საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რომელ ქვეყანაში რა სახის ყავას მოიხმარენ და როგორ იცვლება ყავის კულტურა საქართველოში?
რომელ ქვეყანაში რა სახის ყავას მოიხმარენ და როგორ იცვლება ყავის კულტურა საქართველოში?

ყავა მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი სას­მე­ლია. მისი პო­პუ­ლა­რო­ბა რო­გორც ევ­რო­პა­სა და ამე­რი­კა­ში, ისე აზი­ის ქვეყ­ნებ­შიც იზ­რდე­ბა, სა­დაც ყა­ვის ხა­რისხს უფრო და უფრო მეტ მნიშ­ვნე­ლო­ბას ანი­ჭე­ბენ.

2016 წელს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვის თა­ნახ­მად, ევ­რო­პელ­თა 67%-ს ყა­ვის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა ვერ წარ­მო­უდ­გე­ნია. რეს­პონ­დენ­თა 40%-მა კი გა­ნა­ცხა­და, რომ ყავა მათი დღის უკე­თე­სი და­სა­წყი­სის სა­წინ­და­რია.

ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში მო­სახ­ლე­ო­ბის და­ახ­ლო­ე­ბით, 64% ყო­ველ­დღი­უ­რად ერთ ჭიქა ყა­ვას მა­ინც მო­იხ­მარს , სა­შუ­ა­ლოდ, კიქ­ვეყ­ნის მას­შტა­ბით, ყო­ველ­დღუ­ი­რად, 3.2 ჭიქა ყა­ვას მი­ირ­თმე­ვენ. აქვე უნდა აღ­ვნიშ­ნოთ ერთი სა­ხა­ლი­სო დე­ტა­ლიც: ყა­ვის მომ­ხმა­რე­ბელ­თა 55%-ს მის­თვის თა­ვის და­ნე­ბე­ბას წო­ნა­ში მო­მა­ტე­ბა ურ­ჩევ­ნია.

ყვე­ლა­ზე მეტ ყა­ვას კი ფი­ნეთ­ში მო­იხ­მა­რენ. 8-9 ჭიქა აქ ნორ­მად მი­იჩ­ნე­ვა, თუმ­ცა შეხ­ვდე­ბით ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც საყ­ვა­რელ სას­მელს 30-ჯე­რაც მი­ირ­თმე­ვენ, რაც რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი არ არის. ფი­ნეთ­ში ეს ტრა­დი­ცია რო­გორც ყა­ვის გე­მოვ­ნუ­რი თვი­სე­ბე­ბი­სა და ეფექ­ტის, ისე უკი­დუ­რე­სად და­ბა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის გა­მოც დამ­კვირ­და - ჩრდი­ლო­ეთ ფი­ნეთ­ში ზამ­თრის ტემ­პე­რა­ტუ­რად ხან­და­ხან -40 გრა­დუსს აღ­წევს, შე­სა­ბა­მი­სად, ხში­რად, ცხე­ლი, მა­ტო­ნი­ზი­რე­ბე­ლი სი­თხე გჭირ­დე­ბა, რომ სა­ნამ სამ­სა­ხუ­რი­დან სახ­ლში დაბ­რუნ­დე­ბი, „გა­დარ­ჩე“.

რა სა­ხის ყა­ვას მო­იხ­მა­რენ ევ­რო­პე­ლე­ბი?

ევ­რო­პა­ში ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ესპრე­სო და მის ბა­ზა­ზე მომ­ზა­დე­ბუ­ლი სხვა­დას­ხვა და­სა­ხე­ლე­ბის პრო­დუქ­ტია.ესპრე­სოს პირ­ვე­ლი აპა­რა­ტი იტა­ლი­ა­ში დამ­ზად­და და მისი მომ­ზა­დე­ბის კულ­ტუ­რაც სწო­რედ აქე­დან მო­დის.

ევ­რო­პა­ში ყა­ვის სმის კულ­ტუ­რა თით­ქმის ხე­ლოვ­ნე­ბას­თან არის გა­თა­ნაბ­რე­ბუ­ლი. ყველ­გან შეგ­ხვდე­ბათ პა­ტა­რა კა­ფე­ე­ბი ამა­ვე ზო­მის ვე­რან­დე­ბით, მა­გი­დე­ბი­თა და ყვა­ვი­ლე­ბით, უგემ­რი­ე­ლე­სი ყა­ვის ფარ­თო არ­ჩე­ვა­ნით, რო­მელ­საც ასე­ვე პა­ტა­რა ფინ­ჯნით მო­გარ­თმე­ვენ. თქვენ კი მისი მირ­თმე­ვის პრო­ცე­სით უნდა დატ­კბეთ.

