საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გამოცდიან "ლომკას" და მისი გადალახვა უჭირთ" - რატომ მოიმატა მწეველი ქალების რიცხვმა საქართველოში და როგორ უნდა დაანებოთ თავი თამბაქოს
"გამოცდიან "ლომკას" და მისი გადალახვა უჭირთ" - რატომ მოიმატა მწეველი ქალების რიცხვმა საქართველოში და როგორ უნდა დაანებოთ თავი თამბაქოს

ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მო­ნა­ცე­მე­ბით, ბოლო 30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მწე­ველ ქალ­თა რა­ო­დე­ნო­ბა საგ­რძნობ­ლად გა­ი­ზარ­და, რაც ქალ­ბა­ტო­ნე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბას სე­რი­ო­ზულ საფრ­თხეს უქ­მნის. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მთელ მსოფ­ლი­ო­ში მიმ­დი­ნა­რე აქ­ტი­უ­რი ან­ტი­თამ­ბა­ქოს კამ­პა­ნი­ის მი­უ­ხე­და­ვა­დაც კი, მწე­ვე­ლო­ბა­ზე უარს ყვე­ლა­ზე ძნე­ლად ქა­ლე­ბი ამ­ბო­ბენ.

რა სი­ტუ­ა­ცი­აა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში, რა გან­სა­ზღვრავს ქალი მწე­ვე­ლე­ბის სიმ­რავ­ლეს, რა­ტომ ვერ ამ­ბო­ბენ უარს ადა­მი­ა­ნე­ბი მო­წე­ვა­ზე და რა და­ა­ვა­დე­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას უწყობს ხელს თამ­ბა­ქოს მოხ­მა­რე­ბა, ამ თე­მა­ზე AMBEBI.GE-ს სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ესა­უბ­რე­ბი­ან.

კახა ღვი­ნი­ა­ნი­ძე, ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სა­ქარ­თვე­ლოს ოფი­სის თამ­ბა­ქოს კონ­ტრო­ლის პროგ­რა­მის ოფი­ცე­რი:

- ბოლო 30 წლია, გან­ვი­თა­რე­ბად ქვეყ­ნებ­ში და მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლო­შიც, ქა­ლებ­ში მწე­ვე­ლო­ბის რი­ცხვმა მო­ი­მა­ტა. ეს დიდ­წი­ლად თამ­ბა­ქოს ინ­დუსტრი­ის დამ­სა­ხუ­რე­ბა­ცაა. ბოლო წლებ­ში ქა­ლე­ბი მათი ერთ-ერთი მთა­ვა­რი სა­მიზ­ნეა. გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­ში ქა­ლებ­ში მწე­ვე­ლო­ბის დი­ნა­მი­კა კლე­ბა­დია, მაგ­რამ გან­ვი­თა­რე­ბად ქვეყ­ნებ­ში, მათ შო­რის, სა­ქარ­თვე­ლო­ში, პი­რი­ქი­თაა. თამ­ბა­ქოს ინ­დუსტრია გა­მა­ლე­ბით ცდი­ლობს, თამ­ბა­ქოს პრო­დუქ­ტე­ბით უფრო მეტი ქალი მი­ი­ზი­დოს და და­მო­კი­დე­ბუ­ლი გა­ხა­დოს. ძა­ლი­ან აგ­რე­სი­ულ მარ­კე­ტინგს ახორ­ცი­ე­ლე­ბენ. შე­დე­გად სა­ქარ­თვე­ლო­ში ქა­ლე­ბის 12% მწე­ვე­ლია, მა­შინ, რო­დე­საც 90-იან წლებ­ში ეს ციფ­რი 1-2%-ის ფარ­გლებ­ში მერ­ყე­ობ­და

მი­სი­ვე თქმით, სა­ქარ­თვე­ლო­ში თამ­ბა­ქოს რეკ­ლა­მის აკ­რძალ­ვამ­დე, უზარ­მა­ზარ ბა­ნე­რებ­ზე და თამ­ბა­ქოს პრო­დუქ­ცი­ის რეკ­ლა­მებ­ში აქ­ცენ­ტი ყო­ველ­თვის ქა­ლებ­ზე, მათი ცხოვ­რე­ბის ახალ სტილ­ზე და არ­ჩე­ვა­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე კეთ­დე­ბო­და. უნ­დო­დათ, რომ თამ­ბა­ქოს მოხ­მა­რე­ბა ქა­ლებ­ში ემან­სი­პა­ცი­ის ტრენ­დის­თვის მი­ე­ბათ.

