საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბოდიში ყველას, ვისაც გაგიკვირდებათ ან გეწყინებათ ამ ამბის გაგება" - ჩიორა თაქთაქიშვილი ენმ-ს ტოვებს და განცხადებას ავრცელებს
"ბოდიში ყველას, ვისაც გაგიკვირდებათ ან გეწყინებათ ამ ამბის გაგება" - ჩიორა თაქთაქიშვილი ენმ-ს ტოვებს და განცხადებას ავრცელებს

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რი ჩი­ო­რა თაქთა­ქიშ­ვი­ლი პარ­ტი­ას ტო­ვებს. ამის შე­სა­ხებ მან გან­ცხა­დე­ბა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა:

"რა­ტომ ვერ გა­ვა­მარ­თლე თქვე­ნი იმე­დე­ბი. ამ დღე­ებ­ში უკვე ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­მო­ვე­თი­შე­ბი ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის გუნდს და და­ვას­რუ­ლებ პარ­ტი­ულ პო­ლი­ტი­კურ საქ­მი­ა­ნო­ბას.

წარ­მა­ტე­ბას ვუ­სურ­ვებ ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, ვინც დღეს დიდი ძა­ლის­ხმე­ვის და მსხვერ­პლის ფა­სად უპი­რის­პირ­დე­ბა ივა­ნიშ­ვი­ლის კრი­მი­ნა­ლურ რე­ჟიმს, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის გულ­შე­მატ­კივ­რებს და და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტებს.

დღეს სა­ერ­თოდ არ არის აქ­ტუ­ა­ლუ­რი ჩემი გან­ცხა­დე­ბა, რად­გან რე­ა­ლუ­რად არც არა­ფე­რი იც­ვლე­ბა. ჩვე­ნი მხარ­დამ­ჭე­რე­ბის დიდ­მა ნა­წილ­მა დიდი ხა­ნია, იცის ჩემი პა­სი­უ­რო­ბის მი­ზე­ზე­ბი. დიდი ბო­დი­ში ყვე­ლას, ვინც პი­რა­დად არ მი­ნა­ხავს ბოლო ხა­ნებ­ში და ვი­საც გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, ან გე­წყი­ნე­ბათ ამ ამ­ბის გა­გე­ბა.

მაგ­რამ ვალ­დე­ბუ­ლი ვარ, თქვენ, ვინც ნდო­ბა გა­მო­მი­ცხა­დეთ და სა­შუ­ა­ლე­ბა მო­მე­ცით თქვე­ნი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი ერ­თი­ან ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში და პარ­ლა­მენ­ტში, ან­გა­რი­ში ჩა­გა­ბა­როთ.

ძა­ლი­ან მიყ­ვარ­ხართ და ვა­მა­ყობ თქვენ­თან ერ­თად გა­ტა­რე­ბუ­ლი წლე­ბით, სა­ერ­თო ბრძო­ლით, საქ­მით, დის­კუ­სი­ე­ბით, კა­მა­თით, თუნ­დაც ზოგ­ჯერ, მცი­რე ან მნიშ­ვნე­ლო­ვან დე­ტა­ლებ­ში არ ვე­თან­ხმე­ბო­დეთ ერ­თმა­ნეთს. მჯე­რა, რომ გეს­მით და გრძნობთ, ეს უბ­რა­ლო სი­ტყვე­ბი არაა!

ვფიქ­რობ, ორი სა­პარ­ლა­მენ­ტო მან­და­ტი საკ­მა­რის­ზე მე­ტია ერთი ადა­მი­ა­ნის­თვის, რომ დას­კვნე­ბი გა­მო­ი­ტა­ნოს და ერ­თსა და იგი­ვე წრე­ზე არ იტ­რი­ა­ლოს. ეს ან­გა­რი­ში არ არის პა­სუ­ხი კი­თხვა­ზე, რა­ტომ წა­ვე­დი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­დან. ეს უფრო იმის მცდე­ლო­ბაა, რომ გი­თხრათ, რა­ტომ ვერ შევ­ძე­ლი თქვე­ნი იმე­დე­ბის გა­მარ­თლე­ბა.

რითი ვა­მა­ყობ?

ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში პა­ტა­რა წვლი­ლი შე­ვი­ტა­ნე იმა­ში, რომ თავი არ და­ვუ­ხა­რეთ რუ­სეთს 2008 წლის ომის შემ­დეგ, არა­ერთ სა­ერ­თა­შო­რი­სო ფო­რუმ­ზე, ჩემს კო­ლე­გებ­თან ერ­თად, წარ­მა­ტე­ბით გა­ვუმკლავ­დით რუ­სე­თის უპ­რე­ცე­დენ­ტო მო­ბი­ლი­ზა­ცი­ას. ძა­ლი­ან ვა­მა­ყობ, რომ ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის მმარ­თვე­ლო­ბის პირ­ველ წლებ­ში, რო­გორც რი­გით­მა სა­ჯა­რო მო­სამ­სა­ხუ­რემ, ჩემი თვა­ლით ვნა­ხე, რა არის სა­ხელ­მწი­ფოს შე­ნე­ბა, რო­გორ შე­უძ­ლი­ათ გუ­ლან­თე­ბულ, გა­ნათ­ლე­ბულ, პა­ტი­ო­სან ადა­მი­ა­ნებს ერ­თად მუ­შა­ო­ბა 24/7-ზე რე­ჟი­მით იმის­თვის, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლი მსოფ­ლი­ოს გა­აც­ნონ არა, რო­გორც ყვე­ლა­ზე კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლი ან კრი­მი­ნა­ლუ­რი ქვე­ყა­ნა, არა­მედ, რო­გორც N1 რე­ფორ­მა­ტო­რი. იმი­თაც ძა­ლი­ან ვა­მა­ყობ, რომ ბარ­ბა­რე რა­ფა­ლი­ან­ცის მკვლე­ლო­ბის და ბე­დუ­კა­ძის კად­რე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი ის­ტე­რი­ის ფონ­ზე, უამ­რა­ვი შე­უ­რა­ცხყო­ფის, ძა­ლა­დო­ბის და ორ­კესტრი­რე­ბუ­ლი სი­ძულ­ვი­ლის კამ­პა­ნი­ის მი­უ­ხე­და­ვად, თქვენ­თან ერ­თად, ხმას ვი­მაღ­ლებ­დი, რომ რუ­სე­თის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის მიერ დად­გმუ­ლი ტყუ­ი­ლი და სი­მარ­თლე ერ­თმა­ნე­თის­გან გაგ­ვერ­ჩია. გვე­ყო გამ­ბე­და­ო­ბა, რომ იმ­ხა­ნად პო­პუ­ლა­რუ­ლი მწვა­ნი­ლის რუ­სეთ­ში გა­ტა­ნის და რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დათ­ბო­ბის პო­ლი­ტი­კის სა­პირ­წო­ნედ, ღიად გვემ­ხი­ლე­ბი­ნა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის პრო-რუ­სუ­ლი და კრი­მი­ნა­ლუ­რი მმარ­თვე­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­შიც და ჩვენს და­სავ­ლელ პარტნი­ო­რებ­თა­ნაც.

რა მა­წუ­ხებს?

პირ­ველ რიგ­ში მა­წუ­ხებს ის, რომ ერ­თი­ან ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბის პო­ლიტ­საბ­ჭოს წევ­რებს შო­რის არც ისე ბევ­რი თა­ნა­მო­აზ­რე დამ­რჩა.

რა თქმა უნდა, ჩემს პო­ლი­ტი­კურ შე­ხე­დუ­ლე­ბებ­ში არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა. ახ­ლაც მგო­ნია, რომ ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის პრე­ზი­დენ­ტო­ბის დრო­ინ­დე­ლი მო­ნა­პო­ვა­რი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გარ­და­ტე­ხაა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში. რამ­დენ­საც არ უნდა ეცა­დონ ივა­ნიშ­ვი­ლის ძვე­ლი თუ „ბოლო ჟა­მის“ მიმ­დევ­რე­ბი, ამ რე­ა­ლო­ბას მა­ინც ვე­რა­ფერს და­აკ­ლე­ბენ.

სა­შინ­ლად მტკივ­ნე­უ­ლია, რო­დე­საც ჩე­მი­ვე პარ­ტი­ა­ში ნორ­მად იქცა ხში­რი კომ­პრო­მი­სი იდე­ა­ლე­ბი­სა და ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის ხარ­ჯზე, რაც აი­სა­ხე­ბა სა­კად­რო პო­ლი­ტი­კა­შიც. ვით­რგუ­ნე­ბი, როცა პარ­ტი­ის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი ფი­გუ­რა აკე­თებს ქსე­ნო­ფო­ბი­ურ გან­ცხა­დე­ბებს და პარ­ტი­ის არ­ცერ­თი ლი­დე­რი არ აფიქ­სი­რებს გან­სხვა­ვე­ბულ პო­ზი­ცი­ას. მი­უ­ღე­ბე­ლია, რო­დე­საც მოკ­ლუ­ლი, ნა­ცე­მი ან შე­უ­რა­ცხყო­ფი­ლი სექ­სუ­ა­ლუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის დაც­ვის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე სა­უბ­რის მა­გივ­რად, ჩემი კო­ლე­გე­ბი ამ­ჯო­ბი­ნე­ბენ სა­პატ­რი­არ­ქოს უმ­ტკი­ცონ ერ­თგუ­ლე­ბა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, სწო­რედ სა­პატ­რი­არ­ქო ავ­რცე­ლებ­და რუ­სულ, ან­ტი­და­სავ­ლურ პრო­პა­გან­დას.

