სამართალი
პოლიტიკა
სპორტი

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის 31 წლის ყოფილი მოდელი, რომელსაც ტრამპზე გავლენა აქვს - თეთრი სახლის ლამაზმანის პოლიტიკური და სასიყვარულო ვნებები
ვინ არის 31 წლის ყოფილი მოდელი, რომელსაც ტრამპზე გავლენა აქვს - თეთრი სახლის ლამაზმანის პოლიტიკური და სასიყვარულო ვნებები

ჰოუპ ჰიკ­სი, თეთ­რი სახ­ლის ლა­მაზ­მა­ნი და ქალი, რო­მე­ლიც, რო­გორც სხვა­დას­ხვა გა­მო­ცე­მე­ბი წე­რენ, თეთ­რი სახ­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გავ­ლე­ნით სარ­გებ­ლობს. 2016 წელს ჰო­უ­პი ის­ტო­რი­ა­ში თეთ­რი სახ­ლის ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდა კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის დი­რექ­ტო­რი გახ­და. როცა ეს თა­ნამ­დე­ბო­ბა ჩა­ა­ბა­რეს, ჰიკ­სი 27 წლის იყო.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ დო­ნალდ ტრამ­პის სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ა­ში ჩარ­თვამ­დე ჰიკსს არა­ნა­ი­რი პო­ლი­ტი­კუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბა არ ჰქონ­და. ის ივან­კა ტრამ­პის მო­დის ხა­ზის პიარ მე­ნე­ჯე­რად მუ­შა­ობ­და.

ჰიკ­სი პრე­ზი­დენტ ტრამ­პის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ნდო­ბით სარ­გებ­ლობ­და და სარ­გებ­ლობს დღემ­დე. თეთრ სახ­ლში მუ­შა­ო­ბის და­წყე­ბი­დან ორ წე­ლი­წად­ში ჰიკ­სის სა­ხე­ლი ორ სკან­და­ლურ საქ­მეს და­უ­კავ­შირ­და - პირ­ვე­ლი სკან­და­ლი უკავ­შირ­დე­ბა თეთ­რი სახ­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ყო­ფი­ლი მდივ­ნის რობ პორ­ტე­რის საქ­მეს. პორ­ტე­რი ოჯა­ხურ ძა­ლა­დო­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს, ჰოუპ ჰიკ­სი კი მის მხარ­დამ­ჭე­რად მოგ­ვევ­ლი­ნა. მა­შინ მე­დი­ა­ში ამ ორს შო­რის რო­მან­ზე სა­უბ­რობ­დნენ. ბრი­ტა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა Daily Mail პორ­ტე­რის ოჯა­ხურ სკან­დალს ჰოუპ ჰიკს­თან სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბას უკავ­ში­რებ­და.

რობ პორ­ტე­რი და ჰოუპ ჰიკ­სი უკვე და­შო­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან

მე­ო­რე საქ­მე ეხე­ბა აშშ-ის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში რუ­სე­თის ჩა­რე­ვას. 2018 წელს ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით ის 9 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში და­კი­თხვა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და, რის შემ­დე­გაც, თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­დად­გო­მის შე­სა­ხებ გა­ნა­ცხა­და.

ორი წლის შემ­დეგ, 2020 წელს, ჰოუპ ჰიკ­სი თეთ­რი სახ­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში ახა­ლი, გავ­ლე­ნი­ა­ნი თა­ნამ­დე­ბო­ბით დაბ­რუნ­და. ამის შე­სა­ხებ რამ­დე­ნი­მე დღის წინ გახ­და ცნო­ბი­ლი.

ამ­ჯე­რად ჰიკ­სი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტში აღარ იმუ­შა­ვებს. მისი თა­ნამ­დე­ბო­ბის სა­ხე­ლია "პრე­ზი­დენ­ტის კონ­სულ­ტა­ტი და მრჩე­ვე­ლი“. CNN-ის ცნო­ბით, ჰოუპ ჰიკ­სი იმუ­შა­ვებს ტრამ­პის მთა­ვარ მრჩე­ველ­თან და მის სი­ძეს­თან, ჯა­რედ კუშ­ნერ­თან და თეთ­რი სახ­ლის პო­ლი­ტი­კურ დი­რექ­ტორ­თან, ბრა­ი­ან ჯეკ­თან ერ­თად.

