მეცნიერება
საზოგადოება
მსოფლიო

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ გავჩერდები, ვიდრე ჩემი ოჯახის გამაუბედურებელი არ დაისჯება" - 2003 წელს საზარელ ავარიაში დაღუპული დავით საყვარელიძის დედამ სტრასბურგში გაიმარჯვა
"არ გავჩერდები, ვიდრე ჩემი ოჯახის გამაუბედურებელი არ დაისჯება" - 2003 წელს საზარელ ავარიაში დაღუპული დავით საყვარელიძის დედამ სტრასბურგში გაიმარჯვა

ევ­რო­პის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა სა­სა­მარ­თლომ სა­ქარ­თვე­ლო კვლავ დამ­ნა­შა­ვედ ცნო ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის უფ­ლე­ბის დარ­ღვე­ვა­ში. საქ­მე, რო­მე­ლიც არც ერ­თმა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­მო­ი­ძია და 2017 წელს ხან­დაზ­მუ­ლო­ბის ვა­დის გას­ვლის გამო და­ი­ხუ­რა, სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლომ შე­ის­წავ­ლა. ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ­მა სა­სა­მარ­თლომ ათი წლის თავ­ზე მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს მო­სარ­ჩე­ლის­თვის არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ზი­ა­ნის ასა­ნა­ზღა­უ­რებ­ლად 25 ათა­სი ევ­როს გა­დახ­და და­ა­კის­რა.

სტრას­ბურ­გის მიერ გა­მარ­თლე­ბუ­ლე­ბი ორი­ვე ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში მრავ­ლად არი­ან. ამ­ჯე­რად კი, საქ­მე "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდს უკავ­შირ­დე­ბა.

"საყ­ვა­რე­ლი­ძე სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ"

2003 წლის 22 ნო­ემ­ბერს, "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის" სა­ხე­ლით მიმ­დი­ნა­რე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის დროს, ავ­ტო­ა­ვა­რია მოხ­და. მა­შინ­დე­ლი უშიშ­რო­ე­ბის სა­მი­ნის­ტროს სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში მყო­ფი სპე­ცი­ა­ლუ­რი სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა "ჯტრ"-ი "ბმვ"-ს მარ­კის ავ­ტო­მან­ქა­ნას შე­ე­ჯა­ხა. შემ­თხვე­ვის შე­დე­გად ორი ადა­მი­ა­ნი - 23 წლის და­ვით საყ­ვა­რე­ლი­ძე და ეთერ ში­ოშ­ვი­ლი-წუ­ლი­აშ­ვი­ლი გარ­დაც­ვა­ლა. ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში იჯდა მო­სარ­ჩე­ლე მა­რი­ამ საყ­ვა­რე­ლი­ძეც, რო­მელ­მაც ტრა­გი­კუ­ლი შემ­თხვე­ვის გამო შვი­ლი და და და­კარ­გა. ფაქ­ტი­დან მე­ო­რე დღეს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის ფაქ­ტზე სსკი-ის 276-ე მუხ­ლით საქ­მე აღ­ძრა. 2003 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი თავ­დაც­ვი­სა და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ე­ბი, ასე­ვე თბი­ლი­სის პრო­კუ­რა­ტუ­რა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იძი­ებ­დნენ საქ­მეს. ის რამ­დენ­ჯერ­მე და­ი­ხუ­რა და გა­ნახ­ლდა. 2010 წელს კი პრო­კუ­რა­ტუ­რამ მა­რი­ამ საყ­ვა­რე­ლი­ძეს აც­ნო­ბა, რომ სა­გა­მო­ძი­ე­ბო ქმე­დე­ბე­ბით შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო იმის და­ნამ­დვი­ლე­ბით დად­გე­ნა, რა მოხ­და 2003 წლის ნო­ემ­ბერ­ში. პრო­კუ­რა­ტუ­რამ საქ­მე 2017 წლის მარ­ტში, ხან­დაზ­მუ­ლო­ბის ვა­დის გას­ვლის გამო, სა­ბო­ლო­ოდ შე­წყვი­ტა.