მა­წუ­ხებს ისიც, რომ ბოლო 30 წე­ლია, ერთი და იგი­ვე ადა­მი­ა­ნებს ვხე­დავ ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში, რომ­ლე­ბიც ჩვენ, ყვე­ლას თავს გვახ­ვე­ვენ თა­მა­შის თა­ვი­ანთ წე­სებს. წე­სებს, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც და­საშ­ვე­ბია, დღეს ერთი პო­ზი­ცია გქონ­დეს, ხვალ სხვა, დღეს ერთ პარ­ტი­ა­ში იყო, ხვალ სხვა­ში, დღეს ერთი ძლი­ე­რი მო­თა­მა­შის­გან ნახო სარ­გე­ბე­ლი, ხვალ სხვის­გან, ოღონდ სა­პარ­ლა­მენ­ტო სა­ვარ­ძე­ლი ან სხვა პრი­ვი­ლე­გია არ დათ­მო.

ჩემი დაკ­ვირ­ვე­ბით, ეს თა­ვის­თა­ვა­დი მო­ცე­მუ­ლო­ბა არაა. დღეს ეს არის არ­სე­ბუ­ლი მთა­ვა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის ლი­დე­რე­ბის დაკ­ვე­თა - შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ სტა­ტუს კვო, რომ პარ­ტი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში გა­ცი­ლე­ბით უფრო ნაკ­ლებ ახალ და პერ­სპექ­ტი­ულ ადა­მი­ანს მო­უნ­დეს მის­ვლა, რად­გან მათ­ში კონ­კუ­რენ­ტებს ხე­და­ვენ.

მე კი მგო­ნია, რომ გა­ცი­ლე­ბით უკე­თე­სია, თუკი, პი­რო­ბი­თად, ჩემს მა­გივ­რად, უფრო მეტ ახალ, გა­ნათ­ლე­ბულ, კე­თილ­სინ­დი­სი­ერ ადა­მი­ანს შე­ეძ­ლე­ბა ახა­ლი, უფრო თა­ნა­მედ­რო­ვე და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ხედ­ვა შე­მო­ი­ტა­ნონ, ახა­ლი სტან­დარ­ტე­ბი და­ამ­კვიდ­რონ ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში და ერ­თი­ან ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­შიც. ჩემი მხრივ, ძა­ლი­ან დიდი ძა­ლის­ხმე­ვა დავ­ხარ­ჯე თქვენ­თან ერ­თად, იმა­ზე, რომ პარ­ტია უფრო გამჭვირ­ვა­ლე და შიდა სა­მარ­თლი­ან კონ­კუ­რენ­ცი­ა­ზე გამ­ხდა­რი­ყო ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, თუმ­ცა ეს არ აღ­მოჩ­ნდა საკ­მა­რი­სი.

სად არის გა­მო­სა­ვა­ლი?

2020 წელს მთა­ვა­რია ივა­ნიშ­ვი­ლის კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლი და ან­ტი­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი რე­ჟი­მის ჩა­მო­შო­რე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან. თუ ეს 2020 წელს არ მოხ­დე­ბა, თი­თო­ე­ულ ჩვენ­თა­განს უმ­ძი­მე­სი ფა­სის გა­დახ­და მო­უ­წევს ამ მარ­ცხის­თვის. ამის მი­უ­ხე­და­ვად, მა­ინც ვფიქ­რობ, არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­მო­ქა­ლა­ქო დე­ბა­ტის გახ­სნა: რა­ტომ ვართ არ­სე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი სპექტრის მძევ­ლე­ბი? რა არის იმის გა­რან­ტია, რომ ივა­ნიშ­ვი­ლი ან ვინ­მე სხვა ხვა­ლაც არ მო­ის­ყი­დის ჩვენს რჩე­ულ პარ­ტი­ებს და მათ ლი­დე­რებს? რა არის იმის გა­რან­ტია, რომ სხვაც ივა­ნიშ­ვი­ლი­ვით აბუ­ჩად არ აიგ­დებს თა­ვის ამომ­რჩე­ველს, მე რო­დის დაგ­პირ­დით სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის შექ­მნა­სო? რა არის იმის გა­რან­ტია, რომ თქვენს მიერ არ­ჩე­უ­ლი პარ­ტი­ე­ბი და ცალ­კე­უ­ლი ლი­დე­რე­ბი ისევ ისე არ მო­ი­პა­რა­ვენ თქვე­ნი ბრძო­ლით მო­პო­ვე­ბულ სა­პარ­ლა­მენ­ტო მან­და­ტებს, რო­გორც ეს ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ლი­დე­რებ­მა გა­უ­კე­თეს ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის ამომ­რჩევ­ლებს 2016 წელს?

