საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რესტორნებში ქართულ კერძებზე მოთხოვნა იზრდება
რესტორნებში ქართულ კერძებზე მოთხოვნა იზრდება

ქარ­თუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო ანუ ქარ­თუ­ლი კუ­ლი­ნა­რი­ის სტი­ლი, რო­მელ­საც მარ­თლაც გა­მორ­ჩე­უ­ლი ად­გი­ლი უკა­ვია მსოფ­ლი­ოს სამ­ზა­რე­უ­ლო­ებს შო­რის, სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვი­თარ­დე­ბო­და და ყა­ლიბ­დე­ბო­და. ქარ­თვე­ლი ერი გურ­მა­ნო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა და ალ­ბათ, სწო­რედ ამან გა­ნა­პი­რო­ბა ის ფაქ­ტიც, რომ ქარ­თუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო მე­ტად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი და უნი­კა­ლუ­რია. გა­მორ­ჩე­უ­ლი გე­მოს სა­ნე­ლებ­ლე­ბი, ხორ­ცი­სა და ბოსტნე­უ­ლის კერ­ძე­ბის სიმ­რავ­ლე, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ცო­მე­უ­ლი - რთუ­ლია, ამ ყვე­ლა­ფერს გულ­გრი­ლად შე­ხე­დო და პირ­ვე­ლი­ვე და­გე­მოვ­ნე­ბის შემ­დეგ არ შე­გიყ­ვარ­დეს.

ქარ­თუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლოს სიძ­ლი­ე­რის მი­უ­ხე­და­ვად, ქვე­ყა­ნა­ში არა­ერ­თი რეს­ტო­რა­ნია, რო­მე­ლიც ევ­რო­პულ თუ აზი­ურ კერ­ძებს სთა­ვა­ზობს მომ­ხმა­რე­ბელს და საკ­მა­ოდ მო­თხოვ­ნა­დი­ცაა. ბოლო პე­რი­ოდ­ში გან­სა­კუთ­რე­ბით პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და ია­პო­ნუ­რი სამ­ზა­რე­უ­ლო. თუმ­ცა ქარ­თუ­ლი კერ­ძე­ბი მა­ინც არას­დროს კარ­გავს პო­პუ­ლა­რო­ბას. ქვე­ყა­ნა­ში ტუ­რის­ტე­ბის მზარ­დი რა­ო­დე­ნო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე რეს­ტორ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ქარ­თულ მე­ნი­უს სთა­ვა­ზო­ბენ მომ­ხმა­რე­ბელს, მუდ­მი­ვად მო­თხოვ­ნა­დია. რო­გორც თა­ვად რეს­ტორ­ნე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, ქარ­თვე­ლე­ბიც ტრა­დი­ცი­უ­ლად ქარ­თულ კერ­ძებს უფრო ხში­რად უკ­ვე­თა­ვენ, ვიდ­რე ევ­რო­პულს. „ჩემო კარ­გო“ ერთ-ერთი პო­პუ­ლა­რუ­ლი რეს­ტო­რა­ნია, რო­მე­ლიც სა­წყის ეტაპ­ზე მომ­ხმა­რე­ბელს ქარ­თულ და ევ­რო­პულ კერ­ძებს სთა­ვა­ზობ­და. თუმ­ცა სულ ახ­ლა­ხანს მო­თხოვ­ნი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მისი კონ­ცეფ­ცი­ის ცვლი­ლე­ბა მოხ­და და ამ­ჟა­მად „ჩემო კარ­გო“ მომ­ხმა­რე­ბელს ქარ­თულ მე­ნი­უს სთა­ვა­ზობს. შე­თა­ვა­ზე­ბა­ში მცი­რე ნა­წი­ლი უკა­ვია ლუ­დის მე­ნი­უ­საც, რაც ძი­რი­თა­დად სტე­ი­კებს მო­ი­ცავს.

რო­გორც „ჩემო კარ­გოს“ სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის მე­ნე­ჯე­რი სა­ლო­მე მე­ზურ­ნიშ­ვი­ლი გან­მარ­ტავს, კონ­ცეფ­ცი­ის ცვლი­ლე­ბა მომ­ხმა­რებ­ლის მო­თხოვ­ნი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მოხ­და.