"ამ დროს, და­სავ­ლე­თის ქვეყ­ნებ­ში თა­ვი­სუფ­ლე­ბა თამ­ბა­ქოს­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას­თან, ცხოვ­რე­ბის ჯან­საღ წეს­თან ასო­ცირ­დე­ბა. ადა­მი­ა­ნის თამ­ბა­ქო­ზე მი­ჯაჭ­ვუ­ლო­ბა გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­ში მო­დუ­რი არ არის. ჩვენ­თან კი ისი­ნი ცდი­ლო­ბენ, ამ გარ­და­მა­ვალ ეტაპ­ზე, ისე წარ­მო­ა­ჩი­ნონ ყვე­ლა­ფე­რი, თით­ქოს თა­ვი­სუფ­ლე­ბა უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ნიშ­ნავს, რაც აბ­სურ­დია.

მათი პრო­დუქ­ცი­ის შე­ფუთ­ვა, კო­ლო­ფე­ბი ისე­თი ლა­მა­ზი და ფე­რა­დია, გე­გო­ნე­ბა, შიგ­ნით რა­ღაც ჯან­სა­ღი პრო­დუქ­ტი იდოს, რო­მე­ლიც ადა­მი­ანს არ კლავს. ეს თამ­ბა­ქოს ინ­დუსტრი­ის ტაქ­ტი­კა და სტრა­ტე­გი­აა. ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში მა­მა­კა­ცებ­ში 55% ეწე­ვა, ქა­ლებ­ში კი თით­ქმის 12% მწე­ვე­ლია, ანუ ჯერ კი­დევ დიდი რე­სურ­სი ჰყავთ და­სა­პყრო­ბი, რომ ბა­ზა­რი გა­ა­ფარ­თო­ონ. ამი­ტო­მაც, ათას­ნა­ირ, მიმ­ზიდ­ვე­ლი დი­ზა­ი­ნის კო­ლო­ფებს უშ­ვე­ბენ" - ამ­ბობს კახა ღვი­ნი­ა­ნი­ძე.

- რა­ტომ უჭირს ადა­მი­ანს თამ­ბა­ქოს­თვის თა­ვის და­ნე­ბე­ბა?

- პირ­ველ რიგ­ში, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ არამ­წე­ვე­ლე­ბი მო­წე­ვის ცდუ­ნე­ბის­გან და­ვიც­ვათ, მათ არ უნდა გა­სინ­ჯონ ეს პრო­დუქ­ტი, არ უნდა გა­უჩ­ნდეთ ცრუ მო­ლო­დი­ნე­ბი და არ წა­მო­ე­გონ ინ­დუსტრი­ის ან­კესს! მათ კი, ვინც ცდუ­ნე­ბა ვერ ძლია და მწე­ვე­ლო­ბა­ზე თა­ვის და­სა­ნე­ბებ­ლად მკურ­ნა­ლო­ბა სჭირ­დე­ბათ, მხო­ლოდ სურ­ვი­ლი არ შვე­ლით. ძა­ლი­ან ბევ­რი, სა­მე­დი­ცი­ნო მნიშ­ვნე­ლო­ბის ფაქ­ტო­რი გროვ­დე­ბა. მწე­ველ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბას სურს, თა­ვის და­ნე­ბე­ბა, მაგ­რამ ნი­კო­ტი­ნი იმ­დე­ნად ძლი­ე­რი ნარ­კო­ტი­კია, თან ლე­გა­ლუ­რად მო­წო­დე­ბუ­ლი, რომ მის­თვის თა­ვის და­ნე­ნე­ბა ისე­ვე რთუ­ლია, რო­გორც თუნ­დაც ჰე­რო­ი­ნის­თვის. ბევ­რად ად­ვი­ლია, მო­წე­ვა არ და­ი­წყო, ვიდ­რე ის "გა­და­აგ­დო"...

