მსოფლიო
საზოგადოება

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს ტრაგედია მთელი სიცოცხლე გამყვა..." - რას ყვებოდა მშობლებზე, სოფიკოსა და კინოზე გიორგი შენგელაია
"ეს ტრაგედია მთელი სიცოცხლე გამყვა..." - რას ყვებოდა მშობლებზე, სოფიკოსა და კინოზე გიორგი შენგელაია

დიდი ქარ­თვე­ლი რე­ჟი­სო­რი გი­ორ­გი შენ­გე­ლა­ია 82 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ჟურ­ნალ "ის­ტო­რი­ა­ნის" არ­ქივ­ში ინა­ხე­ბა ინ­ტერ­ვიუ გი­ორ­გი შენ­გე­ლა­ი­ას­თან, სა­დაც რე­ჟი­სო­რი ცხოვ­რე­ბის სა­ინ­ტე­რე­სო ეპი­ზო­დებს იხ­სე­ნებს. გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რი­დებს:

"ჩემი პირ­ვე­ლი მო­გო­ნე­ბე­ბი, სამ­წუ­ხა­როდ, ძა­ლი­ან მძი­მე ამ­ბავს უკავ­შირ­დე­ბა. ად­რე­უ­ლი ბავ­შვო­ბი­დან მა­მა­ჩე­მის - ნი­კო­ლოზ შენ­გე­ლა­ი­ას გარ­დაც­ვა­ლე­ბა ჩამ­რჩა მეხ­სი­ე­რე­ბა­ში. მა­შინ ოთხწ­ლი­ნა­ხევ­რი­სა ვი­ყა­ვი... მამა სულ ახალ­გაზ­რდა - 42 წლის იყო. ეს ტრა­გე­დია მთე­ლი სი­ცო­ცხლე გამ­ყვა...

ოთხ წლამ­დე მო­გო­ნე­ბე­ბის რა­ღაც ფრაგ­მენ­ტე­ბი მი­ტივ­ტი­ვებს გო­ნე­ბა­ში. მახ­სოვს, მამა მო­ვი­დო­და, ნა­ნა­დი­რევს მო­ი­ტან­და და დაყ­რი­და. მერე ჩვენ გვა­ვა­ლებ­და მე­ზობ­ლე­ბის­თვის მო­კი­თხვას. თბი­ლი­სურ ეზო­ში ვცხოვ­რობ­დით. მე და ჩემი ძმა დავ­დი­ო­დით სარ­თულ-სარ­თულ და მე­ზობ­ლებს ვუ­რი­გებ­დით ნა­ნა­დი­რევს. ასე­თი წე­სით ცხოვ­რობ­დნენ, უფრო გას­ცემ­დნენ, ვიდ­რე მო­იხ­ვეჭ­დნენ. სულ სხვა ხალ­ხი იყო მა­შინ.

მა­გონ­დე­ბა დე­და­ჩე­მის გა­უ­ბე­დუ­რე­ბუ­ლი სახე. მამა ვაჟ­კა­ცი იყო, მომლხე­ნი, მო­ნა­დი­რე. ვიდ­რე რე­ჟი­სო­რი გახ­დე­ბო­და, ლექ­სებს წერ­და. მას­თან მე­გობ­რობ­დნენ გოგ­ლა ლე­ო­ნი­ძე, სი­მონ ჩი­ქო­ვა­ნი, კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დია, ლეო ქი­ა­ჩე­ლი... ჩვენ­თან იკ­რი­ბე­ბოდ­ნენ, ილ­ხენ­დნენ, მსჯე­ლობ­დნენ... ერთ დღეს კი და­ი­ცა­ლა ჩვე­ნი სახ­ლი.

