სამართალი
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მისი და ეჭვობს, რომ სხვაში აერიათ..." - რას ჰყვებიან თურქეთში მოკლული ქართველი ქალის ახლობლები
"მისი და ეჭვობს, რომ სხვაში აერიათ..." - რას ჰყვებიან თურქეთში მოკლული ქართველი ქალის ახლობლები

თურ­ქეთ­ში ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტი მოკ­ლეს. ქალი მან­ქა­ნა­ში ჩა­ცხრი­ლეს. შემ­თხვე­ვა ქა­ლაქ კა­ი­სერ­ში მოხ­და. თურ­ქუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 53 წლის ირმა კრა­ვე­იშ­ვილ­თან ერ­თად მან­ქა­ნა­ში 28 და 37 წლის ქა­ლე­ბი ის­ხდნენ, რომ­ლე­ბიც მძი­მედ არი­ან დაჭ­რილ­ნი. ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, რა გახ­და სამ ქალ­ზე თავ­დას­ხმის მი­ზე­ზი. თურ­ქუ­ლი პო­ლი­ცია დამ­ნა­შა­ვე­ებს უკვე ეძებს.

გარ­დაც­ვლი­ლის ახ­ლობ­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ირმა კრა­ვე­იშ­ვი­ლი თურ­ქეთ­ში ერთ-ერთ ბარ­ში მიმ­ტა­ნად მუ­შა­ობ­და. მისი თქმით, თავ­დას­ხმა სა­მუ­შაო სა­ა­თე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მოხ­და.

"ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, ვინ და­ეს­ხა თავს ქალ­ბა­ტო­ნებს. ირმა კარ­გა ხა­ნია თურ­ქეთ­ში, ერთ-ერთ ბარ­ში მიმ­ტა­ნად მუ­შა­ობ­და. სამი ადა­მი­ა­ნი მძი­მე­დაა დაჭ­რი­ლი და სა­ა­ვად­მყო­ფო­ში არი­ან გა­დაყ­ვა­ნი­ლე­ბი, ხოლო ირ­მას ტყვია გულ­ში მოხ­ვდა და ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. ძა­ლი­ან თბი­ლი და მშრო­მე­ლი ადა­მი­ა­ნი იყო. კარ­გად იცო­და თურ­ქუ­ლი და ყვე­ლას ეხ­მა­რე­ბო­და. ძა­ლი­ან ბევ­რს და­ეხ­მა­რა და გა­უკ­ვა­ლა გზა თურ­ქეთ­ში. ძა­ლი­ან რომ უჭირ­დათ ისეთ ოჯა­ხებს. რას ერ­ჩოდ­ნენ, გა­ო­ცე­ბუ­ლი ვართ, ვე­რაფ­რით ვხსნით ამ ამ­ბავს" - გა­ნუ­ცხა­და AMBEBI.GE- ს გარ­დაც­ვლი­ლის ახ­ლო­ბელ­მა.

AMBEBI.GE გარ­დაც­ვლი­ლის კი­დევ ერთ ნა­თე­სავს ესა­უბ­რა:

"შოკ­შია ყვე­ლა, მთე­ლი მისი სა­ნა­თე­საო. ექ­ვსი წელი თურ­ქეთ­ში ცხოვ­რობ­და და მუ­შა­ობ­და. ოჯა­ხი არ ჰყავ­და. მხო­ლოდ ერთი და ჰყავს. გა­ოგ­ნე­ბუ­ლია. ვე­რა­ფერს ამ­ბობს, მომ­ხდარს ვე­რა­ფერს უკავ­ში­რებს. ეს იყო გან­ზრახ შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი თავ­დას­ხმა, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ მისი ინ­ტე­რე­სი უნდა ჰქო­ნო­დათ. იმ­დე­ნად მშვი­დი ცხოვ­რე­ბა ჰქონ­და, მისი და ეჭ­ვობს, სხვა­ზე ხომ არ ამ­ზა­დებ­დნენ თავ­დას­ხმას და ვინ­მე­ში ხომ არ აე­რი­ათ? სამ­სა­ხურს მორ­ჩნენ თუ არა, ჩამ­სხდა­რან ავ­ტო­მო­ბილ­ში. თვი­თონ მძღო­ლის გვერ­დით იჯდა. უკან ორი ქალ­ბა­ტო­ნი იჯდა და ისი­ნი კი გა­დარ­ჩე­ნი­ლან“ - ამ­ბობს მთვა­რი­სა თა­ვა­ძე.

შემ­თხვე­ვის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლია საგ­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო.