სა­ნამ ყვე­ლა­ზე მსხვი­ლი ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბი უარს ამ­ბო­ბენ შიდა დე­მოკ­რა­ტი­ა­ზე, მე­რი­ტოკ­რა­ტი­ა­ზე და, რაც მთა­ვა­რია, სა­კუ­თა­რი ამომ­რჩევ­ლის წი­ნა­შე ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბა­ზე, მათი კრი­ტი­კის მოს­მე­ნა­ზე, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა არ­სე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი სივ­რცე გა­ჯან­საღ­დეს? ამ ნი­ა­დაგ­ზე წარ­მო­იშ­ვა უთან­ხმო­ე­ბა 3 წლის წინ ერ­თი­ან ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­სა და ევ­რო­პულ სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის, რაც თა­ვის­თა­ვად დიდი გარ­და­ტე­ხის სა­ფუძ­ვე­ლი შე­იძ­ლე­ბო­და გამ­ხდა­რი­ყო. სამ­წუ­ხა­როდ, მას შემ­დე­გაც არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა უკე­თე­სო­ბის­კენ არ­ცერ­თი პარ­ტი­ის მარ­თვა­ში. ყრი­ლო­ბე­ბი, და­პი­რე­ბე­ბი, ფორ­მა­ლუ­რი არ­ჩევ­ნე­ბი, სი­ე­ბი წი­ნას­წარ ცნო­ბი­ლი შე­დე­გე­ბით.

ბევ­რს მი­აჩ­ნია, რომ ამა­ზე სა­უ­ბა­რი ად­რეა, რომ ამის დრო არ არის, როცა ივა­ნიშ­ვი­ლის რე­ჟი­მია და­სა­მარ­ცხე­ბე­ლი, აქ აქ­ცი­აა და­სა­ორ­გა­ნი­ზე­ბე­ლი, იქ - კო­ორ­დი­ნა­ტო­რე­ბი შე­სარ­ჩე­ვი. მე კი მგო­ნია, რომ ივა­ნიშ­ვი­ლის ბო­როტ, რუ­სუ­ლი, კრი­მი­ნა­ლუ­რი წე­სე­ბით მარ­თულ რე­ჟიმ­თან ბრძო­ლა და პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა იმა­ზეც გა­დის, რომ ივა­ნიშ­ვი­ლის უვი­ცი და კლეპ­ტოკ­რა­ტი გუნ­დის ალ­ტერ­ნა­ტი­ვად ახა­ლი, ღია, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ტი­პის პარ­ტი­ე­ბი არ­სე­ბობ­დნენ, რომ­ლე­ბიც სა­ზო­გა­დო­ე­ბის რო­მე­ლი­ღაც ნა­წი­ლის ინ­ტე­რე­სის გამ­ტა­რებ­ლე­ბი არი­ან.

დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი და ღია პარ­ტი­ე­ბი არის ევ­რო­პუ­ლი კურ­სის გრძელ­ვა­დი­ა­ნი შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის ყვე­ლა­ზე სან­დო გა­რან­ტია, რად­გან მხო­ლოდ ასეა შე­საძ­ლე­ბე­ლი ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის 80%-ის მიერ მხარ­და­ჭე­რი­ლი ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცი­ის კურ­სის წარ­მა­ტე­ბით გა­ტა­რე­ბა სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ში. არა­დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ან ფორ­მა­ლუ­რად შექ­მნი­ლი პარ­ტი­ე­ბით და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი პარ­ლა­მენ­ტი პრო­პორ­ცი­უ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის პი­რო­ბებ­შიც კი ვერ ასა­ხავს მო­სახ­ლე­ო­ბის 80%-იან მხარ­და­ჭე­რას და­სავ­ლუ­რი კურ­სი­სად­მი.

ალ­ბათ იფიქ­რებთ, ამას თავი შვე­ი­ცა­რი­ა­ში ხომ არ გო­ნი­აო. შვე­ი­ცა­რი­ა­ში არა, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლო­ში ნა­ნა­ხი მაქვს, რომ თუკი კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი და გო­ნი­ე­რი თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბი ამას ძა­ლი­ან მო­ინ­დო­მე­ბენ, ისე­თი უტო­პი­უ­რი იდე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბაც შე­საძ­ლე­ბე­ლია, რო­გო­რიც ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს გაქ­რო­ბა და მი­სა­ღებ გა­მოც­დებ­ზე კო­რუფ­ცი­ის და­მარ­ცხე­ბა იყო თა­ვის დრო­ზე.

