სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვისი სამიზნეა პატრიარქი? - სასულიერო პირების კომენტარები ილია მეორის განცხადებასთან დაკავშირებით
ვისი სამიზნეა პატრიარქი? - სასულიერო პირების კომენტარები ილია მეორის განცხადებასთან დაკავშირებით

სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის, ილია მე­ო­რის გან­ცხა­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, ის "42 წე­ლია სა­მიზ­ნეა", სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი პირ­ველ კო­მენ­ტა­რებს აკე­თე­ბენ. ახალ­ქა­ლა­ქი­სა და კუ­მურ­დოს მიტ­რო­პო­ლიტ მე­უ­ფე ნი­კო­ლო­ზის (ფა­ჩუ­აშ­ვი­ლი) გან­ცხა­დე­ბით, პატ­რი­არ­ქის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა აშ­კა­რაა და ეს სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვი­საც ცნო­ბი­ლია.

"მგო­ნი, კი­თხვაც არ უნდა ვის შე­იძ­ლე­ბა პატ­რი­არ­ქი გუ­ლის­ხმობ­დეს და ვინ ებ­რძვის 40 წელი. 40 კი არა 7 ათა­სი წე­ლია ეშ­მა­კი ებ­რძვის ადა­მი­ანს. კონ­კრე­ტუ­ლად ვისი ხე­ლით ებ­რძვის ეს სხვა სა­კი­თხია. ეკ­ლე­სი­ას ებ­რძვი­ან, ეს ხომ ცხა­დია?! მანდ ორი აზრი არ არ­სე­ბობს. 60 წელ­ზე მე­ტია პატ­რი­არ­ქი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რია და სხვა­დას­ხვა სა­ხით, სხვა­დას­ხვა ფორ­მით, სხვა­დას­ხვა ადა­მი­ა­ნე­ბის ხე­ლით ეს ბრძო­ლა არის მუდ­მი­ვი. რა თქმა უნდა, პატ­რი­არ­ქმა იგუ­ლის­ხმა კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, მაგ­რამ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი იც­ვლე­ბი­ან. 40 წლის წინ ვინც ებ­რძო­და კონ­კრე­ტუ­ლად ისი­ნი დღეს აღარ არი­ან. დღეს ვინ იგუ­ლის­ხმა ეს თქვენ ჩემ­ზე კარ­გად იცით, ეს სა­ჯა­რო ინ­ფორ­მა­ცი­აა, მაგ­რამ ვინ დგას მათ უკან, ეს სხვა სა­კი­თხია.

რომ გა­მო­დის სა­სუ­ლი­ე­რო პირი და პატ­რი­არ­ქს პირ­და­პირ ეთერ­ში აგი­ნებს, ბრძო­ლა არ არის? ცი­ხე­ში რომ არის ადა­მი­ა­ნი და პატ­რი­არ­ქს თან შე­წყა­ლე­ბას სთხოვს, თან აგი­ნებს, ბრძო­ლა არ არის? თქვენ თუ გა­ინ­ტე­რე­სებთ ამათ უკან ვინ დგას, მე არ ვიცი. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ყვე­ლა­ნა­ი­რი ინ­ფორ­მა­ცია აქვთ, ეს ნიშ­ნავს იმას, რომ მათ კავ­ში­რი აქვთ იმ ადა­მი­ა­ნებ­თან, ვი­საც შე­უძ­ლია ეს ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­დონ. მე არ მაქვს ასე­თი კავ­ში­რი არა­ვის­თან და ფა­რუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი არ გა­მაჩ­ნია. მე შე­მიძ­ლია გი­თხრათ რომ არც ხდე­ბა, ამის ანა­ლი­ზი გა­ვა­კე­თო და ვთქვა, რომ პატ­რი­არ­ქს ებ­რძვი­ან ნამ­დვი­ლად. ვინც ებ­რძვის, იმან უკვე გა­მო­ა­ცხა­და თა­ვი­სი თავი, გა­მო­ა­აშ­კა­რა­ვა",- გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე ნი­კო­ლოზ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას.

აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით კო­მენ­ტარს აკე­თებს ქუ­თა­ის-გა­ე­ნა­თის ეპარ­ქი­ის მიტ­რო­პო­ლი­ტი, მე­უ­ფე იო­ა­ნე გამ­რე­კე­ლიც. მისი თქმით, პატ­რი­არ­ქი ყო­ველ­თვის სა­მიზ­ნე იყო.

