პოლიტიკა
მეცნიერება
სამართალი

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
საზოგადოება
მსოფლიო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აპირებს თუ არა პოლიტიკაში მოსვლას ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილი - ლაშა შევარდნაძე საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და ოჯახის წევრების საქმიანობაზე
აპირებს თუ არა პოლიტიკაში მოსვლას ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილი - ლაშა შევარდნაძე საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და ოჯახის წევრების საქმიანობაზე

სა­ქარ­თვე­ლოს მე­ო­რე პრე­ზი­დენ­ტის, ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის შვი­ლიშ­ვი­ლი ლაშა შე­ვარ­დნა­ძე პრე­სას­თან იშ­ვი­ა­თად ჩნდე­ბა და სა­კუ­თარ საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე ლა­პა­რა­კიც არ უყ­ვარს. ჩვე­ნი ბოლო ინ­ტერ­ვი­უ­დან ხუთი წლის შემ­დეგ, ის კი­დევ ერთხელ დაგ­ვთან­ხმდა ინ­ტერ­ვი­უ­ზე.

- ლაშა, მად­ლო­ბა, ამ­დე­ნი წლის შემ­დეგ კი­დევ ერთი ინ­ტერ­ვი­უს­თვის, რას საქ­მი­ა­ნობთ ახლა?

- ვი­ნა­ი­დან არც სა­ჯა­რო მო­ხე­ლე ვარ და არც სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე, მაქ­სი­მა­ლუ­რად ვე­რი­დე­ბი ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბის მი­ცე­მას, ჩემს ცხოვ­რე­ბა­ზე და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის აქ­ტუ­ა­ლურ თე­მებ­ზე სა­ჯა­როდ სა­უ­ბარს. თუმ­ცა­ღა მინ­და და­გე­თან­ხმოთ, რომ ჩვე­ნი ინ­ტერ­ვიუ ხუთი წლის წინ საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო გა­მოდ­გა, იმ პე­რი­ო­დის­თვის გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რად სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბე­ბი გან­ვი­ხი­ლეთ, შე­სა­ბა­მი­სად, იმი­ტო­მაც დავ­თან­ხმდი თქვენ­თან ახალ ინ­ტერ­ვი­უს.

რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს საქ­მი­ა­ნო­ბას, რამ­დე­ნი­მე კონ­კრე­ტულ პრო­ექ­ტზე ვმუ­შა­ობ, ეს საკ­მა­ოდ შრო­მა­ტე­ვა­დი პრო­ცე­სია და ვიდ­რე ბო­ლომ­დე არ მი­ვიყ­ვან, მირ­ჩევ­ნია არ ვი­ლა­პა­რა­კო მას­ზე. უმე­ტეს დროს თბი­ლის­ში ვა­ტა­რებ, იმი­ტომ რომ ჩემი საქ­მი­ა­ნო­ბა დიდ­წი­ლად სა­ქარ­თვე­ლოს უკავ­შირ­დე­ბა. საფ­რან­გეთ­შიც პე­რი­ო­დუ­ლად მი­წევს ხოლ­მე ჩას­ვლა, რო­გორც მშობ­ლე­ბის სა­ნა­ხა­ვად, ასე­ვე პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის.

- მოგ­ვი­ყე­ვით თქვე­ნი ოჯა­ხის წევ­რებ­ზე, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად სა­ინ­ტე­რე­სოა მა­მის, პა­ა­ტა შე­ვარ­დნა­ძის საქ­მი­ა­ნო­ბა...

- მა­მამ უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია კა­რი­ე­რა და­ას­რუ­ლა (ის 1990 წლი­დან პა­რიზ­ში იუ­ნეს­კო­ში მუ­შა­ობ­და. მისი ბოლო პოს­ტი იყო დიპ­ლო­მა­ტის რან­გში იუ­ნეს­კოს გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის მრჩე­ვე­ლი სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სა­კი­თხებ­ში). დღეს, 62 წლის ასაკ­ში, ფრან­გულ-შვე­ი­ცა­რი­ულ კერ­ძო კომ­პა­ნი­ა­ში მუ­შა­ობს, რო­გორც კონ­სულ­ტან­ტი მსოფ­ლიო პო­ლი­ტი­კურ სა­კი­თხებ­სა და ალ­ტერ­ნა­ტი­ულ ენერ­გო სფე­რო­ში.

