საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გამოწვევა იყო, როცა მარინა ბერიძემ მომიწვია" - ვინ არიან ადამიანები, რომლებიც "მხოლოდ ქართულის" მონაწილეებს სცენისთვის ამზადებენ
"გამოწვევა იყო, როცა მარინა ბერიძემ მომიწვია" - ვინ არიან ადამიანები, რომლებიც "მხოლოდ ქართულის" მონაწილეებს სცენისთვის ამზადებენ

"მხო­ლოდ ქარ­თუ­ლის" ბოლო ტური მა­ცა­ცო სე­ბის­კვე­რა­ძის შე­მოქ­მე­დე­ბას მი­ე­ძღვნა. კონ­კურ­სან­ტებ­მა კომ­პო­ზი­ტო­რის პატ­რი­ო­ტუ­ლი სიმ­ღე­რე­ბი შე­ას­რუ­ლეს. დარ­ბაზ­ში მყო­ფი ქალ­ბა­ტო­ნი მა­ცა­ცო კონ­კურ­სან­ტე­ბის ნამ­ღე­რით კმა­ყო­ფი­ლი იყო. კონ­კურ­სის წე­სე­ბის თა­ნახ­მად, ერ­თმა მო­ნა­წი­ლემ და­ტო­ვა პრო­ექ­ტი და ეს ლაშა ნა­ნო­ბაშ­ვი­ლი აღ­მოჩ­ნდა. "მხო­ლოდ ქარ­თუ­ლის" ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში ბრძო­ლას 5 მო­ნა­წი­ლე გა­ნაგ­რძობს.

AMBEBI.GE ამ­ჯე­რად იმ ადა­მი­ა­ნებს გა­გაც­ნობთ, რომ­ლე­ბიც კადრს მიღ­მა აქ­ტი­უ­რად ზრუ­ნა­ვენ იმის­თვის, რომ პრო­ექ­ტი წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყოს.

თა­მუ­ნა არჩვა­ძე, ვო­კა­ლის პე­და­გო­გი:

- "მხო­ლოდ ქარ­თულ­ში" ამ სე­ზონ­ზე პირ­ვე­ლად მი­წევს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, ამი­ტომ რა­ღაც ერ­თგვა­რი გა­მოწ­ვე­ვა იყო, რო­დე­საც მა­რი­ნა ბე­რი­ძემ მო­მიწ­ვია. ძა­ლი­ან მიყ­ვარს ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რა და მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ქარ­თულ სიმ­ღე­რას ვემ­სა­ხუ­რე­ბი. არა­ერთ კომ­პო­ზი­ტორ­თან, სიმ­ღე­რის ავ­ტორ­თან მი­მუ­შა­ვია. ამი­ტო­მაც იყო ჩემ­თვის ეს გა­მოწ­ვე­ვა სა­ინ­ტე­რე­სო. კონ­კურ­სან­ტე­ბი კარ­გად იყ­ვნენ შერ­ჩე­უ­ლე­ბი. ასე რომ, პრო­ექ­ტი ჩემ­თვის აბ­სო­ლუ­ტუ­რად მი­სა­ღე­ბი და სა­ინ­ტე­რე­სოა. მო­ლო­დი­ნი, რომ ამ პრო­ექ­ტში მე­ტად რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლი ვიქ­ნე­ბო­დი, გა­მარ­თლდა, რად­გა­ნაც ძა­ლი­ან მიყ­ვარს ჩემი საქ­მე და მზად ვარ, მას ვემ­სა­ხუ­რო - ეს წი­ნა­და­დე­ბა მა­რი­ნას­გან დიდი სი­ხა­რუ­ლით მი­ვი­ღე.

ფო­ტოს ავ­ტო­რი: ნა­თა­თო ასა­ნი­ძე

- მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ად­ვი­ლად მო­დი­ან სწავ­ლე­ბა­ზე, ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ თქვენს რჩე­ვებს?

