პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დიდი სცენა" როკ-ტურისთვის ემზადება - რაზე საუბრობენ აუტსაიდერები გადამწყვეტ ტურამდე
"დიდი სცენა" როკ-ტურისთვის ემზადება - რაზე საუბრობენ აუტსაიდერები გადამწყვეტ ტურამდე

პრო­ექ­ტი „დიდი სცე­ნა“ მო­რიგ ტურს როკს მი­უ­ძღვნის. კონ­კურ­სან­ტე­ბი ამის­თვის ახლა ინ­ტენ­სი­უ­რად ემ­ზა­დე­ბი­ან, მათ შო­რის, აუტ­სა­ი­დე­რე­ბიც - მა­რი­ამ ქა­ჯა­ია და ანა­ნო ჩი­ტა­იშ­ვი­ლი. თუ ვინ დარ­ჩე­ბა მათ­გან პრო­ექ­ტში, ამას მო­რი­გი ლა­ივ­კონ­ცერ­ტი გა­მო­ავ­ლენს.

AMBEBI.GE მა­რი­ამს და თამ­თას ახ­ლოს გა­გაც­ნობთ:

მა­რი­ამ ქა­ჯა­ია 21 წლის არის და თა­ვი­სუ­ფალ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ბიზ­ნე­სის ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლობს, ამას­თან, ერთ-ერთი კომ­პა­ნი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლია, მაგ­რამ დღეს მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­ექ­ტის „დიდი სცე­ნა“ კონ­კურ­სან­ტია. რო­გორც ამ­ბობს, ბავ­შვო­ბი­დან მღე­რის და თა­ვი­დან­ვე სურ­ვი­ლი ჰქონ­და, დიდ სცე­ნა­ზე დამ­დგა­რი­ყო.

„პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მაგ­რამ სიმ­ღე­რას ყო­ველ­თვის პირ­ველ ად­გილ­ზე ვა­ყე­ნებ­დი. ამ პრო­ექ­ტშიც ზუს­ტად ამი­ტო­მაც მო­ვე­დი. მინ­დო­და, ფარ­თო მსმე­ნე­ლის­თვის გა­მეც­ნო თავი და უკვე პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად გა­მე­კე­თე­ბი­ნა ის, რა­საც სა­მოყ­ვა­რუ­ლო დო­ნე­ზე მა­ნამ­დე წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვა­კე­თებ­დი,“ - გვე­უბ­ნე­ბა მა­რი­ა­მი და ბავ­შვო­ბის პე­რი­ოდს იხ­სე­ნებს: „პა­ტა­რა­ო­ბი­დან ჩე­მით ვსწავ­ლობ­დი სიმ­ღე­რას, ვო­კა­ლის პე­და­გოგ­თან არ მივ­ლია. მერე 7-8 წლის ვი­ყა­ვი, რომ ჭო­ხო­ნე­ლი­ძე­ე­ბის სტუ­დი­ა­ში შე­ვე­დი, მაგ­რამ მერე თავი და­ვა­ნე­ბე. პრო­ექ­ტში ჩარ­თვა რომ გა­დავ­წყვი­ტე, უკვე ვო­კა­ლის პე­და­გოგ­თან მი­ვე­დი და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი მომ­ზა­დე­ბა და­ვი­წყე... თუ რა­ტომ არ გან­ვაგ­რძე სწავ­ლა მუ­სი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით? გე­ტყვით, რომ ეს პრო­ფე­სი­ე­ბიც მა­ინ­ტე­რე­სებს, რა­საც ახლა ვსწავ­ლობ. ბა­კა­ლავ­რი­ატს რომ მოვ­რჩე­ბი, სურ­ვი­ლი მაქვს, ამე­რი­კა­ში წა­ვი­დე და მუ­სი­კა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა იქ მი­ვი­ღო,“ - აღ­ნიშ­ნავს კონ­კურ­სან­ტი, რო­მელ­საც პრო­ექ­ტი ბევ­რი რა­მის გამო მოს­წონს, გან­სა­კუთ­რე­ბით კი, ხიბ­ლავს ის, რომ სხვა­დას­ხვა ჟანრ­ში აქვს სამ­ღე­რი: „ყვე­ლა ჟანრ­ში თა­ნაბ­რად ვცდი ძა­ლებს. ჩემი უპი­რა­ტე­სო­ბაც ისაა, რომ ყვე­ლა ჟანრ­ში სტა­ბი­ლუ­რი ვარ. სცე­ნა­ზე დგო­მა ძა­ლი­ან მიყ­ვარს და აქ ამის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბა ახლა მეძ­ლე­ვა. ყვე­ლა­ზე დიდი ად­რე­ნა­ლი­ნი მაქვს მაგ დროს და ამით სი­ა­მოვ­ნე­ბას ვი­ღებ. თუ პრო­ექტს დავ­ტო­ვებ, მინ­და, რომ მა­ნამ­დე ჩემი ნამ­ღე­რით ვი­სი­ა­მოვ­ნო.

