საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მომავალი იურისტი ვარ... ჩემი ცოდნით, მინდა ეს საქმე ბოლომდე მივიყვანო" - რა თქვა მიხეილ კალანდიამ საბოლოო სიტყვაში
"მომავალი იურისტი ვარ... ჩემი ცოდნით, მინდა ეს საქმე ბოლომდე მივიყვანო" - რა თქვა მიხეილ კალანდიამ საბოლოო სიტყვაში

აქ მხო­ლოდ და მხო­ლოდ იმის გამო ვარ, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რამ ვერ შეძ­ლო თავ­ზე იმ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის აღე­ბა, რომ ეთ­ქვათ, ხალ­ხო, ვერ შევ­ძე­ლით იმის დად­გე­ნა, ვინ მოკ­ლა და­ვით სა­რა­ლი­ძეო, - ამის შე­სა­ხებ და­ვით სა­რა­ლი­ძის გან­ზრახ ჯგუ­ფუ­რად მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბულ­მა მი­ხე­ილ კა­ლან­დი­ამ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე სა­ბო­ლოო სი­ტყვა­ში გა­ნა­ცხა­და.

მი­ხე­ილ კა­ლან­დია სა­სა­მარ­თლო­ში სა­ბო­ლოო სი­ტყვას და­ახ­ლო­ე­ბით, 18 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში წარ­მოთ­ქვამ­და. მან სა­კუ­თარ სი­ტყვა­ში მო­სა­მარ­თლე ნი­კო­ლოზ მარ­სა­ღიშ­ვილს რამ­დენ­ჯერ­მე მი­მარ­თა და შე­ახ­სე­ნა, რომ მისი მო­მა­ვა­ლი ცხოვ­რე­ბა მის ხელ­ში იყო.

ბრალ­დე­ბულ­მა სა­ბო­ლოო სი­ტყვა გარ­დაც­ვლი­ლე­ბის ოჯა­ხე­ბის­თვის მი­სამ­ძიმ­რე­ბით და­ი­წყო და ყუ­რა­დღე­ბა მის უდა­ნა­შა­უ­ლო­ბა­ზე გა­ა­მახ­ვი­ლა.

"გარ­დაც­ვლი­ლე­ბის ოჯა­ხებს ვუ­სამ­ძიმ­რებ, ღმერ­თმა ნა­თელ­ში ამ­ყო­ფოს მათი სუ­ლე­ბი. უდი­დე­სი ტრა­გე­დი­აა და სხვა არა­ფე­რი. ყვე­ლა იქ მყო­ფი პი­რის­თვის ამ ამ­ბის გა­და­ტა­ნა ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო და არის დღემ­დე, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, ვის რა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ეკის­რე­ბა დამ­დგარ შე­დეგ­ზე. რაც არ უნდა ვე­ცა­დოთ, ამ ამ­ბავს არა­ფე­რი ეშ­ვე­ლე­ბა, იმ ბავ­შვებს ვე­რა­ფე­რი გა­ა­ცო­ცხლებს, მაგ­რამ ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რამ ყვე­ლა წი­თე­ლი ხა­ზის გა­დაკ­ვე­თით უდა­ნა­შა­უ­ლო ხალ­ხი ცი­ხე­ში გა­უშ­ვას. იმ საქ­მე­ზე, რო­მელ­ზეც სა­პარ­ლა­მენ­ტო კო­მი­სია შე­იქ­მნა და იმ საქ­მე­ზე, რო­მელ­ზეც რუს­თა­ველ­ზე ტარ­დე­ბო­და აქ­ცი­ე­ბი, სა­დაც კეთ­დე­ბო­და პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი, შე­უძ­ლე­ბე­ლია ვი­სა­უბ­როთ ისე, თით­ქოს, საქ­მე­ზე არ გვაქვს საქ­მე, რო­მე­ლიც პო­ლი­ტი­კუ­რად ან­გა­ჟი­რე­ბუ­ლი არ არის.