"ქუ­თა­ის­ში, სა­ი­და­ნაც გა­ი­ხე­დავ, ბაგ­რატს და­ი­ნა­ხავ, ვინც მაღ­ლა დგას ის ყო­ველ­თვის სა­მიზ­ნე­შია, თუ ჩვენ ორი თვა­ლით ვუ­ყუ­რებთ ერ­თმა­ნეთს, ვინც მაღ­ლა ადის იმას ათა­სი თვა­ლი უყუ­რებს, ეს იგუ­ლის­ხმა პატ­რი­არ­ქმა, რომ ის არის სა­მიზ­ნე და გა­აჩ­ნია, ვინ, რა თვა­ლით უყუ­რებს, ზოგი კე­თი­ლი თვა­ლით, ზოგი შუ­რით, ზოგს კი­დევ სხვა ამ­ბი­ცია და პრე­ტენ­ზია აქვს. პატ­რი­არ­ქი თითო სი­ტყვა­ში ისეთ ღრმა ში­ნა­არსს დებს, რომ ჩვენ ვერ ამოვ­წუ­რავთ ამ სა­უ­ბარ­ში, მაგ­რამ დღეს ვერ ვხე­დავთ, რო­გო­რი სა­მიზ­ნეა, 90-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში არ იყო სა­მიზ­ნე და კო­მუ­ნის­ტე­ბის რე­ჟი­მის დროს არ იყო სა­მიზ­ნე, როცა პატ­რი­არ­ქმა, საბ­ჭო­თა ჯა­რე­ბის შეს­ვლა ავ­ღა­ნეთ­ში უარ­ყო­ფი­თად შე­ა­ფა­სა?! რამ­დე­ნი წელი მერე სა­ზღვარ­გა­რეთ არ გა­უშ­ვეს პატ­რი­არ­ქი, იმი­ტომ, რომ მისი სი­ტყვა არ ეთან­ხმე­ბო­და იმ დრო­ინ­დე­ლი მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, ეს ყო­ველ­თვის იყო და იქ­ნე­ბა, იმი­ტომ, რომ სხვა­დას­ხვა გან­ზო­მი­ლე­ბა­ში ვართ ჩვენ. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იქ­ნე­ბა, თუ ადა­მი­ა­ნე­ბი ამ სოფ­ლის გან­ზო­მი­ლე­ბით აზ­როვ­ნე­ბენ, პატ­რი­არ­ქი მა­რა­დი­უ­ლი ცხოვ­რე­ბის გან­ზო­მი­ლე­ბით, სხვა­დას­ხვა ღი­რე­ბუ­ლე­ბი­თი სის­ტე­მაა, ყო­ველ­თვის ვიქ­ნე­ბით სა­მიზ­ნე, არა მარ­ტო პატ­რი­არ­ქი, ეკ­ლე­სია მთლი­ა­ნად",- გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე იო­ა­ნემ.

სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა ილია მე­ო­რემ თი­ა­ნე­თი­სა და ფშავ-ხევ­სუ­რე­თის ეპის­კო­პოს მი­ქა­ე­ლი­სა და ამ ეპარ­ქი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან შეხ­ვედ­რი­სას გა­ნა­ცხა­და: "ხალ­ხის თა­ნად­გო­მა რომ არ იყოს, მე ვერ გა­ვუძ­ლებ­დი ამ სიმ­ძი­მე­ებს, 42 წე­ლია მე ვარ სა­მიზ­ნედ“.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
პატრიარქის გულშემატკივრებს!
29

ნახეთ საჯარო ბიბლიოთეკაში დაცული პრესა და გარწმუნებთ თვალებს არ დაუჯერებთ ისეთ დღეში აგდებდნენ ილია ჭავჭავაძეს მაშინდელი ვითომ "პრადვინუტი" სოციალ-დემოკრატები. გეგონებათ ნაც-ენჯეოშნიკების დაწერილი იყოს, ისე წააგავს ერთმანეთს მაშინ ილიას მგესლავი და დღეს ჩვენი პატრიარქის სალანძღავი ტექსტები. თუმცა კარგად ვნახეთ, რომ ისტორია ხალხის ხმაზე იწერება და არა ჟორდანია-ორჯონიკიძის ან ცაავა-ბოკერიას სისინზე.

 

nene
4

მართალია ეს ადამიანი, დღემდე გესლავენ და ლანძღავენ , მაგრამ მოვა დრო ყველას ყველაფერი მოეკითხება ნათქვამიც და ნაქნარიც. უფალმა გვიმყოფოს ჩვენი პატრიარქი ჯანმრთელად, მთავარი ესაა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

ვისი სამიზნეა პატრიარქი? - სასულიერო პირების კომენტარები ილია მეორის განცხადებასთან დაკავშირებით

ვისი სამიზნეა პატრიარქი? - სასულიერო პირების კომენტარები ილია მეორის განცხადებასთან დაკავშირებით

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, ის "42 წელია სამიზნეა", სასულიერო პირები პირველ კომენტარებს აკეთებენ. ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტ მეუფე ნიკოლოზის (ფაჩუაშვილი) განცხადებით, პატრიარქის წინააღმდეგ ბრძოლა აშკარაა და ეს საზოგადოებისთვისაც ცნობილია.