- ნო­ემ­ბრი­დან ვმუ­შა­ობთ მათ­თან და თით­ქოს უკვე ერთი ოჯა­ხი­ვით ვართ, ყო­ველ­დღე - დი­ლი­დან სა­ღა­მომ­დე ერ­თად. და­სა­წყის­ში, სა­ნამ ერ­თმა­ნეთს კარ­გად გა­ვიც­ნობ­დით, პა­ტა­რა სირ­თუ­ლე­ე­ბი იყო, რად­გა­ნაც ჯერ კარ­გად არ იცოდ­ნენ, სად მო­ვიდ­ნენ, რა რო­გორ იქ­ნე­ბო­და, რე­პე­ტი­ცი­ე­ბის ყო­ველ­დღი­უ­რი რე­ჟი­მი, რომ ასე და­იტ­ვირ­თე­ბოდ­ნენ, და­იღ­ლე­ბოდ­ნენ, ყვე­ლას ბო­ლომ­დე გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი არ ჰქონ­და. რამ­დე­ნი­მე კვი­რა­ში ფეხი აგ­ვი­წყეს, ტემპს აუჩ­ქა­რეს, კარ­გად გა­მოგ­ვყვნენ...

ახლა ყო­ვე­ლი ორ­შა­ბა­თი ძა­ლი­ან მი­ჭირს, რად­გა­ნაც პრო­ექ­ტის წე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ერთი მო­ნა­წი­ლე მი­დის, კონ­კურსს ეთი­შე­ბა. ეს რთუ­ლია, მაგ­რამ მა­ინც სულ ვე­უბ­ნე­ბი, რომ ადრე თუ გვი­ან პრო­ექტს ყვე­ლა დავ­ტო­ვებთ, მათ შო­რის, მეც-მეთ­ქი. მოკ­ლედ, ვურ­ჩევ, რომ არ და­ით­რგუ­ნონ და რა დროც იქ­ნე­ბი­ან პრო­ექ­ტში, მაქ­სი­მა­ლუ­რი სი­ა­მოვ­ნე­ბა მი­ი­ღონ.

- უკვე 5 კონ­კურ­სან­ტი დარ­ჩა...

- თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია, ვე­რა­ვის გა­მოვ­ყოფ, ვერც რო­მე­ლი­მეს და­ვა­სა­ხე­ლებ, სი­ა­მოვ­ნე­ბით ვმუ­შა­ობ თი­თო­ე­ულ­თან და ვუს­მენ მათ.

ფო­ტოს ავ­ტო­რი: ზა­ქა­რია ჭე­ლი­ძე

სოფო ბა­თი­ლაშ­ვი­ლი, კონ­სულ­ტან­ტი პრო­ექ­ტის ვო­კა­ლურ ნა­წილ­ში:

- "მხო­ლოდ ქარ­თუ­ლის" პირ­ვე­ლი სე­ზო­ნი მე­სა­მის­გან რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლია, ალ­ბათ ამას სივ­რცის გა­მოც­ვლა გა­ნა­პი­რო­ბებს, ჩვენ, პირ­ვე­ლი სე­ზო­ნის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი "რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში" და "რუს­თა­ვი 2"-ის შე­ნო­ბა­ში ვი­ყა­ვით. ახლა კი რე­პე­ტი­ცი­ე­ბი და კონ­ცერ­ტე­ბი "მთა­ვა­რი არ­ხის" ოფის­ში და "კაჭ­რე­თი ამ­ბა­სა­დორ­ში" გვაქვს. ენერ­გე­ტი­კაც სრუ­ლი­ად სხვაა.

ამას­თან, მიმ­დი­ნა­რე სე­ზო­ნი მუ­სი­კა­ლუ­რად მა­რი­ნა ბე­რი­ძემ ჩა­ი­ბა­რა, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ყვე­ლა­ფე­რი მუ­სი­კა­ლურ ნა­წილ­ში ისეა და­ლა­გე­ბუ­ლი, რო­გორც მას შე­ე­ფე­რე­ბა. მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ნი­ჭი­ე­რე­ბი, მი­ზან­და­სა­ხუ­ლე­ბი არი­ან და ერ­თმა­ნე­თის­გან არ­სე­ბი­თად გან­სხვა­ვე­ბუ­ლე­ბი, სე­რი­ო­ზუ­ლი ტი­პა­ჟე­ბი. გან­სხვავ­დე­ბი­ან იუ­მო­რით, სურ­ვი­ლე­ბით, აზ­რე­ბით, გე­მოვ­ნე­ბით, მუ­სი­კას­თან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით და კონ­კურ­სში მოს­ვლის მი­ზა­ნიც სხვა­დას­ხვა აქვთ და ამით არის ეს პრო­ექ­ტი სა­ინ­ტე­რე­სო. მა­გა­ლი­თად, ანა ქურ­თუ­ბა­ძე ლა­ი­ვი­დან ლა­ი­ვამ­დე იმ­დე­ნად დიდ პროგ­რესს გა­ნიც­დის, რომ გა­ოც­დე­ბით, სა­კუ­თარ თავ­ზე ძა­ლი­ან შრო­მობს, ყვე­ლა­ფერს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად უდ­გე­ბა, თამ­თა ხუ­ხუ­ნა­იშ­ვი­ლი სულ მო­წო­დე­ბის სი­მაღ­ლე­ზეა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სი­ცხე ჰქონ­და, ბოლო ლა­ივ­ზე კი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ცუ­დად იყო, ასე­თი ხა­სი­ა­თი აქვს, თუ საქ­მეს ხელი მოჰ­კი­და, არ არ­სე­ბობს, თავი და­ა­ნე­ბოს, ძა­ლი­ან მი­ზან­მი­მარ­თუ­ლია.

