სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შემთხვევით აღმოვჩნდი იქ" - ირაკლი შოთაძე ადასტურებს, რომ ხაზარაძეს, ჩხარტიშვილსა და ივანიშვილს შორის გამართულ შეხვედრას ესწრებოდა
"შემთხვევით აღმოვჩნდი იქ" - ირაკლი შოთაძე ადასტურებს, რომ ხაზარაძეს, ჩხარტიშვილსა და ივანიშვილს შორის გამართულ შეხვედრას ესწრებოდა

გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რო­ბის კან­დი­და­ტი, ირაკ­ლი შო­თა­ძე ადას­ტუ­რებს, რომ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ყოფ­ნი­სას მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძის, ვანო ჩხარ­ტიშ­ვი­ლი­სა და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს შო­რის, ივა­ნიშ­ვი­ლის ბიზ­ნეს­ცენ­ტრში გა­მარ­თულ შეხ­ვედ­რას ეს­წრე­ბო­და.

რო­გორც შო­თა­ძემ საპ­რო­კუ­რო­რო საბ­ჭოს სხდო­მა­ზე გა­სა­უბ­რე­ბი­სას, „ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ წევ­რის, ოთარ კა­ხი­ძის კი­თხვის სა­პა­სუ­ხოდ გა­ნა­ცხა­და, ის ამ შეხ­ვედ­რას „შემ­თხვე­ვით და­ეს­წრო“.

„დიახ, ვა­დას­ტუ­რებ, ოღონდ მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის რან­გში არ ვეს­წრე­ბო­დი. მეც ვიცი, რომ ეს ინ­ფორ­მა­ცია გაჟ­ღერ­და, მო­ვის­მი­ნე, ასე­ვე მო­ვის­მი­ნე არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი პო­ზი­ცი­ო­ნი­რე­ბა ამ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით. უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ამ შეხ­ვედ­რა­ზე არ უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. შემ­თხვე­ვით და­ემ­თხვა ისე, რომ იმ პე­რი­ოდ­ში, რო­დე­საც შეხ­ვედ­რა უნდა ყო­ფი­ლი­ყო ბა­ტონ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან, მე აღ­მოვ­ჩნდი იქ, შე­სა­ბა­მი­სად, შე­იქ­მნა უხერ­ხუ­ლო­ბა და მე უბ­რა­ლოდ და­ვეს­წა­რი ამ შეხ­ვედ­რას. შეხ­ვედ­რა­ზე რომ გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი­ყო ისე­თი გა­რე­მო­ე­ბა, ან მომ­ხდა­რი­ყო ისეთ ფაქ­ტი, რა­საც მე მი­ვიჩ­ნევ­დი, რომ ჩემი იქ დას­წრე­ბა მი­ზან­შე­უ­წო­ნე­ლი იქ­ნე­ბო­და, მე დავ­ტო­ვებ­დი ამ შეხ­ვედ­რას. ეს შეხ­ვედ­რა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და საკ­მა­ოდ მშვი­დო­ბი­ან, მე­გობ­რულ გა­რე­მო­ე­ბა­ში, სა­უ­ბა­რი იყო კონ­კრე­ტულ და­ვის სა­გან­ზე, სა­მო­ქა­ლა­ქო და­ვა­ზე”, - გა­ნა­ცხა­და შო­თა­ძემ.

მისი თქმით, მას შეხ­ვედ­რა­ში აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ მი­უ­ღია, რაც და­ა­დას­ტუ­რა თა­ვად ხა­ზა­რა­ძე­მაც, რო­მელ­მაც გა­ნა­ცხა­და, რომ შო­თა­ძე შეხ­ვედ­რა­ზე ჩუ­მად იჯდა.

