საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს 2020 წლის პირველივე საჯარო სხდომაზე 186 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა
სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს 2020 წლის პირველივე საჯარო სხდომაზე 186 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ­მა ეროვ­ნულ­მა კო­მი­სი­ამ (სე­მეკ) 2020 წლის 16 იან­ვრის სა­ჯა­რო სხდო­მა­ზე ელექტრო­ე­ნერ­გი­ის, ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზის, სას­მე­ლი წყლის მომ­ხმა­რებ­ლებ­სა და კო­მუ­ნა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის კომ­პა­ნი­ებს შო­რის არ­სე­ბუ­ლი სა­და­ვო სა­კი­თხე­ბი გა­ნი­ხი­ლა. მათი უმე­ტე­სო­ბა მომ­ხმა­რე­ბელ­თა სა­სარ­გებ­ლოდ დაკ­მა­ყო­ფილ­და. კო­მი­სი­ის მიერ სა­ჯა­რო სხდო­მა­ზე მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, ჩა­მო­წე­რი­ლი თან­ხე­ბის ჯამ­მა 186 677 ლარი შე­ად­გი­ნა.

სა­ჯა­რო სხდო­მა­ზე გან­ხი­ლუ­ლი სა­ჩივ­რე­ბი კო­მუ­ნა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის კომ­პა­ნი­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მო­ი­ცავ­და უსა­ფუძ­ვლოდ და­რი­ცხულ თან­ხებს, ხან­დაზ­მულ და­ვა­ლი­ა­ნე­ბებს, გა­მა­ნა­წი­ლე­ბელ ქსე­ლებ­ზე მი­ერ­თე­ბის პრო­ცე­დუ­რებ­სა და ვა­დებს, კომ­პა­ნი­ე­ბის დად­გე­ნი­ლე­ბებს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დამ­რღვე­ვე­ბად ცნო­ბის თა­ო­ბა­ზე.

სა­და­ვო სა­კი­თხე­ბი გან­სა­ხილ­ვე­ლად წა­რად­გი­ნეს სე­მე­კის მომ­ხმა­რე­ბელ­თა სა­ჩივ­რე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა.

სე­მე­კი შე­ახ­სე­ნებს ელექტრო­ე­ნერ­გი­ის, ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზი­სა და სას­მე­ლი წყლის მომ­ხმა­რებ­ლებს, თუ ად­გი­ლი აქვს მათი უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვას კო­მუ­ნა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის კომ­პა­ნი­ე­ბის მხრი­დან, მი­მარ­თონ სე­მეკს ან სე­მეკ­თან არ­სე­ბულ ენერ­გო­ომ­ბუდსმე­ნის სამ­სა­ხურს. კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის მი­ღე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია რო­გორც ქოლ ცენ­ტრში ნო­მერ­ზე 16 216, ასე­ვე სე­მე­კის Facebook გვერ­დზეც.

NS

ავტორი:

სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს 2020 წლის პირველივე საჯარო სხდომაზე 186 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს 2020 წლის პირველივე საჯარო სხდომაზე 186 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 2020 წლის 16 იანვრის საჯარო სხდომაზე ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა. მათი უმეტესობა მომხმარებელთა სასარგებლოდ დაკმაყოფილდა. კომისიის მიერ საჯარო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად, ჩამოწერილი თანხების ჯამმა 186 677 ლარი შეადგინა.

საჯარო სხდომაზე განხილული საჩივრები კომუნალური მომსახურების კომპანიების წინააღმდეგ მოიცავდა უსაფუძვლოდ დარიცხულ თანხებს, ხანდაზმულ დავალიანებებს, გამანაწილებელ ქსელებზე მიერთების პროცედურებსა და ვადებს, კომპანიების დადგენილებებს ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად ცნობის თაობაზე.

სადავო საკითხები განსახილველად წარადგინეს სემეკის მომხმარებელთა საჩივრების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა.

სემეკი შეახსენებს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს, თუ ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას კომუნალური მომსახურების კომპანიების მხრიდან, მიმართონ სემეკს ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. კონსულტაციების მიღება შესაძლებელია როგორც ქოლ ცენტრში ნომერზე 16 216, ასევე სემეკის Facebook გვერდზეც.

NS

თბილისში ცოფის ვირუსის ორი შემთხვევა დაფიქსირდა - ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო შინაური ცხოველების მეპატრონეებს მიმართავს

ქალი, რომელმაც საქართველოს 400 მილიონის ღირებულების საგანძური დაუტოვა

ახალი შესაძლებლობა სტარტაპერებისთვის - MIT BTU-ში უმსხვილეს სტარტაპ ლაბის პროექტს ახორციელებს