- პირ­ვე­ლად ხარ აუტ­სა­ი­დე­რებ­ში. რა ემო­ცი­ას იწ­ვევს და რო­გორ აპი­რებ ამ ყვე­ლაფ­რის დაძ­ლე­ვას?

- ვერ ვი­ტყვი, რომ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი გრძნო­ბა მაქვს. ჩემი მი­ზა­ნი მხო­ლოდ ისაა, რომ ღირ­სე­უ­ლად წარვდგე მსმე­ნე­ლის წი­ნა­შე და რომ გავ­ვარ­დე, ვი­ღა­ცას ამის გამო გული და­წყდეს... რაც შე­ე­ხე­ბა კონ­კუ­რენ­ტებს შო­რის და­ძა­ბუ­ლო­ბას, ასე­თი რამ ჩვენ­თან არ არის, ყვე­ლა­ნი მე­გობ­რე­ბი ვართ, ძა­ლი­ან თბი­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გვაქვს და ერ­თმა­ნე­თი გვიყ­ვარს.

- მო­ლო­დი­ნი რო­გო­რი გაქვს?

- ვერ ვი­ტყვი, რომ დავ­რჩე­ბი, ან არ დავ­რჩე­ბი პრო­ექ­ტში - 50/50-ზეა, მაგ­რამ ვიცი, რომ თუ არ დავ­რჩი, არას­დროს დავ­ნებ­დე­ბი, სიმ­ღე­რას არ მი­ვა­ტო­ვებ, ეს ის საქ­მეა, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე ძა­ლი­ან მიყ­ვარს.

***

ანა­ნო ჩი­ტა­იშ­ვი­ლი 16 წლი­საა, ბა­თუ­მი­და­ნაა და ჯერ მე­თერ­თმე­ტეკ­ლა­სე­ლია. ბავ­შვო­ბი­დან ბა­თუ­მის სა­ხელ­მწი­ფო მუ­სი­კა­ლურ თე­ატ­რში მღე­რის და ასე­ვე რე­ვაზ ლა­ღი­ძის გო­გო­ნა­თა აკა­დე­მი­ურ გუნდში. „სიმ­ღე­რას თა­ვი­დან­ვე სე­რი­ო­ზუ­ლი ად­გი­ლი უკა­ვია ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. ამის გარ­და მიყ­ვარს აქ­ტი­უ­რი ცხოვ­რე­ბა. სკო­ლა­ში ვმო­ნა­წი­ლე­ობ სხვა­დას­ხვა ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში, ნაკ­ლე­ბად მაქვს ხოლ­მე თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო, მუდ­მი­ვად მა­ინ­ტე­რე­სებს სი­ახ­ლე­ე­ბი. ამი­ტო­მაც, მინ­და, რომ ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო სი­ახ­ლე მოხ­დეს.

- ჯერ სკო­ლის მოს­წავ­ლე ხარ. პრო­ფე­სი­ულ არ­ჩე­ვანს რა მი­მარ­თუ­ლე­ბით აპი­რებ, რომ გა­ა­კე­თო?

- პრო­ფე­სი­ულ არ­ჩე­ვან­თან და­კავ­ში­რე­ბით ჯერ­ჯე­რო­ბით კი­დევ ფიქ­რის პრო­ცეს­ში ვარ, მაგ­რამ მინ­და, რომ ზო­გა­დად ჩა­ვა­ბა­რო ჟურ­ნა­ლის­ტი­კა­ზე, რად­გა­ნაც მიყ­ვარს ხალ­ხთან ურ­თი­ერ­თო­ბა, კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რიც ვარ. მსი­ა­მოვ­ნებს წერა და ვწერ ჩა­ნა­ხა­ტებს.

- „დიდ სცე­ნა­ში“ რა­ტომ მოხ­ვე­დი?

