პოლიტიკა
სამართალი

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„ბიბლია განმარტებებით“ - პროექტი, რომელმაც სასულიერო პირთა, თეოლოგთა და ეკლესიის მრევლის დიდი ყურადღება დაიმსახურა
„ბიბლია განმარტებებით“ - პროექტი, რომელმაც სასულიერო პირთა, თეოლოგთა და ეკლესიის მრევლის დიდი ყურადღება დაიმსახურა

20 იან­ვარს გა­მო­ვა „ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის“ V ტომი. პრო­ექ­ტმა სა­სუ­ლი­ე­რო პირ­თა, თე­ო­ლოგ­თა და ეკ­ლე­სი­ის მრევ­ლის დიდი ყუ­რა­დღე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა. ამ­ჯე­რად, პრო­ექ­ტის შე­სა­ხებ გვე­სა­უბ­რე­ბა არ­ქი­მან­დრი­ტი დი­ო­ნი­სე (გვიმ­რა­ძე), ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ფი­ლო­სო­ფი­ის დოქ­ტო­რან­ტი, ასის­ტენტ-პრო­ფე­სო­რი, „ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის“ პრო­ექ­ტის კონ­სულ­ტან­ტი:

გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L“-ის მიერ ჟურ­ნალ „კა­რიბ­ჭის“ სა­რე­დაქ­ციო ჯგუფ­თან ერ­თად და­წყე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი — „ბიბ­ლია გან­მარ­ტე­ბე­ბით“ უნი­კა­ლუ­რია თა­ვი­სი არ­სით, რად­გან, რაც არ უნდა გა­საკ­ვი­რი იყოს, ქარ­თულ ენა­ზე ბიბ­ლი­ის სრუ­ლი ტექ­სტის მუხ­ლობ­რი­ვი გან­მარ­ტე­ბის პირ­ვე­ლი გა­მო­ცე­მაა. აქამ­დე, ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბის მსურ­ველ­თათ­ვის ქარ­თულ ენა­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მი იყო მხო­ლოდ ცალ­კე­ულ წმი­და მა­მა­თა რამ­დე­ნი­მე ბიბ­ლი­უ­რი წიგ­ნის გან­მარ­ტე­ბა; ასე­ვე, თა­ნა­მედ­რო­ვე მკვლე­ვარ­თა მიერ მეც­ნი­ე­რუ­ლად და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ბიბ­ლი­ის ამა თუ იმ წიგ­ნის, — უმე­ტე­სად სა­ხა­რე­ბა­თა და მო­სეს ხუ­თწიგ­ნე­უ­ლის, — გან­მარ­ტე­ბე­ბი, რო­მელ­თა გაც­ნო­ბაც ღრმა საღვთის­მე­ტყვე­ლო ცოდ­ნას მო­ი­თხოვს.

ამა­ვე დროს, ისიც გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თულ ენა­ზე გა­მო­ცე­მუ­ლი ბიბ­ლია თით­ქმის ყვე­ლა ოჯახ­შია, თუმ­ცა მისი გან­მარ­ტე­ბე­ბის გა­რე­შე გაც­ნო­ბა ორ პრობ­ლე­მას წარ­მო­შობს: პირ­ვე­ლი, მკი­თხველს უჭირს დიდი ხნის წინ და­წე­რი­ლი ბიბ­ლი­ის, გან­სა­კუთ­რე­ბით ძვე­ლი აღ­თქმის, ში­ნა­არ­სის წვდო­მა და გა­თა­ვი­სე­ბა, რაც მას დაბ­რკო­ლე­ბად ექ­ცე­ვა ბიბ­ლი­ის გაც­ნო­ბის გზა­ზე; ამის გამო, წმი­და წე­რი­ლი, სა­მა­გი­დო წიგ­ნად ქცე­ვის ნაც­ვლად, წიგ­ნე­ბის კა­რა­და­ში უძ­რავ და სა­პა­ტიო ად­გილს იკა­ვებს. მე­ო­რე — ბიბ­ლი­ის ზო­გი­ერ­თი მკი­თხვე­ლი, პირ­ვე­ლი დაბ­რკო­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, შე­უ­პოვ­რად გა­ნაგ­რძობს ბიბ­ლი­ის სამ­ყა­როს თვით­ნე­ბურ კვლე­ვას, რაც ხში­რად მისი აღ­ქმი­სა და გა­გე­ბის იმ­დე­ნად სპე­ცი­ფი­კურ მო­დელს გვთა­ვა­ზობს, რომ შემ­დეგ ძნე­ლი ხდე­ბა მისი ეკ­ლე­სი­ის გა­გე­ბას­თან შე­თავ­სე­ბა.

უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბას გა­აჩ­ნია ძი­რი­თა­დად ორგვა­რი მი­მარ­თუ­ლე­ბა: ერთი, ბუკ­ვა­ლუ­რი ანუ პირ­და­პი­რი გან­მარ­ტე­ბა, რო­მე­ლიც თა­ვის თავ­ში ტექ­სტის ის­ტო­რი­ულ და ფი­ლო­ლო­გი­ურ შეს­წავ­ლას გუ­ლის­ხმობს; და მე­ო­რე, არა­ბუკ­ვა­ლუ­რი, ანუ სუ­ლი­ე­რი გან­მარ­ტე­ბა, რო­დე­საც ტექ­სტის მიღ­მა, ის­ტო­რი­ულ-ფი­ლო­ლო­გი­უ­რი ში­ნა­არ­სის გარ­და, ღრმა და და­ფა­რუ­ლი აზ­რია გახ­სნი­ლი.

აღ­ნიშ­ნულ გა­მო­ცე­მა­ში ორი­ვე მი­მარ­თუ­ლე­ბაა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, რაც მკი­თხველს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს არამ­ხო­ლოდ ბიბ­ლი­ა­ში გად­მო­ცე­მუ­ლი ამ­ბე­ბი­სა თუ პი­როვ­ნე­ბე­ბის შე­სა­ხებ ის­ტო­რი­უ­ლად და­ზუს­ტე­ბუ­ლი და სან­დო ინ­ფორ­მა­ცია მი­ი­ღოს, არა­მედ ის ზნე­ობ­რი­ვი, სიმ­ბო­ლუ­რი თუ სა­წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლო მნიშ­ვნე­ლო­ბე­ბი გა­ი­აზ­როს, რომ­ლე­ბიც ბიბ­ლი­ის ტექ­სტშია მო­ცე­მუ­ლი. უფრო მე­ტიც, ბიბ­ლი­ის ტექ­სტის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მუხ­ლე­ბის გან­მარ­ტე­ბე­ბი ხში­რად წმი­და მა­მე­ბი­სე­უ­ლი ცი­ტა­ტე­ბი­თაა გამ­დიდ­რე­ბუ­ლი, რაც ერთი-ორად ზრდის აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­მო­ცე­მის ფა­სე­უ­ლო­ბას.

აქვე აუ­ცი­ლებ­ლად ისიც უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ „ბიბ­ლია გან­მარ­ტე­ბე­ბით“, რო­გორც თა­ვად ამ წიგ­ნის შე­სა­ვალ­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, არ ით­ვა­ლის­წი­ნებს თა­ნა­მედ­რო­ვე კრი­ტი­კულ მიდ­გო­მებ­სა და თვალ­საზ­რი­სებს. ასე­ვე, გა­მო­ცე­მა, მისი მი­ზან­და­სა­ხუ­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არ არის და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო ნაშ­რო­მე­ბის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბელ სრულ სტან­დარ­ტებ­სა და ნორ­მებ­ზე, რაც სავ­სე­ბით ბუ­ნებ­რი­ვი და გა­სა­გე­ბია. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მისი მკაც­რი მეც­ნი­ე­რუ­ლი კრი­ტი­კა ყო­ველ­გვარ აზრს მოკ­ლე­ბუ­ლია; თუმ­ცა­ღა, კრი­ტი­კა ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლი და სა­სარ­გებ­ლოა, რად­გან მო­მა­ვა­ლი გა­მო­ცე­მე­ბის დროს გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ და ჩას­წო­რე­ბულ იქ­ნას ყვე­ლა ის უნე­ბუ­რად დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მა, რაც გან­სა­კუთ­რე­ბით, მრა­ვალ­ტო­მე­უ­ლი წიგ­ნე­ბის პი­რო­ბებ­ში, ბუ­ნებ­რი­ვი და გარ­და­უ­ვა­ლია.

