი კიდევ ვერ მიხვდა როგორ გამოიყენეს რუსებმა,ჩვენს წინააღმდეგ ბედოვლათი კიტოვანის დახმარებით, რა გახდა რომ ერთი სისხლისა და ხორცის ერი ვერ ვრიგდებით და სხვას ვუთმობთ აფხაზეთში ასპარეზს. გამოფხიზლდით აფხაზებო. კიდევ და კიდევ თქვენი ეთნოსის გადასარჩენად დაგვიდეგით გვერდში, ვაპატიოთ ერთმანეთს გამოუსწორებელი შეცდომები.ჩვენზე ახლობელი და კეთილის მსურველები თქვენ მსოფლიოში არ გყავთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"წინასაარჩევნო" ორომტრიალი აფხაზეთში - ვინ არიან "პრეზიდენტობის" გამოკვეთილი კანდიდატები და რა საფრთხე ემუქრება რაულ ხაჯიმბას

"წინასაარჩევნო" ორომტრიალი აფხაზეთში - ვინ არიან "პრეზიდენტობის" გამოკვეთილი კანდიდატები და რა საფრთხე ემუქრება რაულ ხაჯიმბას

ერთ თვეზე ოდნავ ნაკლები რჩება ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებამდე. უკვე გამოიკვეთა ლიდერები, რომლებიც რეგიონის მართვისთვის იბრძოლებენ.

თუმცა, მანამდე მოკლედ იმ პრობლემებზე, რომლებიც აფხაზეთში წლების განმავლობაში არსებულ პრობლემებს შეემატა:

  • პალმების მასობრივი გაჩეხვა
  • ტყვარჩელის რაიონის სოფელ ოქუმში რუსული "როსნეფტის" მიერ დაწყებული ნავთობმომპოვებელი სამუშაოები, რაც ადგილობრივების უკმაყოფილებას იწვევს (ამ პროექტზე საუბარი დიდი ხანია მიმდინარეობს, თუმცა ახლა კომპანიის თანამშრომლებისთვის საცხოვრებლის მშენებლობაც მიმდინარეობს)
  • მთელს რეგიონში მწვავედ დგას წყლის მილების პრობლემა. საკურორტო ქალაქები ხშირად უწყლოდ რჩება, რაც მუდმივი კრიტიკის საგანია
  • ისევ მოუგვარებელია ელექტროენერგიის საკითხი, - იმ შემთხვევაში თუ რეგიონი დენის მოხმარებას უახლოეს მომავალში მკვეთრად არ შეამცირებს, ჩაბნელება ემუქრება.

ამდენი მოუგვარებელი პრობლემის ფონზე, თანაგუნდელებმა, რომლებიც არც ისე დიდი ხნის წინ მასზე იმედებს ამყარებდნენ, საბოლოოდ აქციეს ზურგი ე.წ. ყოფილ პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას და ყველაფერი მას დააბრალეს, როგორც ლიდერს, რომელმაც დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარება ვერ შეძლო. ამასთან, არ არის გამორიცხული, რომ მის წინააღმდეგ "სისხლის სამართლის საქმეც" აღიძრას. ამ მხრივ განსაკუთრებით აქტიურობს "აფხაზეთის სახალხო ფრონტის" ერთ-ერთი ლიდერი, მანანა კვიცინია, რომელიც ამავდროულად საქველმოქმედო ფონდ "აფხაზეთის" პრეზიდენტიც არის.

საუბარია სადავო 3,5 მილიონზე... "პრეზიდენტობის" დროს, ხაჯიმბა, კვიცინიას ფონდის მხარდაჭერით, ადგილობრივ მძღოლებს სამი შვიდიანისა და ერთნაირი კომბინაციის მქონე სამანქანო ნომრებს შეჰპირდა, რაც საკმაოდ ძვირი ღირდა. აფხაზურ ელიტაში კარგი მარკისა და მოდელების მანქანებით შეჯიბრი ძალიან მოდურია. შესაბამისად, განსხვავებულ ნომრებზე დიდი მოთხოვნა იყო. ხაჯიმბა გეგმავდა, შემოსული თანხა გაჭირვებული ოჯახებისთვის გადაეცა, მაგრამ მოულოდნელად გადაიფიქრა. თანხა გაქრა. კვიცინიას თქმით, ვიდრე ხაჯიმბა "პრეზიდენტის" პოსტზე იყო, ჩივილს აზრი არ ჰქონდა, ახლა კი, სიმართლის დადგენის შანსი არსებობს.

ადგილობრივ მედიაში წერენ, რომ ხაჯიმბას კიდევ უამრავი "ცოდვა" აქვს და სხვა "ცოდვებსაც" თანდათან გაუხსენებენ. საქმე ის არის, რომ მისი თანაგუნდელების ნაწილი "პრეზიდენტობის" სხვა კანდიდატთა ჯგუფებში გადანაწილდნენ. არცერთ მათგანს მისი მხარდასაჭერი განცხადება არ გაუკეთებია, რაც აფხაზების თქმით, ნიშნავს, რომ მას უღალატეს.

ახლა "პრეზიდენტის" მოვალეობას დროებით, "პრემიერ-მინისტრი" ვალერი ბგანბა ასრულებს. დარეგისტრირებული კანდიდატების რაოდენობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მარტის ვადამდელ "არჩევნებში", წინა შემთხვევებისგან განსხვავებით, არც ისე ბევრი ადამიანი მონაწილეობს.

ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, ოპოზიციის ლიდერი ასლან ბჟანია უპირობო ფავორიტია. გასულ წელს მისი მოწამვლის მცდელობა, რომელსაც სასწაულებრივად გადაურჩა, ახლა უკვე მის კოზირად იქცა. მას ადრეც საკმაოდ ძლიერი მხარდაჭერა ჰქონდა. თუმცა, ოპონენტთა მხარდამჭერების მხრიდან უკვე არაერთხელ იქცა თავდასხმის ობიექტად. მას შემდეგ, რაც ქართული მედიისთვის მიცემული ინტერვიუს გამო, მის წინააღმდეგ აგორებული ტალღა ჩაწყნარდა, მისი ახალი ინიციატივა აიტაცეს. ბჟანია ახალი ციხის აშენებამდე, განსაკუთრებით მძიმე დამნაშავეების რუსეთის ციხეებში განთავსებას გეგმავს, რადგან დრანდაში არსებულ შენობაში ვითარება უძიმესია.

იმის გათვალისწინებით, რომ აფხაზეთში ე.წ. კრიმინალური სამყაროს წევრები საკმაოდ დიდი პატივისცემით სარგებლობენ, ბჟანიას განცხადებას უკმაყოფილება მოჰყვა. ადგილობრივი ბადრი ხაშბას თქმით, "მან ჯერ კიდევ პრეზიდენტად არჩევამდე, საკუთარი ხალხი რუსეთის უსასტიკეს ციხეებში, კაციჭამიებთან გასაგზავნად გაიმეტა".

"როგორც ვიცი, ციმბირი ჩვენი ტერიტორია არ არის და საინტერესოა, რატო უშვებენ იქ ჩვენს დამნაშავეებს. რატომ უნდა გავუშვათ იქ ჩვენი ხალხი, რაც უნდა დამნაშავეები იყვნენ?", - კითხულობს ადგილობრივი ასმათ კვიცინია.

თუმცა, ბჟანიას მომხრეებიც გამოუჩნდნენ, რომელთა თქმითაც, საუბარია მძიმე დანაშაულის ჩამდენ პირებზე, რომლებიც სასჯელს ხულიგნობისთვის გასამართლებულებთან არ უნდა იხდიდნენ.

"დრანდის ციხეში რაც ხდება, კარგად ვიცი, რადგან ჩემი ძმა ადვოკატია და იქ შესვლა ხშირად უწევს. გვაქვს ფოტო და ვიდეომასალა და ზუსტად ვიცი, თუ რატომ ვერ ხედავს სხვა გამოსავალს" - წერს, ინტერნეტმომხმარებელი ლიდა პეტროვნა.

ასეა თუ ისე, ბჟანიას გავლენიანი პოლიტიკოსი, ალექსანდრ ანქვაბი უმაგრებს ზურგს. ბჟანიას გაერთიანება გავლენიან პოლიტიკოსთან, აფხაზეთის "ექს-პრეზიდენტ" ალექსანდრ ანქვაბთან, მნიშვნელოვან მოვლენად იქცა. თუკი ბჟანია "პრეზიდენტი" გახდება, ანქვაბი "პრემიერ-მინისტრის" პოსტს დაიკავებს.

"პრეზიდენტობის" სურვილი გამოთქვა, აფხაზეთის შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ლეონიდ ძიაპშბამ. ადგილობრივები ხუმრობენ, რომ 2014 წლის შემდეგ, ეს მისი ერთგვარი ჰობია.

ხაჯიმბას კლანიდან, არჩევნებში ახალგაზრდა ეკონომისტი ადგურ არძინბაც მონაწილეობს. ის "ეკონომიკის მინისტრი" და "ვიცე-პრემიერი" იყო, რომელიც "მთავრობას" ეროვნული კრიპტოვალუტის შექმნას სთავაზობდა, თუმცა, პროექტმა არ გაამართლა. სამაგიეროდ, მას რუსეთთან დაახლოებული, ახალგაზრდა ინალ არძინბას დიდი მჭარდაჭერა აქვს, რომელიც ახლოს არის პატრიარქ კირილთან.

უცნობია, საბოლოოდ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ხაჯიმბას კლანის კიდევ ერთი წევრი, სოხუმის მერი კან კვარჩია, რომელმაც შესაძლოა, გარკვეული გარიგების სანაცვლოდ, კანდიდატურა არძინბას სასარგებლოდ მოხსნას. თუმცა, არც ერთი მათგანი დიდი მხარდაჭერით არ სარგებლობს.

"შეხვედრა ქართულ რესტორანში შედგა" - აფხაზეთის "პრეზიდენტის" გასაიდუმლოებული ვიზიტი რუსეთში ავტორიტეტულ ქართველ ბიზნესმენებთან და გამოხმაურებები სოხუმიდან

"აქამდე მეგონა, მხოლოდ აფხაზეთში ვაბოლებდით ვიღაცეებს" - ოჩამჩირელი ქალის თაღლითური სქემა და ბინის გარეშე დარჩენილი რუსი მილიარდერი

"სანქციები საკმარისი არ არის, რუსეთთან "წითელი ხაზები“ უნდა გავავლოთ" - ემანუელ მაკრონი