14 იან­ვრი­დან მო­წე­ვა­ზე თა­ვის და­სა­ნე­ბე­ბე­ლი სამ­კურ­ნა­ლო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი დღგ-ს და იმ­პორ­ტის გა­და­სა­ხა­დის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლდა. ვი­მე­დოვ­ნებ, ეს მათ გა­ი­ა­ფე­ბას გა­მო­იწ­ვევს და უფრო მეტი მწე­ვე­ლის­თვის გახ­დე­ბა ხელ­მი­საწ­ვდო­მი, რომ უარი თქვან თამ­ბა­ქოს მოხ­მა­რე­ბა­ზე. მწე­ველ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბას სურს თა­ვის და­ნე­ბე­ბა, ისი­ნი რო­გორც წესი, გა­მოც­დი­ან ხოლ­მე აბ­სი­ნენ­ცი­ის სინ­დრომს ე.წ. "ლომ­კას" და შემ­დგომ მისი გა­და­ლახ­ვა უჭირთ, ხოლო თუ გა­და­ლა­ხეს, ამ მდგო­მა­რე­ო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა უჭირთ. ამ დროს კარ­გი დახ­მა­რე­ბა და სა­უ­კე­თე­სო ხერ­ხია "ცხელ ხაზ­თან" და­კავ­ში­რე­ბა, სა­დაც გა­მოც­დი­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი მუ­შა­ო­ბენ. თუკი მათ­გან დახ­მა­რე­ბა საკ­მა­რი­სი არ აღ­მოჩ­ნდა, შე­იძ­ლე­ბა, ექიმ­თან გა­და­ა­მი­სა­მარ­თონ.

თა­მაზ მაღ­ლა­კე­ლი­ძე, მე­დი­ცი­ნის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი:

- თამ­ბა­ქოს მოხ­მა­რე­ბა წამ­ლავს ორ­გა­ნიზმს, მისი მომ­ხმა­რებ­ლე­ბის ნა­ხე­ვა­რი ნა­ად­რე­ვად იღუ­პე­ბა. ადა­მი­ა­ნებს ვინც თამ­ბა­ქოს პრო­დუქ­ტებს მო­იხ­მარს, დიდი ალ­ბა­თო­ბით ქრო­ნი­კუ­ლი, ფილ­ტვის ობსტრუქ­ცი­უ­ლი და გულ­სის­ხლძარ­ღვთა სის­ტე­მის და­ა­ვა­დე­ბე­ბი უვი­თარ­დე­ბათ, მათ შო­რის გუ­ლის იშე­მია, ჰი­პერ­ტო­ნია... ეს ყვე­ლა­ფე­რი კი მოქ­მე­დებს ონ­კო­ლო­გი­ა­ზე. გან­სა­კუთ­რე­ბით ქა­ლებს უვი­თარ­დე­ბათ ონ­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბი - ძუ­ძუს კიბო, საშ­ვი­ლოს­ნოს ყე­ლის სიმ­სივ­ნე­ე­ბი, ასე­ვე კა­ნის ნა­ად­რე­ვი სი­ბე­რე. ამის გარ­და, უვი­თარ­დე­ბათ კა­ტა­რაქ­ტა, დი­ა­ბე­ტი, სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბე­ბი. თამ­ბა­ქოს ნა­წარმ­ში შე­მა­ვა­ლი 7000 ქი­მი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბი­დან 250 ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის სა­ზი­ა­ნოა, 70 კი უშუ­ა­ლოდ კი­ბოს გა­მომ­წვე­ვია.

- თამ­ბა­ქო­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი ქალი მე­ტად ხდე­ბა, თუ მა­მა­კა­ცი?

- რა­ტომ­ღაც ასეა ცნო­ბი­ლი, რომ ქა­ლე­ბი ნარ­კო­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი მე­ტად არი­ან. თუ ორ­სუ­ლად არის და ეწე­ვა, გან­სა­კუთ­რე­ბით ნა­ყო­ფია საფრ­თხე­ში. შე­საძ­ლოა, ბავ­შვი და­ბა­დე­ბის შემ­დგომ მიდ­რე­კი­ლი იყოს ბრონ­ქი­ა­ლუ­რი ას­თმის­კენ, ჰქონ­დეს ფილ­ტვე­ბის ზრდა­ში ჩა­მორ­ჩე­ნა, მო­რე­ცი­დი­ვე ხში­რი ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბი. ასე­ვე დი­დია პი­რის ღრუს, საყ­ლა­პა­ვის, შარ­დსაწ­ვე­თის, სა­ში­ლოს­ნოს ყე­ლის, პანკრი­ა­სის კი­ბოს გან­ვი­თა­რე­ბის რის­კი.

- თამ­ბა­ქოს­თვის თა­ვის და­ნე­ბე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის სა­სარ­გებ­ლო რა ცვლი­ლე­ბე­ბი ჩნდე­ბა ორ­გა­ნიზ­მში?