მა­რი­ამ საყ­ვა­რე­ლი­ძემ AMBEBI.GE-სთან 17 წლის წინ მომ­ხდა­რი ტრა­გე­დია გა­იხ­სე­ნა და იმ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბე­ბის შე­სა­ხებ უამ­ბო, რა­საც იგი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, სი­მარ­თლის დად­გე­ნის­თვის ბრძო­ლა­ში აწყდე­ბო­და.

"იმ დღეს სა­ღა­მოს გა­დავ­წყვი­ტე ჩემი შვი­ლის მან­ქა­ნით გავ­სუ­ლი­ყა­ვი ქვე­მო ფო­ნი­ჭა­ლა­ში, თან წა­ვიყ­ვა­ნე ჩემი და თა­ვი­სი სამი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლით. გორ­გას­ლის ქუ­ჩა­ზე პა­ტა­რა ხიდი იყო ჯე­ბი­რე­ბით და ზუს­ტად იმ ად­გი­ლას შევ­ხვდით "შავ­ნა­ბა­დას" სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბის ჯგუ­ფი­დან გა­მო­სულ ორ ბე­ტე­ერს. ერ­თმა­ნეთს "აბ­გონს" უკე­თებ­დნენ. ვერ ჩა­ვე­ტი­ეთ იმ ათ­მეტ­რი­ან გზა­ში და ერთ-ერ­თმა "ბე­ტე­ერ­მა" გვერ­დი გაგ­ვკრა. ად­გილ­ზე და­მე­ღუ­პა და, ჩემი შვი­ლი კი მე ჩა­მი­ვარ­და კალ­თა­ში... 30 სა­ა­თი იყო კო­მა­ში და სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა. მე გო­ნე­ბა არ და­მი­კარ­გავს. ვუ­პატ­რო­ნე და­საც, შვილ­საც და დის­შვი­ლებ­საც. ჩემი დის­შვი­ლი იმის მერე პირ­ვე­ლი ჯგუ­ფის ინ­ვა­ლი­დი დარ­ჩა. მე რაც გა­და­ვი­ტა­ნე, მტერ­საც კი არ ვუ­სურ­ვებ...

იმ დღი­დან ვიბ­რძვი სი­მარ­თლის და­სად­გე­ნად. თავ­და­პირ­ვე­ლად, სამი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ძა­ლი­ან სწო­რად და აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და გა­მო­ძი­ე­ბა. გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა გოჩა სხირტლა­ძემ გა­მო­ავ­ლი­ნა ის "ბე­ტე­ე­რიც", რო­მე­ლიც დაგ­ვე­ჯა­ხა, მისი დამ­ნა­შა­ვე მძღო­ლიც და სა­ერ­თოდ ყვე­ლა­ფე­რი. თან გე­უბ­ნე­ბო­და, ისე­თი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა და ზე­წო­ლაა, ვერ აღ­გი­წერ­თო. ეს გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი ჩემს საქ­მეს შე­ე­წი­რა - სამ­სა­ხუ­რი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. ამის შემ­დეგ, ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლის ინი­ცი­ა­ტი­ვით, საქ­მე გა­დას­ცეს უშიშ­რო­ე­ბას. სწო­რედ უშიშ­რო­ე­ბის თა­ნამ­შრო­მე­ლი იყო ის პირი, ვინც ჩვენ დაგ­ვე­ჯა­ხა. გა­სა­გე­ბი იყო, რო­გორც გა­მო­ი­ძი­ებ­დნენ. მას შემ­დეგ საქ­მე­ზე არა­ფე­რი გა­კე­თე­ბუ­ლა. გა­ა­ჭი­ა­ნუ­რეს შეგ­ნე­ბუ­ლად და ხან­დზ­მუ­ლო­ბის ვა­დის გას­ვლის გამო და­ხუ­რეს. გა­სა­გე­ბია, რომ წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამას არ გა­მო­ი­ძი­ებ­და, მაგ­რამ არც ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას გა­უ­კე­თე­ბია რამე. მუდ­მი­ვად ვა­წუ­ხებ­დი პრო­კუ­რა­ტუ­რას, თუმ­ცა უშე­დე­გოდ, პა­სუხს არა­ვინ გვცემ­და", - გვიყ­ვე­ბა შვილმკვდა­რი დედა.