უბ­რა­ლოდ, დღეს ჩვე­ნი ოპო­ზი­ცი­უ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი სპექტრის უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში არ არის კონ­სენ­სუ­სი ამ სა­კი­თხზე და არც სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის დღის წეს­რიგ­შია ეს პრობ­ლე­მა გა­მოკ­ვე­თი­ლი. არა­და, ეს ისე­თი­ვე სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი აუ­ცი­ლებ­ლო­ბაა დღეს ჩვენ­თვის, რო­გორც და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­სა­მარ­თლოს და პრო­კუ­რა­ტუ­რის არ­სე­ბო­ბა. ვფიქ­რობ ამის გა­მოა, რომ არ­ჩევ­ნე­ბი­დან არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ერთი და იგი­ვე წრე­ზე ვტრი­ა­ლებთ, ივა­ნიშ­ვი­ლი კი ძა­ლა­უფ­ლე­ბას ინარ­ჩუ­ნებს.

მგო­ნია, რომ სა­ნამ ეს რე­ა­ლო­ბა არ შე­იც­ვლე­ბა, ივა­ნიშ­ვი­ლის კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლი და და­ნა­შა­უ­ლით შე­კავ­ში­რე­ბუ­ლი რე­ჟი­მი ად­ვი­ლად მო­ე­რე­ვა აქ­ტი­უ­რი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გულ­წყრფელ და უან­გა­რო პრო­ტესტს! ცვლი­ლე­ბა კი დი­აგ­ნო­ზის დას­მით და სწო­რი მკურ­ნა­ლო­ბით იწყე­ბა და არა ტკი­ვი­ლის გა­ყუ­ჩე­ბით ან მოთ­მე­ნით, ერთი არ­ჩევ­ნე­ბი­დან მე­ო­რემ­დე.

ში­და­პარ­ტი­უ­ლი დის­კუ­სი­ის გახ­სნა და მტკივ­ნე­უ­ლი დი­აგ­ნო­ზის დას­მა - ეს არის ის, რისი გა­კე­თე­ბაც მე დღემ­დე შევ­ძე­ლი. ამა­ზე მეტი, სამ­წუ­ხა­როდ, არ გა­მო­მი­ვი­და.

მად­ლი­ე­რი ვარ თი­თო­ე­უ­ლი თქვენ­თა­გა­ნის, ვინც ამ პრო­ცეს­ში აქ­ტი­უ­რად იყო ჩარ­თუ­ლი და მგულ­შე­მატ­კივ­რობ­და ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის ში­და­პარ­ტი­ულ გან­ხილ­ვებ­ში.

სა­ბო­ლო­ოდ, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ უფრო მეტი კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი და ძლი­ე­რი ლი­დე­რი გა­მოჩ­ნდე­ბა სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში, ვინც პარ­ტი­ე­ბის ში­და­დე­მოკ­რა­ტი­ის, გამჭვირ­ვა­ლო­ბი­სა და ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბის ახა­ლი სტან­დარ­ტის დამ­კვი­დე­ბას თა­ვის ღია პო­ლი­ტი­კურ ამო­ცა­ნად და­ი­სა­ხავს და წარ­მა­ტე­ბა­საც მი­აღ­წევს!", - წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ ფე­ის­ბუქ­ზე ჩი­ო­რა თაქთა­ქიშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 35 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დიმა
60

ჟღურტულა ჩიოს გულისამაჩუყებელი მონოლოგი!

მ ი მ ი ნ ო
108

ივანიშვილი კრიმინალია და შენ თეთრი და ფუმფულა?...არ გათეთრდება ყორანი...

ავტორი:

"ბოდიში ყველას, ვისაც გაგიკვირდებათ ან გეწყინებათ ამ ამბის გაგება" - ჩიორა თაქთაქიშვილი ენმ-ს ტოვებს და განცხადებას ავრცელებს

"ბოდიში ყველას, ვისაც გაგიკვირდებათ ან გეწყინებათ ამ ამბის გაგება" - ჩიორა თაქთაქიშვილი ენმ-ს ტოვებს და განცხადებას ავრცელებს

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი პარტიას ტოვებს. ამის შესახებ მან განცხადება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა:

"რატომ ვერ გავამართლე თქვენი იმედები. ამ დღეებში უკვე ოფიციალურად გამოვეთიშები ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გუნდს და დავასრულებ პარტიულ პოლიტიკურ საქმიანობას.

წარმატებას ვუსურვებ ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს დიდი ძალისხმევის და მსხვერპლის ფასად უპირისპირდება ივანიშვილის კრიმინალურ რეჟიმს, განსაკუთრებით კი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გულშემატკივრებს და დამოუკიდებელ სამოქალაქო აქტივისტებს.