- 20 წუთ­ში გუ­ლის­ცე­მის სიხ­ში­რე და არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვა იწევს, 12 სა­ათ­ში სის­ხლში ნახ­ში­რორ­ჟან­გის დონე ნორ­მამ­დე იკ­ლებს, 2-12 კვი­რა­ში სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვა უმ­ჯო­ბეს­დე­ბა და ფილ­ტვის ფუნ­ქცია იზ­რდე­ბა. 1-დან 9 თვე­ში ხვე­ლა და სუნ­თქვის უკ­მა­რი­სო­ბა მცირ­დე­ბა. ერთ წე­ლი­წად­ში გუ­ლის კო­რო­ნა­რუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის რი­ცხვი, მწვე­ლებ­თან შე­და­რე­ბით 2-ჯერ უფრო და­ბა­ლია, 5-10 წე­ლი­წად­ში ინ­სულ­ტის გან­ვი­თა­რე­ბის რის­კი შემ­ცი­რე­ბუ­ლია, 10 წე­ლი­წად­ში ფილ­ტვის კი­ბოს გან­ვი­თა­რე­ბის რის­კი 2-ჯერ ნაკ­ლე­ბია. თუ 30 წლის ასაკ­ში შე­წყვე­ტენ მო­წე­ვას, სი­ცო­ცხლე 10 წლით გა­უ­ხან­გრძლივ­დე­ბათ, 40 წლის ასაკ­ში - 9 წლით, 50 წლის ასაკ­ში - 6-ით და 60 წლის ასაკ­ში 3 წლით გა­ხან­გრძლივ­დე­ბა.

- რო­გორ და­ვა­ნე­ბოთ თავი თამ­ბა­ქოს?

- ვთქვათ, გა­და­წყვი­ტეთ თა­ვის და­ნე­ბე­ბა, დათ­ქვით თა­რი­ღი. უნდა გა­მო­ი­ყე­ნოთ ყვე­ლა ის სა­შუ­ა­ლე­ბა, რაც თქვენ გარ­შე­მოა - დახ­მა­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა მი­ვი­ღოთ ოჯა­ხის­გან, მე­გობ­რე­ბის­გან, ექი­მის­გან. რო­დე­საც თა­ვის და­ნე­ბე­ბას გა­და­წყვე­ტეთ, ში­ნი­დან უნდა მო­ა­შო­როთ სა­ფერ­ფლე, თამ­ბა­ქოს კო­ლო­ფი, რომ მო­წე­ვის მო­ტი­ვა­ცია არ გა­ი­ზარ­დოს. მე­გობ­რებ­თან უნდა გა­მო­ა­ცხა­დოთ, რომ აღარ ეწე­ვით... ასე­ვე არ­სე­ბობს მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ჯგუ­ფი, რაც თამ­ბა­ქოს­გან თა­ვის დაღ­წე­ვა­ში და­გეხ­მა­რე­ბათ.

ანა დე­კა­ნო­სი­ძე, და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრის თამ­ბა­ქოს ჯგუ­ფის მთა­ვა­რი სპე­ცი­ა­ლის­ტი:

- მწე­ვე­ლე­ბის დიდი რა­ო­დე­ნო­ბა და­ბა­ლი და სა­შუ­ა­ლო შე­მო­სავ­ლის ქვეყ­ნებ­ში გვხვდე­ბა, მათ შო­რის, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში. თამ­ბა­ქოს ინ­დუსტრი­ის ფო­კუ­სი სწო­რედ ასეთ ქვეყ­ნებ­ზეა, სა­დაც სა­ზო­გა­დო­ე­ბა თამ­ბა­ქოს მოხ­მა­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით ყვე­ლა­ზე მო­წყვლა­დია. მა­ღა­ლი შე­მო­სავ­ლის მქო­ნე ქვეყ­ნებ­ში, მა­გა­ლი­თად, და­სავ­ლეთ ევ­რო­პა­ში ათწლე­უ­ლე­ბია, ეს ციფ­რი აქ­ტი­უ­რად იკ­ლებს. იცი­ან, რომ ამ ქვეყ­ნებ­ში ფეხს ვე­ღარ მო­ი­კი­დე­ბენ და მთე­ლი აქ­ცენ­ტი ჩვენ­ნა­ირ ქვეყ­ნებ­ზეა გა­და­ტა­ნი­ლი, მათ შო­რის, ფო­კუ­სი უფრო მე­ტად ქა­ლებ­ზე კეთ­დე­ბა.

ის­ტო­რი­უ­ლად მწე­ვე­ლე­ბი მა­მა­კა­ცე­ბი იყ­ვნენ, ქა­ლებ­ში ტა­ბუც მოქ­მე­დებ­და. დღე­ი­სათ­ვის მსოფ­ლიო სტა­ტის­ტი­კას თუ გა­დავ­ხე­დავთ, მწვე­ლებს შო­რის 35% მა­მა­კა­ცია და 6% - ქალი. მსოფ­ლი­ოს ზო­გა­დი მო­ნა­ცე­მე­ბით ქა­ლებ­შიც იკ­ლებს მწე­ვე­ლო­ბა, თუმ­ცა ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნა­ში ქა­ლებ­სა და მა­მა­კა­ცებს შო­რის მწე­ვე­ლო­ბა ერ­თმა­ნეთს უთა­ნაბრდე­ბა.