ჩემ­თვის მამა არის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რად მო­აზ­როვ­ნე პი­როვ­ნე­ბა, ვინც კი ცხოვ­რე­ბა­ში შემ­ხვედ­რია. მას სა­ქარ­თვე­ლო­ში იც­ნო­ბენ, რო­გორც და­დე­ბით პი­როვ­ნე­ბას, მაგ­რამ მისი იდე­ე­ბი ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის უც­ნო­ბია. მა­მას ქვეყ­ნის გე­ოს­ტრა­ტე­გი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის შე­სა­ხებ ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ხედ­ვა აქვს. მჯე­რა და ვი­მე­დოვ­ნებ, რომ ადრე თუ გვი­ან, სა­კუ­თარ ნაშ­რო­მებს გა­მო­აქ­ვეყ­ნებს, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნოს ჩვე­ნი ქვეყ­ნის რო­გორც გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი, ისე მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით.

ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლია, რომ ჩემი და, სოფო ჟურ­ნა­ლის­ტია და რუ­სეთ­ში მოღ­ვა­წე­ობს. რამ­დე­ნი­მე თვის წინ მან სან­კტ-პე­ტერ­ბურ­გის სა­ერ­თა­შო­რი­სო ეკო­ნო­მი­კუ­რი ფო­რუ­მი წა­იყ­ვა­ნა, რო­მელ­საც ეს­წრე­ბოდ­ნენ: პუ­ტი­ნი, ჩი­ნე­თის პრე­ზი­დენ­ტი სი ძინ პინი, გა­ე­როს გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი და ასე­ვე სხვა ქვეყ­ნე­ბის პრე­ზი­დენ­ტე­ბი და პო­ლი­ტი­კუ­რი მოღ­ვა­წე­ე­ბი. ეს ფო­რუ­მი ერთ-ერთი უმ­სხვი­ლე­სია მსოფ­ლი­ოს ეკო­ნო­მი­კურ ფო­რუ­მებს შო­რის, ისე­ვე რო­გორც და­ვო­სი და მისი მთა­ვა­რი სხდო­მა პირ­ვე­ლად წა­იყ­ვა­ნა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქემ.

აქამ­დე ეს პა­ტი­ვი მხო­ლოდ ამე­რი­კელ და ინ­გლი­სელ ცნო­ბილ ტე­ლე­წამ­ყვა­ნებს რგე­ბი­ათ. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სო­ფომ ვლა­დი­მირ პუ­ტინს საკ­მა­ოდ თა­მა­მი შე­კი­თხვე­ბიც და­უს­ვა რო­გორც სა­ინ­ვეს­ტი­ციო გა­რე­მო­ზე, ასე­ვე უკ­რა­ი­ნის ახ­ლად არ­ჩე­ულ პრე­ზი­დენტზე. დღეს­დღე­ო­ბით ის გა­დარ­თუ­ლია თა­ვის კერ­ძო ჟურ­ნა­ლის­ტი­კურ პრო­ექ­ტებ­ში, რო­მე­ლიც სრუ­ლი­ად აპო­ლი­ტი­კუ­რია და მსოფ­ლი­ოს სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვან გა­მოწ­ვე­ვებს ეხ­მა­უ­რე­ბა.

- გვე­სა­უბ­რეთ თქვე­ნი უმ­ცრო­სი დის - ნა­ნუ­ლი შე­ვარ­დნა­ძის შე­სა­ხებ, რო­გორ ცხოვ­რობს, სად სწავ­ლობს?

- ნა­ნუ­ლი და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და საფ­რან­გეთ­ში. ფრან­გუ­ლი სას­კო­ლო სის­ტე­მის მი­ხედ­ვით, მან სა­უ­კე­თე­სო ქუ­ლე­ბით და­ას­რუ­ლა სწავ­ლა. ის მა­თე­მა­ტი­კუ­რი და ტექ­ნი­კუ­რი ნი­ჭით გა­მო­ირ­ჩე­ვა, მაგ­რამ არ­ჩია სამ­სა­ხი­ო­ბო სფე­როს გაჰ­ყო­ლო­და. შე­სა­ბა­მი­სად, რამ­დე­ნი­მე წლის წინ ამე­რი­კა­ში ერთ-ერთ წამ­ყვან თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში ჩა­ა­ბა­რა. ინ­სტი­ტუტს წელს ამ­თავ­რებს და დიდი ალ­ბა­თო­ბით ხე­ლოვ­ნე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­აგ­რძე­ლებს მოღ­ვა­წე­ო­ბას.