მა­რი­ამ საყ­ვა­რე­ლი­ძე იხ­სე­ნებს, რომ არა­ერ­თხელ სცა­და ყო­ფილ პრე­ზი­დენ­ტთან, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან შეხ­ვედ­რა, თუმ­ცა ყო­ველ ჯერ­ზე მხო­ლოდ შე­უ­რა­ცხყო­ფას იღებ­და.

"რას არ ვა­კე­თებ­დი, რო­გორ ვცდი­ლობ­დი, რომ გა­მო­ე­ძი­ე­ბი­ნათ საქ­მე. სა­ა­კაშ­ვილს რამ­დენ­ჯერ­მე შევ­ხვდი პი­რა­დად. ვცდი­ლობ­დი, სა­დაც კი გა­მოს­ვლა ჰქონ­და, მივ­სუ­ლი­ყა­ვი, ხმა მი­მეწვდი­ნა და მე­თხო­ვა პი­რად კონ­ტროლ­ზე აეყ­ვა­ნა საქ­მე. რა მი­ა­მი­ტი ვი­ყა­ვი... კონ­ტროლ­ზე ისე­დაც ჰქონ­და აყ­ვა­ნი­ლი და გა­ცე­მუ­ლი ჰქონ­და ბრძა­ნე­ბა, არ გა­მო­ე­ძი­ე­ბი­ნათ. ერთხელ სახ­ლთან მთე­ლი დღე ვე­ლო­დე­ბო­დი. დი­ლის ხუთი სა­ა­თი­დან ვი­დე­ქი მო­პირ­და­პი­რე სა­დარ­ბა­ზო­ში და რომ გა­მო­ვი­და, რას და­დი­ხარ აქაო, ეს სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი­აო. ამ­რე­ზით მი­თხრა, ჩაჯ­და მან­ქა­ნა­ში და წა­ვი­და. კა­ჩინ­სკის ძეგლის გახ­სნი­სა­საც ვცდი­ლობ­დი მის­თვის წე­რი­ლი გა­და­მე­ცა. მომ­ვარ­დნენ დაც­ვის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი და მათ­რი­ეს, ჩამ­კე­ტეს სა­დღაც და სა­ნამ არ დას­რულ­და ღო­ნის­ძი­ე­ბა, არ გა­მო­მიშ­ვეს. 26 მა­ის­საც ვცდი­ლობ­დი მას­თან მი­ახ­ლო­ე­ბას. მე და ჩემი გოგო ვი­ყა­ვით. მათ­თვის რომ დის­კომ­ფორ­ტი არ შე­მექ­მნა, რო­გორც ჩანს, სა­ა­კაშ­ვილ­მა ბრძა­ნე­ბა გას­ცა, რომ წა­ვეყ­ვა­ნეთ გომ­ბო­რის ტყე­ში და იქ და­ვეგ­დეთ. მარ­თლაც მოგ­ვცვივ­დნენ ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცე­ბი, ძა­ლით ჩაგ­ვსვეს მან­ქა­ნა­ში და მივ­ყავ­დით ტყის­კენ. გზად ავ­ტირ­დი და ამ ბი­ჭებს ვუ­თხა­რი, სა­დაც გინ­დათ იქ წა­მიყ­ვა­ნეთ, ოღონდ მა­ნამ­დე ჩემი ამ­ბა­ვი მო­ის­მი­ნეთ-მეთ­ქი. მო­ვუ­ყე­ვი ჩემი გა­სა­ჭი­რი. გა­გიჟ­დნენ ეს ბი­ჭე­ბი. მძღო­ლი ახალ­გაზ­რდა, ასე 25 წლამ­დე ბიჭი იყო, სულ ბო­დი­შებს მიხ­დი­და და პა­ტი­ე­ბას მთხოვ­და. მი­თხა­რით, სად არის და­საფ­ლა­ვე­ბუ­ლი თქვე­ნი შვი­ლი, ბო­დი­ში უნდა მო­ვუ­ხა­დო დე­და­მისს რომ ასე შე­ვე­ხე და ძა­ლით ჩავ­ტე­ნე მან­ქა­ნა­შიო. მარ­თლაც აგ­ვიყ­ვა­ნა სა­საფ­ლა­ო­ზე და სამი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში გვე­ლო­დე­ბო­და იქ, და­ჩო­ქი­ლი იდგა და ჩემი შვი­ლის სულს პა­ტი­ე­ბას სთხოვ­და. ეს იყო ერ­თა­დერ­თი ღვთის­ნი­ე­რი ადა­მი­ა­ნი ძა­ლო­ვა­ნი უწყე­ბე­ბი­დან, ვის­თა­ნაც მო­მი­წია შეხ­ვედ­რამ ამ ჩვიდ­მეტ­წ­ლი­ა­ნი ბრძო­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში. წლე­ბის მან­ძილ­ზე მყა­რა­უ­ლობ­დნენ ძა­ლო­ვა­ნე­ბი. 24 სა­ა­თის რე­ჟიმ­ში იდ­გნენ ჩემს სახ­ლთან ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბით და მით­ვალ­თვა­ლებ­დნენ. რომ მიხ­ვდნენ, არ გავ­ჩერ­დე­ბო­დი, გა­და­წყვი­ტეს ჩვენ და­ვე­ჭი­რეთ აქეთ.