“სა­წყის ეტაპ­ზე ვი­ფიქ­რეთ, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად გაგ­ვე­თა­ნა­მედ­რო­ვე­ბი­ნა ქარ­თუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო, გა­მოგ­ვე­ყე­ნე­ბი­ნა თა­ნა­მედ­რო­ვე ევ­რო­პუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, თუმ­ცა ქარ­თულ ტრა­დი­ცი­ულ სამ­ზა­რე­უ­ლოს და მის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბელ გე­მო­ებს მძლავ­რად აქვს გად­გმუ­ლი ფეს­ვე­ბი ჩვენს გე­მოვ­ნე­ბა­ში. აღ­მოჩ­ნდა, რომ ჩვე­ნი სტუმ­რე­ბის­თვის ქარ­თუ­ლი კერ­ძე­ბი უფრო სა­ინ­ტე­რე­სოა, მათი არ­ჩე­ვა­ნი კი ტრა­დი­ცი­უ­ლი მე­თო­დით მომ­ზა­დე­ბულ ნა­ტუ­რა­ლუ­რი კერ­ძე­ბია. მომ­ხმა­რებ­ლე­ბის აზრი კი ჩვენ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ყო­ვე­ლი­ვე ამან გვი­ბიძ­გა ცვლი­ლე­ბე­ბის­კენ. შე­სა­ბა­მი­სად, კი­დევ მოხ­და კონ­ცეფ­ცი­ის დახ­ვე­წა და მე­ნი­უს გა­ნახ­ლე­ბა ტრა­დი­ცი­უ­ლი მე­თო­დით, რო­მე­ლიც ქარ­თუ­ლი, ნა­ტუ­რა­ლუ­რი, სოფ­ლის პრო­დუქ­ტე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბას მო­ი­თხოვს წარ­მო­ე­ბა­ში,“ - გან­მარ­ტავს მე­ზურ­ნიშ­ვი­ლი.

თუმ­ცა აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ ბე­ლი­აშ­ვი­ლის ობი­ექ­ტის მე­ნიუ არ არის სტან­დარ­ტუ­ლი, ევ­რო­პუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლოს შტრი­ხე­ბი მა­ინც იკ­ვე­თე­ბა ტე­რა­სის გრი­ლის მე­ნი­უ­ში, სა­დაც სტე­ი­კე­ბის ნა­ირ­სა­ხე­ო­ბა შე­გიძ­ლი­ათ და­ა­გე­მოვ­ნოთ.