- სპონ­ტა­ნუ­რად მო­ვე­დი, თა­ვი­დან არა­ვინ იცო­და, კას­ტინგზე გა­ვე­დი. აქა­უ­რი გა­რე­მო ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა. რომ გა­ვი­გე, ათე­ულ­ში ვი­ყა­ვი, სა­ოც­რად დიდი ემო­ცი­ე­ბი მქონ­და. პრო­ექ­ტში მოს­ვლა კი იმის გამო გა­დავ­წყვი­ტე, რომ მიყ­ვარ­და სცე­ნა, იმას, რა­საც ჩემ­თვის ვა­კე­თებ­დი, მინ­დო­და, ეს მას­შტა­ბე­ბი გა­მე­ფარ­თო­ვე­ბი­ნა. სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის გა­მეც­ნო თავი. ჩემი თი­თო­ე­უ­ლი გა­მოს­ვლა ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს ეძღვნე­ბა, რო­მე­ლიც მის­მენს და მოს­წონს, რა­საც ვა­კე­თებ. პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სა­ინ­ტე­რე­სოა, სა­შუ­ა­ლე­ბა მეძ­ლე­ვა, თავი სხვა­დას­ხვა ჟანრ­ში მოვ­სინ­ჯო. მა­ყუ­რებ­ლის­გან ბევრ კარგ მე­სიჯს ვღე­ბუ­ლობ, რაც ძა­ლი­ან მა­ხა­რებს.

- თუმ­ცა უკვე მე­ო­რედ ხარ აუტ­სა­ი­დე­რებ­ში...

- ემო­ცი­უ­რად ვერ გე­ტყვით, რომ ამის გამო ვი­ძა­ბე­ბი, რად­გა­ნაც წინა ლა­ივ­ზე ხალ­ხის ზა­რე­ბის მი­ხედ­ვით თუ ვიმ­სჯე­ლებთ, ამან დიდი მო­ტი­ვა­ცია მომ­ცა. რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან მინ­და, პრო­ექ­ტში დარ­ჩე­ნა ისე, რო­გორც ყვე­ლა კონ­კურ­სანტს, სცე­ნა­ზე ვარ ის, რაც სა­ერ­თოდ ვარ.

ახლა რო­კის ტური გვაქვს, რაც ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა. ამას­თან, მომ­ზა­დე­ბის პრო­ცე­სიც. მე და მა­რი­ა­მი ვართ დუ­ეტ­ში. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გან­სხვა­ვე­ბუ­ლე­ბი ვართ, ვფიქ­რობ, რომ ჩემი სა­ხით კარ­გი დუ­ე­ტი უნდა შედ­გეს. აქამ­დე უბ­რა­ლოდ სი­ახ­ლე ისაა, რომ არას­დროს მიმ­ღე­რია ამ ჟან­რის სიმ­ღე­რა.

- რას ფიქ­რობ, კონ­კურ­სში შენ­თან და­კავ­ში­რე­ბით რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა ამ­ბე­ბი?

- ასა­კიც ხელს მი­წყობს, ბევ­რი რამ წინ მაქვს, ამი­ტომ, ვფიქ­რობ, რომ ამ პრო­ექ­ტით არ დას­რულ­დე­ბა ყვე­ლა­ფე­რი. ჩემი მიზ­ნე­ბი და გეგ­მე­ბი მაქვს და რაც მინ­და, რომ გა­ვა­კე­თო (რამ­დე­ნი­მე კარ­გი სი­ახ­ლე), ჩემს ქა­ლაქ­ში რომ ჩა­ვალ და ცო­ტას და­ვის­ვე­ნებ, იმას აუ­ცი­ლებ­ლად მივ­ხე­დავ. ხალ­ხის­გან ისე­თი კარ­გი მხარ­და­ჭე­რა მაქვს, რაც ისეთ სტი­მულს მაძ­ლევს, რომ ადა­მი­ა­ნე­ბის მო­ლო­დი­ნი არ მინ­და, რომ გა­ვაწ­ბი­ლო.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინო
0

ნეტა ამათ ვინმე თუ უყურებს

ნორმალური არავინ უყურებს
0

მე მითუმეტეს

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"დიდი სცენა" როკ-ტურისთვის ემზადება - რაზე საუბრობენ აუტსაიდერები გადამწყვეტ ტურამდე

"დიდი სცენა" როკ-ტურისთვის ემზადება - რაზე საუბრობენ აუტსაიდერები გადამწყვეტ ტურამდე

პროექტი „დიდი სცენა“ მორიგ ტურს როკს მიუძღვნის. კონკურსანტები ამისთვის ახლა ინტენსიურად ემზადებიან, მათ შორის, აუტსაიდერებიც - მარიამ ქაჯაია და ანანო ჩიტაიშვილი. თუ ვინ დარჩება მათგან პროექტში, ამას მორიგი ლაივკონცერტი გამოავლენს.