ჰოუპ ჰიკსს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გავ­ლე­ნა აქვს პრე­ზი­დენტ დო­ნალდ ტრამპზე და გა­რე­მოც­ვი­დან ტრამ­პი მას ყვე­ლა­ზე სან­დო და სა­ი­მე­დო და­საყ­რდე­ნად მი­იჩ­ნევს. ის არის ქალი, რო­მელ­საც პრე­ზი­დენ­ტი უს­მენს და მის აზ­რებს ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ჰიკ­სი, რო­მე­ლიც ახლა 31 წლი­საა, გრინ­ვიჩ­ში და­ი­ბა­და.იყო მო­დე­ლი, მსა­ხი­ო­ბი, ასე­ვე ლაკ­რო­სის მო­თა­მა­შე.

11 წლის ასაკ­ში თა­ვის დას­თან ერ­თად, Ralph Lauren-ის ერთ-ერთი სა­რეკ­ლა­მო კამ­პა­ნი­ის სახე იყო. ასე­ვე მუ­შა­ობ­და მო­დე­ლად ივან­კა ტრამ­პის სა­ი­ტის­თვის და ფო­ტო­ებს Street Style-ის ფარ­გლებ­ში იღებ­და. ჰიკ­სის ფოტო და­ი­ბეჭ­და სე­რი­ალ Gossip Girl-ის ჟურ­ნა­ლის გა­რე­კან­ზე.

ჰიკ­სი ჟურ­ნა­ლის გა­რე­კან­ზე

ჰიკ­სის მშობ­ლე­ბი სხვა­დას­ხვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის პიარ მე­ნე­ჯე­რე­ბად მუ­შა­ობ­დნენ. ის Southern Methodist University-ში სწავ­ლობ­და. 2012 წელს უნი­ვე­რის­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, მუ­შა­ო­ბა და­ი­წყო ნიუ იორ­კის ერთ-ერთ პიარ კომ­პა­ნი­ა­ში, ამავდრო­უ­ლად, ის ტრამ­პე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში ივან­კა ტრამ­პთან ერ­თად მუ­შა­ობ­და.

2014 წელს ტრამ­პე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ მას სახ­ლი უყი­და. ამ პე­რი­ოდ­ში ის ივან­კას მო­დის ხა­ზის პიარ-მე­ნე­ჯე­რი იყო.

"ის უბ­რა­ლოდ შე­უ­და­რე­ბე­ლია. მე­დი­ას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გა­სა­ო­ცა­რი უნა­რი აქვს“, - ამ­ბობ­და დო­ნალდ ტრამ­პის სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი პოლ მა­ნა­ფორ­ტი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ჰო­უ­პი დიდი მო­წო­ნე­ბით სარ­გებ­ლობ­და მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­შიც და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ხში­რად აღ­ნიშ­ნავ­დნენ, რომ მას­თან საქ­მი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა სა­სი­ა­მოვ­ნო იყო.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჰიკს­მა კა­რი­ე­რა სხვა პრო­ფე­სი­ე­ბით და­ი­წყო, პო­ლი­ტი­კო­სო­ბა 13 წლი­დან ჰქო­ნია გა­და­წყვე­ტი­ლი. Greenwich magazine-სთვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში 13 წლის ჰიკ­სი ამ­ბობს - "სა­კუ­თარ თავს პო­ლი­ტი­კა­ში ვხე­დავ, ვინ იცის რა მოხ­დე­ბა...“

ჰოუპ ჰიკსს თეთრ სახ­ლში სკან­და­ლუ­რი სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი უკავ­შირ­დე­ბა. მათ შო­რის ყვე­ლა­ზე გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი რო­მა­ნია თეთ­რი სახ­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ყო­ფილ მდი­ვან რობ პორ­ტერ­თან.