შე­სა­ბა­მი­სად, დას­კვნის სა­ხით, შე­იძ­ლე­ბა თა­მა­მად ით­ქვას, რომ „პა­ლიტ­რა L“-ის მიერ წა­მო­წყე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი, ბიბ­ლი­ის შეს­წავ­ლის თვალ­საზ­რი­სით, უაღ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვაა, რაც, ერთი მხრივ, მკი­თხველს ბიბ­ლი­ის სამ­ყა­როს­თან აზი­ა­რებს და მე­ო­რე მხრივ, ბიბ­ლი­ის სა­მო­მავ­ლო კვლე­ვე­ბის სა­წინ­დარს წარ­მო­ად­გენს. „ბიბ­ლია გან­მარ­ტე­ბე­ბით“ ბიბ­ლი­ის შეს­წავ­ლის მსურ­ველ­თათ­ვის სა­უ­კე­თე­სო პირ­ვე­ლად ქარ­თულ სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს წარ­მო­ად­გენს.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ პრო­ექ­ტი სულ 15-ტო­მე­ულს გა­ა­ერ­თი­ა­ნებს, მე-5 ტო­მის შე­ძე­ნას კი მკი­თხვე­ლი 20 იან­ვრი­დან, გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ერ­თად შეძ­ლებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

„ბიბლია განმარტებებით“ - პროექტი, რომელმაც სასულიერო პირთა, თეოლოგთა და ეკლესიის მრევლის დიდი ყურადღება დაიმსახურა

„ბიბლია განმარტებებით“ - პროექტი, რომელმაც სასულიერო პირთა, თეოლოგთა და ეკლესიის მრევლის დიდი ყურადღება დაიმსახურა

20 იანვარს გამოვა „ბიბლიის განმარტებების“ V ტომი. პროექტმა სასულიერო პირთა, თეოლოგთა და ეკლესიის მრევლის დიდი ყურადღება დაიმსახურა. ამჯერად, პროექტის შესახებ გვესაუბრება არქიმანდრიტი დიონისე (გვიმრაძე), ქრისტიანული ფილოსოფიის დოქტორანტი, ასისტენტ-პროფესორი, „ბიბლიის განმარტებების“ პროექტის კონსულტანტი:

გამომცემლობა „პალიტრა L“-ის მიერ ჟურნალ „კარიბჭის“ სარედაქციო ჯგუფთან ერთად დაწყებული პროექტი — „ბიბლია განმარტებებით“ უნიკალურია თავისი არსით, რადგან, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ქართულ ენაზე ბიბლიის სრული ტექსტის მუხლობრივი განმარტების პირველი გამოცემაა. აქამდე, ბიბლიის განმარტების მსურველთათვის ქართულ ენაზე ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ ცალკეულ წმიდა მამათა რამდენიმე ბიბლიური წიგნის განმარტება; ასევე, თანამედროვე მკვლევართა მიერ მეცნიერულად დამუშავებული ბიბლიის ამა თუ იმ წიგნის, — უმეტესად სახარებათა და მოსეს ხუთწიგნეულის, — განმარტებები, რომელთა გაცნობაც ღრმა საღვთისმეტყველო ცოდნას მოითხოვს.

ამავე დროს, ისიც გასათვალისწინებელია, რომ თანამედროვე ქართულ ენაზე გამოცემული ბიბლია თითქმის ყველა ოჯახშია, თუმცა მისი განმარტებების გარეშე გაცნობა ორ პრობლემას წარმოშობს: პირველი, მკითხველს უჭირს დიდი ხნის წინ დაწერილი ბიბლიის, განსაკუთრებით ძველი აღთქმის, შინაარსის წვდომა და გათავისება, რაც მას დაბრკოლებად ექცევა ბიბლიის გაცნობის გზაზე; ამის გამო, წმიდა წერილი, სამაგიდო წიგნად ქცევის ნაცვლად, წიგნების კარადაში უძრავ და საპატიო ადგილს იკავებს. მეორე — ბიბლიის ზოგიერთი მკითხველი, პირველი დაბრკოლების მიუხედავად, შეუპოვრად განაგრძობს ბიბლიის სამყაროს თვითნებურ კვლევას, რაც ხშირად მისი აღქმისა და გაგების იმდენად სპეციფიკურ მოდელს გვთავაზობს, რომ შემდეგ ძნელი ხდება მისი ეკლესიის გაგებასთან შეთავსება.