“მე შემ­თხვე­ვით აღ­მოვ­ჩნდი ამ შეხ­ვედ­რა­ზე, რაც დას­ტურ­დე­ბა თვი­თონ მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძის მო­ნა­ყო­ლი­დან, სა­დაც ის პირ­და­პირ ამ­ბობს, რომ მე იქ ხმა სა­ერ­თოდ არ ამო­მი­ღია, არა­ვის­ზე ზე­წო­ლა არ გან­მი­ხორ­ცი­ე­ლე­ბია, არა­ვის­თვის შე­უ­რა­ცხყო­ფა არ მი­მი­ყე­ნე­ბია, არა­ვინ მი­წა­მე­ბია. მე ვი­ყა­ვი მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რი, ვი­ყა­ვი პი­რად სა­კი­თხზე ბა­ტონ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან. არ მახ­სოვს, რა თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე იყო [ივა­ნიშ­ვი­ლი], ეს იყო კერ­ძო შეხ­ვედ­რა, რო­მე­ლიც ეხე­ბო­და გარ­კვე­ულ პრო­ექტს, რომ­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­საც ვფიქ­რობ­დი. შე­სა­ბა­მი­სად, ამ შეხ­ვედ­რა­ში არა­ნა­ი­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ მი­მი­ღია და ხმაც არ ამო­მი­ღია“, - აღ­ნიშ­ნა შო­თა­ძემ.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, შეხ­ვედ­რის დე­ტა­ლე­ბი არ ახ­სოვს, მხო­ლოდ ის და­ა­მახ­სოვ­რდა, რომ „ამ შეხ­ვედ­რის გა­მარ­თვის გამო, ყვე­ლა მხა­რე იყო კმა­ყო­ფი­ლი და მად­ლი­ე­რი”.

კა­ხი­ძის კი­თხვა­ზე, რა­ტომ იყო ივა­ნიშ­ვილ­თან ის, რო­გორც კერ­ძო პირი, შო­თა­ძე ამ­ბობს, რომ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ყოფ­ნი­სას ბევრ კერ­ძო პირს ხვდე­ბო­და. რაც შე­ე­ხე­ბა ივა­ნიშ­ვილ­თან შეხ­ვედ­რას, მისი თქმით, მას­თან სა­მო­მავ­ლო პრო­ექ­ტი გა­ნი­ხი­ლა.

„ძა­ლი­ან ბევრ კერ­ძო პირს ვხვდე­ბო­დი, შე­იძ­ლე­ბა ოფის­ში, გა­რეთ, რეს­ტო­რან­ში, ბა­ტონ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს შევ­ხვდი მის ბიზ­ნეს­ცენ­ტრში. ეს იყო პრო­კუ­რა­ტუ­რის საქ­მი­ა­ნო­ბას­თან, ეს იყო კონ­კრე­ტულ პრო­ექ­ტზე, რა­საც შე­საძ­ლოა, მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის­თვის ხელი შე­ე­წყო. მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის სფე­რო­ში გა­ნათ­ლე­ბის კუ­თხით გარ­კვე­ულ სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის, სას­წავ­ლო კურ­სე­ბის შე­მო­ღე­ბის სა­კი­თხზე… არა­ვის არა­ფერს ვუ­თან­ხმებ­დი, სა­უ­ბა­რი იყო ამ პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­ზე. ზო­გა­დად ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი არის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ხშირ შემ­თხვე­ვა­ში აფი­ნან­სებს გარ­კვე­ულ პრო­ექ­ტებს და სწო­რედ ამ მიზ­ნით იყო სა­უ­ბა­რი. მზად ვარ, ნე­ბის­მი­ერ კერ­ძო პირს შევ­ხვდე და ვე­სა­უბ­რო ამ სა­კი­თხზე, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ვი­თარ­დეს მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში ჩარ­თუ­ლი პი­რე­ბის­თვის შე­სა­ბა­მი­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მა”, - გა­ნა­ცხა­და შო­თა­ძემ.

