საზოგადოება

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მყავს ფავორიტი კონკურსანტი და არც ვმალავ... ის საოცრებებს აკეთებს" - ილო ბეროშვილი "მხოლოდ ქართულსა" და შოუს პარტნიორებზე
"მყავს ფავორიტი კონკურსანტი და არც ვმალავ... ის საოცრებებს აკეთებს" - ილო ბეროშვილი "მხოლოდ ქართულსა" და შოუს პარტნიორებზე

ილო ბე­როშ­ვი­ლი უამ­რა­ვი საქ­მის პა­რა­ლე­ლუ­რად მე­გაპ­რო­ექტ "მხო­ლოდ ქარ­თულ­შიც" აქ­ტი­უ­რა­დაა ჩარ­თუ­ლი. ის ამ შოუს ნა­წი­ლი თა­ვი­დან­ვე გახ­და. ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რა, მა­ნამ­დეც უყ­ვარ­და, მაგ­რამ ახლა მე­ტად მოს­წონს, რად­გა­ნაც ამ შო­უ­ში მას სხვა­ნა­ი­რად და­უ­კავ­შირ­და...

ილოს პარტნი­ორ ნიკა გრი­გო­ლი­ას­თან ერ­თად, კონ­კურ­სან­ტე­ბის კუ­ლი­სე­ბი­დან სცე­ნა­ზე გა­მო­ცი­ლე­ბა და მათ­თვის და­დე­ბი­თი გან­წყო­ბის შექ­მნა უწევს. ისი­ნი მო­ნა­წი­ლე­ე­ბის გან­წყო­ბა­ზე კადრს მიღ­მაც ზრუ­ნა­ვენ.

ილო ბე­როშ­ვი­ლი სა­კუ­თარ მო­საზ­რე­ბას "მხო­ლოდ ქარ­თულ­ზე" და მის კონ­კურ­სან­ტებ­ზე AMBEBI.GE-ს უზი­ა­რებს:

- "მხო­ლოდ ქარ­თუ­ლი" ძა­ლი­ან სა­ჭი­რო პრო­ექ­ტია. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი გვი­ყუ­რებს, უყ­ვართ ჩვე­ნი კონ­კურ­სან­ტე­ბი, მათ­თან ერ­თად ჩვენც, ვფიქ­რობ, რომ ჯერ კი­დევ არ აქვს ხალ­ხს გა­აზ­რე­ბუ­ლი, თუ რამ­ხე­ლა რამ გა­ა­კე­თა "მხო­ლოდ ქარ­თულ­მა". პრო­ექტს უზარ­მა­ზა­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. აქამ­დე თუ ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რის პრო­ექ­ტებ­ზე მუ­შა­ო­ბის მცდე­ლო­ბა იყო, სა­ბო­ლო­ოდ მა­ინც ყვე­ლა­ფე­რი ფა­ნო­ღის ჟანრ­ში გა­და­დი­ო­და. ის, რომ ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რა ახალ­გაზ­რდე­ბის­თვის გამ­ხდა­რი­ყო კლა­სი, კარ­გი ტონი და არა უფ­რო­სი თა­ო­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც ყო­ველ­თვის ნოს­ტალ­გი­ით იხ­სე­ნებს ამ სიმ­ღე­რებს, აქამ­დე არ ყო­ფი­ლა. ასე რომ, "მხო­ლოდ ქარ­თულ­მა" ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რა ახალ­გაზ­რდე­ბის­თვის "ქულ" გა­ხა­და.