მამა-შვი­ლი გი­ორ­გი და ნი­კუ­შა შენ­გე­ლა­ი­ე­ბი

მერე დე­დამ შეც­ვა­ლა ყვე­ლა­ფე­რი. მან გა­დაგ­ვა­ტა­ნი­ნა ეს უბე­დუ­რე­ბა, თო­რემ დეპ­რე­სი­უ­ლი ბავ­შვო­ბა მქონ­და. ომის დრო იყო. ფილ­მებს არ იღებ­დნენ და ნატო ვაჩ­ნა­ძის­თვი­საც კი ლუკ­მა­პუ­რი სა­ფიქ­რა­ლი გახ­და. დედა და­დი­ო­და რა­ი­ო­ნებ­ში ვასო გო­ძი­აშ­ვილ­თან, თა­მარ ჭავ­ჭა­ვა­ძეს­თან, კირა ან­დრო­ნი­კაშ­ვილ­თან (დე­და­ჩე­მის და), მწერ­ლებ­თან ერ­თად... კონ­ცერ­ტებს მარ­თავ­დნენ, რომ ცოტა რამ ეშო­ვათ.

თხუთ­მე­ტი წლის ვი­ყა­ვი, დედა რომ და­ი­ღუ­პა... ცხა­დია, ძნე­ლია საქ­ვეყ­ნოდ ვი­ლა­პა­რა­კო, რო­გორ გან­ვი­ცა­დე ეს...ადა­მი­ა­ნი ასეა მო­წყო­ბი­ლი, რაც უნდა გა­დახ­დეს, ეჩ­ვე­ვა. მამა რომ ცო­ცხა­ლი იყო, სხვა ცხოვ­რე­ბა იყო ჩვენ­თან, დედა რომ დარ­ჩა - სხვა... დე­და­ჩე­მის მერე - სხვა...

დე­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ მე და ელ­დარ­მა გა­დავ­წყვი­ტეთ, მა­მის გზა გაგ­ვეგ­რძე­ლე­ბი­ნა. მოს­კოვ­ში ძა­ლი­ან გვი­ჭირ­და მარ­ტო სტი­პენ­დი­ით თა­ვის რჩე­ნა. სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთი ბი­ძა­ღა გვყავ­და - სან­დრო, ინ­ჟი­ნე­რი იყო და დიდი ოჯა­ხი ჰყავ­და შე­სა­ნა­ხი, ჩვენ რას დაგ­ვეხ­მა­რე­ბო­და... ასე გაგ­რძელ­და მა­ნამ, ვიდ­რე ფილ­მებ­ში არ ვი­თა­მა­შე და შე­მო­სა­ვა­ლი არ გა­მიჩ­ნდა...

რეზო ჩხე­ი­ძემ "ჩვენ ეზო­ში" სო­ფი­კო ჭი­ა­უ­რე­ლი მი­იწ­ვია - მა­შინ მოს­კო­ვის კი­ნო­ინ­სტი­ტუ­ტში, სამ­სა­ხი­ო­ბო­ზე სწავ­ლობ­და. ეძებ­დნენ და­თოს რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბელს... სო­ფი­კო, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რო­გო­რი თა­მა­მი და ახ­ტა­ჯა­ნა იყო. უთხრა: რა­ტომ კარ­გავ დროს, მე მო­გიყ­ვან ბი­ჭის რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბელ­სო. მე და სო­ფი­კოს უკვე გვიყ­ვარ­და ერ­თმა­ნე­თი, ფილ­მის მერე ხე­ლიც მო­ვა­წე­რეთ... წა­ი­კი­თხეთ ვრცლად

ავტორი:

"ეს ტრაგედია მთელი სიცოცხლე გამყვა..." - რას ყვებოდა მშობლებზე, სოფიკოსა და კინოზე გიორგი შენგელაია

"ეს ტრაგედია მთელი სიცოცხლე გამყვა..." - რას ყვებოდა მშობლებზე, სოფიკოსა და კინოზე გიორგი შენგელაია

დიდი ქართველი რეჟისორი გიორგი შენგელაია 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. ჟურნალ "ისტორიანის" არქივში ინახება ინტერვიუ გიორგი შენგელაიასთან, სადაც რეჟისორი ცხოვრების საინტერესო ეპიზოდებს იხსენებს. გთავაზობთ ამონარიდებს:

"ჩემი პირველი მოგონებები, სამწუხაროდ, ძალიან მძიმე ამბავს უკავშირდება. ადრეული ბავშვობიდან მამაჩემის - ნიკოლოზ შენგელაიას გარდაცვალება ჩამრჩა მეხსიერებაში. მაშინ ოთხწლინახევრისა ვიყავი... მამა სულ ახალგაზრდა - 42 წლის იყო. ეს ტრაგედია მთელი სიცოცხლე გამყვა...

