სპორტი

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 22:24-ზე, მთვარე სასწორშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ.
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მამის წინდებით კალათბურთის თამაშიდან კალათბურთის ლეგენდობამდე - ზუსტად ერთი წლის წინ მსოფლიომ კობი ბრაიანტი დაკარგა
მამის წინდებით კალათბურთის თამაშიდან კალათბურთის ლეგენდობამდე - ზუსტად ერთი წლის წინ მსოფლიომ კობი ბრაიანტი დაკარგა

ზუს­ტად ერთი წლის წინ, ამ დღეს, 26 იან­ვარს, მთე­ლი მსოფ­ლიო შეძ­რა ლე­გენ­და­რუ­ლი კა­ლათ­ბურ­თე­ლის, კობი ბრა­ი­ან­ტის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ამ­ბავ­მა. ის კა­ლი­ფორ­ნი­ას­თან მომ­ხდარ ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფას ემსხვერ­პლა. ვერ­ტმფრენ­ში სულ ცხრა მგზავ­რი იყო და მათ შო­რის კა­ლათ­ბურ­თე­ლის 13 წლის გო­გო­ნა, ჯი­ა­ნა. ბორტზე მყოფ­თა­გან არა­ვინ გა­დარ­ჩე­ნი­ლა.

NBA-ის ვარ­სკვლა­ვი თა­ვი­სი 20-წლი­ა­ნი კა­რი­ე­რის გან­მავ­ლო­ბა­ში "ლოს ან­ჯე­ლეს ლე­ი­კერსში" თა­მა­შობ­და. პრო­ფე­სი­ულ დო­ნე­ზე თა­მაშს თავი 2016 წელს და­ა­ნე­ბა.

წას­ვლამ­დე ბრა­ი­ან­ტი ემო­ცი­უ­რი წე­რი­ლით გა­მო­ემ­შვი­დო­ბა კა­ლათ­ბურთს. სწო­რედ ამ წე­რი­ლის სა­ფუძ­ველ­ზე, 2018 წელს გა­და­ი­ღეს მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ა­ნი ანი­მა­ცი­უ­რი ფილ­მი - Dear Basketball, რო­მელ­მაც კა­ლათ­ბურ­თის ლე­გენ­დას "ოს­კა­რი" მო­უ­ტა­ნა.

AMBEBI.GE გთა­ვა­ზობთ კობი ბრა­ი­ან­ტის წე­რილს კა­ლათ­ბურ­თი­სად­მი, რომ­ლის წა­კი­თხვაც ემო­ცი­ის გა­რე­შე შე­უძ­ლე­ბე­ლია...

"ძვირ­ფა­სო კა­ლათ­ბურ­თო!

იმ მო­მენ­ტი­დან, როცა მა­მა­ჩე­მის წინ­დე­ბით კა­ლათ­ბურთს ვთა­მა­შობ­დი და წარ­მო­სახ­ვა­ში "ლე­ი­კერ­სის­თვის" გა­მარ­ჯვე­ბის მომ­ტან ბურთს კა­ლათ­ში ვაგ­დებ­დი, ერთ რა­მეს მივ­ხვდი:

მე შენ მიყ­ვარ­ხარ! ისე ძა­ლი­ან მიყ­ვარ­ხარ, რომ ყვე­ლა­ფე­რი მო­გე­ცი - ჩემი გო­ნე­ბი­დან და სხე­უ­ლი­დან და­წყე­ბუ­ლი, ჩემი სუ­ლით დამ­თავ­რე­ბუ­ლი...

ძა­ლი­ან ვარ შენ­ზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, რო­გორც ექ­ვსი წლის ბიჭი.

მე არას­დროს და­მი­ნა­ხავს გვი­რა­ბის და­სას­რუ­ლი, მე მხო­ლოდ სა­კუ­თარ თავს ვხე­დავ­დი, თუ რო­გორ მოვრბო­დი ამ გვი­რა­ბი­დან

მე დავ­რბო­დი... დავ­რბო­დი წინ და უკან, ყვე­ლა მო­ე­დან­ზე,

ვიბ­რძო­დი ყვე­ლა და­კარ­გუ­ლი ბურ­თის­თვის... შენს გამო.