სოფო ბა­თი­ლაშ­ვი­ლი ჩვენ­თან რომ მო­ვი­და, ის ქარ­თუ­ლად არ მღე­რო­და... მახ­სოვს მისი პირ­ვე­ლი ქას­თინ­გი, ინო­ლა გურ­გუ­ლი­ას სიმ­ღე­რა ჰქონ­და მომ­ზა­დე­ბუ­ლი... მერე კი სო­ფოს­თან და­კავ­ში­რე­ბით რაც მოხ­და, ყვე­ლა­ფე­რი ვი­ცით. მის სიმ­ღე­რებს დი­ჯე­ე­ბიც კი იყე­ნებ­დნენ, ქარ­თულ სიმ­ღე­რებს მიქ­სავ­დნენ. მოკ­ლედ, ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რა ყვე­ლა ჟანრ­ში აბ­რუ­ნეს, რად­გა­ნაც ბრენ­დი გახ­და. ახლა ის ახალ­გაზ­რდე­ბი, რომ­ლე­ბიც უცხო­ელ მომ­ღერ­ლებს უს­მენ­დნენ, ან თუნ­დაც "ან­დერგრა­უნდს", მათ ტე­ლე­ფო­ნებ­სა და პლე­ი­ლის­ტებ­ში ქარ­თუ­ლი რეტ­რო სიმ­ღე­რე­ბიც გაჩ­ნდა. ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რამ არის და ეს გა­ა­კე­თა "მხო­ლოდ ქარ­თულ­მა".

- რო­გორ შე­ა­ფა­სებ წლე­ვან­დელ კონ­კურ­სან­ტებს?

- მათ რთუ­ლი ამო­ცა­ნა აქვთ, რად­გა­ნაც წინა ორი სე­ზო­ნით ისე­თი თა­მა­სა იყო უკვე აწე­უ­ლი და ისე­თი მო­ლო­დი­ნი იყო, რომ იგი­ვე თა­მა­სა უნდა და­ე­ჭი­რათ. წინა ორი სე­ზო­ნის კონ­კურ­სან­ტე­ბი მა­ღალ დო­ნე­ზე იყ­ვნენ, ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი მა­ინც... მა­ყუ­რე­ბე­ლი ამათ­გა­ნაც იმა­ვეს ითხოვს და სირ­თუ­ლე­ე­ბი ამი­ტო­მაც მა­ტუ­ლობს, თუმ­ცა ამ­ჯე­რა­დაც მყავს ჩემი ფა­ვო­რი­ტი კონ­კურ­სან­ტი და არც ვმა­ლავ, ეს არის თამ­თა ხუ­ხუ­ნა­იშ­ვი­ლი. ამას­თან, თი­თო­ე­უ­ლი ძა­ლი­ან მიყ­ვარს, ყვე­ლას თა­ვის პლუ­სი აქვს - მა­გა­ლი­თად, ძო­წე­ნი­ძეს სა­ო­ცა­რი ფალ­ცე­ტი აქვს, ნინი შო­ნია მა­ღალ ნო­ტებს მშვე­ნივ­რად იღებს. სხვა კონ­კურ­სან­ტე­ბიც არი­ან, რომ­ლე­ბიც სიმ­ღე­რის მორ­გე­ბას კარ­გად ცდი­ლო­ბენ. მოკ­ლედ, მშვე­ნი­ე­რი ნა­კა­დია - სა­ინ­ტე­რე­სო ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლი და ფი­ნა­ლი გვე­ლის. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი შემ­დეგ ტუ­რებ­ში კი­დევ უფრო გა­იხ­სნე­ბი­ან.

ჩემი ფა­ვო­რი­ტი თამ­თა ხუ­ხუ­ნა­იშ­ვი­ლი ძა­ლი­ან ნერ­ვი­უ­ლობს. სა­ნამ სცე­ნა­ზე გავა, სულ სხვა ადა­მი­ა­ნია, სცე­ნა­ზე - სხვა. 2 გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პი­როვ­ნე­ბაა, ცა და დე­და­მი­წა. სცე­ნა­ზე სა­ოც­რე­ბებს აკე­თებს, მა­ნამ­დე კი, რო­გორც ვთქვი, სა­შინ­ლად ღე­ლავს, მაგ­რამ საკ­მა­რი­სია, პირ­ვე­ლი ბგე­რე­ბი აი­ღოს, მუ­სი­კა­ში მთლი­ა­ნად იკარ­გე­ბა. კარ­გი მსა­ხი­ო­ბიც არის, პერ­ფო­მან­სე­ბიც შე­უძ­ლია.

- შენ და ნიკა გრი­გო­ლი­ას მათი სცე­ნა­ზე გა­მოშ­ვე­ბა გე­ვა­ლე­ბათ. გან­სა­კუთ­რე­ბულ სით­ბოს იჩენთ მო­ნა­წი­ლე­ე­ბის მი­მართ, ამ­ხნე­ვებთ, კარგ გან­წყო­ბას უქ­მნით... თა­ვად რას გა­ნიც­დით ამ დროს?

