პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ეძებს საქართველოში "ფრონტერა" 1997 წლიდან? - ბევრისთვის უცნობი ფაქტები, კონგრესმენების წერილებში მოხსენიებულ კომპანიაზე
რას ეძებს საქართველოში "ფრონტერა" 1997 წლიდან? - ბევრისთვის უცნობი ფაქტები, კონგრესმენების წერილებში მოხსენიებულ კომპანიაზე

ბოლო დროს ამე­რი­კე­ლი კონ­გრეს­მე­ნე­ბის­გან მი­ღე­ბულ კრი­ტი­კულ წე­რი­ლებ­ში ორ­ჯერ გა­იჟ­ღე­რა კომ­პა­ნია "ფრონ­ტე­რას" სა­ხელ­მა. ჯერ რეს­პუბ­ლი­კელ­მა კონ­გრეს­მენ­მა, მარ­კუ­ე­ინ მა­ლინ­მა მის­წე­რა წე­რი­ლი გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­და­პი­რი უცხო­უ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის შემ­ცი­რე­ბა­ზე სა­უბ­რობ­და და მა­გა­ლი­თად მო­იყ­ვა­ნა ნავ­თო­ბი­სა და გა­ზის კომ­პა­ნია "ფრონ­ტე­რა", რო­მე­ლიც მო­იხ­სე­ნია, რო­გორც შე­ვიწ­რო­ე­ბის ერთ-ერთი მსხვერ­პლი სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი, აშშ-ის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა პა­ლა­ტა­ში გა­მოს­ვლი­სას, კონ­გრეს­მენ­მა პიტ ოლ­სონ­მა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი გა­აკ­რი­ტი­კა და ასე­ვე ახ­სე­ნა კომ­პა­ნია "ფრონ­ტე­რა" ტე­ხა­სი­დან, რო­მელ­საც დავა აქვს სა­ქარ­თვე­ლოს ნავ­თო­ბი­სა და გა­ზის კორ­პო­რა­ცი­ას­თან და ამის გამო ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას ვერ ახერ­ხებს.

მმარ­თვე­ლი გუნ­დის­თვის ამე­რი­კე­ლი კონ­გრეს­მე­ნე­ბის ასე­თი "ვიწ­რო ბიზ­ნე­სუ­რი" მხარ­და­ჭე­რა მი­უ­ღე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა და "ფრონ­ტე­რა", რო­გორც არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი კომ­პა­ნია, ისე მო­იხ­სე­ნი­ეს. და მა­ინც, რა კომ­პა­ნი­აა "ფრონ­ტე­რა", რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში აკ­რი­ტი­კე­ბენ, ამე­რი­კი­დან კი მის დაც­ვას ცდი­ლო­ბენ.

მირ­ზა­ა­ნის ნავ­თო­ბის სა­ბა­დო

რო­გორ შეს­ვა პრე­ზი­დენ­ტმა შე­ვარ­დნა­ძემ "ქარ­თუ­ლი" ნავ­თო­ბით სავ­სე ფი­ა­ლა

ამე­რი­კუ­ლი ნავ­თო­ბკომ­პა­ნია "ფრონ­ტე­რა რი­სორ­სი" 1996 წელს და­არ­სდა და მისი სა­თა­ვო ოფი­სი აშშ-ში მდე­ბა­რე­ობს. სა­ქარ­თვე­ლო­ში კომ­პა­ნია 1997 წლი­დან გა­მოჩ­ნდა და რო­გორც საქ­მი­ა­ნო­ბის სფე­რო­ში აქვს მი­თი­თე­ბუ­ლი, აწარ­მო­ებს გა­ზი­სა და ნავ­თო­ბის კვლე­ვა-ძი­ე­ბი­სა და მო­პო­ვე­ბით სა­მუ­შა­ო­ებს სა­ქარ­თვე­ლოს აღ­მო­სავ­ლეთ­ში. ამის­თვის და­ა­ფუძნა შპს "ფრონ­ტე­რა ის­ტერნ ჯორ­ჯია", რომ­ლის 50%-საც სა­ქარ­თვე­ლოს გა­ზი­სა და ნავ­თო­ბის კორ­პო­რა­ცია ფლობს.

ანუ გა­მო­დის, რომ ამ კომ­პა­ნი­ის ნა­ხე­ვა­რი სა­ხელ­მწი­ფო სა­კუთ­რე­ბა­შია, რად­გან გა­ზი­სა და ნავ­თო­ბის კორ­პო­რა­ცი­ის აქ­ცი­ე­ბის 100%-ს სს "სა­პარტნი­ო­რო ფონ­დი" ფლობს, რო­მე­ლიც, თა­ვის მხრივ, სა­ხელ­მწი­ფო სა­კუთ­რე­ბა­შია, ხოლო გა­ზი­სა და ნავ­თო­ბის კორ­პო­რა­ცი­ის მარ­თვის უფ­ლე­ბა მი­ნი­ჭე­ბუ­ლი აქვს სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კის სა­მი­ნის­ტროს.