ბუ­შის ვი­ზი­ტის დროს, ტე­რაქ­ტის ამ­ბავ­ზე დაგ­ვი­ბა­რეს, არა­ერ­თხელ დაგ­ვკი­თხეს და მონ­დო­მე­ბით ცდი­ლობ­დნენ ჩვენ­თვის და­ებ­რა­ლე­ბი­ნათ. 26 მა­ისს კი ჩვენ სა­საფ­ლა­ო­ზე ვი­ყა­ვით, მიც­ვა­ლე­ბულ­თა მოხ­სე­ნი­ე­ბის დღე იყო და ალი­ბი გვქონ­და. შე­სა­ბა­მი­სად, არ გა­მო­უ­ვი­დათ. რამ­დე­ნი ერთი გა­ვიხ­სე­ნო არ ვიცი. სა­ქარ­თვე­ლო­ში ვერ­ცერ­თი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში ვერ ვი­პო­ვე სი­მარ­თლე და ქვეყ­ნის გა­რეთ მა­ინც შევ­ძე­ლით. მაგ­რამ, ეს არ არის და­სას­რუ­ლი. მათი ფული მე ტკი­ვილს არ შე­მიმ­სუ­ბუ­ქებს. მე არ გავ­ჩერ­დე­ბი, ვიდ­რე ჩემი ოჯა­ხის გა­მა­უ­ბე­დუ­რე­ბე­ლი არ და­ის­ჯე­ბა", - ამ­ბობს მა­რი­ამ საყ­ვა­რე­ლი­ძე.