- წლე­ბის წინ და­გენგრათ ოჯა­ხი და მას შემ­დეგ, დიდი ინ­ტე­რესს იწ­ვევს თქვე­ნი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა...

- ჩემს პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში სი­ახ­ლე­ე­ბი ნად­ვი­ლად არის, თავს კარ­გად ვგრძნობ, და­ნარ­ჩენს მო­მა­ვა­ლი გვიჩ­ვე­ნებს.

- სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვხე­დავ, რომ შვი­ლებ­თან აქ­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გაქვთ, რა დროს ატა­რებთ მათ­თან და რა რჩე­ვებს აძ­ლევთ პა­ტა­რებს?

- ისი­ნი უკვე მო­ზარ­დე­ბი არი­ან. ვცდი­ლობთ, რომ კვი­რა­ში ორი-სამი დღე ერ­თად გა­ვა­ტა­როთ. დავ­დი­ვართ კი­ნო­ში, თე­ატ­რში, სპორ­ტულ ღო­ნის­ძი­ე­ბებს ვეს­წრე­ბით და პე­რი­ო­დუ­ლად ერ­თა­დაც ვვარ­ჯი­შობთ. გა­რეგ­ნუ­ლად რო­გორც მე­უბ­ნე­ბი­ან ძა­ლი­ან მგავს უმ­ცრო­სი, მა­ნე­რე­ბით და სპორ­ტუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბით კი უფ­რო­სი. ჩემი მათ­და­მი რჩე­ვა კი იგი­ვეა, რა­საც ბაბუ ეუბ­ნე­ბო­და მა­მა­ჩემს, თა­ვის მხრივ მა­მა­ჩე­მი მე­უბ­ნე­ბო­და მე: "წადი შორს, მაგ­რამ ახ­ლოს იყა­ვი შენს ოჯახ­თან და სამ­შობ­ლოს­თან".

- რო­გო­რია ცხოვ­რე­ბა ბა­ბუ­ის, ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ?

- უკვე მე­ექ­ვსე წელი და­ი­წყო ბა­ბუს გა­რე­შე - ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბის­თვის მის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა არ არის იოლი. ოჯა­ხის წევ­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლია, ამ დროს სა­ერ­თოდ არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა ადა­მი­ა­ნი რას საქ­მი­ა­ნობს.

- სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი ხში­რად აკ­რი­ტი­კებს ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძეს და მის მმარ­თვე­ლო­ბას, ზოგ­ჯერ შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლა­დაც კი, რო­გორ ხვდე­ბით ამ შე­ფა­სე­ბებს?

- ხალ­ხის ნა­წილ­ში არ­სე­ბობს გარ­კვე­უ­ლი ნე­გა­ტი­უ­რი აზრი ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის მოღ­ვა­წე­ო­ბის შე­სა­ხებ, რაც ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ან­ტი­პი­ა­რის ძლი­ე­რი "დამ­სა­ხუ­რე­ბაა".

არა­ერ­თხელ მით­ქვამს ჩემს წინა ინ­ტერ­ვი­უ­ებ­შიც, რა თქმა უნდა, უშეც­დო­მო ადა­მი­ა­ნე­ბი არ არ­სე­ბო­ბენ და შეც­დო­მე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით მისი მმარ­თვე­ლო­ბის ბოლო პე­რი­ოდ­ში ბევ­რი იყო. თუმ­ცა ღრმად ვარ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ მისი ღვაწ­ლი ქვეყ­ნის და მსოფ­ლი­ოს წი­ნა­შე იქ­ნე­ბა სწო­რად შე­ფა­სე­ბუ­ლი და ადეკ­ვა­ტუ­რად და­ფა­სე­ბუ­ლი. აქვე უნდა აღ­ვნიშ­ნო, რომ ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს, ვი­საც XX სა­უ­კუ­ნის 90-იანი წლე­ბის და­სა­წყი­სი გა­მო­ი­ა­რა, კარ­გად ემახ­სოვ­რე­ბა თუ რო­გორ ქვე­ყა­ნა­ში ჩა­მო­ვი­და ის 1992 წელს და 2003 წელს რო­გო­რი ქვე­ყა­ნა და­უ­ტო­ვა "თა­ვის­სა­ვე აღ­ზრდი­ლებს" - ეს იყო ქვე­ყა­ნა თა­ვი­სი აწყო­ბი­ლი სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტე­ბით.

ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძემ მეტ-ნაკ­ლე­ბად შეძ­ლო ქვეყ­ნის სტა­ბი­ლი­ზა­ცია, შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბე­ბის გა­ნე­იტ­რა­ლე­ბა, ქვე­ყა­ნა­ში სა­კუ­თა­რი ვა­ლუ­ტის შე­მო­ღე­ბა და ახა­ლი კონ­სტი­ტუ­ცი­ის მი­ღე­ბა.

ასე­ვე ბაქო-თბი­ლი­სი-ჯე­ი­ჰა­ნის ნავ­თობ­სა­დე­ნის და ბაქო-თბი­ლი­სი-ერზრუ­მის გაზ­სა­დე­ნის პრო­ექ­ტებს ჩა­უ­ყა­რა სა­ფუძ­ვე­ლი. სწო­რედ ამ ორი პრო­ექ­ტის გამო გახ­და სა­ქარ­თვე­ლო მსოფ­ლი­ოს­თვის გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი მნიშ­ვნე­ლო­ბის ქვე­ყა­ნა. დღეს­დღე­ო­ბით სწო­რედ ამ ორი პრო­ექ­ტის გამო ინარ­ჩუ­ნებს და­სავ­ლე­თი ჩვე­ნი ქვეყ­ნის მი­მართ ინ­ტე­რესს. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 45 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მე...
52

პაატა არის ძალიან განათლებული და დიდი კულტურის მქონე,უამბიციო ადამიანი...რაც არ უნდა წეროთ ედუარდზე,პაატას ნუ შეეხებით,მართლა კარგი ადამიანია.

ნატა
56

ძალიან სასიამოვნო და გონიერი ახალგაზრდა კაცი ჩანს, თვით შვილიშვილი ამბობს, დაისვენოს საქართველომ შევარდნაძეებისგანო და ,,ოცნებამ,, ლამის აღადგინა შევარდნაძიზმი. წარმატებები ამ ჭკვიან და კარგ ბიჭს, თვალში არავის ეჩხირება, უფლება აქვს, იყოს წარმატებულიც და ბედნიერიც.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საპროტესტო აქციებზე დაკავებული მომიტინგეების ოჯახის წევრები 8 აპრილს დაგეგმილი დემონსტრაციისთვის ემზადებიან
ავტორი:

აპირებს თუ არა პოლიტიკაში მოსვლას ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილი - ლაშა შევარდნაძე საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და ოჯახის წევრების საქმიანობაზე

აპირებს თუ არა პოლიტიკაში მოსვლას ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილი - ლაშა შევარდნაძე საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და ოჯახის წევრების საქმიანობაზე

საქართველოს მეორე პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილი ლაშა შევარდნაძე პრესასთან იშვიათად ჩნდება და საკუთარ საქმიანობაზე ლაპარაკიც არ უყვარს. ჩვენი ბოლო ინტერვიუდან ხუთი წლის შემდეგ, ის კიდევ ერთხელ დაგვთანხმდა ინტერვიუზე.

- ლაშა, მადლობა, ამდენი წლის შემდეგ კიდევ ერთი ინტერვიუსთვის, რას საქმიანობთ ახლა?

- ვინაიდან არც საჯარო მოხელე ვარ და არც საზოგადო მოღვაწე, მაქსიმალურად ვერიდები ინტერვიუების მიცემას, ჩემს ცხოვრებაზე და საზოგადოებისთვის აქტუალურ თემებზე საჯაროდ საუბარს. თუმცაღა მინდა დაგეთანხმოთ, რომ ჩვენი ინტერვიუ ხუთი წლის წინ საკმაოდ საინტერესო გამოდგა, იმ პერიოდისთვის გეოპოლიტიკურად საინტერესო ამბები განვიხილეთ, შესაბამისად, იმიტომაც დავთანხმდი თქვენთან ახალ ინტერვიუს.