- სა­ერ­თოდ, ვფიქ­რობ, რომ სი­ტყვას დიდი ძალა აქვს. შე­იძ­ლე­ბა ამას ყო­ველ­დღი­უ­რად მნიშ­ვნე­ლო­ბას არ ვა­ნი­ჭებთ, თუმ­ცა ასეა. რო­დე­საც რა­ი­მეს გე­ტყვი­ან, შე­იძ­ლე­ბა გე­გო­ნოს, რომ არ იმოქ­მე­დებს, მაგ­რამ ის თა­ვის საქ­მეს მა­ინც გა­ა­კე­თებს. სი­ტყვით რო­გორც გა­ნა­წყობ ადა­მი­ანს, კონ­კურ­სანტს რა გან­წყო­ბა­საც შე­უქ­მნი, სცე­ნა­ზე ისე გავა. ასე რომ, ჩვე­ნი სი­ტყვე­ბი არ უნდა იყოს მხო­ლოდ სი­ტყვე­ბი და მას გარ­კვე­უ­ლი და­დე­ბი­თი გავ­ლე­ნა უნდა ჰქონ­დეს, ამის­თვის ამ ადა­მი­ა­ნებს ვამ­ხნე­ვებთ. გარ­და ამი­სა, კადრს მიღ­მაც მათ­თან ერ­თად ვართ და მა­ში­ნაც გვი­წევს ბავ­შვე­ბის გა­ხა­ლი­სე­ბა, ვაკ­ვირ­დე­ბით იმას, თუ რო­გორ გულ­შე­მატ­კივ­რო­ბენ ერ­თმა­ნე­თის გა­მოს­ვლას. ძა­ლი­ან მე­გობ­რუ­ლი გუნ­დია...

რო­დე­საც იმ­ღე­რე­ბენ და კუ­ლი­სებ­ში ბრუნ­დე­ბი­ან, გვე­კი­თხე­ბი­ან, რო­გო­რი იყო? შე­იძ­ლე­ბა კარ­გად მღე­რო­დეს, მაგ­რამ დიდი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი სტრე­სი აქვს თი­თო­ე­ულს. არ არის ად­ვი­ლი სცე­ნა­ზე გა­მოს­ვლა, როცა გი­ყუ­რებს ჟი­უ­რი, გა­ფა­სე­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც მა­ნამ­დე ტე­ლე­ვი­ზორ­ში უყუ­რებ­დი, შემ­ფა­სე­ბე­ლია მა­ყუ­რებ­ლის უზარ­მა­ზა­რი ტე­ლე­ა­უ­დი­ტო­რი­აც, დარ­ბაზ­ში მსხდო­მე­ბი. სცე­ნა­ზე გა­მო­სუ­ლი კონ­კურ­სან­ტე­ბი ამ ყვე­ლაფ­რის გამო იძა­ბე­ბი­ან. ის კი არა, სცე­ნა­ზე წამ­ყვა­ნე­ბიც კი ვი­ძა­ბე­ბით. ეს ბავ­შვე­ბი კი­დევ მიკ­ვირს, რო­გორ ახერ­ხე­ბენ ნომ­რე­ბის წარ­მოდ­გე­ნას სცე­ნა­ზე, სა­დაც შე­იძ­ლე­ბა, ორ­კესტრი და ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლიც იყოს...

- პარტნი­ორ ნიკა გრი­გო­ლი­ა­ზე რას იტყვი?