გარ­და ამი­სა, ჰიკსს უკავ­შირ­დე­ბა სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა ტრამ­პის კამ­პა­ნი­ის ყო­ფილ მე­ნე­ჯერ­თან, კორი ლე­ვან­დოვ­სკის­თან. ლე­ვან­დოვ­სკი თა­ვის წიგნ­ში - "Let Trump Be Trump“ ჰიკსს ასე აღ­წერს: "ჭკვი­ა­ნი ქალი, თით­ქმის ფო­ტოგ­რა­ფი­უ­ლი მეხ­სი­ე­რე­ბით“.

ჰიკ­სი კორი ლე­ვან­დოვ­სკის­თან ერ­თად

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!
9

ჰიკსია თუ იხსია, კაი რამე კი არის.

gela
13

ტრამპზე თავისი ტუჩებით დიდ გავლენას ახდენს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

ვინ არის 31 წლის ყოფილი მოდელი, რომელსაც ტრამპზე გავლენა აქვს - თეთრი სახლის ლამაზმანის პოლიტიკური და სასიყვარულო ვნებები

ვინ არის 31 წლის ყოფილი მოდელი, რომელსაც ტრამპზე გავლენა აქვს - თეთრი სახლის ლამაზმანის პოლიტიკური და სასიყვარულო ვნებები

ჰოუპ ჰიკსი, თეთრი სახლის ლამაზმანი და ქალი, რომელიც, როგორც სხვადასხვა გამოცემები წერენ, თეთრი სახლის ადმინისტრაციაში განსაკუთრებული გავლენით სარგებლობს. 2016 წელს ჰოუპი ისტორიაში თეთრი სახლის ყველაზე ახალგაზრდა კომუნიკაციების დირექტორი გახდა. როცა ეს თანამდებობა ჩააბარეს, ჰიკსი 27 წლის იყო.

აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიაში ჩართვამდე ჰიკსს არანაირი პოლიტიკური გამოცდილება არ ჰქონდა. ის ივანკა ტრამპის მოდის ხაზის პიარ მენეჯერად მუშაობდა.

ჰიკსი პრეზიდენტ ტრამპის განსაკუთრებული ნდობით სარგებლობდა და სარგებლობს დღემდე. თეთრ სახლში მუშაობის დაწყებიდან ორ წელიწადში ჰიკსის სახელი ორ სკანდალურ საქმეს დაუკავშირდა - პირველი სკანდალი უკავშირდება თეთრი სახლის ადმინისტრაციის ყოფილი მდივნის რობ პორტერის საქმეს. პორტერი ოჯახურ ძალადობაში დაადანაშაულეს, ჰოუპ ჰიკსი კი მის მხარდამჭერად მოგვევლინა. მაშინ მედიაში ამ ორს შორის რომანზე საუბრობდნენ. ბრიტანული გამოცემა Daily Mail პორტერის ოჯახურ სკანდალს ჰოუპ ჰიკსთან სასიყვარულო ურთიერთობას უკავშირებდა.

რობ პორტერი და ჰოუპ ჰიკსი უკვე დაშორებულები არიან

მეორე საქმე ეხება აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევას. 2018 წელს ამ საკითხთან დაკავშირებით ის 9 საათის განმავლობაში დაკითხვაზე იმყოფებოდა, რის შემდეგაც, თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა.

ორი წლის შემდეგ, 2020 წელს, ჰოუპ ჰიკსი თეთრი სახლის ადმინისტრაციაში ახალი, გავლენიანი თანამდებობით დაბრუნდა. ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი.

ამჯერად ჰიკსი კომუნიკაციების დეპარტამენტში აღარ იმუშავებს. მისი თანამდებობის სახელია "პრეზიდენტის კონსულტატი და მრჩეველი“. CNN-ის ცნობით, ჰოუპ ჰიკსი იმუშავებს ტრამპის მთავარ მრჩეველთან და მის სიძესთან, ჯარედ კუშნერთან და თეთრი სახლის პოლიტიკურ დირექტორთან, ბრაიან ჯეკთან ერთად.