„შეფი არა­ერთ სა­ფირ­მო კერძს სთა­ვა­ზობს მომ­ხმა­რე­ბელს, რომ­ლის და­გე­მოვ­ნე­ბაც მხო­ლოდ ჩვენ­თა­ნაა შე­საძ­ლე­ბე­ლი. მა­გა­ლი­თად, ასე­თია ჭვა­ვის აჭა­რუ­ლი ხა­ჭა­პუ­რი, დამ­ბალ­ხა­ჭოს ხინ­კა­ლი, ანა­ხე­ლა, შე­ფის სა­ფირ­მო და­ფე­ბი. გე­მო­ე­ბის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბას კი ქმნის სოფ­ლის ნა­ტუ­რა­ლუ­რი პრო­დუქ­ტე­ბი, რომ­ლის მო­წო­დე­ბა­ზეც აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს ჩვე­ნი მო­მა­რა­გე­ბის სამ­სა­ხუ­რი. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვე­ნი ხინ­კა­ლი სწო­რედ ისე­თია რო­გორც მთა­ში, სახ­ლში თა­ნაც კვლი­ა­ვით მომ­ზა­დე­ბუ­ლი, ნამ­დვი­ლი სვა­ნუ­რი კუბ­და­რი თეთ­ნულ­დის მთე­ბი­დან ჩა­მო­ტა­ნი­ლი გიც­რუ­ლით მზად­დე­ბა.უნი­კა­ლუ­რია ჩვე­ნი სა­ფირ­მო კუ­თხუ­რი ასორ­ტე­ბი: კა­ხუ­რი მრა­ვალ­ჟა­მი­ე­რი, მეგ­რუ­ლი ნანა, იმე­რუ­ლი ნა­ნი­ნა. ამ კერ­ძის და­გე­მოვ­ნე­ბი­სას ნამ­დვი­ლად დაბ­რუნ­დე­ბით სოფ­ლად, იმე­რე­ლი მო­სიყ­ვა­რუ­ლე და თბი­ლი ბე­ბი­ის გაშ­ლილ სუფ­რას­თან. ვცდი­ლობთ, ქარ­თუ­ლი კერ­ძე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რად ორ­გი­ნა­ლუ­რი, გემ­რი­ე­ლი და ამავდრო­უ­ლად, ჯან­სა­ღი ვა­რი­ან­ტი შევ­თა­ვა­ზოთ მომ­ხმა­რე­ბელს,“ - და­ა­მა­ტა სა­ლო­მე მე­ზურ­ნიშ­ვილ­მა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ის ფაქ­ტიც, ქარ­თუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლი, რო­მელ­ზე მო­თხოვ­ნაც ქვე­ყა­ნა­ში მზარ­დია, მუდ­მი­ვად ვი­თარ­დე­ბა და იხ­ვე­წე­ბა. ქარ­თვე­ლი შე­ფე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ ტრა­დი­ცი­უ­ლი კერ­ძე­ბის გა­თა­ნა­მედ­რო­ვე­ბა მათი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის და­კარ­გვის გა­რე­შე ხდე­ბა. სწო­რედ ეს არის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი იმი­სა, რომ ქარ­თუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო აქ­ტუ­ა­ლო­ბას არას­დროს კარ­გავს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

რესტორნებში ქართულ კერძებზე მოთხოვნა იზრდება

რესტორნებში ქართულ კერძებზე მოთხოვნა იზრდება

ქართული სამზარეულო ანუ ქართული კულინარიის სტილი, რომელსაც მართლაც გამორჩეული ადგილი უკავია მსოფლიოს სამზარეულოებს შორის, საუკუნეების განმავლობაში ვითარდებოდა და ყალიბდებოდა. ქართველი ერი გურმანობით გამოირჩევა და ალბათ, სწორედ ამან განაპირობა ის ფაქტიც, რომ ქართული სამზარეულო მეტად განსხვავებული და უნიკალურია. გამორჩეული გემოს სანელებლები, ხორცისა და ბოსტნეულის კერძების სიმრავლე, განსაკუთრებული ცომეული - რთულია, ამ ყველაფერს გულგრილად შეხედო და პირველივე დაგემოვნების შემდეგ არ შეგიყვარდეს.

ქართული სამზარეულოს სიძლიერის მიუხედავად, ქვეყანაში არაერთი რესტორანია, რომელიც ევროპულ თუ აზიურ კერძებს სთავაზობს მომხმარებელს და საკმაოდ მოთხოვნადიცაა. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით პოპულარული გახდა იაპონური სამზარეულო. თუმცა ქართული კერძები მაინც არასდროს კარგავს პოპულარობას. ქვეყანაში ტურისტების მზარდი რაოდენობიდან გამომდინარე რესტორნები, რომლებიც ქართულ მენიუს სთავაზობენ მომხმარებელს, მუდმივად მოთხოვნადია. როგორც თავად რესტორნების წარმომადგენლები აღნიშნავენ, ქართველებიც ტრადიციულად ქართულ კერძებს უფრო ხშირად უკვეთავენ, ვიდრე ევროპულს. „ჩემო კარგო“ ერთ-ერთი პოპულარული რესტორანია, რომელიც საწყის ეტაპზე მომხმარებელს ქართულ და ევროპულ კერძებს სთავაზობდა. თუმცა სულ ახლახანს მოთხოვნიდან გამომდინარე მისი კონცეფციის ცვლილება მოხდა და ამჟამად „ჩემო კარგო“ მომხმარებელს ქართულ მენიუს სთავაზობს. შეთავაზებაში მცირე ნაწილი უკავია ლუდის მენიუსაც, რაც ძირითადად სტეიკებს მოიცავს.