- ამ პრო­ექ­ტში პირ­ვე­ლი სე­ზო­ნი­დან ერ­თად ვართ. ამას­თან, გა­და­ცე­მაც და­ვი­წყეთ, რო­მე­ლიც სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზით შე­წყდა, თუმ­ცა ყვე­ლა­ფე­რი წინ არის... ნიკა გუ­ლი­ა­ნი ადა­მი­ა­ნია, რო­დე­საც რა­ღაც პა­ტა­რა ნერ­ვი­უ­ლო­ბა მო­მე­ძა­ლე­ბა, რად­გა­ნაც ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი ვარ, სა­ნამ კა­მე­რა ჩა­ირ­თვე­ბა, სცე­ნა­ზე გა­ვალ, ვღე­ლავ, ვნერ­ვი­უ­ლობ, გული ამო­ვარ­დნა­ზე მაქვს და იმ დროს ნიკა მეხ­მა­რე­ბა... სა­ერ­თოდ, ერ­თმა­ნეთს ვეხ­მა­რე­ბით. ხოლო რო­დე­საც ვა­ნი­კო თარ­ხნიშ­ვილ­თან ერ­თად ვართ, რო­მელ­საც კი­დევ სხვა გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს, სხვა ძა­ლას გრძნობ. სა­ბო­ლო­ოდ კი, გარ­და იმი­სა, რომ ყვე­ლა­ნი კო­ლე­გე­ბი ვართ, ვმე­გობ­რობთ კი­დეც...

- რა მო­ლო­დი­ნი გაქვს "მხო­ლოდ ქარ­თუ­ლი 3"-სგან?

- ჯერ იმას ვი­ტყვი, რომ "მთა­ვარ­მა არ­ხმა" სამი თვის თავ­ზე ასე­თი მას­შტა­ბუ­რი პრო­ექ­ტი და­ი­წყო, რაც აღ­ნიშ­ვნას, აღ­ფრთო­ვა­ნე­ბას ნამ­დვი­ლად იწ­ვევს და ასე­ვე ისიც, რომ "მხო­ლოდ ქარ­თუ­ლი 3" კი­დევ მე­ტად გაზ­რდის ინ­ტე­რესს ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რის მი­მართ, და­ა­ნა­ხებს ადა­მი­ა­ნებს რამ­დე­ნად მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რა, რამ­დე­ნი ჟან­რი გვაქვს და რა დო­ნე­ზე შე­გიძ­ლია მისი აყ­ვა­ნა... ასე რომ, ვინც ამ პრო­ექტს ჯერ კი­დევ არ უყუ­რებთ, უნდა და­ინ­ტე­რეს­დეთ...

ლია
3

ქულ გახადა??? ქართული ენა ისწავლოს ამ ბანძმა ბეროშვილამ... სირცხვილია, რა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"მყავს ფავორიტი კონკურსანტი და არც ვმალავ... ის საოცრებებს აკეთებს" - ილო ბეროშვილი "მხოლოდ ქართულსა" და შოუს პარტნიორებზე

"მყავს ფავორიტი კონკურსანტი და არც ვმალავ... ის საოცრებებს აკეთებს" - ილო ბეროშვილი "მხოლოდ ქართულსა" და შოუს პარტნიორებზე

ილო ბეროშვილი უამრავი საქმის პარალელურად მეგაპროექტ "მხოლოდ ქართულშიც" აქტიურადაა ჩართული. ის ამ შოუს ნაწილი თავიდანვე გახდა. ქართული სიმღერა, მანამდეც უყვარდა, მაგრამ ახლა მეტად მოსწონს, რადგანაც ამ შოუში მას სხვანაირად დაუკავშირდა...

ილოს პარტნიორ ნიკა გრიგოლიასთან ერთად, კონკურსანტების კულისებიდან სცენაზე გამოცილება და მათთვის დადებითი განწყობის შექმნა უწევს. ისინი მონაწილეების განწყობაზე კადრს მიღმაც ზრუნავენ.

ილო ბეროშვილი საკუთარ მოსაზრებას "მხოლოდ ქართულზე" და მის კონკურსანტებზე AMBEBI.GE-ს უზიარებს:

- "მხოლოდ ქართული" ძალიან საჭირო პროექტია. მიუხედავად იმისა, რომ ამდენი ადამიანი გვიყურებს, უყვართ ჩვენი კონკურსანტები, მათთან ერთად ჩვენც, ვფიქრობ, რომ ჯერ კიდევ არ აქვს ხალხს გააზრებული, თუ რამხელა რამ გააკეთა "მხოლოდ ქართულმა". პროექტს უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს. აქამდე თუ ქართული სიმღერის პროექტებზე მუშაობის მცდელობა იყო, საბოლოოდ მაინც ყველაფერი ფანოღის ჟანრში გადადიოდა. ის, რომ ქართული სიმღერა ახალგაზრდებისთვის გამხდარიყო კლასი, კარგი ტონი და არა უფროსი თაობისთვის, რომლებიც ყოველთვის ნოსტალგიით იხსენებს ამ სიმღერებს, აქამდე არ ყოფილა. ასე რომ, "მხოლოდ ქართულმა" ქართული სიმღერა ახალგაზრდებისთვის "ქულ" გახადა.