საბ­ჭოს წევ­რის შო­თა­ძის გა­დად­გო­მის მი­ზე­ზე­ბით და­ინ­ტე­რეს­და და ჰკი­თხა, არ­ჩე­ვის შემ­თხვე­ვა­ში, ხომ არ იყო სა­შიშ­რო­ე­ბა ვა­დამ­დე მო­მა­ვალ­შიც და­ე­ტო­ვე­ბი­ნა პოს­ტი.

რო­გორც შო­თა­ძემ აღ­ნიშ­ნა, მისი გა­დად­გო­მის მი­ზა­ნი იყო საქ­მე­ზე გაგ­რძე­ლე­ბუ­ლი­ყო მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის პრო­ცე­სი, ის წა­სუ­ლი­ყო სა­მარ­თლებ­რი­ვი გზით და ლო­გი­კურ და­სას­რუ­ლამ­დე მი­სუ­ლი­ყო.

„არა­ერ­თხელ მი­სა­უბ­რია იმ მო­ტი­ვებზსა და მი­ზე­ზებ­ზე, რა­ტო­მაც მი­ვი­ღე ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­დად­გო­მის შე­სა­ხებ. ეს იყო ჩემი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და მი­ვი­ღე პრო­კუ­რა­ტუ­რის, სა­ხელ­მწი­ფოს ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. მა­შინ შე­იქ­მნა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცია, როცა მარ­თლაც მძი­მე სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე, სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის პრობ­ლე­მა შე­იქ­მნა. პო­ლი­ტი­კუ­რი ჯგუ­ფე­ბი და პარ­ტი­ე­ბი, ვი­ნა­ი­დან სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ე­ბი, მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბა, არის აქ­ტუ­ა­ლუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, ხში­რად ცდი­ლო­ბენ ამ საქ­მე­ე­ბის სა­კუ­თა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბის­თვის გა­მო­ყე­ნე­ბას. ეს სი­ტუ­ა­ცია და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი გა­უ­გებ­რო­ბა მეტ­წი­ლად გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი იყო პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის მხრი­დან ამ ტრა­გე­დი­ით მა­ნი­პუ­ლი­რე­ბით, სა­ზო­გა­დო­ე­ბა შეც­დო­მა­ში იყო შეყ­ვა­ნი­ლი. რე­ა­ლუ­რად გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო პირ­ვე­ლი ინ­სტან­ცი­ის, გრძელ­დე­ბო­და მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის პრო­ცე­სი და ყვე­ლა­ფე­რი წინ იყო. სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ებს - შსს, პრო­კუ­რა­ტუ­რას, მა­შინ ვფიქ­რობ­დი, რომ დიდი სა­მუ­შაო ჰქონ­დათ გა­სა­წე­ვი, რათა ამ საქ­მე­ზე მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა აღ­სრუ­ლე­ბუ­ლი­ყო. ახლა არ ვიც­ნობ საქ­მის დე­ტა­ლებს“, - გა­ნა­ცხა­და შო­თა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, გა­დად­გო­მის მთა­ვა­რი მე­სი­ჯი იყო, სა­ზო­გა­დო­ე­ბას და­ე­ნა­ხა, რომ მის­თვის თა­ნამ­დე­ბო­ბა არა­ფერს არ წარ­მო­ად­გენ­და.