ოთხ წლამდე მოგონებების რაღაც ფრაგმენტები მიტივტივებს გონებაში. მახსოვს, მამა მოვიდოდა, ნანადირევს მოიტანდა და დაყრიდა. მერე ჩვენ გვავალებდა მეზობლებისთვის მოკითხვას. თბილისურ ეზოში ვცხოვრობდით. მე და ჩემი ძმა დავდიოდით სართულ-სართულ და მეზობლებს ვურიგებდით ნანადირევს. ასეთი წესით ცხოვრობდნენ, უფრო გასცემდნენ, ვიდრე მოიხვეჭდნენ. სულ სხვა ხალხი იყო მაშინ.

მაგონდება დედაჩემის გაუბედურებული სახე. მამა ვაჟკაცი იყო, მომლხენი, მონადირე. ვიდრე რეჟისორი გახდებოდა, ლექსებს წერდა. მასთან მეგობრობდნენ გოგლა ლეონიძე, სიმონ ჩიქოვანი, კონსტანტინე გამსახურდია, ლეო ქიაჩელი... ჩვენთან იკრიბებოდნენ, ილხენდნენ, მსჯელობდნენ... ერთ დღეს კი დაიცალა ჩვენი სახლი.

მამა-შვილი გიორგი და ნიკუშა შენგელაიები

მერე დედამ შეცვალა ყველაფერი. მან გადაგვატანინა ეს უბედურება, თორემ დეპრესიული ბავშვობა მქონდა. ომის დრო იყო. ფილმებს არ იღებდნენ და ნატო ვაჩნაძისთვისაც კი ლუკმაპური საფიქრალი გახდა. დედა დადიოდა რაიონებში ვასო გოძიაშვილთან, თამარ ჭავჭავაძესთან, კირა ანდრონიკაშვილთან (დედაჩემის და), მწერლებთან ერთად... კონცერტებს მართავდნენ, რომ ცოტა რამ ეშოვათ.

თხუთმეტი წლის ვიყავი, დედა რომ დაიღუპა... ცხადია, ძნელია საქვეყნოდ ვილაპარაკო, როგორ განვიცადე ეს...ადამიანი ასეა მოწყობილი, რაც უნდა გადახდეს, ეჩვევა. მამა რომ ცოცხალი იყო, სხვა ცხოვრება იყო ჩვენთან, დედა რომ დარჩა - სხვა... დედაჩემის მერე - სხვა...

დედის გარდაცვალების შემდეგ მე და ელდარმა გადავწყვიტეთ, მამის გზა გაგვეგრძელებინა. მოსკოვში ძალიან გვიჭირდა მარტო სტიპენდიით თავის რჩენა. საქართველოში ერთი ბიძაღა გვყავდა - სანდრო, ინჟინერი იყო და დიდი ოჯახი ჰყავდა შესანახი, ჩვენ რას დაგვეხმარებოდა... ასე გაგრძელდა მანამ, ვიდრე ფილმებში არ ვითამაშე და შემოსავალი არ გამიჩნდა...

რეზო ჩხეიძემ "ჩვენ ეზოში" სოფიკო ჭიაურელი მიიწვია - მაშინ მოსკოვის კინოინსტიტუტში, სამსახიობოზე სწავლობდა. ეძებდნენ დათოს როლის შემსრულებელს... სოფიკო, მოგეხსენებათ, როგორი თამამი და ახტაჯანა იყო. უთხრა: რატომ კარგავ დროს, მე მოგიყვან ბიჭის როლის შემსრულებელსო. მე და სოფიკოს უკვე გვიყვარდა ერთმანეთი, ფილმის მერე ხელიც მოვაწერეთ... წაიკითხეთ ვრცლად