ჩვე­ნი ცენ­ტრი ბევრ სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან თა­ნამ­შრომ­ლობს, მათ შო­რის, ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან. მათი დახ­მა­რე­ბით ბევრ კვლე­ვას ვა­ტა­რებთ. რა ხდე­ბა ჩვენ­თან? მა­გა­ლი­თად, "სტე­პის" კვლე­ვის მი­ხედ­ვით მწე­ვე­ლო­ბამ ზო­გა­დად 2010-დან 2016 წლამ­დე 2-3%-ით მო­ი­მა­ტა. 2016 წლის მო­ნა­ცე­მით, ქა­ლებ­ში მწე­ვე­ლო­ბა 7,3% იყო. ასე­ვე ამ კვლე­ვის ფარ­გლებ­ში ჩა­ტარ­და ნი­კო­ტი­ნის ტეს­ტი, რო­მე­ლიც შარ­დში ნი­კო­ტი­ნის შემ­ცვე­ლო­ბას ად­გენს. აღ­მოჩ­ნდა, რომ ქა­ლე­ბის 12,2%-ია მწე­ვე­ლი, ესეც იმის შე­დე­გია, რომ ყვე­ლა მწე­ვე­ლო­ბას არ აღი­ა­რებს, ხში­რად მკვლე­ვა­რებს ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბიც შეხ­ვედ­რი­ათ, რომ­ლე­ბიც ამ­ბო­ბენ - კი ვე­წე­ვი, მაგ­რამ მანდ არ ჩა­წე­რო.

ასე­ვე ჩა­ვა­ტა­რეთ კვლე­ვა, რო­მე­ლიც იან­ვარ­ში დას­რულ­და, ახლა ამ ყვე­ლაფ­რის და­მუ­შა­ვე­ბის პრო­ცეს­ში ვართ, ახა­ლი ინ­ფორ­მა­ცია მარ­ტის ბო­ლოს გვექ­ნე­ბა, თუ რა მდგო­მა­რე­ო­ბაა ქვეყ­ნის მას­შტა­ბით მწვე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით .

რად­გა­ნაც 2018 წლის 1-ელ მა­ისს ძა­ლა­ში შე­ვი­და ახა­ლი კა­ნო­ნი თამ­ბა­ქოს მო­წე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მე­ლიც შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბებ­ში თამ­ბა­ქოს მოხ­მა­რე­ბას კრძა­ლავს. სა­ინ­ტე­რე­სოა, კა­ნო­ნის მი­ღე­ბის შემ­დეგ, რა სუ­რა­თი გვაქვს, მაგ­რამ მწე­ვე­ლო­ბის დონე ჯერ არ ვი­ცით.

მო­ლო­დი­ნია, რომ მე­ო­რა­დი კვამ­ლის ზე­გავ­ლე­ნის ქვეშ მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა უნდა შემ­ცირ­დეს, შემ­ცირ­დეს მოხ­მა­რე­ბუ­ლი სი­გა­რე­ტე­ბის, მწე­ვე­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბაც, - თუმ­ცა ამ ყვე­ლაფ­რის ასე სწრა­ფად შეც­ვლა რთუ­ლია, პრო­ცე­სი დიდ დროს მო­ი­თხოვს.

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
leqtori
4

რატომ ეწევიან საჯარო ბიბლიოთეკის კართან? განათლების ხარისხის ცენტრის

აივანზე? მარშუტკის მძღოლები? ესაა კანონი?

 

გია
3

ტყუილად კი არ შესვეს მთელი ქვეყანა თუთუნზე....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"გამოცდიან "ლომკას" და მისი გადალახვა უჭირთ" - რატომ მოიმატა მწეველი ქალების რიცხვმა საქართველოში და როგორ უნდა დაანებოთ თავი თამბაქოს

"გამოცდიან "ლომკას" და მისი გადალახვა უჭირთ" - რატომ მოიმატა მწეველი ქალების რიცხვმა საქართველოში და როგორ უნდა დაანებოთ თავი თამბაქოს

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ბოლო 30 წლის განმავლობაში მწეველ ქალთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა, რაც ქალბატონების ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის. აღსანიშნავია, რომ მთელ მსოფლიოში მიმდინარე აქტიური ანტითამბაქოს კამპანიის მიუხედავადაც კი, მწეველობაზე უარს ყველაზე ძნელად ქალები ამბობენ.