მა­რი­ამ საყ­ვა­რე­ლი­ძემ 2010 წელს, "ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ცენ­ტრის" დახ­მა­რე­ბით, ევ­რო­სა­სა­მარ­თლოს მი­მარ­თა. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ად­ვო­კა­ტის, ნეს­ტან ლონ­და­რი­ძის გან­ცხა­დე­ბით, საქ­მე წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს შეგ­ნე­ბუ­ლად იბ­ლო­კე­ბო­და, რათა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გა­ჩე­ნი­ლი­ყო გან­ცდა, თით­ქოს "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცია" მშვი­დო­ბი­ა­ნი და უსის­ხლო მოვ­ლე­ნა იყო.

"ათი წელი დაგ­ვჭირ­და სი­მარ­თლის და­სად­გე­ნად. ამ საქ­მის გა­ჭი­ა­ნუ­რე­ბა იმი­ტომ მოხ­და წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს, რომ ყვე­ლას ჰგო­ნე­ბო­და, თით­ქოს "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცია" იყო უსის­ხლო და მშვი­დო­ბი­ა­ნი. მა­შინ, რო­დე­საც ყვე­ლა­ფე­რი ხე­ლის გულ­ზე იდო, არ იყ­ვნენ და­კი­თხუ­ლი ის პი­რე­ბი, დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი, რო­მელ­თა იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბაც მოხ­და. გა­მოვ­ლე­ნი­ლი იყო ჯავ­შან­ტექ­ნი­კის მძღო­ლი, რო­მე­ლიც და­ე­ჯა­ხა ავ­ტო­მან­ქა­ნას. ეს იყო თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრო­მე­ლი. ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნის ბოლო პე­რი­ოდ­ში ეს ადა­მი­ა­ნი თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს“, - გან­გვი­ცხა­და უფ­ლე­ბა­დამ­ცველ­მა.

რო­გორც AMBEBI.GE-თან სა­უ­ბარ­ში მა­რი­ამ საყ­ვა­რე­ლი­ძე აღ­ნიშ­ნავს, ის სტრას­ბურ­გში გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ, გა­ჩე­რე­ბას არ აპი­რებს და ბრძო­ლას იმ დრომ­დე არ შე­წყვეტს, ვიდ­რე სა­მარ­თა­ლი არ იზე­ი­მებს და დამ­ნა­შა­ვე სა­თა­ნა­დოდ და­ის­ჯე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
იკა
12

აი რა ქვეყანაში ვცხოვრობთ, სრული რეალობაა ამ ქალის ტკივილი, რამდენი ასეთი საქმეები ექნებათ დახურული, ყოჩაღ, რომ ბოლომდე იბრძვით, ვისაც არ აქვს ბრძოლის უნარი, ის ხომ გაუბედურებული დარჩა, ამიტომ ხსენება არ მინდა არც იმ მთავრობის და არც ამ მთავრობის, ერთმანეთის გადაბრალებაში რომ დაგვაბერეს ხალხი უიმედოდ და უსიკეთოდ.

შოდა
4

ხომ გაგიგიათ, ძაღლი ძაღლის ტყავს არ დახევსო!

- მაგრამ რას იზამ? ერთი დღეც იქნება და ყველას მოეკითხება! ჭეშმარიტება მაღალია და ის ღმერთთანაა! ვერაგნო და ცრუნო გეშინოეთ ჭეშმარიტების!

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"არ გავჩერდები, ვიდრე ჩემი ოჯახის გამაუბედურებელი არ დაისჯება" - 2003 წელს საზარელ ავარიაში დაღუპული დავით საყვარელიძის დედამ სტრასბურგში გაიმარჯვა

"არ გავჩერდები, ვიდრე ჩემი ოჯახის გამაუბედურებელი არ დაისჯება" - 2003 წელს საზარელ ავარიაში დაღუპული დავით საყვარელიძის დედამ სტრასბურგში გაიმარჯვა

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ საქართველო კვლავ დამნაშავედ ცნო ადამიანის სიცოცხლის უფლების დარღვევაში. საქმე, რომელიც არც ერთმა ხელისუფლებამ გამოიძია და 2017 წელს ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო დაიხურა, სტრასბურგის სასამართლომ შეისწავლა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ათი წლის თავზე მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს მოსარჩელისთვის არამატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად 25 ათასი ევროს გადახდა დააკისრა.

