მსოფლიო
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბელიაშვილის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია
ბელიაშვილის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

ბე­ლი­აშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე ხან­ძა­რი ლიკ­ვი­დი­რე­ბუ­ლია. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას შსს-ს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის ოპე­რა­ტი­უ­ლი მარ­თვის ცენ­ტრ - „112“-ში შე­მო­ვი­და შე­ტყო­ბი­ნე­ბა, რომ თბი­ლის­ში, ბე­ლი­აშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე, „თბილ­სერ­ვის ჯგუ­ფის“ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მდე­ბა­რე სა­წყობ­ში ძლი­ე­რი დაკ­ვამ­ლი­ა­ნე­ბა შე­ი­ნიშ­ნე­ბო­და.

„შე­ტყო­ბი­ნე­ბის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე, სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხურ­მა და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მო­ახ­დი­ნა რე­ა­გი­რე­ბა და ად­გილ­ზე 12 სა­ხან­ძრო-სა­მაშ­ვე­ლო ჯგუ­ფი გა­მო­ცხად­და. ცე­ცხლი სა­წყო­ბებს, მათ მიმ­დე­ბა­რედ არ­სე­ბულ მუ­ყა­ოს ყუ­თებს და სხვა­დას­ხვა სა­ხის ნივ­თებს ეკი­და. მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლე­ბის დრო­უ­ლი რე­ა­გი­რე­ბის შე­დე­გად, ხან­ძრის ლო­კა­ლი­ზა­ცია მოკ­ლე დრო­ში მოხ­და, ამ დრო­ის­თვის კი ხან­ძა­რი სრუ­ლად არის ლიკ­ვი­დი­რე­ბუ­ლი. ხან­ძრის სა­ლიკ­ვი­და­ციო სა­მუ­შა­ო­ებ­ში ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის 60-ზე მეტი მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლი და სპე­ცი­ა­ლუ­რი ტექ­ნი­კა იყო ჩარ­თუ­ლი. შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი თე­მურ მღებ­რიშ­ვი­ლი და სა­ხან­ძრო-სა­მაშ­ვე­ლო დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი და­ვით სუ­ხიშ­ვი­ლი“,-ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ს 187-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით და­ი­წყო, რაც ცე­ცხლის წა­კი­დე­ბით ნივ­თის და­ზი­ა­ნე­ბას ან გა­ნად­გუ­რე­ბას გუ­ლის­ხმობს.

ავტორი:

ბელიაშვილის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

ბელიაშვილის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

ბელიაშვილის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ - „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე, „თბილსერვის ჯგუფის“ ტერიტორიაზე მდებარე საწყობში ძლიერი დაკვამლიანება შეინიშნებოდა.

„შეტყობინების მიღებისთანავე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება და ადგილზე 12 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი გამოცხადდა. ცეცხლი საწყობებს, მათ მიმდებარედ არსებულ მუყაოს ყუთებს და სხვადასხვა სახის ნივთებს ეკიდა. მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად, ხანძრის ლოკალიზაცია მოკლე დროში მოხდა, ამ დროისთვის კი ხანძარი სრულად არის ლიკვიდირებული. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 60-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი და სპეციალური ტექნიკა იყო ჩართული. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი და სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტის უფროსი დავით სუხიშვილი“,-ნათქვამია ინფორმაციაში.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

რიკოთის ავტომაგისტრალის მშენებლობაზე ობიექტი ჩამოინგრა და სამი მუშა მოიყოლა - რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი დეტალებზე

ფოტოები ბელიაშვილის ქუჩიდან, სადაც ხანძარს 12 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი ებრძვის

ბელიაშვილზე მდებარე საწყობში ხანძარი გაჩნდა