გი­ორ­გი ძო­წე­ნი­ძე სცე­ნა­ზე თა­ვი­სი ხა­სი­ა­თის გა­მო­ჩე­ნას არ ერი­დე­ბა და არის ისე­თი, რო­გორც ცხოვ­რე­ბა­შია. ნინი შო­ნი­ას ყვე­ლამ იცის, რომ კარ­გი ვო­კა­ლი აქვს, ეს არის პირ­ვე­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა მისი ასეთ მას­შტა­ბურ კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის, მას ბევრ ჟანრ­ში აქვს ძა­ლე­ბი მო­სინ­ჯუ­ლი, მაგ­რამ თუ უფრო გახ­სნის სა­ზღვრებს იმის­თვის, რომ ყვე­ლა ჟან­რი მი­ი­ღოს, მო­ირ­გოს, მსმე­ნელს მი­ა­წო­დოს, შე­იძ­ლე­ბა, ისე­თი თვი­სე­ბე­ბიც გა­მო­ავ­ლი­ნოს, რო­მე­ლიც არც იცის, რომ აქვს. რა­საც ვაკ­ვირ­დე­ბი, სხვა მო­ნა­წი­ლე­ე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, მას ზოგ­ჯერ გან­მარ­ტო­ე­ბით ჯდო­მაც უყ­ვარს...

ლუკა ჭო­ხო­ნე­ლი­ძე რე­პე­ტი­ცი­ა­ზე ყვე­ლას სიმ­ღე­რას მღე­რის. სულ უნდა, რომ ნე­ბის­მი­ერს მე­ო­რე ხმა მის­ცეს, უნდა რომ ყვე­ლა­ფერ­ში ჩარ­თუ­ლი იყოს. ხუმ­რობს ბავ­შვებ­თან... ვი­საც ჩემი გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა სჭირ­დე­ბა, უკან არ ვი­ხევ და ჩემს აზრს მოკ­რძა­ლე­ბუ­ლად გა­მოვ­თქვამ.

ფო­ტოს ავ­ტო­რი: ნა­თა­თო ასა­ნი­ძე

კოტე ფურ­ცე­ლა­ძე, ქო­რე­ოგ­რა­ფი, რე­ჟი­სო­რი:

- წელს ამ კონ­კურ­სში პირ­ვე­ლად ჩა­ვერ­თე, შე­მო­თა­ვა­ზე­ბას იმის გამო დავ­თან­ხმდი, რომ პრო­ექ­ტზე პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი გუნ­დი მუ­შა­ობს. თან, წელს მგო­ნი, რა­ღაც გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სე­ზო­ნია. სა­ინ­ტე­რე­სო კონ­კურ­სან­ტე­ბი არი­ან და ამი­ტომ მინ­დო­და, ისი­ნი სცე­ნა­ზე თა­ვი­სი სხვა­დას­ხვა, პა­ტა­რა ის­ტო­რი­ით წარმდგა­რიყ­ვნენ. მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, კონ­კურ­სან­ტი გა­ი­მარ­ჯვებს თუ არა. მთა­ვა­რია, თა­ვი­სი ნომ­რე­ბით მა­ყუ­რე­ბელს თავი და­ა­მახ­სოვ­როს. თუ რა­ღა­ცით შევ­ძე­ლი, ეს ბავ­შვე­ბი აუ­დი­ტო­რი­ას და­ვა­მახ­სოვ­რე, დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბა იქ­ნე­ბა. ქო­რე­ოგ­რა­ფი კი ვარ, მაგ­რამ ვი­ნა­ი­დან ქარ­თულ სიმ­ღე­რას­თან გვაქვს საქ­მე, ქო­რე­ოგ­რა­ფი­ას ვერ გა­მო­ვი­ყე­ნებთ. თან, ეს სე­ზო­ნი იმი­თაა გა­მორ­ჩე­უ­ლი, რომ ახალ­ბე­და ბავ­შვე­ბი იყ­ვნენ, ზოგი აქამ­დე სა­ერ­თოდ სცე­ნა­ზეც არ მდგა­რა. ამი­ტომ, ქო­რე­ოგ­რა­ფი­ას­თან ერ­თად, რა­ღაც ფუნ­ქცი­ე­ბიც შე­ვი­თავ­სე უკა­ნა ფო­ნე­ბით თუ გა­ნა­თე­ბით, დრა­მა­ტურ­გი­ით. ეს ყვე­ლა­ფე­რი ყვე­ლა მო­ნა­წი­ლეს­თან ერ­თად შე­სა­ბა­მი­სად გა­მო­ვი­და.