სტრასბურგის მიერ გამართლებულები ორივე ხელისუფლების პირობებში მრავლად არიან. ამჯერად კი, საქმე "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდს უკავშირდება.

"საყვარელიძე საქართველოს წინააღმდეგ"

2003 წლის 22 ნოემბერს, "ვარდების რევოლუციის" სახელით მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს, ავტოავარია მოხდა. მაშინდელი უშიშროების სამინისტროს სწრაფი რეაგირების სამმართველოს დაქვემდებარებაში მყოფი სპეციალური სატრანსპორტო საშუალება "ჯტრ"-ი "ბმვ"-ს მარკის ავტომანქანას შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი - 23 წლის დავით საყვარელიძე და ეთერ შიოშვილი-წულიაშვილი გარდაცვალა. ავტომანქანაში იჯდა მოსარჩელე მარიამ საყვარელიძეც, რომელმაც ტრაგიკული შემთხვევის გამო შვილი და და დაკარგა. ფაქტიდან მეორე დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე სსკი-ის 276-ე მუხლით საქმე აღძრა. 2003 წლიდან მოყოლებული თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროები, ასევე თბილისის პროკურატურა წლების განმავლობაში იძიებდნენ საქმეს. ის რამდენჯერმე დაიხურა და განახლდა. 2010 წელს კი პროკურატურამ მარიამ საყვარელიძეს აცნობა, რომ საგამოძიებო ქმედებებით შეუძლებელი იყო იმის დანამდვილებით დადგენა, რა მოხდა 2003 წლის ნოემბერში. პროკურატურამ საქმე 2017 წლის მარტში, ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, საბოლოოდ შეწყვიტა.

მარიამ საყვარელიძემ AMBEBI.GE-სთან 17 წლის წინ მომხდარი ტრაგედია გაიხსენა და იმ წინააღმდეგობების შესახებ უამბო, რასაც იგი წლების განმავლობაში, სიმართლის დადგენისთვის ბრძოლაში აწყდებოდა.

"იმ დღეს საღამოს გადავწყვიტე ჩემი შვილის მანქანით გავსულიყავი ქვემო ფონიჭალაში, თან წავიყვანე ჩემი და თავისი სამი მცირეწლოვანი შვილით. გორგასლის ქუჩაზე პატარა ხიდი იყო ჯებირებით და ზუსტად იმ ადგილას შევხვდით "შავნაბადას" სწრაფი რეაგირების ჯგუფიდან გამოსულ ორ ბეტეერს. ერთმანეთს "აბგონს" უკეთებდნენ. ვერ ჩავეტიეთ იმ ათმეტრიან გზაში და ერთ-ერთმა "ბეტეერმა" გვერდი გაგვკრა. ადგილზე დამეღუპა და, ჩემი შვილი კი მე ჩამივარდა კალთაში... 30 საათი იყო კომაში და საავადმყოფოში გარდაიცვალა. მე გონება არ დამიკარგავს. ვუპატრონე დასაც, შვილსაც და დისშვილებსაც. ჩემი დისშვილი იმის მერე პირველი ჯგუფის ინვალიდი დარჩა. მე რაც გადავიტანე, მტერსაც კი არ ვუსურვებ...