„ჩემი მთა­ვა­რი მე­სი­ჯი ამ შემ­თხვე­ვა­ში იყო რომ და­ე­ნა­ხა სა­ზო­გა­დო­ე­ბას, ჩემ­თვის თა­ნამ­დე­ბო­ბა არა­ფერს წარ­მო­ად­გენ­და. ეს იყო შე­საძ­ლებ­ლო­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და კა­ნო­ნის სამ­სა­ხურ­ში ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. მე პი­რა­დად არა­ნა­ი­რი მო­ტი­ვა­ცია არ მქო­ნია რა­ი­მე მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო ქმე­დე­ბა ჩა­მე­დი­ნა და რა­ი­მე სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა კა­ნო­ნის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მიზ­ნე­ბის­თვის გა­მო­მე­ყე­ნე­ბი­ნა. სწო­რედ ამის საჩ­ვე­ნებ­ლად მი­ვი­ღე ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ასე­ვე ამის მი­ზა­ნი იყო ის,რომ გაგ­რძე­ლე­ბუ­ლი­ყო მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის პრო­ცე­სი ამ საქ­მე­ზე, საქ­მე წა­სუ­ლი­ყო სა­მარ­თლებ­რი­ვი გზით და ლო­გი­კურ და­სას­რუ­ლამ­დე მი­სუ­ლი­ყო. მე ვფიქ­რობ, რომ ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით შე­იქ­მნა ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა და დღე­საც არ ვნა­ნობ მი­ღე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას“, - გა­ნა­ცხა­და შო­თა­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 12 სექ­ტემ­ბერს, ერთ-ერთი ტე­ლე­ვი­ზი­ის ეთერ­ში „თი­ბი­სი ბან­კის“ დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა, მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ ივა­ნიშ­ვი­ლის სა­სახ­ლე­ში შეხ­ვედ­რას გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რი, ირაკ­ლი შო­თა­ძეც ეს­წრე­ბო­და.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნატალი
22

კომენტარის გარეშე, განსაკუთრებით იმ საკიხზე, რომელიც ხაზარაძე, ჩხარტიშვილ, ივანიშვილის შეხვედრაზე, მის "შემთხვევით" დასწრებას ეხება, . რა მაგრად დაგიჯერეთ ირაკლი!!!!!!!!!! ტყუილში როდემდე უნდა ვიცხოვროთ ხალხნო, როდემდე!!!!!! ამ სიტყვების შემდეგ, შეიძლება კი შოთაძის რომელიმე ფრაზა ან სიტყვა დაიჯეროს ადამიანმა? თუ ვინმეს ეს გულით გჯერავთ, ღმერთმა მაგ სიმართლით გატაროთ მთელი ცხოვრება. "შემთხვევით მოვხვდიო" კაცო......... ვაიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი

ეკო
13

და რა ვქნა, რომ არ მჯერა!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"შემთხვევით აღმოვჩნდი იქ" - ირაკლი შოთაძე ადასტურებს, რომ ხაზარაძეს, ჩხარტიშვილსა და ივანიშვილს შორის გამართულ შეხვედრას ესწრებოდა

"შემთხვევით აღმოვჩნდი იქ" - ირაკლი შოთაძე ადასტურებს, რომ ხაზარაძეს, ჩხარტიშვილსა და ივანიშვილს შორის გამართულ შეხვედრას ესწრებოდა

გენერალური პროკურორობის კანდიდატი, ირაკლი შოთაძე ადასტურებს, რომ თანამდებობაზე ყოფნისას მამუკა ხაზარაძის, ვანო ჩხარტიშვილისა და ბიძინა ივანიშვილს შორის, ივანიშვილის ბიზნესცენტრში გამართულ შეხვედრას ესწრებოდა.

როგორც შოთაძემ საპროკურორო საბჭოს სხდომაზე გასაუბრებისას, „ევროპული საქართველოს“ წევრის, ოთარ კახიძის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ის ამ შეხვედრას „შემთხვევით დაესწრო“.

„დიახ, ვადასტურებ, ოღონდ მთავარი პროკურორის რანგში არ ვესწრებოდი. მეც ვიცი, რომ ეს ინფორმაცია გაჟღერდა, მოვისმინე, ასევე მოვისმინე არაადეკვატური პოზიციონირება ამ ფაქტთან დაკავშირებით. უპირველეს ყოვლისა, ამ შეხვედრაზე არ უნდა ვყოფილიყავი. შემთხვევით დაემთხვა ისე, რომ იმ პერიოდში, როდესაც შეხვედრა უნდა ყოფილიყო ბატონ ბიძინა ივანიშვილთან, მე აღმოვჩნდი იქ, შესაბამისად, შეიქმნა უხერხულობა და მე უბრალოდ დავესწარი ამ შეხვედრას. შეხვედრაზე რომ გაჟღერებულიყო ისეთი გარემოება, ან მომხდარიყო ისეთ ფაქტი, რასაც მე მივიჩნევდი, რომ ჩემი იქ დასწრება მიზანშეუწონელი იქნებოდა, მე დავტოვებდი ამ შეხვედრას. ეს შეხვედრა მიმდინარეობდა საკმაოდ მშვიდობიან, მეგობრულ გარემოებაში, საუბარი იყო კონკრეტულ დავის საგანზე, სამოქალაქო დავაზე”, - განაცხადა შოთაძემ.