ფი­ნეთ­თან ერ­თად, შვე­დე­თი და ნი­დერ­ლან­დე­ბიც ყა­ვის მომ­ხმა­რე­ბელ ქვეყ­ნებს შო­რის ლი­დე­რე­ბი არი­ან. აქ ძლი­ე­რი ესპრე­სო და ტკბი­ლი ფუნ­თუ­შე­უ­ლი უყ­ვართ, რომ­ლის მირ­თმე­ვაც კა­ფე­ებ­ში ერ­თგვარ სო­ცი­ა­ლურ ქცე­ვას წარ­მო­ად­გენს.

ყავა ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია ბალ­ტი­ის­პი­რეთ­შიც. ამ ქვეყ­ნებ­ში ესპრე­სოს, ლა­ტე­სა და კა­პუ­ჩი­ნოს გარ­და,ნა­ლე­ქი­ან ყა­ვა­საც დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით მო­იხ­მა­რენ.ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში მო­სახ­ლე­ო­ბის უდი­დეს­მა ნა­წილ­მა სრუ­ლად თქვა უარი ხსნა­დი ყა­ვის მოხ­მა­რე­ბა­ზე, რო­მელ­საც მწი­რი გე­მოვ­ნუ­რი თვი­სე­ბე­ბი და სა­ეჭ­ვო შე­მად­გენ­ლო­ბა აქვს. მათ­თვის ყა­ვის მირ­თმე­ვა ხა­რის­ხი­ან და გემ­რი­ელ პრო­დუქტთან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, რაც კაფ­სუ­ლის ან ახ­ლად­დაფ­ქუ­ლი ყა­ვის მომ­ზა­დე­ბას უკავ­შირ­დე­ბა.

რო­გო­რი მომ­ხმა­რებ­ლე­ბი არი­ან ამე­რი­კე­ლე­ბი?

სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის თა­ნახ­მად, 3 ყვე­ლა­ზე შე­სამ­ჩნევ სურ­ნელს შო­რის ერთ-ერთ ყა­ვი­საა. ყა­ვის მომ­ხმა­რე­ბელ­თა 45% კი მას აპა­რა­ტის მეშ­ვე­ო­ბით ამ­ზა­დებს. თუ ევ­რო­პა­ში უფრო პა­ტა­რა ზო­მის კაფ­სუ­ლებს მო­იხ­მა­რენ, აქ დიდი ზო­მის კაფ­სუ­ლე­ბი და უფრო დიდი ჭი­ქე­ბია პო­პუ­ლა­რუ­ლი. თუ ევ­რო­პა­ში კა­ფე­ში ყა­ვის მირ­თმე­ვა ერ­თგვა­რად კულ­ტუ­რის ნა­წი­ლია, აშშ-ში ყა­ვას ძი­რი­თა­დად, სახ­ლში აპა­რა­ტის მეშ­ვე­ო­ბით ამ­ზა­დე­ბენ ან ად­გი­ლობ­რივ მა­ღა­ზი­ა­ში ყი­დუ­ლო­ბენ.

რამ­დენ და რა სა­ხის ყა­ვას მო­იხ­მა­რენ სა­ქარ­თვე­ლო­ში?

სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა წე­ლი­წად­ში სა­შუ­ა­ლოდ, 5 000 ტო­ნამ­დე ყა­ვას მო­იხ­მარს. უფრო კონ­კრე­ტუ­ლად რომ ვთქვათ, წე­ლი­წად­ში ერთ ადა­მი­ან­ზე სა­შუ­ა­ლოდ, 1.3 კი­ლოგ­რა­მი ყავა მო­დის .

ევ­რო­პე­ლე­ბი­სა და ამე­რი­კე­ლე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, და­ბა­ლი ფა­სის გამო, სა­ქარ­თვე­ლო­ში ხსნა­დი ყავა ლი­დე­რობს, თუმ­ცა კაფ­სუ­ლის ყა­ვა­ზე გა­დას­ვლის ტენ­დენ­ცია შე­ი­ნიშ­ნე­ბა.

კაფ­სუ­ლის ყა­ვას და­სავ­ლეთ­ში მისი ნა­ტუ­რა­ლუ­რი შე­მად­გენ­ლო­ბის გამო ანი­ჭე­ბენ უპი­რა­ტე­სო­ბას. ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში კაფ­სუ­ლის ყა­ვის მო­თხოვ­ნის ზრდას ბა­ზა­რიც პა­სუ­ხობს, რად­გან ცოტა ხნის წინ გა­მოჩ­ნდა ყა­ვის მწარ­მო­ე­ბე­ლი ქარ­თუ­ლი კომ­პა­ნია „მე­ა­მა“, რო­მელ­მაც სა­კუ­თა­რი რე­ცეპ­ტით უკვე 15 გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ყავა შექ­მნა. აღ­ნიშ­ნუ­ლი რე­ცეპ­ტე­ბი კომ­პა­ნი­ის ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ სა­კუთ­რე­ბას წარ­მო­ად­გენს. კომ­პა­ნია ასე­ვე აწარ­მო­ებს 4 სა­ხის წმინ­დად დაფ­ქულ ყა­ვას, რო­მე­ლიც ერთჯე­რად შე­ფუთ­ვებ­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი.