"ფრონ­ტე­რას" სა­ლი­ცენ­ზიო ფარ­თო­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში 5060 კვკმ-ია და მო­ი­ცავს დე­დოფ­ლის­წყა­როს, სიღ­ნა­ღის, სა­გა­რე­ჯოს, გურ­ჯა­ა­ნი­სა და მარ­ნე­უ­ლის რა­ი­ო­ნებს.ამე­რი­კულ­მა კომ­პა­ნი­ამ სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოს­ვლი­დან მა­ლე­ვე და­ი­წყო ნავ­თობ­სა­ძი­ე­ბო სა­მუ­შა­ო­ე­ბი დე­დოფ­ლის­წყა­რო­ში, ში­რა­ქის ვე­ლებ­ზე.

სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი იხ­სე­ნე­ბენ, რომ კომ­პა­ნი­ის მიერ ჭა­ბურ­ღი­ლი­დან ნავ­თო­ბის პირ­ვე­ლი ამო­ღე­ბა პირ­ველ აპ­რილს და­ემ­თხვა, რაც მათი შე­ფა­სე­ბით, საკ­მა­ოდ სიმ­ბო­ლუ­რი იყო, რად­გან კომ­პა­ნი­ის მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი ხმა­უ­რი­ა­ნი გან­ცხა­დე­ბე­ბი აღ­მო­ჩე­ნი­ლი მა­რა­გე­ბის შე­სა­ხებ, არას­დროს ემ­თხვე­ო­და მათ მიერ მო­პო­ვე­ბუ­ლი ნავ­თო­ბი­სა თუ გა­ზის რე­ა­ლურ მო­ცუ­ლო­ბას.

ტა­რი­ბა­ნის ველ­ზე ნავ­თო­ბის ჭა­ბურ­ღი­ლის გახ­სნას ექ­სპრე­ზი­დენ­ტი ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძე ეს­წრე­ბო­და და ნავ­თო­ბის აღ­მო­ჩე­ნის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად ფი­ა­ლი­დან "ქარ­თუ­ლი" ნავ­თო­ბიც გა­სინ­ჯა. შე­ვარ­დნა­ძე ამ­ბობ­და, რომ უცხო­ელ­მა სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა ში­რაქ­ში ნავ­თო­ბის დიდ მა­რაგს მი­აკ­ვლი­ეს, რაც ეკო­ნო­მი­კის­თვის კარ­გი იქ­ნე­ბო­და, დე­დოფ­ლის­წყა­რო­ე­ლებს კი სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბი და უფა­სო ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტე­ბი ელო­დე­ბო­დათ.

მა­შინ­ვე გა­მო­ით­ქვა ვა­რა­უ­დი, რომ შე­საძ­ლოა რე­ა­ლუ­რად ეს იყო მცდე­ლო­ბა, კარ­გი სი­ახ­ლის გახ­მა­უ­რე­ბით ხელი შე­ე­წყოთ კომ­პა­ნი­ის აქ­ცი­ე­ბის ფა­სის ზრდის­თვის სა­ფონ­დო ბირ­ჟა­ზე. რო­გორც ჩანს, არ­ცთუ უსა­ფუძ­ვლოდ, რად­გან დე­დოფ­ლის­წყა­რო­ში ქუ­ვე­ი­თე­ლე­ბის ბედს ჯე­რაც შე­ნატ­რი­ან.

"ფრონ­ტე­რას" კი­დევ ერთი "აღ­მო­ჩე­ნა"

კი­დევ ერთი ხმა­უ­რი­ა­ნი გან­ცხა­დე­ბა, ამ­ჯე­რად სა­ქარ­თვე­ლო­ში აუ­რა­ცხე­ლი გა­ზის მა­რა­გე­ბის აღ­მო­ჩე­ნის შე­სა­ხებ "ფრონ­ტე­რამ" 2014 წელს გა­ა­კე­თა. ამე­რი­კუ­ლი კომ­პა­ნი­ის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი სტი­ვენ ნი­კან­დრო­სი აცხა­დებ­და, რომ აღ­მო­ა­ჩი­ნეს გა­ზის სა­ბა­დო 42 მი­ლი­არ­დი კუ­ბუ­რი მეტ­რის მო­ცუ­ლო­ბით, რაც მო­მა­ვალ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გო­და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის წინა პი­რო­ბა გახ­დე­ბო­და.

