პოლიტიკა
მეცნიერება
სამართალი

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
საზოგადოება
მსოფლიო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კოშმარული კარანტინის მე-15 დღე და მცურავ ციხედ ქცეული გემი - "ტანსაცმლის გარეცხვა შეუძლებელია, დროდადრო გვეძლევა გემბანზე გასვლის უფლება"
კოშმარული კარანტინის მე-15 დღე და მცურავ ციხედ ქცეული გემი - "ტანსაცმლის გარეცხვა შეუძლებელია, დროდადრო გვეძლევა გემბანზე გასვლის უფლება"

ია­პო­ნი­ა­ში, იო­კო­ჰა­მას პორ­ტში გა­ჩე­რე­ბულ საკ­რუ­ი­ზო ლა­ი­ნერ­ზე, ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სი კი­დევ 99 ადა­მი­ანს აღ­მო­აჩ­ნდა და და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბა 454-მდე გა­ი­ზარ­და, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას „რო­ი­ტერ­სი“ ია­პო­ნურ მე­დი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ საკ­რუ­ი­ზო ლა­ი­ნე­რი Diamond Princess-ი, რო­მე­ლიც კომ­პა­ნია Carnival Corp-ის სა­კუთ­რე­ბაა და რომ­ლის ბორტზეც 3 700 ადა­მი­ა­ნი იყო, კა­რან­ტინ­ში 3 თე­ბერ­ვლი­დან იმ­ყო­ფე­ბა.

ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა გე­მი­დან სა­კუ­თა­რი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ევა­კუ­ა­ცია გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. ბორტზე მყო­ფი 400 ამე­რი­კე­ლი­დან, ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სი 40-ს და­უდ­გინ­და.

ბორტზე მყო­ფი ყვე­ლა მგზავ­რის მა­სობ­რი­ვი შე­მოწ­მე­ბა კო­რო­ნა­ვირუს­ზე მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც 80 წლის ჰონ­კონ­გე­ლი ავად გახ­და - იგი ლა­ი­ნერ­ზე 20 იან­ვარს ავი­და და გემი ხუთი დღის შემ­დეგ და­ტო­ვა, ჰონ­კონ­გის პორ­ტში შეს­ვლის შემ­დეგ. როცა მან თავი ცუ­დად იგ­რძნო, ჰონ­კონ­გში­ვე გა­ი­ა­რა დი­აგ­ნოს­ტი­კა და მას კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უდ­გი­ნეს. ამ ფაქ­ტის შე­სა­ხებ აც­ნო­ბეს ია­პო­ნი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და როცა სამ თე­ბერ­ვალს საკ­რუ­ი­ზო ხო­მალ­დი იო­კო­ჰა­მა­ში დაბ­რუნ­და, გემს ნავ­სად­გურ­ში შეს­ვლის უფ­ლე­ბა არ მის­ცეს და სპე­ცი­ა­ლურ სა­კა­რან­ტი­ნო ზო­ნა­ში მო­ა­თავ­სეს.

სხვა­თა შო­რის, კი­დევ ერთი საკ­რუ­ი­ზო ლა­ი­ნე­რი სა­ხელ­წო­დე­ბით World Dream ("მსოფ­ლი­ოს ოც­ნე­ბა") იმ­ყო­ფე­ბა კა­რან­ტინ­ში, ამ­ჯე­რად ჰონ­კონგთან: ნა­პირ­ზე გა­და­სუ­ლი რვა მგზავ­რი კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა. ჯერ­ჯე­რო­ბით, გე­მის 3600 მგზავრს ბედი უღი­მის - მათ­გან კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი არ გა­მოვ­ლე­ნი­ლა...

ია­პო­ნი­ის ნავ­სად­გუ­რებ­ში შეს­ვლა­ზე ასე­ვე უარი ეთ­ქვა ბრი­ტა­ნულ-ამე­რი­კუ­ლი კომ­პა­ნი­ის კუთ­ვნილ ლა­ი­ნერს Westerdam-საც - მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მის ბორტზე კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბის შე­სა­ხებ ცნო­ბე­ბი არ გავ­რცე­ლე­ბუ­ლა. ია­პო­ნი­ა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ა­ვა­დე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბამ 86-ს მი­აღ­წია, რაც ჩი­ნე­თის ფარ­გლებს გა­რეთ ყვე­ლა­ზე მა­ღალ მაჩ­ვე­ნე­ბელს წარ­მო­ად­გენს.