რაც შეეხება ჩემს საქმიანობას, რამდენიმე კონკრეტულ პროექტზე ვმუშაობ, ეს საკმაოდ შრომატევადი პროცესია და ვიდრე ბოლომდე არ მივიყვან, მირჩევნია არ ვილაპარაკო მასზე. უმეტეს დროს თბილისში ვატარებ, იმიტომ რომ ჩემი საქმიანობა დიდწილად საქართველოს უკავშირდება. საფრანგეთშიც პერიოდულად მიწევს ხოლმე ჩასვლა, როგორც მშობლების სანახავად, ასევე პროფესიული საქმიანობისთვის.

- მოგვიყევით თქვენი ოჯახის წევრებზე, საზოგადოებისთვის განსაკუთრებულად საინტერესოა მამის, პაატა შევარდნაძის საქმიანობა...

- მამამ უკვე რამდენიმე წელია კარიერა დაასრულა (ის 1990 წლიდან პარიზში იუნესკოში მუშაობდა. მისი ბოლო პოსტი იყო დიპლომატის რანგში იუნესკოს გენერალური დირექტორის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში). დღეს, 62 წლის ასაკში, ფრანგულ-შვეიცარიულ კერძო კომპანიაში მუშაობს, როგორც კონსულტანტი მსოფლიო პოლიტიკურ საკითხებსა და ალტერნატიულ ენერგო სფეროში.

ჩემთვის მამა არის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურად მოაზროვნე პიროვნება, ვინც კი ცხოვრებაში შემხვედრია. მას საქართველოში იცნობენ, როგორც დადებით პიროვნებას, მაგრამ მისი იდეები ქართული საზოგადოებისთვის უცნობია. მამას ქვეყნის გეოსტრატეგიული განვითარების შესახებ ძალიან საინტერესო ხედვა აქვს. მჯერა და ვიმედოვნებ, რომ ადრე თუ გვიან, საკუთარ ნაშრომებს გამოაქვეყნებს, რამაც შეიძლება სერიოზული წვლილი შეიტანოს ჩვენი ქვეყნის როგორც გეოპოლიტიკური, ისე მდგრადი განვითარების თვალსაზრისით.

ყველასთვის ცნობილია, რომ ჩემი და, სოფო ჟურნალისტია და რუსეთში მოღვაწეობს. რამდენიმე თვის წინ მან სანკტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი წაიყვანა, რომელსაც ესწრებოდნენ: პუტინი, ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინ პინი, გაეროს გენერალური მდივანი და ასევე სხვა ქვეყნების პრეზიდენტები და პოლიტიკური მოღვაწეები. ეს ფორუმი ერთ-ერთი უმსხვილესია მსოფლიოს ეკონომიკურ ფორუმებს შორის, ისევე როგორც დავოსი და მისი მთავარი სხდომა პირველად წაიყვანა საქართველოს მოქალაქემ.

აქამდე ეს პატივი მხოლოდ ამერიკელ და ინგლისელ ცნობილ ტელეწამყვანებს რგებიათ. აღსანიშნავია, რომ სოფომ ვლადიმირ პუტინს საკმაოდ თამამი შეკითხვებიც დაუსვა როგორც საინვესტიციო გარემოზე, ასევე უკრაინის ახლად არჩეულ პრეზიდენტზე. დღესდღეობით ის გადართულია თავის კერძო ჟურნალისტიკურ პროექტებში, რომელიც სრულიად აპოლიტიკურია და მსოფლიოს სხვა მნიშვნელოვან გამოწვევებს ეხმაურება.

- გვესაუბრეთ თქვენი უმცროსი დის - ნანული შევარდნაძის შესახებ, როგორ ცხოვრობს, სად სწავლობს?

- ნანული დაიბადა და გაიზარდა საფრანგეთში. ფრანგული სასკოლო სისტემის მიხედვით, მან საუკეთესო ქულებით დაასრულა სწავლა. ის მათემატიკური და ტექნიკური ნიჭით გამოირჩევა, მაგრამ არჩია სამსახიობო სფეროს გაჰყოლოდა. შესაბამისად, რამდენიმე წლის წინ ამერიკაში ერთ-ერთ წამყვან თეატრალურ ინსტიტუტში ჩააბარა. ინსტიტუტს წელს ამთავრებს და დიდი ალბათობით ხელოვნების მიმართულებით გააგრძელებს მოღვაწეობას.