დღეს საერთოდ არ არის აქტუალური ჩემი განცხადება, რადგან რეალურად არც არაფერი იცვლება. ჩვენი მხარდამჭერების დიდმა ნაწილმა დიდი ხანია, იცის ჩემი პასიურობის მიზეზები. დიდი ბოდიში ყველას, ვინც პირადად არ მინახავს ბოლო ხანებში და ვისაც გაგიკვირდებათ, ან გეწყინებათ ამ ამბის გაგება.

მაგრამ ვალდებული ვარ, თქვენ, ვინც ნდობა გამომიცხადეთ და საშუალება მომეცით თქვენი წარმომადგენელი ვყოფილიყავი ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში და პარლამენტში, ანგარიში ჩაგაბაროთ.

ძალიან მიყვარხართ და ვამაყობ თქვენთან ერთად გატარებული წლებით, საერთო ბრძოლით, საქმით, დისკუსიებით, კამათით, თუნდაც ზოგჯერ, მცირე ან მნიშვნელოვან დეტალებში არ ვეთანხმებოდეთ ერთმანეთს. მჯერა, რომ გესმით და გრძნობთ, ეს უბრალო სიტყვები არაა!

ვფიქრობ, ორი საპარლამენტო მანდატი საკმარისზე მეტია ერთი ადამიანისთვის, რომ დასკვნები გამოიტანოს და ერთსა და იგივე წრეზე არ იტრიალოს. ეს ანგარიში არ არის პასუხი კითხვაზე, რატომ წავედი ნაციონალური მოძრაობიდან. ეს უფრო იმის მცდელობაა, რომ გითხრათ, რატომ ვერ შევძელი თქვენი იმედების გამართლება.

რითი ვამაყობ?

ძალიან მიხარია, რომ ამ ხნის განმავლობაში პატარა წვლილი შევიტანე იმაში, რომ თავი არ დავუხარეთ რუსეთს 2008 წლის ომის შემდეგ, არაერთ საერთაშორისო ფორუმზე, ჩემს კოლეგებთან ერთად, წარმატებით გავუმკლავდით რუსეთის უპრეცედენტო მობილიზაციას. ძალიან ვამაყობ, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პირველ წლებში, როგორც რიგითმა საჯარო მოსამსახურემ, ჩემი თვალით ვნახე, რა არის სახელმწიფოს შენება, როგორ შეუძლიათ გულანთებულ, განათლებულ, პატიოსან ადამიანებს ერთად მუშაობა 24/7-ზე რეჟიმით იმისთვის, რომ საქართველოს სახელი მსოფლიოს გააცნონ არა, როგორც ყველაზე კორუმპირებული ან კრიმინალური ქვეყანა, არამედ, როგორც N1 რეფორმატორი. იმითაც ძალიან ვამაყობ, რომ ბარბარე რაფალიანცის მკვლელობის და ბედუკაძის კადრებით გამოწვეული ისტერიის ფონზე, უამრავი შეურაცხყოფის, ძალადობის და ორკესტრირებული სიძულვილის კამპანიის მიუხედავად, თქვენთან ერთად, ხმას ვიმაღლებდი, რომ რუსეთის სპეცსამსახურების მიერ დადგმული ტყუილი და სიმართლე ერთმანეთისგან გაგვერჩია. გვეყო გამბედაობა, რომ იმხანად პოპულარული მწვანილის რუსეთში გატანის და რუსეთთან ურთიერთობების დათბობის პოლიტიკის საპირწონედ, ღიად გვემხილებინა ბიძინა ივანიშვილის პრო-რუსული და კრიმინალური მმართველობა საქართველოშიც და ჩვენს დასავლელ პარტნიორებთანაც.

რა მაწუხებს?

პირველ რიგში მაწუხებს ის, რომ ერთიან ნაციონალურ მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრებს შორის არც ისე ბევრი თანამოაზრე დამრჩა.

რა თქმა უნდა, ჩემს პოლიტიკურ შეხედულებებში არაფერი შეცვლილა. ახლაც მგონია, რომ ვარდების რევოლუციის და მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროინდელი მონაპოვარი ყველაზე მნიშვნელოვანი გარდატეხაა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. რამდენსაც არ უნდა ეცადონ ივანიშვილის ძველი თუ „ბოლო ჟამის“ მიმდევრები, ამ რეალობას მაინც ვერაფერს დააკლებენ.

საშინლად მტკივნეულია, როდესაც ჩემივე პარტიაში ნორმად იქცა ხშირი კომპრომისი იდეალებისა და ღირებულებების ხარჯზე, რაც აისახება საკადრო პოლიტიკაშიც. ვითრგუნები, როცა პარტიის ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა აკეთებს ქსენოფობიურ განცხადებებს და პარტიის არცერთი ლიდერი არ აფიქსირებს განსხვავებულ პოზიციას. მიუღებელია, როდესაც მოკლული, ნაცემი ან შეურაცხყოფილი სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლების დაცვის აუცილებლობაზე საუბრის მაგივრად, ჩემი კოლეგები ამჯობინებენ საპატრიარქოს უმტკიცონ ერთგულება, მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში, სწორედ საპატრიარქო ავრცელებდა რუსულ, ანტიდასავლურ პროპაგანდას.