ყვე­ლა ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი გან­თავ­სე­ბუ­ლია სპე­ცი­ა­ლუ­რად მო­წყო­ბილ სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში, რომ­ლე­ბიც რამ­დე­ნი­მე პრე­ფექ­ტუ­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზეა შექ­მნი­ლი.

ევა­კუ­ი­რე­ბულ ინ­ფი­ცი­რე­ბულ მგზავ­რებს შო­რის აღ­მოჩ­ნდა 58 წლის ბრი­ტა­ნე­ლიც, რო­მე­ლიც კრუ­იზ­ში "თაფ­ლო­ბის თვეს" ატა­რებ­და თა­ვის 41 წლის ცოლ­თან. სხვა­თა შო­რის, კო­რო­ნა­ვირუ­სის სიმპტო­მე­ბი ქალს არ აღ­მო­აჩ­ნდა, ამი­ტომ იგი ხო­მალ­დის ბორტზე რჩე­ბა სხვა მგზავ­რებ­თან ერ­თად.

კა­რან­ტინ­ში მყო­ფი გე­მის ზო­გი­ერ­თი მგზავ­რი პი­რო­ბებს უჩი­ვის, რაც გა­საკ­ვი­რი არაა: ისი­ნი იძუ­ლე­ბულ­ნი არი­ან თით­ქმის მთე­ლი დრო თა­ვი­ანთ კა­ი­უ­ტებ­ში გა­ა­ტა­რონ. რო­გორც ერთ-ერთი მგზავ­რი ამ­ბობს, მათი გემი მცუ­რავ ცი­ხეს ჰგავს.

არ­სე­ბობს ეჭვი, რომ ლა­ი­ნე­რის ბორტზე არა­საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბის მე­დი­კა­მენ­ტე­ბია. ერ­თმა მგზავ­რმა ქალ­მა გემ­ბან­ზე ია­პო­ნი­ის დრო­შა გა­მო­ფი­ნა, რომ­ლის თეთრ ნა­წილ­ზე ეწე­რა, რომ "წამ­ლე­ბი არ გვყოფ­ნი­სო". ია­პო­ნუ­რი ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა, რომ­ლე­ბიც ნა­პირ­ზე იმ­ყო­ფე­ბი­ან, სა­პა­სუ­ხოდ პლა­კა­ტი გა­მო­ფი­ნეს წარ­წე­რით - "კონ­კრე­ტუ­ლად რო­მე­ლი წა­მა­ლი არ გყოფ­ნით?".

Diamond Princess-ის ბორტზე 56 ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი იმ­ყო­ფე­ბი­ან. მათ­გან ავად გახ­დნენ შემ­დე­გი ქვეყ­ნე­ბის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი: ია­პო­ნის - 28, აშშ-ის - 11, ავ­სტრა­ლი­ის - 7, კა­ნა­დის - 7, ჩი­ნე­თის - 3, თითო-თითო - დიდი ბრი­ტა­ნე­თის, არ­გენ­ტი­ნის, ახა­ლი ზე­ლან­დი­ის, ფი­ლი­პი­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, ასე­ვე ერთი ტა­ი­ვა­ნე­ლიც.კა­რან­ტინ­ში მყო­ფებს შო­რის რუ­სე­თის 24 მო­ქა­ლა­ქე­ცაა. რამ­დე­ნა­დაც ცნო­ბი­ლია, მათ ავად­მყო­ფო­ბის სიმპტო­მე­ბი არ აქვთ.

კომ­პა­ნია Princess Cruises-მა, რო­მელ­მაც კრუ­ი­ზის ორ­გა­ნი­ზე­ბა გას­წია, გა­ნა­ცხა­და, რომ ყვე­ლა­ფერს აკე­თებს კა­რან­ტინ­ში მყოფ მგზავ­რთა პი­რო­ბე­ბის შემ­სუ­ბუ­ქე­ბის მიზ­ნით: შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს ისარ­გებ­ლონ თა­ნამ­გზავ­რუ­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ით, უყუ­რონ ფილ­მებს, ითა­მა­შონ სა­მა­გი­დო თა­მა­შე­ბი, იკი­თხონ ინ­გლი­სუ­რი და ია­პო­ნუ­რე­ნო­ვა­ნი გა­ზე­თე­ბი, ასე­ვე უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლია კა­ი­უ­ტებ­ში საჭ­მე­ლის მი­ტა­ნა, უფა­სო ინ­ტერ­ნე­ტი და სა­ტე­ლე­ფო­ნო კავ­ში­რი. ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცე­ვენ და ზრუ­ნა­ვენ ბავ­შვებ­ზეც.