სა­ინ­ტე­რე­სოა, ევ­რო­პი­სა და ამე­რი­კის მსგავ­სად, რამ­დე­ნად გა­და­წყვეტს სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა, არ­ჩე­ვა­ნი ნა­ტუ­რა­ლურ ყა­ვა­ზე შე­ა­ჩე­როს, რო­მელ­საც ყვე­ლა გე­მოვ­ნუ­რი თვი­სე­ბა შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი აქვს და სინ­თე­ტი­კუ­რი ნა­რე­ვე­ბით შექ­მნი­ლი პრო­დუქ­ტის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე და­დე­ბი­თი ზე­გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნა შე­უძ­ლია.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თემური
0

ჩვენც კარგი ყავის მსმელები ვყოფილვართ

წიწაკა პირველი
4

მეტად აქტუალური და დროული სტატიაა. ყავის სმის ევრო-ანგლო-ამერიკული ტრადიციის და გამოცდილების ათვისება თუ გადაარჩენს საქართველოს! მას შემდეგ, რაც ჩვენ ავითვისებთ ამ კულტურას, ჩვენს ახალგაზრდებს გაუქრებათ ამ ტრადიციების შესასწავლად ქვეყნის დატოვების სურვილი და აქ დაკავდებიან ფინჯანი ყავით ხელში ერის დემოგრაფიული და ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტით ჩინელებთან, ინდოელებთან, ირანელებთან, თურქებთან ნამიბიელ-ნიგერიელ-მოზამბიკელებთან ერთად! ეს განსაკუთრებით სასარგებლო იქნება სახელ-გვართა და სახის ფერთა პალიტრის გასამრავალფეროვნებლად. უზარმაზარი საკვლევი მასალა დაგროვდება 22-ე საუკუნის ისტორიკოს-ეთნოგრაფებისთვის ახალი სახეობის ერის წარმომავლობის საკვლევად.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

რომელ ქვეყანაში რა სახის ყავას მოიხმარენ და როგორ იცვლება ყავის კულტურა საქართველოში?

რომელ ქვეყანაში რა სახის ყავას მოიხმარენ და როგორ იცვლება ყავის კულტურა საქართველოში?

ყავა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სასმელია. მისი პოპულარობა როგორც ევროპასა და ამერიკაში, ისე აზიის ქვეყნებშიც იზრდება, სადაც ყავის ხარისხს უფრო და უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებენ.

2016 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, ევროპელთა 67%-ს ყავის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია. რესპონდენთა 40%-მა კი განაცხადა, რომ ყავა მათი დღის უკეთესი დასაწყისის საწინდარია.

ამერიკის შეერთებულ შტატებში მოსახლეობის დაახლოებით, 64% ყოველდღიურად ერთ ჭიქა ყავას მაინც მოიხმარს , საშუალოდ, კიქვეყნის მასშტაბით, ყოველდღუირად, 3.2 ჭიქა ყავას მიირთმევენ. აქვე უნდა აღვნიშნოთ ერთი სახალისო დეტალიც: ყავის მომხმარებელთა 55%-ს მისთვის თავის დანებებას წონაში მომატება ურჩევნია.

ყველაზე მეტ ყავას კი ფინეთში მოიხმარენ. 8-9 ჭიქა აქ ნორმად მიიჩნევა, თუმცა შეხვდებით ადამიანებს, რომლებიც საყვარელ სასმელს 30-ჯერაც მიირთმევენ, რაც რეკომენდებული არ არის. ფინეთში ეს ტრადიცია როგორც ყავის გემოვნური თვისებებისა და ეფექტის, ისე უკიდურესად დაბალი ტემპერატურის გამოც დამკვირდა - ჩრდილოეთ ფინეთში ზამთრის ტემპერატურად ხანდახან -40 გრადუსს აღწევს, შესაბამისად, ხშირად, ცხელი, მატონიზირებელი სითხე გჭირდება, რომ სანამ სამსახურიდან სახლში დაბრუნდები, „გადარჩე“.

რა სახის ყავას მოიხმარენ ევროპელები?