- ეს გია ყან­ჩე­ლის ტურ­ზე მე­ტად შე­იგ­რძნო­ბო­და...

- კი, ნინი შო­ნი­ას ორ­მეტ­რი­ან კვარ­ცხლბეკ­ზე შე­მოს­კუ­პე­ბა, თამ­თა ხუ­ხუ­ნა­იშ­ვი­ლის ორ­მა­გი სახე - ქა­ლი­სა და მა­მა­კა­ცის სა­მო­სი ერ­თდრო­უ­ლად რომ ეცვა, ეს ჩემი იდეა იყო. რაც მთა­ვა­რია, ყო­ველ ტურ­ზე ყო­ველ ჩემს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას პრო­დი­უ­სე­რებს ვუ­თან­ხმებ და ისი­ნიც ერ­თხმად იწო­ნე­ბენ, მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში მეხ­მა­რე­ბი­ან.

სა­ერ­თოდ, სა­ო­ცარ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებ­თან მი­წევს მუ­შა­ო­ბა. რო­მე­ლი­მეს გა­მო­ყო­ფა მი­ჭირს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ უდი­დე­სი გა­მოც­დი­ლე­ბა მაქვს, მათ­თან ერ­თად, ამ მას­შტა­ბუ­რი ტე­ლეპ­რო­ექ­ტის კე­თე­ბი­სას ბევრ რა­მეს კი­დევ ვსწავ­ლობ. "მხო­ლოდ ქარ­თუ­ლი" ყვე­ლას­თვის სა­სარ­გებ­ლო პრო­ექ­ტია.

მთა­ვა­რი ფო­ტო­კო­ლა­ჟი: ზა­ქა­რია ჭე­ლი­ძე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"გამოწვევა იყო, როცა მარინა ბერიძემ მომიწვია" - ვინ არიან ადამიანები, რომლებიც "მხოლოდ ქართულის" მონაწილეებს სცენისთვის ამზადებენ

"გამოწვევა იყო, როცა მარინა ბერიძემ მომიწვია" - ვინ არიან ადამიანები, რომლებიც "მხოლოდ ქართულის" მონაწილეებს სცენისთვის ამზადებენ

"მხოლოდ ქართულის" ბოლო ტური მაცაცო სებისკვერაძის შემოქმედებას მიეძღვნა. კონკურსანტებმა კომპოზიტორის პატრიოტული სიმღერები შეასრულეს. დარბაზში მყოფი ქალბატონი მაცაცო კონკურსანტების ნამღერით კმაყოფილი იყო. კონკურსის წესების თანახმად, ერთმა მონაწილემ დატოვა პროექტი და ეს ლაშა ნანობაშვილი აღმოჩნდა. "მხოლოდ ქართულის" ნახევარფინალში ბრძოლას 5 მონაწილე განაგრძობს.

AMBEBI.GE ამჯერად იმ ადამიანებს გაგაცნობთ, რომლებიც კადრს მიღმა აქტიურად ზრუნავენ იმისთვის, რომ პროექტი წარმატებული იყოს.