დრო­დად­რო მგზავ­რებს ნე­ბას რთა­ვენ კა­ი­უ­ტი­დან სა­ბან­კე­ტო დარ­ბა­ზებ­ში გას­ვლა­ზე ჯგუფ-ჯგუ­ფად, რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნის შე­მად­გენ­ლო­ბით, მაგ­რამ გას­ვლა ხდე­ბა ია­პო­ნი­ის ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბით.

რო­გო­რია ლა­ი­ნე­რის ბორტზე ცხოვ­რე­ბა? ნა­ხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გურული NEWS !
5

ვისაც არ დაუდგინდა ვირუსი, ისინი გადმოსვან გემიდან თუ ელოდებიან როდის დაინფიცირდება ყველა!!!! რა მაგარი ცალფაზიანები არიან, !!

 

კიმ ჩენ ინ-ასარიძე
21

რატომ წვალობენ ? მაგ ლაინერს თავში და ბოლოში ორი ნახვრეტი გაუკეთონ და ჩაძირონ. მარილიან წყალში კორონავირუსი არ ვრცელდება.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საპროტესტო აქციებზე დაკავებული მომიტინგეების ოჯახის წევრები 8 აპრილს დაგეგმილი დემონსტრაციისთვის ემზადებიან
ავტორი:

კოშმარული კარანტინის მე-15 დღე და მცურავ ციხედ ქცეული გემი - "ტანსაცმლის გარეცხვა შეუძლებელია, დროდადრო გვეძლევა გემბანზე გასვლის უფლება"

კოშმარული კარანტინის მე-15 დღე და მცურავ ციხედ ქცეული გემი - "ტანსაცმლის გარეცხვა შეუძლებელია, დროდადრო გვეძლევა გემბანზე გასვლის უფლება"

იაპონიაში, იოკოჰამას პორტში გაჩერებულ საკრუიზო ლაინერზე, ახალი კორონავირუსი კიდევ 99 ადამიანს აღმოაჩნდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 454-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ იაპონურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ საკრუიზო ლაინერი Diamond Princess-ი, რომელიც კომპანია Carnival Corp-ის საკუთრებაა და რომლის ბორტზეც 3 700 ადამიანი იყო, კარანტინში 3 თებერვლიდან იმყოფება.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გემიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაცია განახორციელა. ბორტზე მყოფი 400 ამერიკელიდან, ახალი კორონავირუსი 40-ს დაუდგინდა.

ბორტზე მყოფი ყველა მგზავრის მასობრივი შემოწმება კორონავირუსზე მას შემდეგ დაიწყო, რაც 80 წლის ჰონკონგელი ავად გახდა - იგი ლაინერზე 20 იანვარს ავიდა და გემი ხუთი დღის შემდეგ დატოვა, ჰონკონგის პორტში შესვლის შემდეგ. როცა მან თავი ცუდად იგრძნო, ჰონკონგშივე გაიარა დიაგნოსტიკა და მას კორონავირუსი დაუდგინეს. ამ ფაქტის შესახებ აცნობეს იაპონიის ხელისუფლებას და როცა სამ თებერვალს საკრუიზო ხომალდი იოკოჰამაში დაბრუნდა, გემს ნავსადგურში შესვლის უფლება არ მისცეს და სპეციალურ საკარანტინო ზონაში მოათავსეს.

სხვათა შორის, კიდევ ერთი საკრუიზო ლაინერი სახელწოდებით World Dream ("მსოფლიოს ოცნება") იმყოფება კარანტინში, ამჯერად ჰონკონგთან: ნაპირზე გადასული რვა მგზავრი კორონავირუსით ინფიცირებული აღმოჩნდა. ჯერჯერობით, გემის 3600 მგზავრს ბედი უღიმის - მათგან კორონავირუსით დაავადებული არ გამოვლენილა...