ჰოუპ ჰიკსს განსაკუთრებული გავლენა აქვს პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე და გარემოცვიდან ტრამპი მას ყველაზე სანდო და საიმედო დასაყრდენად მიიჩნევს. ის არის ქალი, რომელსაც პრეზიდენტი უსმენს და მის აზრებს ითვალისწინებს.

ჰიკსი, რომელიც ახლა 31 წლისაა, გრინვიჩში დაიბადა.იყო მოდელი, მსახიობი, ასევე ლაკროსის მოთამაშე.

11 წლის ასაკში თავის დასთან ერთად, Ralph Lauren-ის ერთ-ერთი სარეკლამო კამპანიის სახე იყო. ასევე მუშაობდა მოდელად ივანკა ტრამპის საიტისთვის და ფოტოებს Street Style-ის ფარგლებში იღებდა. ჰიკსის ფოტო დაიბეჭდა სერიალ Gossip Girl-ის ჟურნალის გარეკანზე.

ჰიკსი ჟურნალის გარეკანზე

ჰიკსის მშობლები სხვადასხვა ორგანიზაციების პიარ მენეჯერებად მუშაობდნენ. ის Southern Methodist University-ში სწავლობდა. 2012 წელს უნივერისტეტის დამთავრების შემდეგ, მუშაობა დაიწყო ნიუ იორკის ერთ-ერთ პიარ კომპანიაში, ამავდროულად, ის ტრამპების ორგანიზაციაში ივანკა ტრამპთან ერთად მუშაობდა.

2014 წელს ტრამპების ორგანიზაციამ მას სახლი უყიდა. ამ პერიოდში ის ივანკას მოდის ხაზის პიარ-მენეჯერი იყო.

"ის უბრალოდ შეუდარებელია. მედიასთან ურთიერთობის გასაოცარი უნარი აქვს“, - ამბობდა დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელი პოლ მანაფორტი. აღსანიშნავია, რომ ჰოუპი დიდი მოწონებით სარგებლობდა მედიის წარმომადგენლებშიც და ჟურნალისტები ხშირად აღნიშნავდნენ, რომ მასთან საქმიანი ურთიერთობა სასიამოვნო იყო.

მიუხედავად იმისა, რომ ჰიკსმა კარიერა სხვა პროფესიებით დაიწყო, პოლიტიკოსობა 13 წლიდან ჰქონია გადაწყვეტილი. Greenwich magazine-სთვის მიცემულ ინტერვიუში 13 წლის ჰიკსი ამბობს - "საკუთარ თავს პოლიტიკაში ვხედავ, ვინ იცის რა მოხდება...“

ჰოუპ ჰიკსს თეთრ სახლში სკანდალური სასიყვარულო ურთიერთობები უკავშირდება. მათ შორის ყველაზე გახმაურებული ზემოთ აღნიშნული რომანია თეთრი სახლის ადმინისტრაციის ყოფილ მდივან რობ პორტერთან.

გარდა ამისა, ჰიკსს უკავშირდება სასიყვარულო ურთიერთობა ტრამპის კამპანიის ყოფილ მენეჯერთან, კორი ლევანდოვსკისთან. ლევანდოვსკი თავის წიგნში - "Let Trump Be Trump“ ჰიკსს ასე აღწერს: "ჭკვიანი ქალი, თითქმის ფოტოგრაფიული მეხსიერებით“.

ჰიკსი კორი ლევანდოვსკისთან ერთად

"ჩვენ არ ველოდებით ბოდიშებს, მაგრამ ვთვლით, რომ ეს სწორი ნაბიჯი იქნებოდა" - გავრილოვი 20 ივნისის მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს

"ვუყურებდი ჩემი შვილის გათეთრებულ სახეს და ვგრძნობდი, მას ვკარგავდი..." - წინადაცვეთის ტრადიციას შეწირული გოგონების საშინელი ისტორიები ჩრდილო კავკასიაში

WhatsApp-ის მუშაობაში გლობალური შეფერხებაა