თამუნა არჩვაძე, ვოკალის პედაგოგი:

- "მხოლოდ ქართულში" ამ სეზონზე პირველად მიწევს მონაწილეობა, ამიტომ რაღაც ერთგვარი გამოწვევა იყო, როდესაც მარინა ბერიძემ მომიწვია. ძალიან მიყვარს ქართული სიმღერა და მთელი ცხოვრება ქართულ სიმღერას ვემსახურები. არაერთ კომპოზიტორთან, სიმღერის ავტორთან მიმუშავია. ამიტომაც იყო ჩემთვის ეს გამოწვევა საინტერესო. კონკურსანტები კარგად იყვნენ შერჩეულები. ასე რომ, პროექტი ჩემთვის აბსოლუტურად მისაღები და საინტერესოა. მოლოდინი, რომ ამ პროექტში მეტად რეალიზებული ვიქნებოდი, გამართლდა, რადგანაც ძალიან მიყვარს ჩემი საქმე და მზად ვარ, მას ვემსახურო - ეს წინადადება მარინასგან დიდი სიხარულით მივიღე.

ფოტოს ავტორი: ნათათო ასანიძე

- მონაწილეები ადვილად მოდიან სწავლებაზე, ითვალისწინებენ თქვენს რჩევებს?

- ნოემბრიდან ვმუშაობთ მათთან და თითქოს უკვე ერთი ოჯახივით ვართ, ყოველდღე - დილიდან საღამომდე ერთად. დასაწყისში, სანამ ერთმანეთს კარგად გავიცნობდით, პატარა სირთულეები იყო, რადგანაც ჯერ კარგად არ იცოდნენ, სად მოვიდნენ, რა როგორ იქნებოდა, რეპეტიციების ყოველდღიური რეჟიმი, რომ ასე დაიტვირთებოდნენ, დაიღლებოდნენ, ყველას ბოლომდე გაცნობიერებული არ ჰქონდა. რამდენიმე კვირაში ფეხი აგვიწყეს, ტემპს აუჩქარეს, კარგად გამოგვყვნენ...

ახლა ყოველი ორშაბათი ძალიან მიჭირს, რადგანაც პროექტის წესებიდან გამომდინარე, ერთი მონაწილე მიდის, კონკურსს ეთიშება. ეს რთულია, მაგრამ მაინც სულ ვეუბნები, რომ ადრე თუ გვიან პროექტს ყველა დავტოვებთ, მათ შორის, მეც-მეთქი. მოკლედ, ვურჩევ, რომ არ დაითრგუნონ და რა დროც იქნებიან პროექტში, მაქსიმალური სიამოვნება მიიღონ.

- უკვე 5 კონკურსანტი დარჩა...

- თითოეული მათგანი ინდივიდუალურია, ვერავის გამოვყოფ, ვერც რომელიმეს დავასახელებ, სიამოვნებით ვმუშაობ თითოეულთან და ვუსმენ მათ.

ფოტოს ავტორი: ზაქარია ჭელიძე

სოფო ბათილაშვილი, კონსულტანტი პროექტის ვოკალურ ნაწილში:

- "მხოლოდ ქართულის" პირველი სეზონი მესამისგან რადიკალურად განსხვავებულია, ალბათ ამას სივრცის გამოცვლა განაპირობებს, ჩვენ, პირველი სეზონის მონაწილეები "რუსთაველის თეატრში" და "რუსთავი 2"-ის შენობაში ვიყავით. ახლა კი რეპეტიციები და კონცერტები "მთავარი არხის" ოფისში და "კაჭრეთი ამბასადორში" გვაქვს. ენერგეტიკაც სრულიად სხვაა.

ამასთან, მიმდინარე სეზონი მუსიკალურად მარინა ბერიძემ ჩაიბარა, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი მუსიკალურ ნაწილში ისეა დალაგებული, როგორც მას შეეფერება. მონაწილეები ნიჭიერები, მიზანდასახულები არიან და ერთმანეთისგან არსებითად განსხვავებულები, სერიოზული ტიპაჟები. განსხვავდებიან იუმორით, სურვილებით, აზრებით, გემოვნებით, მუსიკასთან დამოკიდებულებით და კონკურსში მოსვლის მიზანიც სხვადასხვა აქვთ და ამით არის ეს პროექტი საინტერესო. მაგალითად, ანა ქურთუბაძე ლაივიდან ლაივამდე იმდენად დიდ პროგრესს განიცდის, რომ გაოცდებით, საკუთარ თავზე ძალიან შრომობს, ყველაფერს პროფესიონალურად უდგება, თამთა ხუხუნაიშვილი სულ მოწოდების სიმაღლეზეა. მიუხედავად იმისა, რომ სიცხე ჰქონდა, ბოლო ლაივზე კი განსაკუთრებულად ცუდად იყო, ასეთი ხასიათი აქვს, თუ საქმეს ხელი მოჰკიდა, არ არსებობს, თავი დაანებოს, ძალიან მიზანმიმართულია.