- წლების წინ დაგენგრათ ოჯახი და მას შემდეგ, დიდი ინტერესს იწვევს თქვენი პირადი ცხოვრება...

- ჩემს პირად ცხოვრებაში სიახლეები ნადვილად არის, თავს კარგად ვგრძნობ, დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს.

- სოციალურ ქსელში ვხედავ, რომ შვილებთან აქტიური ურთიერთობა გაქვთ, რა დროს ატარებთ მათთან და რა რჩევებს აძლევთ პატარებს?

- ისინი უკვე მოზარდები არიან. ვცდილობთ, რომ კვირაში ორი-სამი დღე ერთად გავატაროთ. დავდივართ კინოში, თეატრში, სპორტულ ღონისძიებებს ვესწრებით და პერიოდულად ერთადაც ვვარჯიშობთ. გარეგნულად როგორც მეუბნებიან ძალიან მგავს უმცროსი, მანერებით და სპორტული ინტერესებით კი უფროსი. ჩემი მათდამი რჩევა კი იგივეა, რასაც ბაბუ ეუბნებოდა მამაჩემს, თავის მხრივ მამაჩემი მეუბნებოდა მე: "წადი შორს, მაგრამ ახლოს იყავი შენს ოჯახთან და სამშობლოსთან".

- როგორია ცხოვრება ბაბუის, ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალების შემდეგ?

- უკვე მეექვსე წელი დაიწყო ბაბუს გარეშე - ჩემი ოჯახის წევრებისთვის მის გარეშე ცხოვრება არ არის იოლი. ოჯახის წევრის გარდაცვალება ძალიან რთულია, ამ დროს საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა ადამიანი რას საქმიანობს.

- საზოგადოების ნაწილი ხშირად აკრიტიკებს ედუარდ შევარდნაძეს და მის მმართველობას, ზოგჯერ შეურაცხმყოფელადაც კი, როგორ ხვდებით ამ შეფასებებს?

- ხალხის ნაწილში არსებობს გარკვეული ნეგატიური აზრი ედუარდ შევარდნაძის მოღვაწეობის შესახებ, რაც ყოფილი ხელისუფლების ანტიპიარის ძლიერი "დამსახურებაა".

არაერთხელ მითქვამს ჩემს წინა ინტერვიუებშიც, რა თქმა უნდა, უშეცდომო ადამიანები არ არსებობენ და შეცდომები განსაკუთრებით მისი მმართველობის ბოლო პერიოდში ბევრი იყო. თუმცა ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მისი ღვაწლი ქვეყნის და მსოფლიოს წინაშე იქნება სწორად შეფასებული და ადეკვატურად დაფასებული. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ნებისმიერ ადამიანს, ვისაც XX საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისი გამოიარა, კარგად ემახსოვრება თუ როგორ ქვეყანაში ჩამოვიდა ის 1992 წელს და 2003 წელს როგორი ქვეყანა დაუტოვა "თავისსავე აღზრდილებს" - ეს იყო ქვეყანა თავისი აწყობილი სახელმწიფო ინსტიტუტებით.

ედუარდ შევარდნაძემ მეტ-ნაკლებად შეძლო ქვეყნის სტაბილიზაცია, შეიარაღებული დაჯგუფებების განეიტრალება, ქვეყანაში საკუთარი ვალუტის შემოღება და ახალი კონსტიტუციის მიღება.

ასევე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის და ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენის პროექტებს ჩაუყარა საფუძველი. სწორედ ამ ორი პროექტის გამო გახდა საქართველო მსოფლიოსთვის გეოპოლიტიკური მნიშვნელობის ქვეყანა. დღესდღეობით სწორედ ამ ორი პროექტის გამო ინარჩუნებს დასავლეთი ჩვენი ქვეყნის მიმართ ინტერესს. წაიკითხეთ სრულად

Volvo Cars-მა კიდევ ერთი ამბიციური კლიმატური გეგმა წარადგინა

საქართველოში კორონავირუსის 1 271 შემთხვევა გამოვლინდა - რამდენი ტესტი ჩატარდა გასულ 24 საათში და როგორია ეპიდვითარება ქვეყანაში

თბილისის დიდ ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება - რომელ ქუჩებზე დროის რა მონაკვეთში გაითიშება შუქი