რა სიტუაციაა ამ მიმართულებით საქართველოში, რა განსაზღვრავს ქალი მწეველების სიმრავლეს, რატომ ვერ ამბობენ უარს ადამიანები მოწევაზე და რა დაავადებების განვითარებას უწყობს ხელს თამბაქოს მოხმარება, ამ თემაზე AMBEBI.GE-ს სპეციალისტები ესაუბრებიან.

კახა ღვინიანიძე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის თამბაქოს კონტროლის პროგრამის ოფიცერი:

- ბოლო 30 წლია, განვითარებად ქვეყნებში და მათ შორის საქართველოშიც, ქალებში მწეველობის რიცხვმა მოიმატა. ეს დიდწილად თამბაქოს ინდუსტრიის დამსახურებაცაა. ბოლო წლებში ქალები მათი ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა. განვითარებულ ქვეყნებში ქალებში მწეველობის დინამიკა კლებადია, მაგრამ განვითარებად ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოში, პირიქითაა. თამბაქოს ინდუსტრია გამალებით ცდილობს, თამბაქოს პროდუქტებით უფრო მეტი ქალი მიიზიდოს და დამოკიდებული გახადოს. ძალიან აგრესიულ მარკეტინგს ახორციელებენ. შედეგად საქართველოში ქალების 12% მწეველია, მაშინ, როდესაც 90-იან წლებში ეს ციფრი 1-2%-ის ფარგლებში მერყეობდა

მისივე თქმით, საქართველოში თამბაქოს რეკლამის აკრძალვამდე, უზარმაზარ ბანერებზე და თამბაქოს პროდუქციის რეკლამებში აქცენტი ყოველთვის ქალებზე, მათი ცხოვრების ახალ სტილზე და არჩევანის თავისუფლებაზე კეთდებოდა. უნდოდათ, რომ თამბაქოს მოხმარება ქალებში ემანსიპაციის ტრენდისთვის მიებათ.

"ამ დროს, დასავლეთის ქვეყნებში თავისუფლება თამბაქოსგან გათავისუფლებასთან, ცხოვრების ჯანსაღ წესთან ასოცირდება. ადამიანის თამბაქოზე მიჯაჭვულობა განვითარებულ ქვეყნებში მოდური არ არის. ჩვენთან კი ისინი ცდილობენ, ამ გარდამავალ ეტაპზე, ისე წარმოაჩინონ ყველაფერი, თითქოს თავისუფლება უპასუხისმგებლობას ნიშნავს, რაც აბსურდია.

მათი პროდუქციის შეფუთვა, კოლოფები ისეთი ლამაზი და ფერადია, გეგონება, შიგნით რაღაც ჯანსაღი პროდუქტი იდოს, რომელიც ადამიანს არ კლავს. ეს თამბაქოს ინდუსტრიის ტაქტიკა და სტრატეგიაა. ბოლო მონაცემებით, საქართველოში მამაკაცებში 55% ეწევა, ქალებში კი თითქმის 12% მწეველია, ანუ ჯერ კიდევ დიდი რესურსი ჰყავთ დასაპყრობი, რომ ბაზარი გააფართოონ. ამიტომაც, ათასნაირ, მიმზიდველი დიზაინის კოლოფებს უშვებენ" - ამბობს კახა ღვინიანიძე.

- რატომ უჭირს ადამიანს თამბაქოსთვის თავის დანებება?

- პირველ რიგში, აუცილებელია, რომ არამწეველები მოწევის ცდუნებისგან დავიცვათ, მათ არ უნდა გასინჯონ ეს პროდუქტი, არ უნდა გაუჩნდეთ ცრუ მოლოდინები და არ წამოეგონ ინდუსტრიის ანკესს! მათ კი, ვინც ცდუნება ვერ ძლია და მწეველობაზე თავის დასანებებლად მკურნალობა სჭირდებათ, მხოლოდ სურვილი არ შველით. ძალიან ბევრი, სამედიცინო მნიშვნელობის ფაქტორი გროვდება. მწეველთა უმრავლესობას სურს, თავის დანებება, მაგრამ ნიკოტინი იმდენად ძლიერი ნარკოტიკია, თან ლეგალურად მოწოდებული, რომ მისთვის თავის დანენება ისევე რთულია, როგორც თუნდაც ჰეროინისთვის. ბევრად ადვილია, მოწევა არ დაიწყო, ვიდრე ის "გადააგდო"...