მო­მა­ვა­ლი იუ­რის­ტი ვარ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რაც ჩემს გარ­შე­მო ხდე­ბო­და, ჩა­ვა­ბა­რე, იუ­რი­დი­უ­ლი გა­დავ­წყვი­ტე მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ ჩემი თვა­ლით ვნა­ხე მთე­ლი სი­ბინ­ძუ­რე­ე­ბი რაც ხდე­ბა, ჩემ თავ­ზე გა­მოვ­ცა­დე უსა­მარ­თლო, უსა­ფუძ­ვლო ბრალ­დე­ბე­ბი, რაც ის­მო­და ჩემი და ჩემი ოჯა­ხის წი­ნა­აღ­მდეგ. ჩემი ცოდ­ნით, ჩემი გა­მოც­დი­ლე­ბით ეს საქ­მე მინ­და ბო­ლომ­დე მი­ვიყ­ვა­ნო. პირ­ვე­ლი დღი­დან დღემ­დე ჩემი ოჯა­ხი სი­მარ­თლით იბ­რძო­და.

სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ყვე­ლა­ზე ცუდ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ჩაგ­ვაგ­დეს ჩვენ, გარ­დაც­ვლი­ლებს არ ვგუ­ლის­ხმობ. მოხ­და ტრა­გე­დია, მა­მა­ჩე­მი 8 თვე ცი­ხე­ში იყო, და­კა­ვე­ბამ­დე წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რი გა­რეთ ვერ გა­მოვ­დი­ო­დი, ამის მი­უ­ხე­და­ვად, ჩა­ბა­რე­ბა შევ­ძე­ლი. დე­და­ჩე­მი ცალ­კე ცუ­დად იყო, ასე­ვე ჩე­მე­ბი. ამის მერე პრო­კუ­რა­ტუ­რამ სი­ურპრი­ზი გა­მი­კე­თა და სა­სა­მარ­თლოს­კენ მი­მა­ვა­ლი და­მა­კა­ვა, გა­ა­ფორ­მეს ისე, თით­ქოს, ქა­ლა­ქი­დან გავ­რბო­დი. აქ მხო­ლოდ და მხო­ლოდ იმის გამო ვარ, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რამ თავ­ზე იმ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის აღე­ბა ვერ შეძ­ლო, რომ ეთ­ქვათ, ხალ­ხო ვერ შევ­ძე­ლით იმის დად­გე­ნა, ვინ მოკ­ლა და­ვით სა­რა­ლი­ძე", - გა­ნა­ცხა­და კა­ლან­დი­ამ.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
gio
8

ჯვარი გვწერია შენნაირი პროკურორებისაგან

გოგა
7

ივაშკაცეთ და სიმართლე ყველამ დამალეთ ესაა თქვენი გმირობ და ეხლა ვინაა დამნაშავე და თავის მართლებაა გვიანია

ავტორი:

"მომავალი იურისტი ვარ... ჩემი ცოდნით, მინდა ეს საქმე ბოლომდე მივიყვანო" - რა თქვა მიხეილ კალანდიამ საბოლოო სიტყვაში

"მომავალი იურისტი ვარ... ჩემი ცოდნით, მინდა ეს საქმე ბოლომდე მივიყვანო" - რა თქვა მიხეილ კალანდიამ საბოლოო სიტყვაში

აქ მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო ვარ, რომ პროკურატურამ ვერ შეძლო თავზე იმ პასუხისმგებლობის აღება, რომ ეთქვათ, ხალხო, ვერ შევძელით იმის დადგენა, ვინ მოკლა დავით სარალიძეო, - ამის შესახებ დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე ბრალდებულმა მიხეილ კალანდიამ სასამართლო პროცესზე საბოლოო სიტყვაში განაცხადა.