სოფო ბათილაშვილი ჩვენთან რომ მოვიდა, ის ქართულად არ მღეროდა... მახსოვს მისი პირველი ქასთინგი, ინოლა გურგულიას სიმღერა ჰქონდა მომზადებული... მერე კი სოფოსთან დაკავშირებით რაც მოხდა, ყველაფერი ვიცით. მის სიმღერებს დიჯეებიც კი იყენებდნენ, ქართულ სიმღერებს მიქსავდნენ. მოკლედ, ქართული სიმღერა ყველა ჟანრში აბრუნეს, რადგანაც ბრენდი გახდა. ახლა ის ახალგაზრდები, რომლებიც უცხოელ მომღერლებს უსმენდნენ, ან თუნდაც "ანდერგრაუნდს", მათ ტელეფონებსა და პლეილისტებში ქართული რეტრო სიმღერებიც გაჩნდა. ეს მნიშვნელოვანი რამ არის და ეს გააკეთა "მხოლოდ ქართულმა".

- როგორ შეაფასებ წლევანდელ კონკურსანტებს?

- მათ რთული ამოცანა აქვთ, რადგანაც წინა ორი სეზონით ისეთი თამასა იყო უკვე აწეული და ისეთი მოლოდინი იყო, რომ იგივე თამასა უნდა დაეჭირათ. წინა ორი სეზონის კონკურსანტები მაღალ დონეზე იყვნენ, ზოგიერთი მათგანი მაინც... მაყურებელი ამათგანაც იმავეს ითხოვს და სირთულეები ამიტომაც მატულობს, თუმცა ამჯერადაც მყავს ჩემი ფავორიტი კონკურსანტი და არც ვმალავ, ეს არის თამთა ხუხუნაიშვილი. ამასთან, თითოეული ძალიან მიყვარს, ყველას თავის პლუსი აქვს - მაგალითად, ძოწენიძეს საოცარი ფალცეტი აქვს, ნინი შონია მაღალ ნოტებს მშვენივრად იღებს. სხვა კონკურსანტებიც არიან, რომლებიც სიმღერის მორგებას კარგად ცდილობენ. მოკლედ, მშვენიერი ნაკადია - საინტერესო ნახევარფინალი და ფინალი გველის. ეს ადამიანები შემდეგ ტურებში კიდევ უფრო გაიხსნებიან.

ჩემი ფავორიტი თამთა ხუხუნაიშვილი ძალიან ნერვიულობს. სანამ სცენაზე გავა, სულ სხვა ადამიანია, სცენაზე - სხვა. 2 განსხვავებული პიროვნებაა, ცა და დედამიწა. სცენაზე საოცრებებს აკეთებს, მანამდე კი, როგორც ვთქვი, საშინლად ღელავს, მაგრამ საკმარისია, პირველი ბგერები აიღოს, მუსიკაში მთლიანად იკარგება. კარგი მსახიობიც არის, პერფომანსებიც შეუძლია.

- შენ და ნიკა გრიგოლიას მათი სცენაზე გამოშვება გევალებათ. განსაკუთრებულ სითბოს იჩენთ მონაწილეების მიმართ, ამხნევებთ, კარგ განწყობას უქმნით... თავად რას განიცდით ამ დროს?