14 იანვრიდან მოწევაზე თავის დასანებებელი სამკურნალო საშუალებები დღგ-ს და იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლდა. ვიმედოვნებ, ეს მათ გაიაფებას გამოიწვევს და უფრო მეტი მწეველისთვის გახდება ხელმისაწვდომი, რომ უარი თქვან თამბაქოს მოხმარებაზე. მწეველთა უმრავლესობას სურს თავის დანებება, ისინი როგორც წესი, გამოცდიან ხოლმე აბსინენციის სინდრომს ე.წ. "ლომკას" და შემდგომ მისი გადალახვა უჭირთ, ხოლო თუ გადალახეს, ამ მდგომარეობის შენარჩუნება უჭირთ. ამ დროს კარგი დახმარება და საუკეთესო ხერხია "ცხელ ხაზთან" დაკავშირება, სადაც გამოცდილი სპეციალისტები მუშაობენ. თუკი მათგან დახმარება საკმარისი არ აღმოჩნდა, შეიძლება, ექიმთან გადაამისამართონ.

თამაზ მაღლაკელიძე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი:

- თამბაქოს მოხმარება წამლავს ორგანიზმს, მისი მომხმარებლების ნახევარი ნაადრევად იღუპება. ადამიანებს ვინც თამბაქოს პროდუქტებს მოიხმარს, დიდი ალბათობით ქრონიკული, ფილტვის ობსტრუქციული და გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებები უვითარდებათ, მათ შორის გულის იშემია, ჰიპერტონია... ეს ყველაფერი კი მოქმედებს ონკოლოგიაზე. განსაკუთრებით ქალებს უვითარდებათ ონკოლოგიური დაავადებები - ძუძუს კიბო, საშვილოსნოს ყელის სიმსივნეები, ასევე კანის ნაადრევი სიბერე. ამის გარდა, უვითარდებათ კატარაქტა, დიაბეტი, სისხლძარღვთა დაავადებები. თამბაქოს ნაწარმში შემავალი 7000 ქიმიური ნივთიერებიდან 250 ჯანმრთელობისთვის საზიანოა, 70 კი უშუალოდ კიბოს გამომწვევია.

- თამბაქოზე დამოკიდებული ქალი მეტად ხდება, თუ მამაკაცი?

- რატომღაც ასეა ცნობილი, რომ ქალები ნარკოდამოკიდებულები მეტად არიან. თუ ორსულად არის და ეწევა, განსაკუთრებით ნაყოფია საფრთხეში. შესაძლოა, ბავშვი დაბადების შემდგომ მიდრეკილი იყოს ბრონქიალური ასთმისკენ, ჰქონდეს ფილტვების ზრდაში ჩამორჩენა, მორეციდივე ხშირი ინფექციური დაავადებები. ასევე დიდია პირის ღრუს, საყლაპავის, შარდსაწვეთის, საშილოსნოს ყელის, პანკრიასის კიბოს განვითარების რისკი.

- თამბაქოსთვის თავის დანებების შემთხვევაში, ჯანმრთელობისთვის სასარგებლო რა ცვლილებები ჩნდება ორგანიზმში?

- 20 წუთში გულისცემის სიხშირე და არტერიული წნევა იწევს, 12 საათში სისხლში ნახშირორჟანგის დონე ნორმამდე იკლებს, 2-12 კვირაში სისხლის მიმოქცევა უმჯობესდება და ფილტვის ფუნქცია იზრდება. 1-დან 9 თვეში ხველა და სუნთქვის უკმარისობა მცირდება. ერთ წელიწადში გულის კორონარული დაავადებების რიცხვი, მწველებთან შედარებით 2-ჯერ უფრო დაბალია, 5-10 წელიწადში ინსულტის განვითარების რისკი შემცირებულია, 10 წელიწადში ფილტვის კიბოს განვითარების რისკი 2-ჯერ ნაკლებია. თუ 30 წლის ასაკში შეწყვეტენ მოწევას, სიცოცხლე 10 წლით გაუხანგრძლივდებათ, 40 წლის ასაკში - 9 წლით, 50 წლის ასაკში - 6-ით და 60 წლის ასაკში 3 წლით გახანგრძლივდება.

- როგორ დავანებოთ თავი თამბაქოს?