მაწუხებს ისიც, რომ ბოლო 30 წელია, ერთი და იგივე ადამიანებს ვხედავ ქართულ პოლიტიკაში, რომლებიც ჩვენ, ყველას თავს გვახვევენ თამაშის თავიანთ წესებს. წესებს, რომლის მიხედვითაც დასაშვებია, დღეს ერთი პოზიცია გქონდეს, ხვალ სხვა, დღეს ერთ პარტიაში იყო, ხვალ სხვაში, დღეს ერთი ძლიერი მოთამაშისგან ნახო სარგებელი, ხვალ სხვისგან, ოღონდ საპარლამენტო სავარძელი ან სხვა პრივილეგია არ დათმო.

ჩემი დაკვირვებით, ეს თავისთავადი მოცემულობა არაა. დღეს ეს არის არსებული მთავარი პოლიტიკური პარტიების ლიდერების დაკვეთა - შეინარჩუნონ სტატუს კვო, რომ პარტიულ საქმიანობაში გაცილებით უფრო ნაკლებ ახალ და პერსპექტიულ ადამიანს მოუნდეს მისვლა, რადგან მათში კონკურენტებს ხედავენ.

მე კი მგონია, რომ გაცილებით უკეთესია, თუკი, პირობითად, ჩემს მაგივრად, უფრო მეტ ახალ, განათლებულ, კეთილსინდისიერ ადამიანს შეეძლება ახალი, უფრო თანამედროვე და განსხვავებული ხედვა შემოიტანონ, ახალი სტანდარტები დაამკვიდრონ ქართულ პოლიტიკაში და ერთიან ნაციონალურ მოძრაობაშიც. ჩემი მხრივ, ძალიან დიდი ძალისხმევა დავხარჯე თქვენთან ერთად, იმაზე, რომ პარტია უფრო გამჭვირვალე და შიდა სამართლიან კონკურენციაზე გამხდარიყო ორიენტირებული, თუმცა ეს არ აღმოჩნდა საკმარისი.

სად არის გამოსავალი?

2020 წელს მთავარია ივანიშვილის კორუმპირებული და ანტისახელმწიფოებრივი რეჟიმის ჩამოშორება ხელისუფლებიდან. თუ ეს 2020 წელს არ მოხდება, თითოეულ ჩვენთაგანს უმძიმესი ფასის გადახდა მოუწევს ამ მარცხისთვის. ამის მიუხედავად, მაინც ვფიქრობ, არანაკლებ მნიშვნელოვანია სამოქალაქო დებატის გახსნა: რატომ ვართ არსებული პოლიტიკური სპექტრის მძევლები? რა არის იმის გარანტია, რომ ივანიშვილი ან ვინმე სხვა ხვალაც არ მოისყიდის ჩვენს რჩეულ პარტიებს და მათ ლიდერებს? რა არის იმის გარანტია, რომ სხვაც ივანიშვილივით აბუჩად არ აიგდებს თავის ამომრჩეველს, მე როდის დაგპირდით საქართველოში სამუშაო ადგილების შექმნასო? რა არის იმის გარანტია, რომ თქვენს მიერ არჩეული პარტიები და ცალკეული ლიდერები ისევ ისე არ მოიპარავენ თქვენი ბრძოლით მოპოვებულ საპარლამენტო მანდატებს, როგორც ეს ევროპული საქართველოს ლიდერებმა გაუკეთეს ნაციონალური მოძრაობის ამომრჩევლებს 2016 წელს?

სანამ ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიები უარს ამბობენ შიდა დემოკრატიაზე, მერიტოკრატიაზე და, რაც მთავარია, საკუთარი ამომრჩევლის წინაშე ანგარიშვალდებულებაზე, მათი კრიტიკის მოსმენაზე, როგორ შეიძლება არსებული პოლიტიკური სივრცე გაჯანსაღდეს? ამ ნიადაგზე წარმოიშვა უთანხმოება 3 წლის წინ ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა და ევროპულ საქართველოს შორის, რაც თავისთავად დიდი გარდატეხის საფუძველი შეიძლებოდა გამხდარიყო. სამწუხაროდ, მას შემდეგაც არაფერი შეცვლილა უკეთესობისკენ არცერთი პარტიის მართვაში. ყრილობები, დაპირებები, ფორმალური არჩევნები, სიები წინასწარ ცნობილი შედეგებით.