"მგონი, კითხვაც არ უნდა ვის შეიძლება პატრიარქი გულისხმობდეს და ვინ ებრძვის 40 წელი. 40 კი არა 7 ათასი წელია ეშმაკი ებრძვის ადამიანს. კონკრეტულად ვისი ხელით ებრძვის ეს სხვა საკითხია. ეკლესიას ებრძვიან, ეს ხომ ცხადია?! მანდ ორი აზრი არ არსებობს. 60 წელზე მეტია პატრიარქი სასულიერო პირია და სხვადასხვა სახით, სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა ადამიანების ხელით ეს ბრძოლა არის მუდმივი. რა თქმა უნდა, პატრიარქმა იგულისხმა კონკრეტული ადამიანები, მაგრამ ეს ადამიანები იცვლებიან. 40 წლის წინ ვინც ებრძოდა კონკრეტულად ისინი დღეს აღარ არიან. დღეს ვინ იგულისხმა ეს თქვენ ჩემზე კარგად იცით, ეს საჯარო ინფორმაციაა, მაგრამ ვინ დგას მათ უკან, ეს სხვა საკითხია.

რომ გამოდის სასულიერო პირი და პატრიარქს პირდაპირ ეთერში აგინებს, ბრძოლა არ არის? ციხეში რომ არის ადამიანი და პატრიარქს თან შეწყალებას სთხოვს, თან აგინებს, ბრძოლა არ არის? თქვენ თუ გაინტერესებთ ამათ უკან ვინ დგას, მე არ ვიცი. ეს ადამიანები ამბობენ, რომ ყველანაირი ინფორმაცია აქვთ, ეს ნიშნავს იმას, რომ მათ კავშირი აქვთ იმ ადამიანებთან, ვისაც შეუძლია ეს ინფორმაცია მიაწოდონ. მე არ მაქვს ასეთი კავშირი არავისთან და ფარული ინფორმაციები არ გამაჩნია. მე შემიძლია გითხრათ რომ არც ხდება, ამის ანალიზი გავაკეთო და ვთქვა, რომ პატრიარქს ებრძვიან ნამდვილად. ვინც ებრძვის, იმან უკვე გამოაცხადა თავისი თავი, გამოააშკარავა",- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე იოანე გამრეკელიც. მისი თქმით, პატრიარქი ყოველთვის სამიზნე იყო.

"ქუთაისში, საიდანაც გაიხედავ, ბაგრატს დაინახავ, ვინც მაღლა დგას ის ყოველთვის სამიზნეშია, თუ ჩვენ ორი თვალით ვუყურებთ ერთმანეთს, ვინც მაღლა ადის იმას ათასი თვალი უყურებს, ეს იგულისხმა პატრიარქმა, რომ ის არის სამიზნე და გააჩნია, ვინ, რა თვალით უყურებს, ზოგი კეთილი თვალით, ზოგი შურით, ზოგს კიდევ სხვა ამბიცია და პრეტენზია აქვს. პატრიარქი თითო სიტყვაში ისეთ ღრმა შინაარსს დებს, რომ ჩვენ ვერ ამოვწურავთ ამ საუბარში, მაგრამ დღეს ვერ ვხედავთ, როგორი სამიზნეა, 90-იანი წლების დასაწყისში არ იყო სამიზნე და კომუნისტების რეჟიმის დროს არ იყო სამიზნე, როცა პატრიარქმა, საბჭოთა ჯარების შესვლა ავღანეთში უარყოფითად შეაფასა?! რამდენი წელი მერე საზღვარგარეთ არ გაუშვეს პატრიარქი, იმიტომ, რომ მისი სიტყვა არ ეთანხმებოდა იმ დროინდელი მთავრობის გადაწყვეტილებას, ეს ყოველთვის იყო და იქნება, იმიტომ, რომ სხვადასხვა განზომილებაში ვართ ჩვენ. ხელისუფლება იქნება, თუ ადამიანები ამ სოფლის განზომილებით აზროვნებენ, პატრიარქი მარადიული ცხოვრების განზომილებით, სხვადასხვა ღირებულებითი სისტემაა, ყოველთვის ვიქნებით სამიზნე, არა მარტო პატრიარქი, ეკლესია მთლიანად",- განაცხადა მეუფე იოანემ.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოს მიქაელისა და ამ ეპარქიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა: "ხალხის თანადგომა რომ არ იყოს, მე ვერ გავუძლებდი ამ სიმძიმეებს, 42 წელია მე ვარ სამიზნედ“.

თემქაზე, ერთ-ერთი ეკლესიის სტიქაროსანს კორონავირუსი დაუდასტურდა

სტუდენტების მიერ შექმნილი აპლიკაცია „მუზა“ ხელოვნებისა და ისტორიის სწავლაში დაგეხმარებათ

რა როლი აქვს გენეტიკურ ფაქტორს დაავადების დამარცხებაში და არის თუ არა "კავკასიური გენი" უფრო ძლიერი?