მისი თქმით, მას შეხვედრაში აქტიური მონაწილეობა არ მიუღია, რაც დაადასტურა თავად ხაზარაძემაც, რომელმაც განაცხადა, რომ შოთაძე შეხვედრაზე ჩუმად იჯდა.

“მე შემთხვევით აღმოვჩნდი ამ შეხვედრაზე, რაც დასტურდება თვითონ მამუკა ხაზარაძის მონაყოლიდან, სადაც ის პირდაპირ ამბობს, რომ მე იქ ხმა საერთოდ არ ამომიღია, არავისზე ზეწოლა არ განმიხორციელებია, არავისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია, არავინ მიწამებია. მე ვიყავი მთავარი პროკურორი, ვიყავი პირად საკითხზე ბატონ ბიძინა ივანიშვილთან. არ მახსოვს, რა თანამდებობაზე იყო [ივანიშვილი], ეს იყო კერძო შეხვედრა, რომელიც ეხებოდა გარკვეულ პროექტს, რომლის განხორციელებასაც ვფიქრობდი. შესაბამისად, ამ შეხვედრაში არანაირი მონაწილეობა არ მიმიღია და ხმაც არ ამომიღია“, - აღნიშნა შოთაძემ.

მისივე განცხადებით, შეხვედრის დეტალები არ ახსოვს, მხოლოდ ის დაამახსოვრდა, რომ „ამ შეხვედრის გამართვის გამო, ყველა მხარე იყო კმაყოფილი და მადლიერი”.

კახიძის კითხვაზე, რატომ იყო ივანიშვილთან ის, როგორც კერძო პირი, შოთაძე ამბობს, რომ თანამდებობაზე ყოფნისას ბევრ კერძო პირს ხვდებოდა. რაც შეეხება ივანიშვილთან შეხვედრას, მისი თქმით, მასთან სამომავლო პროექტი განიხილა.

„ძალიან ბევრ კერძო პირს ვხვდებოდი, შეიძლება ოფისში, გარეთ, რესტორანში, ბატონ ბიძინა ივანიშვილს შევხვდი მის ბიზნესცენტრში. ეს იყო პროკურატურის საქმიანობასთან, ეს იყო კონკრეტულ პროექტზე, რასაც შესაძლოა, მართლმსაჯულებისთვის ხელი შეეწყო. მართლმსაჯულების სფეროში განათლების კუთხით გარკვეულ სასწავლო დაწესებულების, სასწავლო კურსების შემოღების საკითხზე… არავის არაფერს ვუთანხმებდი, საუბარი იყო ამ პროექტის განხორციელების შესაძლებლობაზე. ზოგადად ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელიც ხშირ შემთხვევაში აფინანსებს გარკვეულ პროექტებს და სწორედ ამ მიზნით იყო საუბარი. მზად ვარ, ნებისმიერ კერძო პირს შევხვდე და ვესაუბრო ამ საკითხზე, როგორ შეიძლება საქართველოში განვითარდეს მართლმსაჯულების სისტემაში ჩართული პირებისთვის შესაბამისი საგანმანათლებლო სისტემა”, - განაცხადა შოთაძემ.

საბჭოს წევრის შოთაძის გადადგომის მიზეზებით დაინტერესდა და ჰკითხა, არჩევის შემთხვევაში, ხომ არ იყო საშიშროება ვადამდე მომავალშიც დაეტოვებინა პოსტი.