AMBEBI.GE მარიამს და თამთას ახლოს გაგაცნობთ:

მარიამ ქაჯაია 21 წლის არის და თავისუფალ უნივერსიტეტში, ბიზნესის ფაკულტეტზე სწავლობს, ამასთან, ერთ-ერთი კომპანიის თანამშრომელია, მაგრამ დღეს მუსიკალური პროექტის „დიდი სცენა“ კონკურსანტია. როგორც ამბობს, ბავშვობიდან მღერის და თავიდანვე სურვილი ჰქონდა, დიდ სცენაზე დამდგარიყო.

„პროფესიული განვითარება ჩემთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ სიმღერას ყოველთვის პირველ ადგილზე ვაყენებდი. ამ პროექტშიც ზუსტად ამიტომაც მოვედი. მინდოდა, ფართო მსმენელისთვის გამეცნო თავი და უკვე პროფესიონალურად გამეკეთებინა ის, რასაც სამოყვარულო დონეზე მანამდე წლების განმავლობაში ვაკეთებდი,“ - გვეუბნება მარიამი და ბავშვობის პერიოდს იხსენებს: „პატარაობიდან ჩემით ვსწავლობდი სიმღერას, ვოკალის პედაგოგთან არ მივლია. მერე 7-8 წლის ვიყავი, რომ ჭოხონელიძეების სტუდიაში შევედი, მაგრამ მერე თავი დავანებე. პროექტში ჩართვა რომ გადავწყვიტე, უკვე ვოკალის პედაგოგთან მივედი და პროფესიონალური მომზადება დავიწყე... თუ რატომ არ განვაგრძე სწავლა მუსიკის მიმართულებით? გეტყვით, რომ ეს პროფესიებიც მაინტერესებს, რასაც ახლა ვსწავლობ. ბაკალავრიატს რომ მოვრჩები, სურვილი მაქვს, ამერიკაში წავიდე და მუსიკალური განათლება იქ მივიღო,“ - აღნიშნავს კონკურსანტი, რომელსაც პროექტი ბევრი რამის გამო მოსწონს, განსაკუთრებით კი, ხიბლავს ის, რომ სხვადასხვა ჟანრში აქვს სამღერი: „ყველა ჟანრში თანაბრად ვცდი ძალებს. ჩემი უპირატესობაც ისაა, რომ ყველა ჟანრში სტაბილური ვარ. სცენაზე დგომა ძალიან მიყვარს და აქ ამის საუკეთესო საშუალება ახლა მეძლევა. ყველაზე დიდი ადრენალინი მაქვს მაგ დროს და ამით სიამოვნებას ვიღებ. თუ პროექტს დავტოვებ, მინდა, რომ მანამდე ჩემი ნამღერით ვისიამოვნო.

- პირველად ხარ აუტსაიდერებში. რა ემოციას იწვევს და როგორ აპირებ ამ ყველაფრის დაძლევას?

- ვერ ვიტყვი, რომ განსხვავებული გრძნობა მაქვს. ჩემი მიზანი მხოლოდ ისაა, რომ ღირსეულად წარვდგე მსმენელის წინაშე და რომ გავვარდე, ვიღაცას ამის გამო გული დაწყდეს... რაც შეეხება კონკურენტებს შორის დაძაბულობას, ასეთი რამ ჩვენთან არ არის, ყველანი მეგობრები ვართ, ძალიან თბილი დამოკიდებულება გვაქვს და ერთმანეთი გვიყვარს.

- მოლოდინი როგორი გაქვს?

- ვერ ვიტყვი, რომ დავრჩები, ან არ დავრჩები პროექტში - 50/50-ზეა, მაგრამ ვიცი, რომ თუ არ დავრჩი, არასდროს დავნებდები, სიმღერას არ მივატოვებ, ეს ის საქმეა, რომელიც ყველაზე ძალიან მიყვარს.