- ვთქვათ, გადაწყვიტეთ თავის დანებება, დათქვით თარიღი. უნდა გამოიყენოთ ყველა ის საშუალება, რაც თქვენ გარშემოა - დახმარება შეიძლება მივიღოთ ოჯახისგან, მეგობრებისგან, ექიმისგან. როდესაც თავის დანებებას გადაწყვეტეთ, შინიდან უნდა მოაშოროთ საფერფლე, თამბაქოს კოლოფი, რომ მოწევის მოტივაცია არ გაიზარდოს. მეგობრებთან უნდა გამოაცხადოთ, რომ აღარ ეწევით... ასევე არსებობს მედიკამენტების ჯგუფი, რაც თამბაქოსგან თავის დაღწევაში დაგეხმარებათ.

ანა დეკანოსიძე, დაავადებათა კონტროლის ცენტრის თამბაქოს ჯგუფის მთავარი სპეციალისტი:

- მწეველების დიდი რაოდენობა დაბალი და საშუალო შემოსავლის ქვეყნებში გვხვდება, მათ შორის, ჩვენს ქვეყანაში. თამბაქოს ინდუსტრიის ფოკუსი სწორედ ასეთ ქვეყნებზეა, სადაც საზოგადოება თამბაქოს მოხმარების თვალსაზრისით ყველაზე მოწყვლადია. მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში, მაგალითად, დასავლეთ ევროპაში ათწლეულებია, ეს ციფრი აქტიურად იკლებს. იციან, რომ ამ ქვეყნებში ფეხს ვეღარ მოიკიდებენ და მთელი აქცენტი ჩვენნაირ ქვეყნებზეა გადატანილი, მათ შორის, ფოკუსი უფრო მეტად ქალებზე კეთდება.

ისტორიულად მწეველები მამაკაცები იყვნენ, ქალებში ტაბუც მოქმედებდა. დღეისათვის მსოფლიო სტატისტიკას თუ გადავხედავთ, მწველებს შორის 35% მამაკაცია და 6% - ქალი. მსოფლიოს ზოგადი მონაცემებით ქალებშიც იკლებს მწეველობა, თუმცა ზოგიერთ ქვეყანაში ქალებსა და მამაკაცებს შორის მწეველობა ერთმანეთს უთანაბრდება.

ჩვენი ცენტრი ბევრ საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობს, მათ შორის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან. მათი დახმარებით ბევრ კვლევას ვატარებთ. რა ხდება ჩვენთან? მაგალითად, "სტეპის" კვლევის მიხედვით მწეველობამ ზოგადად 2010-დან 2016 წლამდე 2-3%-ით მოიმატა. 2016 წლის მონაცემით, ქალებში მწეველობა 7,3% იყო. ასევე ამ კვლევის ფარგლებში ჩატარდა ნიკოტინის ტესტი, რომელიც შარდში ნიკოტინის შემცველობას ადგენს. აღმოჩნდა, რომ ქალების 12,2%-ია მწეველი, ესეც იმის შედეგია, რომ ყველა მწეველობას არ აღიარებს, ხშირად მკვლევარებს ისეთი ადამიანებიც შეხვედრიათ, რომლებიც ამბობენ - კი ვეწევი, მაგრამ მანდ არ ჩაწერო.

ასევე ჩავატარეთ კვლევა, რომელიც იანვარში დასრულდა, ახლა ამ ყველაფრის დამუშავების პროცესში ვართ, ახალი ინფორმაცია მარტის ბოლოს გვექნება, თუ რა მდგომარეობაა ქვეყნის მასშტაბით მწველობასთან დაკავშირებით .

რადგანაც 2018 წლის 1-ელ მაისს ძალაში შევიდა ახალი კანონი თამბაქოს მოწევასთან დაკავშირებით, რომელიც შენობა-ნაგებობებში თამბაქოს მოხმარებას კრძალავს. საინტერესოა, კანონის მიღების შემდეგ, რა სურათი გვაქვს, მაგრამ მწეველობის დონე ჯერ არ ვიცით.

მოლოდინია, რომ მეორადი კვამლის ზეგავლენის ქვეშ მყოფი ადამიანების რაოდენობა უნდა შემცირდეს, შემცირდეს მოხმარებული სიგარეტების, მწეველების რაოდენობაც, - თუმცა ამ ყველაფრის ასე სწრაფად შეცვლა რთულია, პროცესი დიდ დროს მოითხოვს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, Amazon-ის ერთ-ერთი ტოპ-მენეჯერი სტუდენტებს წარმატებული კარიერის შექმნის შესაძლებლობებზე ესაუბრა

UFC -ის მსოფლიო დონის ვარსკვლავებმა საქართველოში მასტერკლასი ჩაატარეს

"ნუ აჰყვებით ცილისწამებას" - კულტურის სამინისტრო უარყოფს ინფორმაციას, თითქოს ამირანაშვილის სახელობის მუზეუმის შენობის დანგრევა სურთ