როგორც „ჩემო კარგოს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი სალომე მეზურნიშვილი განმარტავს, კონცეფციის ცვლილება მომხმარებლის მოთხოვნიდან გამომდინარე მოხდა.

“საწყის ეტაპზე ვიფიქრეთ, რომ მაქსიმალურად გაგვეთანამედროვებინა ქართული სამზარეულო, გამოგვეყენებინა თანამედროვე ევროპული ტექნოლოგიები, თუმცა ქართულ ტრადიციულ სამზარეულოს და მის დამახასიათებელ გემოებს მძლავრად აქვს გადგმული ფესვები ჩვენს გემოვნებაში. აღმოჩნდა, რომ ჩვენი სტუმრებისთვის ქართული კერძები უფრო საინტერესოა, მათი არჩევანი კი ტრადიციული მეთოდით მომზადებულ ნატურალური კერძებია. მომხმარებლების აზრი კი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ყოველივე ამან გვიბიძგა ცვლილებებისკენ. შესაბამისად, კიდევ მოხდა კონცეფციის დახვეწა და მენიუს განახლება ტრადიციული მეთოდით, რომელიც ქართული, ნატურალური, სოფლის პროდუქტების ჩართულობას მოითხოვს წარმოებაში,“ - განმარტავს მეზურნიშვილი.

თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ ბელიაშვილის ობიექტის მენიუ არ არის სტანდარტული, ევროპული სამზარეულოს შტრიხები მაინც იკვეთება ტერასის გრილის მენიუში, სადაც სტეიკების ნაირსახეობა შეგიძლიათ დააგემოვნოთ.

„შეფი არაერთ საფირმო კერძს სთავაზობს მომხმარებელს, რომლის დაგემოვნებაც მხოლოდ ჩვენთანაა შესაძლებელი. მაგალითად, ასეთია ჭვავის აჭარული ხაჭაპური, დამბალხაჭოს ხინკალი, ანახელა, შეფის საფირმო დაფები. გემოების მრავალფეროვნებას კი ქმნის სოფლის ნატურალური პროდუქტები, რომლის მოწოდებაზეც აქტიურად მუშაობს ჩვენი მომარაგების სამსახური. შესაბამისად, ჩვენი ხინკალი სწორედ ისეთია როგორც მთაში, სახლში თანაც კვლიავით მომზადებული, ნამდვილი სვანური კუბდარი თეთნულდის მთებიდან ჩამოტანილი გიცრულით მზადდება.უნიკალურია ჩვენი საფირმო კუთხური ასორტები: კახური მრავალჟამიერი, მეგრული ნანა, იმერული ნანინა. ამ კერძის დაგემოვნებისას ნამდვილად დაბრუნდებით სოფლად, იმერელი მოსიყვარულე და თბილი ბებიის გაშლილ სუფრასთან. ვცდილობთ, ქართული კერძების მაქსიმალურად ორგინალური, გემრიელი და ამავდროულად, ჯანსაღი ვარიანტი შევთავაზოთ მომხმარებელს,“ - დაამატა სალომე მეზურნიშვილმა.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, ქართული სამზარეული, რომელზე მოთხოვნაც ქვეყანაში მზარდია, მუდმივად ვითარდება და იხვეწება. ქართველი შეფების დამსახურებაა, რომ ტრადიციული კერძების გათანამედროვება მათი ღირებულებების დაკარგვის გარეშე ხდება. სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი იმისა, რომ ქართული სამზარეულო აქტუალობას არასდროს კარგავს.

კისტოზური წარმონაქმნი ყბა-სახის მიდამოებში და ურთულესი ოპერაცია, რომელიც „ნიუ ჰოსპიტალსში“ ჩატარდა

არ მოტყუვდე მანქანის შეძენისას, შეამოწმე ვინ კოდი

მითები და რეალობა საკრედიტო ისტორიის შესახებ