შენ ჩემ­გან თავ­და­დე­ბას ითხოვ­დი და მე ჩემი გული მო­გე­ცი.

მე ოფ­ლით და გუ­ლით ვთა­მა­შობ­დი და არა მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ ეს გა­მოწ­ვე­ვა იყო, არა­მედ იმი­ტომ, რომ შენ მე­ძახ­დი.

მე ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თე შენ­თვის, მაგ­რამ შენც ყვე­ლა­ფე­რი მო­მე­ცი - შენ მე სი­ცო­ცხლე მაგ­რძნო­ბი­ნე!

შენ, 6 წლის ბიჭს, ოც­ნე­ბა მო­მე­ცი და ამის გამო ყო­ველ­თვის მეყ­ვა­რე­ბი.

მაგ­რამ ახლა ჩემი სხე­უ­ლი მე­უბ­ნე­ბა, რომ დამ­შვი­დო­ბე­ბის დროა. და არა­უ­შავს...

მზად ვარ, გა­გიშ­ვა..

მინ­და, რომ იცო­დე, ჩვენ ორი­ვეს შეგ­ვიძ­ლია და­ვი­მახ­სოვ­როთ ყვე­ლა მო­მენ­ტი, რო­მე­ლიც ერ­თად გვქო­ნია... კარ­გიც და ცუ­დიც.

ჩვენ ერ­თმა­ნეთს ყვე­ლა­ფე­რი მი­ვე­ცით, რაც გვქონ­და. და ორი­ვემ ვი­ცით, არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, რა იქ­ნე­ბა შემ­დეგ...

ყო­ველ­თვის ის ბავ­შვი ვიქ­ნე­ბი წინ­დე­ბით რომ თა­მა­შობ­და და წინ­დე­ბის ბურთს ოთა­ხის კუ­თხე­ში, ნაგ­ვის ურ­ნა­ში აგ­დებ­და...

ხუთი წამი დარ­ჩა, ბურ­თი ჩემს ხელ­შია: 5...4...3...2...1

ყო­ველ­თვის მეყ­ვა­რე­ბი, კობი."

კობი ბრა­ი­ან­ტი 26 იან­ვარს, კა­ლი­ფორ­ნი­ას­თან მომ­ხდარ ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფას ემსხვერ­პლა. ვერ­ტმფრენ­ში სულ ცხრა მგზავ­რი იყო და მათ შო­რის კა­ლათ­ბურ­თე­ლის 13 წლის გო­გო­ნა, ჯინა. ბორტზე მყოფ­თა­გან არა­ვინ გა­დარ­ჩე­ნი­ლა.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
შაკო
2

როცა კობის თამაშს ვუყურებდი, ვხვდებოდი, რომ ადამიანის შესაძლებლობებს ზღვარი არა აქვს.

თ.
2

ლეგენდად დარჩება სპორტის ისტორიაში. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

მამის წინდებით კალათბურთის თამაშიდან კალათბურთის ლეგენდობამდე - ზუსტად ერთი წლის წინ მსოფლიომ კობი ბრაიანტი დაკარგა

მამის წინდებით კალათბურთის თამაშიდან კალათბურთის ლეგენდობამდე - ზუსტად ერთი წლის წინ მსოფლიომ კობი ბრაიანტი დაკარგა

ზუსტად ერთი წლის წინ, ამ დღეს, 26 იანვარს, მთელი მსოფლიო შეძრა ლეგენდარული კალათბურთელის, კობი ბრაიანტის გარდაცვალების ამბავმა. ის კალიფორნიასთან მომხდარ ავიაკატასტროფას ემსხვერპლა. ვერტმფრენში სულ ცხრა მგზავრი იყო და მათ შორის კალათბურთელის 13 წლის გოგონა, ჯიანა. ბორტზე მყოფთაგან არავინ გადარჩენილა.