"ოფი­ცი­ა­ლუ­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბა არ შე­სუ­ლა, თუმ­ცა სა­კონ­სუ­ლო თურ­ქეთ­ში ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლია. ოჯა­ხის ახ­ლო­ბელ­თან არის კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ში, ისე­ვე რო­გორც თურ­ქე­თის შე­სა­ბა­მის უწყე­ბებ­თან" - გა­ნუ­ცხა­დეს AMBEBI.GE-ს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში.

ფოტო: haberturk.com

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზაზა
13

ნუ თურქული სერიალებიდან ჩანს ყიზილბაშების მოძალადეობა.

marina
1

ყიზილბაში და თურქი სხვადასხვააა..... ოსმალები უნდა გეთქვათ....

ავტორი:

"მისი და ეჭვობს, რომ სხვაში აერიათ..." - რას ჰყვებიან თურქეთში მოკლული ქართველი ქალის ახლობლები

"მისი და ეჭვობს, რომ სხვაში აერიათ..." - რას ჰყვებიან თურქეთში მოკლული ქართველი ქალის ახლობლები

თურქეთში ქართველი ემიგრანტი მოკლეს. ქალი მანქანაში ჩაცხრილეს. შემთხვევა ქალაქ კაისერში მოხდა. თურქული მედიის ინფორმაციით, 53 წლის ირმა კრავეიშვილთან ერთად მანქანაში 28 და 37 წლის ქალები ისხდნენ, რომლებიც მძიმედ არიან დაჭრილნი. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა სამ ქალზე თავდასხმის მიზეზი. თურქული პოლიცია დამნაშავეებს უკვე ეძებს.

გარდაცვლილის ახლობლის ინფორმაციით, ირმა კრავეიშვილი თურქეთში ერთ-ერთ ბარში მიმტანად მუშაობდა. მისი თქმით, თავდასხმა სამუშაო საათების დასრულების შემდეგ მოხდა.

"ჯერჯერობით უცნობია, ვინ დაესხა თავს ქალბატონებს. ირმა კარგა ხანია თურქეთში, ერთ-ერთ ბარში მიმტანად მუშაობდა. სამი ადამიანი მძიმედაა დაჭრილი და საავადმყოფოში არიან გადაყვანილები, ხოლო ირმას ტყვია გულში მოხვდა და ადგილზე გარდაიცვალა. ძალიან თბილი და მშრომელი ადამიანი იყო. კარგად იცოდა თურქული და ყველას ეხმარებოდა. ძალიან ბევრს დაეხმარა და გაუკვალა გზა თურქეთში. ძალიან რომ უჭირდათ ისეთ ოჯახებს. რას ერჩოდნენ, გაოცებული ვართ, ვერაფრით ვხსნით ამ ამბავს" - განუცხადა AMBEBI.GE- ს გარდაცვლილის ახლობელმა.

AMBEBI.GE გარდაცვლილის კიდევ ერთ ნათესავს ესაუბრა:

"შოკშია ყველა, მთელი მისი სანათესაო. ექვსი წელი თურქეთში ცხოვრობდა და მუშაობდა. ოჯახი არ ჰყავდა. მხოლოდ ერთი და ჰყავს. გაოგნებულია. ვერაფერს ამბობს, მომხდარს ვერაფერს უკავშირებს. ეს იყო განზრახ შეიარაღებული თავდასხმა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ინტერესი უნდა ჰქონოდათ. იმდენად მშვიდი ცხოვრება ჰქონდა, მისი და ეჭვობს, სხვაზე ხომ არ ამზადებდნენ თავდასხმას და ვინმეში ხომ არ აერიათ? სამსახურს მორჩნენ თუ არა, ჩამსხდარან ავტომობილში. თვითონ მძღოლის გვერდით იჯდა. უკან ორი ქალბატონი იჯდა და ისინი კი გადარჩენილან“ - ამბობს მთვარისა თავაძე.

შემთხვევის შესახებ ინფორმირებულია საგრეო საქმეთა სამინისტრო.

"ოფიციალური შეტყობინება არ შესულა, თუმცა საკონსულო თურქეთში ინფორმირებულია. ოჯახის ახლობელთან არის კომუნიკაციაში, ისევე როგორც თურქეთის შესაბამის უწყებებთან" - განუცხადეს AMBEBI.GE-ს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ფოტო: haberturk.com

"ფსიქიურად დაავადებულმა ადამიანმა მოკლა მეორე და გაიქცა მონასტრიდან" - რას წერს ანდრია ჯაღმაიძე მარტყოფის მკვლელობაზე

ახალი დეტალები მარტყოფის მკვლელობაზე - "მოკლული და მეორე პირი მონასტერს სამეურნეო საქმიანობაში ეხმარებოდნენ"

მკვლელობა მარტყოფის მონასტერში - ახალგაზრდა მამაკაცი ყელგამოჭრილი იპოვეს