იმ დღიდან ვიბრძვი სიმართლის დასადგენად. თავდაპირველად, სამი თვის განმავლობაში ძალიან სწორად და აქტიურად მიმდინარეობდა გამოძიება. გამომძიებელმა გოჩა სხირტლაძემ გამოავლინა ის "ბეტეერიც", რომელიც დაგვეჯახა, მისი დამნაშავე მძღოლიც და საერთოდ ყველაფერი. თან გეუბნებოდა, ისეთი წინააღმდეგობა და ზეწოლაა, ვერ აღგიწერთო. ეს გამომძიებელი ჩემს საქმეს შეეწირა - სამსახურიდან გაათავისუფლეს. ამის შემდეგ, ირაკლი ოქრუაშვილის ინიციატივით, საქმე გადასცეს უშიშროებას. სწორედ უშიშროების თანამშრომელი იყო ის პირი, ვინც ჩვენ დაგვეჯახა. გასაგები იყო, როგორც გამოიძიებდნენ. მას შემდეგ საქმეზე არაფერი გაკეთებულა. გააჭიანურეს შეგნებულად და ხანდზმულობის ვადის გასვლის გამო დახურეს. გასაგებია, რომ წინა ხელისუფლება ამას არ გამოიძიებდა, მაგრამ არც ამ ხელისუფლებას გაუკეთებია რამე. მუდმივად ვაწუხებდი პროკურატურას, თუმცა უშედეგოდ, პასუხს არავინ გვცემდა", - გვიყვება შვილმკვდარი დედა.

მარიამ საყვარელიძე იხსენებს, რომ არაერთხელ სცადა ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრა, თუმცა ყოველ ჯერზე მხოლოდ შეურაცხყოფას იღებდა.

"რას არ ვაკეთებდი, როგორ ვცდილობდი, რომ გამოეძიებინათ საქმე. სააკაშვილს რამდენჯერმე შევხვდი პირადად. ვცდილობდი, სადაც კი გამოსვლა ჰქონდა, მივსულიყავი, ხმა მიმეწვდინა და მეთხოვა პირად კონტროლზე აეყვანა საქმე. რა მიამიტი ვიყავი... კონტროლზე ისედაც ჰქონდა აყვანილი და გაცემული ჰქონდა ბრძანება, არ გამოეძიებინათ. ერთხელ სახლთან მთელი დღე ველოდებოდი. დილის ხუთი საათიდან ვიდექი მოპირდაპირე სადარბაზოში და რომ გამოვიდა, რას დადიხარ აქაო, ეს საცხოვრებელი სახლიაო. ამრეზით მითხრა, ჩაჯდა მანქანაში და წავიდა. კაჩინსკის ძეგლის გახსნისასაც ვცდილობდი მისთვის წერილი გადამეცა. მომვარდნენ დაცვის თანამშრომლები და მათრიეს, ჩამკეტეს სადღაც და სანამ არ დასრულდა ღონისძიება, არ გამომიშვეს. 26 მაისსაც ვცდილობდი მასთან მიახლოებას. მე და ჩემი გოგო ვიყავით. მათთვის რომ დისკომფორტი არ შემექმნა, როგორც ჩანს, სააკაშვილმა ბრძანება გასცა, რომ წავეყვანეთ გომბორის ტყეში და იქ დავეგდეთ. მართლაც მოგვცვივდნენ ახალგაზრდა მამაკაცები, ძალით ჩაგვსვეს მანქანაში და მივყავდით ტყისკენ. გზად ავტირდი და ამ ბიჭებს ვუთხარი, სადაც გინდათ იქ წამიყვანეთ, ოღონდ მანამდე ჩემი ამბავი მოისმინეთ-მეთქი. მოვუყევი ჩემი გასაჭირი. გაგიჟდნენ ეს ბიჭები. მძღოლი ახალგაზრდა, ასე 25 წლამდე ბიჭი იყო, სულ ბოდიშებს მიხდიდა და პატიებას მთხოვდა. მითხარით, სად არის დასაფლავებული თქვენი შვილი, ბოდიში უნდა მოვუხადო დედამისს რომ ასე შევეხე და ძალით ჩავტენე მანქანაშიო. მართლაც აგვიყვანა სასაფლაოზე და სამი საათის განმავლობაში გველოდებოდა იქ, დაჩოქილი იდგა და ჩემი შვილის სულს პატიებას სთხოვდა. ეს იყო ერთადერთი ღვთისნიერი ადამიანი ძალოვანი უწყებებიდან, ვისთანაც მომიწია შეხვედრამ ამ ჩვიდმეტწლიანი ბრძოლის განმავლობაში. წლების მანძილზე მყარაულობდნენ ძალოვანები. 24 საათის რეჟიმში იდგნენ ჩემს სახლთან ავტომობილებით და მითვალთვალებდნენ. რომ მიხვდნენ, არ გავჩერდებოდი, გადაწყვიტეს ჩვენ დავეჭირეთ აქეთ.