უნდა აღინიშნოს, რომ ბიბლიის განმარტებას გააჩნია ძირითადად ორგვარი მიმართულება: ერთი, ბუკვალური ანუ პირდაპირი განმარტება, რომელიც თავის თავში ტექსტის ისტორიულ და ფილოლოგიურ შესწავლას გულისხმობს; და მეორე, არაბუკვალური, ანუ სულიერი განმარტება, როდესაც ტექსტის მიღმა, ისტორიულ-ფილოლოგიური შინაარსის გარდა, ღრმა და დაფარული აზრია გახსნილი.

აღნიშნულ გამოცემაში ორივე მიმართულებაა გამოყენებული, რაც მკითხველს საშუალებას აძლევს არამხოლოდ ბიბლიაში გადმოცემული ამბებისა თუ პიროვნებების შესახებ ისტორიულად დაზუსტებული და სანდო ინფორმაცია მიიღოს, არამედ ის ზნეობრივი, სიმბოლური თუ საწინასწარმეტყველო მნიშვნელობები გაიაზროს, რომლებიც ბიბლიის ტექსტშია მოცემული. უფრო მეტიც, ბიბლიის ტექსტის მნიშვნელოვანი მუხლების განმარტებები ხშირად წმიდა მამებისეული ციტატებითაა გამდიდრებული, რაც ერთი-ორად ზრდის აღნიშნული გამოცემის ფასეულობას.

აქვე აუცილებლად ისიც უნდა აღინიშნოს, რომ „ბიბლია განმარტებებით“, როგორც თავად ამ წიგნის შესავალშია აღნიშნული, არ ითვალისწინებს თანამედროვე კრიტიკულ მიდგომებსა და თვალსაზრისებს. ასევე, გამოცემა, მისი მიზანდასახულობიდან გამომდინარე, არ არის დაფუძნებული სამეცნიერო ნაშრომებისთვის დამახასიათებელ სრულ სტანდარტებსა და ნორმებზე, რაც სავსებით ბუნებრივი და გასაგებია. აქედან გამომდინარე, მისი მკაცრი მეცნიერული კრიტიკა ყოველგვარ აზრს მოკლებულია; თუმცაღა, კრიტიკა ყველა შემთხვევაში აუცილებელი და სასარგებლოა, რადგან მომავალი გამოცემების დროს გათვალისწინებულ და ჩასწორებულ იქნას ყველა ის უნებურად დაშვებული შეცდომა, რაც განსაკუთრებით, მრავალტომეული წიგნების პირობებში, ბუნებრივი და გარდაუვალია.

შესაბამისად, დასკვნის სახით, შეიძლება თამამად ითქვას, რომ „პალიტრა L“-ის მიერ წამოწყებული პროექტი, ბიბლიის შესწავლის თვალსაზრისით, უაღრესად მნიშვნელოვანი და წარმატებული ინიციატივაა, რაც, ერთი მხრივ, მკითხველს ბიბლიის სამყაროსთან აზიარებს და მეორე მხრივ, ბიბლიის სამომავლო კვლევების საწინდარს წარმოადგენს. „ბიბლია განმარტებებით“ ბიბლიის შესწავლის მსურველთათვის საუკეთესო პირველად ქართულ სახელმძღვანელოს წარმოადგენს.

შეგახსენებთ, რომ პროექტი სულ 15-ტომეულს გააერთიანებს, მე-5 ტომის შეძენას კი მკითხველი 20 იანვრიდან, გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად შეძლებს.

პრაქტიკული თანამგზავრი წარმატების მისაღწევად - 16 იანვრიდან მკითხველი "წარმატების 365 გასაღების" მეხუთე ნაწილს მიიღებს

პროექტ „გახდი ბესტსელერის ავტორის“  შედეგები, რომელიც კონკურსის სახელწოდებას ამართლებს

ყატარის უნივერსიტეტში ქართული ბიბლიოთეკა გაიხსნა