ევროპაში ყველაზე პოპულარული ესპრესო და მის ბაზაზე მომზადებული სხვადასხვა დასახელების პროდუქტია.ესპრესოს პირველი აპარატი იტალიაში დამზადდა და მისი მომზადების კულტურაც სწორედ აქედან მოდის.

ევროპაში ყავის სმის კულტურა თითქმის ხელოვნებასთან არის გათანაბრებული. ყველგან შეგხვდებათ პატარა კაფეები ამავე ზომის ვერანდებით, მაგიდებითა და ყვავილებით, უგემრიელესი ყავის ფართო არჩევანით, რომელსაც ასევე პატარა ფინჯნით მოგართმევენ. თქვენ კი მისი მირთმევის პროცესით უნდა დატკბეთ.

ფინეთთან ერთად, შვედეთი და ნიდერლანდებიც ყავის მომხმარებელ ქვეყნებს შორის ლიდერები არიან. აქ ძლიერი ესპრესო და ტკბილი ფუნთუშეული უყვართ, რომლის მირთმევაც კაფეებში ერთგვარ სოციალურ ქცევას წარმოადგენს.

ყავა ძალიან პოპულარულია ბალტიისპირეთშიც. ამ ქვეყნებში ესპრესოს, ლატესა და კაპუჩინოს გარდა,ნალექიან ყავასაც დიდი სიამოვნებით მოიხმარენ.ევროპის ქვეყნებში მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა სრულად თქვა უარი ხსნადი ყავის მოხმარებაზე, რომელსაც მწირი გემოვნური თვისებები და საეჭვო შემადგენლობა აქვს. მათთვის ყავის მირთმევა ხარისხიან და გემრიელ პროდუქტთან არის დაკავშირებული, რაც კაფსულის ან ახლადდაფქული ყავის მომზადებას უკავშირდება.

როგორი მომხმარებლები არიან ამერიკელები?

სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 3 ყველაზე შესამჩნევ სურნელს შორის ერთ-ერთ ყავისაა. ყავის მომხმარებელთა 45% კი მას აპარატის მეშვეობით ამზადებს. თუ ევროპაში უფრო პატარა ზომის კაფსულებს მოიხმარენ, აქ დიდი ზომის კაფსულები და უფრო დიდი ჭიქებია პოპულარული. თუ ევროპაში კაფეში ყავის მირთმევა ერთგვარად კულტურის ნაწილია, აშშ-ში ყავას ძირითადად, სახლში აპარატის მეშვეობით ამზადებენ ან ადგილობრივ მაღაზიაში ყიდულობენ.

რამდენ და რა სახის ყავას მოიხმარენ საქართველოში?

საქართველოს მოსახლეობა წელიწადში საშუალოდ, 5 000 ტონამდე ყავას მოიხმარს. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, წელიწადში ერთ ადამიანზე საშუალოდ, 1.3 კილოგრამი ყავა მოდის .

ევროპელებისა და ამერიკელებისგან განსხვავებით, დაბალი ფასის გამო, საქართველოში ხსნადი ყავა ლიდერობს, თუმცა კაფსულის ყავაზე გადასვლის ტენდენცია შეინიშნება.

კაფსულის ყავას დასავლეთში მისი ნატურალური შემადგენლობის გამო ანიჭებენ უპირატესობას. ჩვენს ქვეყანაში კაფსულის ყავის მოთხოვნის ზრდას ბაზარიც პასუხობს, რადგან ცოტა ხნის წინ გამოჩნდა ყავის მწარმოებელი ქართული კომპანია „მეამა“, რომელმაც საკუთარი რეცეპტით უკვე 15 განსხვავებული ყავა შექმნა. აღნიშნული რეცეპტები კომპანიის ინტელექტუალურ საკუთრებას წარმოადგენს. კომპანია ასევე აწარმოებს 4 სახის წმინდად დაფქულ ყავას, რომელიც ერთჯერად შეფუთვებშია მოთავსებული.

საინტერესოა, ევროპისა და ამერიკის მსგავსად, რამდენად გადაწყვეტს საქართველოს მოსახლეობა, არჩევანი ნატურალურ ყავაზე შეაჩეროს, რომელსაც ყველა გემოვნური თვისება შენარჩუნებული აქვს და სინთეტიკური ნარევებით შექმნილი პროდუქტისგან განსხვავებით, ჯანმრთელობაზე დადებითი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია.

კარანტინი დივანზე - როგორ გავატაროთ დრო მხიარულად

ნოვა პანდემიის გამოწვევის დასაძლევად 65 000 ლარს გამოყოფს

m²-მა 1 000 სოციალურად დაუცველ ოჯახს საკვები პროდუქტები გადასცა