ბევრს მიაჩნია, რომ ამაზე საუბარი ადრეა, რომ ამის დრო არ არის, როცა ივანიშვილის რეჟიმია დასამარცხებელი, აქ აქციაა დასაორგანიზებელი, იქ - კოორდინატორები შესარჩევი. მე კი მგონია, რომ ივანიშვილის ბოროტ, რუსული, კრიმინალური წესებით მართულ რეჟიმთან ბრძოლა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება იმაზეც გადის, რომ ივანიშვილის უვიცი და კლეპტოკრატი გუნდის ალტერნატივად ახალი, ღია, დემოკრატიული ტიპის პარტიები არსებობდნენ, რომლებიც საზოგადოების რომელიღაც ნაწილის ინტერესის გამტარებლები არიან.

დემოკრატიული და ღია პარტიები არის ევროპული კურსის გრძელვადიანი შენარჩუნების ყველაზე სანდო გარანტია, რადგან მხოლოდ ასეა შესაძლებელი ჩვენი მოსახლეობის 80%-ის მიერ მხარდაჭერილი ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსის წარმატებით გატარება საკანონმდებლო ორგანოში. არადემოკრატიული ან ფორმალურად შექმნილი პარტიებით დაკომპლექტებული პარლამენტი პროპორციული არჩევნების პირობებშიც კი ვერ ასახავს მოსახლეობის 80%-იან მხარდაჭერას დასავლური კურსისადმი.

ალბათ იფიქრებთ, ამას თავი შვეიცარიაში ხომ არ გონიაო. შვეიცარიაში არა, მაგრამ საქართველოში ნანახი მაქვს, რომ თუკი კეთილსინდისიერი და გონიერი თანამოაზრეები ამას ძალიან მოინდომებენ, ისეთი უტოპიური იდეების განხორციელებაც შესაძლებელია, როგორიც ქურდული სამყაროს გაქრობა და მისაღებ გამოცდებზე კორუფციის დამარცხება იყო თავის დროზე.

უბრალოდ, დღეს ჩვენი ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის უმრავლესობაში არ არის კონსენსუსი ამ საკითხზე და არც სამოქალაქო საზოგადოების დღის წესრიგშია ეს პრობლემა გამოკვეთილი. არადა, ეს ისეთივე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აუცილებლობაა დღეს ჩვენთვის, როგორც დამოუკიდებელი სასამართლოს და პროკურატურის არსებობა. ვფიქრობ ამის გამოა, რომ არჩევნებიდან არჩევნებამდე ერთი და იგივე წრეზე ვტრიალებთ, ივანიშვილი კი ძალაუფლებას ინარჩუნებს.

მგონია, რომ სანამ ეს რეალობა არ შეიცვლება, ივანიშვილის კორუმპირებული და დანაშაულით შეკავშირებული რეჟიმი ადვილად მოერევა აქტიური მოქალაქეების გულწყრფელ და უანგარო პროტესტს! ცვლილება კი დიაგნოზის დასმით და სწორი მკურნალობით იწყება და არა ტკივილის გაყუჩებით ან მოთმენით, ერთი არჩევნებიდან მეორემდე.

შიდაპარტიული დისკუსიის გახსნა და მტკივნეული დიაგნოზის დასმა - ეს არის ის, რისი გაკეთებაც მე დღემდე შევძელი. ამაზე მეტი, სამწუხაროდ, არ გამომივიდა.

მადლიერი ვარ თითოეული თქვენთაგანის, ვინც ამ პროცესში აქტიურად იყო ჩართული და მგულშემატკივრობდა ნაციონალური მოძრაობის შიდაპარტიულ განხილვებში.

საბოლოოდ, დარწმუნებული ვარ, რომ უფრო მეტი კეთილსინდისიერი და ძლიერი ლიდერი გამოჩნდება სამოქალაქო საზოგადოებაში და ქართულ პოლიტიკაში, ვინც პარტიების შიდადემოკრატიის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ახალი სტანდარტის დამკვიდებას თავის ღია პოლიტიკურ ამოცანად დაისახავს და წარმატებასაც მიაღწევს!", - წერს სოციალურ ქსელ ფეისბუქზე ჩიორა თაქთაქიშვილი.

"ვარ ზრდასრული ადამიანი და ყველა გადაწყვეტილებას ვიღებ პირადად" - იურიდიულმა კომიტეტმა შოთაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა

კახა კალაძე მარგველაშვილზე - პოლიტიკურ პლასტელინს არა მგონია რაიმე პრობლემა ჰქონდეს სხვადასხვა პარტიებთან მიკედლების, მათ შორის სააკაშვილთანაც

ძვირად ღირებული ავტომობილი, სახლები და მიწები გერმანიაში - რა ქონებას ფლობს ლევან კობიაშვილი