იაპონიის ნავსადგურებში შესვლაზე ასევე უარი ეთქვა ბრიტანულ-ამერიკული კომპანიის კუთვნილ ლაინერს Westerdam-საც - მიუხედავად იმისა, რომ მის ბორტზე კორონავირუსით დაავადებულების შესახებ ცნობები არ გავრცელებულა. იაპონიაში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ 86-ს მიაღწია, რაც ჩინეთის ფარგლებს გარეთ ყველაზე მაღალ მაჩვენებელს წარმოადგენს.

ყველა ინფიცირებული განთავსებულია სპეციალურად მოწყობილ საავადმყოფოებში, რომლებიც რამდენიმე პრეფექტურის ტერიტორიაზეა შექმნილი.

ევაკუირებულ ინფიცირებულ მგზავრებს შორის აღმოჩნდა 58 წლის ბრიტანელიც, რომელიც კრუიზში "თაფლობის თვეს" ატარებდა თავის 41 წლის ცოლთან. სხვათა შორის, კორონავირუსის სიმპტომები ქალს არ აღმოაჩნდა, ამიტომ იგი ხომალდის ბორტზე რჩება სხვა მგზავრებთან ერთად.

კარანტინში მყოფი გემის ზოგიერთი მგზავრი პირობებს უჩივის, რაც გასაკვირი არაა: ისინი იძულებულნი არიან თითქმის მთელი დრო თავიანთ კაიუტებში გაატარონ. როგორც ერთ-ერთი მგზავრი ამბობს, მათი გემი მცურავ ციხეს ჰგავს.

არსებობს ეჭვი, რომ ლაინერის ბორტზე არასაკმარისი რაოდენობის მედიკამენტებია. ერთმა მგზავრმა ქალმა გემბანზე იაპონიის დროშა გამოფინა, რომლის თეთრ ნაწილზე ეწერა, რომ "წამლები არ გვყოფნისო". იაპონური ტელეკომპანიის ჟურნალისტებმა, რომლებიც ნაპირზე იმყოფებიან, საპასუხოდ პლაკატი გამოფინეს წარწერით - "კონკრეტულად რომელი წამალი არ გყოფნით?".

Diamond Princess-ის ბორტზე 56 ქვეყნის მოქალაქეები იმყოფებიან. მათგან ავად გახდნენ შემდეგი ქვეყნების მოქალაქეები: იაპონის - 28, აშშ-ის - 11, ავსტრალიის - 7, კანადის - 7, ჩინეთის - 3, თითო-თითო - დიდი ბრიტანეთის, არგენტინის, ახალი ზელანდიის, ფილიპინის მოქალაქეები, ასევე ერთი ტაივანელიც.კარანტინში მყოფებს შორის რუსეთის 24 მოქალაქეცაა. რამდენადაც ცნობილია, მათ ავადმყოფობის სიმპტომები არ აქვთ.

კომპანია Princess Cruises-მა, რომელმაც კრუიზის ორგანიზება გასწია, განაცხადა, რომ ყველაფერს აკეთებს კარანტინში მყოფ მგზავრთა პირობების შემსუბუქების მიზნით: შესაძლებლობას აძლევს ისარგებლონ თანამგზავრული ტელევიზიით, უყურონ ფილმებს, ითამაშონ სამაგიდო თამაშები, იკითხონ ინგლისური და იაპონურენოვანი გაზეთები, ასევე უზრუნველყოფილია კაიუტებში საჭმელის მიტანა, უფასო ინტერნეტი და სატელეფონო კავშირი. ყურადღებას აქცევენ და ზრუნავენ ბავშვებზეც.

დროდადრო მგზავრებს ნებას რთავენ კაიუტიდან საბანკეტო დარბაზებში გასვლაზე ჯგუფ-ჯგუფად, რამდენიმე ადამიანის შემადგენლობით, მაგრამ გასვლა ხდება იაპონიის ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლების ზედამხედველობით.

როგორია ლაინერის ბორტზე ცხოვრება? ნახეთ სრულად

სტილის გაკვეთილები ივანკა ტრამპს მელანიასგან - როგორ გამოიყურებოდნენ აშშ-ს პირველი ქალები ინდოეთში ვიზიტისას

კანარის კუნძულებს ქვიშის ქარიშხალმა გადაუარა - ფოტოები სტიქიის ზონიდან

"თითქოს სამყაროს აღსასრული დადგა" -  ფოტოები იტალიის ქალაქებიდან, რომლებიც კორონავირუსის გამო იზოლირებულია