- საერთოდ, ვფიქრობ, რომ სიტყვას დიდი ძალა აქვს. შეიძლება ამას ყოველდღიურად მნიშვნელობას არ ვანიჭებთ, თუმცა ასეა. როდესაც რაიმეს გეტყვიან, შეიძლება გეგონოს, რომ არ იმოქმედებს, მაგრამ ის თავის საქმეს მაინც გააკეთებს. სიტყვით როგორც განაწყობ ადამიანს, კონკურსანტს რა განწყობასაც შეუქმნი, სცენაზე ისე გავა. ასე რომ, ჩვენი სიტყვები არ უნდა იყოს მხოლოდ სიტყვები და მას გარკვეული დადებითი გავლენა უნდა ჰქონდეს, ამისთვის ამ ადამიანებს ვამხნევებთ. გარდა ამისა, კადრს მიღმაც მათთან ერთად ვართ და მაშინაც გვიწევს ბავშვების გახალისება, ვაკვირდებით იმას, თუ როგორ გულშემატკივრობენ ერთმანეთის გამოსვლას. ძალიან მეგობრული გუნდია...

როდესაც იმღერებენ და კულისებში ბრუნდებიან, გვეკითხებიან, როგორი იყო? შეიძლება კარგად მღეროდეს, მაგრამ დიდი ფსიქოლოგიური სტრესი აქვს თითოეულს. არ არის ადვილი სცენაზე გამოსვლა, როცა გიყურებს ჟიური, გაფასებენ ადამიანები, რომლებსაც მანამდე ტელევიზორში უყურებდი, შემფასებელია მაყურებლის უზარმაზარი ტელეაუდიტორიაც, დარბაზში მსხდომები. სცენაზე გამოსული კონკურსანტები ამ ყველაფრის გამო იძაბებიან. ის კი არა, სცენაზე წამყვანებიც კი ვიძაბებით. ეს ბავშვები კიდევ მიკვირს, როგორ ახერხებენ ნომრების წარმოდგენას სცენაზე, სადაც შეიძლება, ორკესტრი და ნიკოლოზ რაჭველიც იყოს...

- პარტნიორ ნიკა გრიგოლიაზე რას იტყვი?

- ამ პროექტში პირველი სეზონიდან ერთად ვართ. ამასთან, გადაცემაც დავიწყეთ, რომელიც სხვადასხვა მიზეზით შეწყდა, თუმცა ყველაფერი წინ არის... ნიკა გულიანი ადამიანია, როდესაც რაღაც პატარა ნერვიულობა მომეძალება, რადგანაც ძალიან ემოციური ვარ, სანამ კამერა ჩაირთვება, სცენაზე გავალ, ვღელავ, ვნერვიულობ, გული ამოვარდნაზე მაქვს და იმ დროს ნიკა მეხმარება... საერთოდ, ერთმანეთს ვეხმარებით. ხოლო როდესაც ვანიკო თარხნიშვილთან ერთად ვართ, რომელსაც კიდევ სხვა გამოცდილება აქვს, სხვა ძალას გრძნობ. საბოლოოდ კი, გარდა იმისა, რომ ყველანი კოლეგები ვართ, ვმეგობრობთ კიდეც...

- რა მოლოდინი გაქვს "მხოლოდ ქართული 3"-სგან?

- ჯერ იმას ვიტყვი, რომ "მთავარმა არხმა" სამი თვის თავზე ასეთი მასშტაბური პროექტი დაიწყო, რაც აღნიშვნას, აღფრთოვანებას ნამდვილად იწვევს და ასევე ისიც, რომ "მხოლოდ ქართული 3" კიდევ მეტად გაზრდის ინტერესს ქართული სიმღერის მიმართ, დაანახებს ადამიანებს რამდენად მრავალფეროვანია ქართული სიმღერა, რამდენი ჟანრი გვაქვს და რა დონეზე შეგიძლია მისი აყვანა... ასე რომ, ვინც ამ პროექტს ჯერ კიდევ არ უყურებთ, უნდა დაინტერესდეთ...

რომელ ქალაქებში გაგრძელდება 18 იანვრიდან დისტანციური სწავლება და სად განახლდება სწავლა საკლასო ოთახებში?

რას უნდა ერიდონ ციტრუსებზე ალერგიული ადამიანები და რით უნდა ჩაანაცვლონ C ვიტამინი - ალერგოლოგ-იმუნოლოგის რჩევები

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 26 პაციენტი გარდაიცვალა - ვირუსის რამდენი ახალი შემთხვევა გამოვლინდა 24 საათში