გიორგი ძოწენიძე სცენაზე თავისი ხასიათის გამოჩენას არ ერიდება და არის ისეთი, როგორც ცხოვრებაშია. ნინი შონიას ყველამ იცის, რომ კარგი ვოკალი აქვს, ეს არის პირველი გამოცდილება მისი ასეთ მასშტაბურ კონკურსში მონაწილეობის, მას ბევრ ჟანრში აქვს ძალები მოსინჯული, მაგრამ თუ უფრო გახსნის საზღვრებს იმისთვის, რომ ყველა ჟანრი მიიღოს, მოირგოს, მსმენელს მიაწოდოს, შეიძლება, ისეთი თვისებებიც გამოავლინოს, რომელიც არც იცის, რომ აქვს. რასაც ვაკვირდები, სხვა მონაწილეებისგან განსხვავებით, მას ზოგჯერ განმარტოებით ჯდომაც უყვარს...

ლუკა ჭოხონელიძე რეპეტიციაზე ყველას სიმღერას მღერის. სულ უნდა, რომ ნებისმიერს მეორე ხმა მისცეს, უნდა რომ ყველაფერში ჩართული იყოს. ხუმრობს ბავშვებთან... ვისაც ჩემი გამოცდილების გაზიარება სჭირდება, უკან არ ვიხევ და ჩემს აზრს მოკრძალებულად გამოვთქვამ.

ფოტოს ავტორი: ნათათო ასანიძე

კოტე ფურცელაძე, ქორეოგრაფი, რეჟისორი:

- წელს ამ კონკურსში პირველად ჩავერთე, შემოთავაზებას იმის გამო დავთანხმდი, რომ პროექტზე პროფესიონალი გუნდი მუშაობს. თან, წელს მგონი, რაღაც განსხვავებული სეზონია. საინტერესო კონკურსანტები არიან და ამიტომ მინდოდა, ისინი სცენაზე თავისი სხვადასხვა, პატარა ისტორიით წარმდგარიყვნენ. მნიშვნელობა არ აქვს, კონკურსანტი გაიმარჯვებს თუ არა. მთავარია, თავისი ნომრებით მაყურებელს თავი დაამახსოვროს. თუ რაღაცით შევძელი, ეს ბავშვები აუდიტორიას დავამახსოვრე, დიდი ბედნიერება იქნება. ქორეოგრაფი კი ვარ, მაგრამ ვინაიდან ქართულ სიმღერასთან გვაქვს საქმე, ქორეოგრაფიას ვერ გამოვიყენებთ. თან, ეს სეზონი იმითაა გამორჩეული, რომ ახალბედა ბავშვები იყვნენ, ზოგი აქამდე საერთოდ სცენაზეც არ მდგარა. ამიტომ, ქორეოგრაფიასთან ერთად, რაღაც ფუნქციებიც შევითავსე უკანა ფონებით თუ განათებით, დრამატურგიით. ეს ყველაფერი ყველა მონაწილესთან ერთად შესაბამისად გამოვიდა.

- ეს გია ყანჩელის ტურზე მეტად შეიგრძნობოდა...

- კი, ნინი შონიას ორმეტრიან კვარცხლბეკზე შემოსკუპება, თამთა ხუხუნაიშვილის ორმაგი სახე - ქალისა და მამაკაცის სამოსი ერთდროულად რომ ეცვა, ეს ჩემი იდეა იყო. რაც მთავარია, ყოველ ტურზე ყოველ ჩემს გადაწყვეტილებას პროდიუსერებს ვუთანხმებ და ისინიც ერთხმად იწონებენ, მის განხორციელებაში მეხმარებიან.

საერთოდ, საოცარ პროფესიონალებთან მიწევს მუშაობა. რომელიმეს გამოყოფა მიჭირს, მიუხედავად იმისა, რომ უდიდესი გამოცდილება მაქვს, მათთან ერთად, ამ მასშტაბური ტელეპროექტის კეთებისას ბევრ რამეს კიდევ ვსწავლობ. "მხოლოდ ქართული" ყველასთვის სასარგებლო პროექტია.

მთავარი ფოტოკოლაჟი: ზაქარია ჭელიძე

ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი საქართველოში

ილია მეორეს ბათუმში, ერთ-ერთ კლინიკაში გამოკვლევა უტარდება - პატრიარქის ექიმის კომენტარი

კორონავირუსის გამო, ჩინეთში საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობას წყვეტს - როგორია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს  სამოქმედო გეგმა