ბუშის ვიზიტის დროს, ტერაქტის ამბავზე დაგვიბარეს, არაერთხელ დაგვკითხეს და მონდომებით ცდილობდნენ ჩვენთვის დაებრალებინათ. 26 მაისს კი ჩვენ სასაფლაოზე ვიყავით, მიცვალებულთა მოხსენიების დღე იყო და ალიბი გვქონდა. შესაბამისად, არ გამოუვიდათ. რამდენი ერთი გავიხსენო არ ვიცი. საქართველოში ვერცერთი ხელისუფლების პირობებში ვერ ვიპოვე სიმართლე და ქვეყნის გარეთ მაინც შევძელით. მაგრამ, ეს არ არის დასასრული. მათი ფული მე ტკივილს არ შემიმსუბუქებს. მე არ გავჩერდები, ვიდრე ჩემი ოჯახის გამაუბედურებელი არ დაისჯება", - ამბობს მარიამ საყვარელიძე.

მარიამ საყვარელიძემ 2010 წელს, "ადამიანის უფლებათა ცენტრის" დახმარებით, ევროსასამართლოს მიმართა. ორგანიზაციის ადვოკატის, ნესტან ლონდარიძის განცხადებით, საქმე წინა ხელისუფლების დროს შეგნებულად იბლოკებოდა, რათა საზოგადოებაში გაჩენილიყო განცდა, თითქოს "ვარდების რევოლუცია" მშვიდობიანი და უსისხლო მოვლენა იყო.

"ათი წელი დაგვჭირდა სიმართლის დასადგენად. ამ საქმის გაჭიანურება იმიტომ მოხდა წინა ხელისუფლების დროს, რომ ყველას ჰგონებოდა, თითქოს "ვარდების რევოლუცია" იყო უსისხლო და მშვიდობიანი. მაშინ, როდესაც ყველაფერი ხელის გულზე იდო, არ იყვნენ დაკითხული ის პირები, დამნაშავეები, რომელთა იდენტიფიცირებაც მოხდა. გამოვლენილი იყო ჯავშანტექნიკის მძღოლი, რომელიც დაეჯახა ავტომანქანას. ეს იყო თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი. ჩვენი ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის ბოლო პერიოდში ეს ადამიანი თავდაცვის სამინისტროდან გაათავისუფლეს“, - განგვიცხადა უფლებადამცველმა.

როგორც AMBEBI.GE-თან საუბარში მარიამ საყვარელიძე აღნიშნავს, ის სტრასბურგში გამარჯვების შემდეგ, გაჩერებას არ აპირებს და ბრძოლას იმ დრომდე არ შეწყვეტს, ვიდრე სამართალი არ იზეიმებს და დამნაშავე სათანადოდ დაისჯება.

ახალგაზრდა ქალის მკვლელობისა და მამაკაცის დაჭრის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

პანკისში მომხდარი მკვლელობის საქმეზე 46 წლის მამაკაცი დააკავეს

"ჩანაწერში ბრალდებული ამბობს, რომ ჩიჩხიტურის მიმდებარედ მოხდა საზღვრის ხაზის გავლება, აზერბაიჯანული მხარის პოზიციის შესაბამისად" - პროკურორი