როგორც შოთაძემ აღნიშნა, მისი გადადგომის მიზანი იყო საქმეზე გაგრძელებულიყო მართლმსაჯულების პროცესი, ის წასულიყო სამართლებრივი გზით და ლოგიკურ დასასრულამდე მისულიყო.

„არაერთხელ მისაუბრია იმ მოტივებზსა და მიზეზებზე, რატომაც მივიღე ეს გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ. ეს იყო ჩემი გადაწყვეტილება და მივიღე პროკურატურის, სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე. მაშინ შეიქმნა განსაკუთრებული სიტუაცია, როცა მართლაც მძიმე სისხლის სამართლის საქმეზე, საზოგადოებასთან კომუნიკაციის პრობლემა შეიქმნა. პოლიტიკური ჯგუფები და პარტიები, ვინაიდან სისხლის სამართლის საქმეები, მიმდინარე გამოძიება, არის აქტუალური საზოგადოებაში, ხშირად ცდილობენ ამ საქმეების საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენებას. ეს სიტუაცია და საზოგადოებაში არსებული გაუგებრობა მეტწილად განპირობებული იყო პოლიტიკური პარტიების მხრიდან ამ ტრაგედიით მანიპულირებით, საზოგადოება შეცდომაში იყო შეყვანილი. რეალურად გადაწყვეტილება იყო პირველი ინსტანციის, გრძელდებოდა მართლმსაჯულების პროცესი და ყველაფერი წინ იყო. საგამოძიებო ორგანოებს - შსს, პროკურატურას, მაშინ ვფიქრობდი, რომ დიდი სამუშაო ჰქონდათ გასაწევი, რათა ამ საქმეზე მართლმსაჯულება აღსრულებულიყო. ახლა არ ვიცნობ საქმის დეტალებს“, - განაცხადა შოთაძემ.

მისივე თქმით, გადადგომის მთავარი მესიჯი იყო, საზოგადოებას დაენახა, რომ მისთვის თანამდებობა არაფერს არ წარმოადგენდა.

„ჩემი მთავარი მესიჯი ამ შემთხვევაში იყო რომ დაენახა საზოგადოებას, ჩემთვის თანამდებობა არაფერს წარმოადგენდა. ეს იყო შესაძლებლობა საზოგადოებისა და კანონის სამსახურში ვყოფილიყავი. მე პირადად არანაირი მოტივაცია არ მქონია რაიმე მართლსაწინააღმდეგო ქმედება ჩამედინა და რაიმე სამსახურებრივი უფლებამოსილება კანონის საწინააღმდეგო მიზნებისთვის გამომეყენებინა. სწორედ ამის საჩვენებლად მივიღე ეს გადაწყვეტილება. ასევე ამის მიზანი იყო ის,რომ გაგრძელებულიყო მართლმსაჯულების პროცესი ამ საქმეზე, საქმე წასულიყო სამართლებრივი გზით და ლოგიკურ დასასრულამდე მისულიყო. მე ვფიქრობ, რომ ამ გადაწყვეტილებით შეიქმნა ამის შესაძლებლობა და დღესაც არ ვნანობ მიღებულ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა შოთაძემ.

შეგახსენებთ, რომ 12 სექტემბერს, ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ ივანიშვილის სასახლეში შეხვედრას გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძეც ესწრებოდა.

"ვარ ზრდასრული ადამიანი და ყველა გადაწყვეტილებას ვიღებ პირადად" - იურიდიულმა კომიტეტმა შოთაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა

კახა კალაძე მარგველაშვილზე - პოლიტიკურ პლასტელინს არა მგონია რაიმე პრობლემა ჰქონდეს სხვადასხვა პარტიებთან მიკედლების, მათ შორის სააკაშვილთანაც

ძვირად ღირებული ავტომობილი, სახლები და მიწები გერმანიაში - რა ქონებას ფლობს ლევან კობიაშვილი