NBA-ის ვარსკვლავი თავისი 20-წლიანი კარიერის განმავლობაში "ლოს ანჯელეს ლეიკერსში" თამაშობდა. პროფესიულ დონეზე თამაშს თავი 2016 წელს დაანება.

წასვლამდე ბრაიანტი ემოციური წერილით გამოემშვიდობა კალათბურთს. სწორედ ამ წერილის საფუძველზე, 2018 წელს გადაიღეს მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი - Dear Basketball, რომელმაც კალათბურთის ლეგენდას "ოსკარი" მოუტანა.

AMBEBI.GE გთავაზობთ კობი ბრაიანტის წერილს კალათბურთისადმი, რომლის წაკითხვაც ემოციის გარეშე შეუძლებელია...

"ძვირფასო კალათბურთო!

იმ მომენტიდან, როცა მამაჩემის წინდებით კალათბურთს ვთამაშობდი და წარმოსახვაში "ლეიკერსისთვის" გამარჯვების მომტან ბურთს კალათში ვაგდებდი, ერთ რამეს მივხვდი:

მე შენ მიყვარხარ! ისე ძალიან მიყვარხარ, რომ ყველაფერი მოგეცი - ჩემი გონებიდან და სხეულიდან დაწყებული, ჩემი სულით დამთავრებული...

ძალიან ვარ შენზე შეყვარებული, როგორც ექვსი წლის ბიჭი.

მე არასდროს დამინახავს გვირაბის დასასრული, მე მხოლოდ საკუთარ თავს ვხედავდი, თუ როგორ მოვრბოდი ამ გვირაბიდან

მე დავრბოდი... დავრბოდი წინ და უკან, ყველა მოედანზე,

ვიბრძოდი ყველა დაკარგული ბურთისთვის... შენს გამო.

შენ ჩემგან თავდადებას ითხოვდი და მე ჩემი გული მოგეცი.

მე ოფლით და გულით ვთამაშობდი და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს გამოწვევა იყო, არამედ იმიტომ, რომ შენ მეძახდი.

მე ყველაფერი გავაკეთე შენთვის, მაგრამ შენც ყველაფერი მომეცი - შენ მე სიცოცხლე მაგრძნობინე!

შენ, 6 წლის ბიჭს, ოცნება მომეცი და ამის გამო ყოველთვის მეყვარები.

მაგრამ ახლა ჩემი სხეული მეუბნება, რომ დამშვიდობების დროა. და არაუშავს...

მზად ვარ, გაგიშვა..

მინდა, რომ იცოდე, ჩვენ ორივეს შეგვიძლია დავიმახსოვროთ ყველა მომენტი, რომელიც ერთად გვქონია... კარგიც და ცუდიც.

ჩვენ ერთმანეთს ყველაფერი მივეცით, რაც გვქონდა. და ორივემ ვიცით, არ აქვს მნიშვნელობა, რა იქნება შემდეგ...

ყოველთვის ის ბავშვი ვიქნები წინდებით რომ თამაშობდა და წინდების ბურთს ოთახის კუთხეში, ნაგვის ურნაში აგდებდა...

ხუთი წამი დარჩა, ბურთი ჩემს ხელშია: 5...4...3...2...1

ყოველთვის მეყვარები, კობი."

კობი ბრაიანტი 26 იანვარს, კალიფორნიასთან მომხდარ ავიაკატასტროფას ემსხვერპლა. ვერტმფრენში სულ ცხრა მგზავრი იყო და მათ შორის კალათბურთელის 13 წლის გოგონა, ჯინა. ბორტზე მყოფთაგან არავინ გადარჩენილა.

დანიელმა მამაკაცმა მსოფლიოს 94 ქვეყანაში თვითმფრინავის გარეშე იმოგზაურა - კიდევ 9 სახელმწიფო და უჩვეულო მისიას შეასრულებს

ჩარლზ დარვინის "საშინელი საიდუმლო", რომელიც სიცოცხლის ბოლომდე აწუხებდა და რაც დღემდე ამოუხსნელია

როგორ მოხვდა სალომე ზურაბიშვილი ჯენიფერ ენისტონის "ინსტაგრამზე"