ტა­რი­ბა­ნის გა­ზის სა­ბა­დო

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სა­ქარ­თვე­ლო დღე­საც პრაქ­ტი­კუ­ლად 100%-ით იმ­პორ­ტი­რე­ბულ გაზს მო­იხ­მარს, ად­გი­ლობ­რი­ვი გა­ზის მო­პო­ვე­ბა კი ძა­ლი­ან მცი­რეა (ჯა­მუ­რი წლი­უ­რი მოხ­მა­რე­ბის 0,5%-ზე ნაკ­ლე­ბი).

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა, ფაქ­ტობ­რი­ვად, რე­ა­გი­რე­ბის გა­რე­შე ტო­ვებ­და "ფრონ­ტე­რას" "აღ­მო­ჩე­ნებს". არა­და, წე­სით, ყუ­რა­დღე­ბა უნდა გა­ე­მახ­ვი­ლე­ბი­ნათ მათ სენ­სა­ცი­ურ მიგ­ნე­ბებ­ზე, რად­გან "ფრონ­ტე­რას" გა­ან­გა­რი­შე­ბით გა­მო­დი­ო­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს თით­ქმის სამ­ჯერ მეტი გა­ზის რე­სურ­სი ჰქონ­და.

ერ­თა­დერ­თი, ვინც მა­შინ ამა­ზე კო­მენ­ტარს აკე­თებ­და, გა­ზი­სა და ნავ­თო­ბის კორ­პო­რა­ცია იყო, სა­დაც აცხა­დებ­დნენ, რომ "ფრონ­ტე­რას" ასე­თი კო­ლო­სა­ლუ­რი მა­რა­გე­ბის არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ მათ­თვის ტექ­ნი­კუ­რი და­სა­ბუ­თე­ბა არ წა­რუდ­გე­ნია წა­ი­კი­თხეთ ვრცლად

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მმ
26

იმიტომ არის ძლიერი რომ თავის ხალხს და ბიზნეს იცავს...გაიგეთ ვაა

nnn
93

უპატრონო ეკლესიას ეშმაკები პატრონობენო... ეძებეთ, ეძებეთ,არაფერი დატოვოთ. ხომ გაიტანეთ საბჭოთა "ნარჩენები" ლითონი, ხე-ტყე, ფაბრიკა-ქარხნები, თქვენი ....

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

რას ეძებს საქართველოში "ფრონტერა" 1997 წლიდან? - ბევრისთვის უცნობი ფაქტები, კონგრესმენების წერილებში მოხსენიებულ კომპანიაზე

რას ეძებს საქართველოში "ფრონტერა" 1997 წლიდან? - ბევრისთვის უცნობი ფაქტები, კონგრესმენების წერილებში მოხსენიებულ კომპანიაზე

ბოლო დროს ამერიკელი კონგრესმენებისგან მიღებულ კრიტიკულ წერილებში ორჯერ გაიჟღერა კომპანია "ფრონტერას" სახელმა. ჯერ რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, მარკუეინ მალინმა მისწერა წერილი გიორგი გახარიას, სადაც საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირებაზე საუბრობდა და მაგალითად მოიყვანა ნავთობისა და გაზის კომპანია "ფრონტერა", რომელიც მოიხსენია, როგორც შევიწროების ერთ-ერთი მსხვერპლი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან.

მოგვიანებით კი, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში გამოსვლისას, კონგრესმენმა პიტ ოლსონმა ბიძინა ივანიშვილი გააკრიტიკა და ასევე ახსენა კომპანია "ფრონტერა" ტეხასიდან, რომელსაც დავა აქვს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასთან და ამის გამო ფუნქციონირებას ვერ ახერხებს.

მმართველი გუნდისთვის ამერიკელი კონგრესმენების ასეთი "ვიწრო ბიზნესური" მხარდაჭერა მიუღებელი აღმოჩნდა და "ფრონტერა", როგორც არაკეთილსინდისიერი კომპანია, ისე მოიხსენიეს. და მაინც, რა კომპანიაა "ფრონტერა", რომელსაც საქართველოში აკრიტიკებენ, ამერიკიდან კი მის დაცვას ცდილობენ.

მირზაანის ნავთობის საბადო

როგორ შესვა პრეზიდენტმა შევარდნაძემ "ქართული" ნავთობით სავსე ფიალა

ამერიკული ნავთობკომპანია "ფრონტერა რისორსი" 1996 წელს დაარსდა და მისი სათავო ოფისი აშშ-ში მდებარეობს. საქართველოში კომპანია 1997 წლიდან გამოჩნდა და როგორც საქმიანობის სფეროში აქვს მითითებული, აწარმოებს გაზისა და ნავთობის კვლევა-ძიებისა და მოპოვებით სამუშაოებს საქართველოს აღმოსავლეთში. ამისთვის დააფუძნა შპს "ფრონტერა ისტერნ ჯორჯია", რომლის 50%-საც საქართველოს გაზისა და ნავთობის კორპორაცია ფლობს.