***

ანანო ჩიტაიშვილი 16 წლისაა, ბათუმიდანაა და ჯერ მეთერთმეტეკლასელია. ბავშვობიდან ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ თეატრში მღერის და ასევე რევაზ ლაღიძის გოგონათა აკადემიურ გუნდში. „სიმღერას თავიდანვე სერიოზული ადგილი უკავია ჩემს ცხოვრებაში. ამის გარდა მიყვარს აქტიური ცხოვრება. სკოლაში ვმონაწილეობ სხვადასხვა ღონისძიებაში, ნაკლებად მაქვს ხოლმე თავისუფალი დრო, მუდმივად მაინტერესებს სიახლეები. ამიტომაც, მინდა, რომ ჩემს ცხოვრებაში ბევრი საინტერესო სიახლე მოხდეს.

- ჯერ სკოლის მოსწავლე ხარ. პროფესიულ არჩევანს რა მიმართულებით აპირებ, რომ გააკეთო?

- პროფესიულ არჩევანთან დაკავშირებით ჯერჯერობით კიდევ ფიქრის პროცესში ვარ, მაგრამ მინდა, რომ ზოგადად ჩავაბარო ჟურნალისტიკაზე, რადგანაც მიყვარს ხალხთან ურთიერთობა, კომუნიკაბელურიც ვარ. მსიამოვნებს წერა და ვწერ ჩანახატებს.

- „დიდ სცენაში“ რატომ მოხვედი?

- სპონტანურად მოვედი, თავიდან არავინ იცოდა, კასტინგზე გავედი. აქაური გარემო ძალიან მომეწონა. რომ გავიგე, ათეულში ვიყავი, საოცრად დიდი ემოციები მქონდა. პროექტში მოსვლა კი იმის გამო გადავწყვიტე, რომ მიყვარდა სცენა, იმას, რასაც ჩემთვის ვაკეთებდი, მინდოდა, ეს მასშტაბები გამეფართოვებინა. საზოგადოებისთვის გამეცნო თავი. ჩემი თითოეული გამოსვლა ყველა იმ ადამიანს ეძღვნება, რომელიც მისმენს და მოსწონს, რასაც ვაკეთებ. პროექტში მონაწილეობა საინტერესოა, საშუალება მეძლევა, თავი სხვადასხვა ჟანრში მოვსინჯო. მაყურებლისგან ბევრ კარგ მესიჯს ვღებულობ, რაც ძალიან მახარებს.

- თუმცა უკვე მეორედ ხარ აუტსაიდერებში...

- ემოციურად ვერ გეტყვით, რომ ამის გამო ვიძაბები, რადგანაც წინა ლაივზე ხალხის ზარების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ამან დიდი მოტივაცია მომცა. რა თქმა უნდა, ძალიან მინდა, პროექტში დარჩენა ისე, როგორც ყველა კონკურსანტს, სცენაზე ვარ ის, რაც საერთოდ ვარ.

ახლა როკის ტური გვაქვს, რაც ძალიან საინტერესოა. ამასთან, მომზადების პროცესიც. მე და მარიამი ვართ დუეტში. მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებულები ვართ, ვფიქრობ, რომ ჩემი სახით კარგი დუეტი უნდა შედგეს. აქამდე უბრალოდ სიახლე ისაა, რომ არასდროს მიმღერია ამ ჟანრის სიმღერა.

- რას ფიქრობ, კონკურსში შენთან დაკავშირებით როგორ განვითარდება ამბები?

- ასაკიც ხელს მიწყობს, ბევრი რამ წინ მაქვს, ამიტომ, ვფიქრობ, რომ ამ პროექტით არ დასრულდება ყველაფერი. ჩემი მიზნები და გეგმები მაქვს და რაც მინდა, რომ გავაკეთო (რამდენიმე კარგი სიახლე), ჩემს ქალაქში რომ ჩავალ და ცოტას დავისვენებ, იმას აუცილებლად მივხედავ. ხალხისგან ისეთი კარგი მხარდაჭერა მაქვს, რაც ისეთ სტიმულს მაძლევს, რომ ადამიანების მოლოდინი არ მინდა, რომ გავაწბილო.

"ჩემს ხმას ძალიან უხდება ქართული სიმღერის ტემბრი, მთელი გულით ვმღერი" - "დიდი სცენის" კონკურსანტი ნიგერიულ ფესვებსა და მუსიკალურ წარსულზე

საქართველოში, შესაძლოა, Hollywood-ის რამდენიმე ფილმი და სერიალი გადაიღონ

"მამის დაკარგვის შემდეგ, მგონია, ჩემი ნაწილი ამომგლიჯეს" - ნანუკა გულუა ოჯახურ ტრაგედიაზე, ჩცდ-ს ახალ სერიებსა და სხვა პირად თემებზე