მიხეილ კალანდია სასამართლოში საბოლოო სიტყვას დაახლოებით, 18 წუთის განმავლობაში წარმოთქვამდა. მან საკუთარ სიტყვაში მოსამართლე ნიკოლოზ მარსაღიშვილს რამდენჯერმე მიმართა და შეახსენა, რომ მისი მომავალი ცხოვრება მის ხელში იყო.

ბრალდებულმა საბოლოო სიტყვა გარდაცვლილების ოჯახებისთვის მისამძიმრებით დაიწყო და ყურადღება მის უდანაშაულობაზე გაამახვილა.

"გარდაცვლილების ოჯახებს ვუსამძიმრებ, ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი სულები. უდიდესი ტრაგედიაა და სხვა არაფერი. ყველა იქ მყოფი პირისთვის ამ ამბის გადატანა ძალიან რთული იყო და არის დღემდე, მიუხედავად იმისა, ვის რა პასუხისმგებლობა ეკისრება დამდგარ შედეგზე. რაც არ უნდა ვეცადოთ, ამ ამბავს არაფერი ეშველება, იმ ბავშვებს ვერაფერი გააცოცხლებს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პროკურატურამ ყველა წითელი ხაზის გადაკვეთით უდანაშაულო ხალხი ციხეში გაუშვას. იმ საქმეზე, რომელზეც საპარლამენტო კომისია შეიქმნა და იმ საქმეზე, რომელზეც რუსთაველზე ტარდებოდა აქციები, სადაც კეთდებოდა პოლიტიკური განცხადებები, შეუძლებელია ვისაუბროთ ისე, თითქოს, საქმეზე არ გვაქვს საქმე, რომელიც პოლიტიკურად ანგაჟირებული არ არის.

მომავალი იურისტი ვარ, მიუხედავად იმისა, რაც ჩემს გარშემო ხდებოდა, ჩავაბარე, იურიდიული გადავწყვიტე მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემი თვალით ვნახე მთელი სიბინძურეები რაც ხდება, ჩემ თავზე გამოვცადე უსამართლო, უსაფუძვლო ბრალდებები, რაც ისმოდა ჩემი და ჩემი ოჯახის წინააღმდეგ. ჩემი ცოდნით, ჩემი გამოცდილებით ეს საქმე მინდა ბოლომდე მივიყვანო. პირველი დღიდან დღემდე ჩემი ოჯახი სიმართლით იბრძოდა.

საბოლოო ჯამში, ყველაზე ცუდ სიტუაციაში ჩაგვაგდეს ჩვენ, გარდაცვლილებს არ ვგულისხმობ. მოხდა ტრაგედია, მამაჩემი 8 თვე ციხეში იყო, დაკავებამდე წელიწადნახევარი გარეთ ვერ გამოვდიოდი, ამის მიუხედავად, ჩაბარება შევძელი. დედაჩემი ცალკე ცუდად იყო, ასევე ჩემები. ამის მერე პროკურატურამ სიურპრიზი გამიკეთა და სასამართლოსკენ მიმავალი დამაკავა, გააფორმეს ისე, თითქოს, ქალაქიდან გავრბოდი. აქ მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო ვარ, რომ პროკურატურამ თავზე იმ პასუხისმგებლობის აღება ვერ შეძლო, რომ ეთქვათ, ხალხო ვერ შევძელით იმის დადგენა, ვინ მოკლა დავით სარალიძე", - განაცხადა კალანდიამ.

"დავით გარეჯის საკითხზე 60 ადამიანია გამოკითხული, მათ შორის ყოფილი მაღალჩინოსნები" - პროკურორი

"მამა ამბობს, იქნებ "ლურჯ ვეშაპს" თამაშობდა, გაკვეთილებს არ ამზადებდა და ზარმაცობდაო" - რა ეტაპზეა ილია ფილფანის ძიება და რა ახალი ვერსიები აქვს ოჯახს

პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა დააკავა