ანუ გამოდის, რომ ამ კომპანიის ნახევარი სახელმწიფო საკუთრებაშია, რადგან გაზისა და ნავთობის კორპორაციის აქციების 100%-ს სს "საპარტნიორო ფონდი" ფლობს, რომელიც, თავის მხრივ, სახელმწიფო საკუთრებაშია, ხოლო გაზისა და ნავთობის კორპორაციის მართვის უფლება მინიჭებული აქვს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს.

"ფრონტერას" სალიცენზიო ფართობი საქართველოში 5060 კვკმ-ია და მოიცავს დედოფლისწყაროს, სიღნაღის, საგარეჯოს, გურჯაანისა და მარნეულის რაიონებს.ამერიკულმა კომპანიამ საქართველოში შემოსვლიდან მალევე დაიწყო ნავთობსაძიებო სამუშაოები დედოფლისწყაროში, შირაქის ველებზე.

სპეციალისტები იხსენებენ, რომ კომპანიის მიერ ჭაბურღილიდან ნავთობის პირველი ამოღება პირველ აპრილს დაემთხვა, რაც მათი შეფასებით, საკმაოდ სიმბოლური იყო, რადგან კომპანიის მიერ გაკეთებული ხმაურიანი განცხადებები აღმოჩენილი მარაგების შესახებ, არასდროს ემთხვეოდა მათ მიერ მოპოვებული ნავთობისა თუ გაზის რეალურ მოცულობას.

ტარიბანის ველზე ნავთობის ჭაბურღილის გახსნას ექსპრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე ესწრებოდა და ნავთობის აღმოჩენის აღსანიშნავად ფიალიდან "ქართული" ნავთობიც გასინჯა. შევარდნაძე ამბობდა, რომ უცხოელმა სპეციალისტებმა შირაქში ნავთობის დიდ მარაგს მიაკვლიეს, რაც ეკონომიკისთვის კარგი იქნებოდა, დედოფლისწყაროელებს კი სამუშაო ადგილები და უფასო ნავთობპროდუქტები ელოდებოდათ.

მაშინვე გამოითქვა ვარაუდი, რომ შესაძლოა რეალურად ეს იყო მცდელობა, კარგი სიახლის გახმაურებით ხელი შეეწყოთ კომპანიის აქციების ფასის ზრდისთვის საფონდო ბირჟაზე. როგორც ჩანს, არცთუ უსაფუძვლოდ, რადგან დედოფლისწყაროში ქუვეითელების ბედს ჯერაც შენატრიან.

"ფრონტერას" კიდევ ერთი "აღმოჩენა"

კიდევ ერთი ხმაურიანი განცხადება, ამჯერად საქართველოში აურაცხელი გაზის მარაგების აღმოჩენის შესახებ "ფრონტერამ" 2014 წელს გააკეთა. ამერიკული კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი სტივენ ნიკანდროსი აცხადებდა, რომ აღმოაჩინეს გაზის საბადო 42 მილიარდი კუბური მეტრის მოცულობით, რაც მომავალში საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის წინა პირობა გახდებოდა.

ტარიბანის გაზის საბადო

მოგეხსენებათ, საქართველო დღესაც პრაქტიკულად 100%-ით იმპორტირებულ გაზს მოიხმარს, ადგილობრივი გაზის მოპოვება კი ძალიან მცირეა (ჯამური წლიური მოხმარების 0,5%-ზე ნაკლები).

საინტერესოა, რომ საქართველოს მთავრობა, ფაქტობრივად, რეაგირების გარეშე ტოვებდა "ფრონტერას" "აღმოჩენებს". არადა, წესით, ყურადღება უნდა გაემახვილებინათ მათ სენსაციურ მიგნებებზე, რადგან "ფრონტერას" გაანგარიშებით გამოდიოდა, რომ საქართველოს თითქმის სამჯერ მეტი გაზის რესურსი ჰქონდა.

ერთადერთი, ვინც მაშინ ამაზე კომენტარს აკეთებდა, გაზისა და ნავთობის კორპორაცია იყო, სადაც აცხადებდნენ, რომ "ფრონტერას" ასეთი კოლოსალური მარაგების არსებობის შესახებ მათთვის ტექნიკური დასაბუთება არ წარუდგენია წაიკითხეთ ვრცლად

ამერიკულმა "ზეწოლამ" შედეგი გამოიღო, ხელისუფლება უკან იხევს - რას ეძებს "ფრონტერა" საქართველოში?

პრემიერი თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე კომენტარს აკეთებს

აბაზოვი ამტკიცებს, რომ "ოცნების" სიაში 41-ე იქნება - ამას მარნეულის სკანდალური ექსმერი  ეკატერინე ხვედელიძეს უნდა უმადლოდეს?