საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მივმართე, რომ გამყიდველი და ქვეყნის მოღალატეა" - რას იხსენებს მოქალაქე, რომელსაც ანრი ოხანაშვილის შეურაცხყოფისთვის პატიმრობა შეეფარდა
"მივმართე, რომ გამყიდველი და ქვეყნის მოღალატეა" - რას იხსენებს მოქალაქე, რომელსაც ანრი ოხანაშვილის შეურაცხყოფისთვის პატიმრობა შეეფარდა

ახალ­ცი­ხის სა­სა­მარ­თლომ ვახ­ტანგ რო­ბა­ქი­ძეს, რო­მელ­მაც პარ­ლა­მენ­ტის იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხთა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე ანრი ოხა­ნაშ­ვილს ბა­კუ­რი­ან­ში შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა, სამდღი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

რო­გორც ვახ­ტანგ რო­ბა­ქი­ძემ პრო­ცე­სის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, წი­ნას­წა­რი და­კა­ვე­ბის იზო­ლა­ტორ­ში გა­დაყ­ვა­ნამ­დე ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ანრი ოხა­ნაშ­ვილს გამ­ყიდ­ვე­ლი და ქვეყ­ნის მო­ღა­ლა­ტე უწო­და და ამის გამო და­ა­კა­ვეს.

"ანრი ოხა­ნაშ­ვი­ლის პი­რა­დი პა­ტი­მა­რი ვარ... ანრი ოხა­ნაშ­ვილს მივ­მარ­თე, რომ ის არის ქვეყ­ნის გამ­ყიდ­ვე­ლი, მო­ღა­ლა­ტე და ამის გამო და­რე­კა პო­ლი­ცი­ა­ში, და­მა­კა­ვეს და მო­მი­სა­ჯეს სამი დღით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა. არ ვიცი, რა­ტომ და­რე­კა პო­ლი­ცი­ა­ში, ვერ აი­ტა­ნა, რომ ვუ­თხა­რი ქვეყ­ნის მო­ღა­ლა­ტე ხარ-თქო. რაც რე­ა­ლუ­რია ის ვუ­თხა­რი, მეტი არა­ფე­რი მით­ქვამს”, - გა­ნა­ცხა­და რო­ბა­ქი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას.

ინ­ცინ­დენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით რო­ბა­ქი­ძემ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზეც ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ ის ოხა­ნაშ­ვილს კა­ფე­ში შეს­ვლი­სას მი­ე­სალ­მა და გა­მო­ე­ლა­პა­რა­კა, რის შემ­დე­გაც სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და. რო­ბა­ქი­ძე აცხა­დებს, რომ ფი­ზი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბას ად­გი­ლი არ ჰქო­ნია.

"ვიც­ნობ დიდი ხა­ნია ამ პი­როვ­ნე­ბას და არ ვიცი, თვი­თონ რა­ტომ თქვა, რომ არ მიც­ნობს. კა­ფე­ში ბავ­შვებ­თან ერ­თად შეს­ვლის დროს მი­ვე­სალ­მე და შემ­დეგ გა­მო­ვე­ლა­პა­რა­კე. ამის მერე წა­ვე­დი, დავ­ჯე­ქი ჩემს მა­გი­დას­თან, არა­ნა­ი­რი ხე­ლით შე­ხე­ბა არ ყო­ფი­ლა, უბ­რა­ლოდ სი­ტყვი­ე­რი შე­ლა­პა­რა­კე­ბა მოგ­ვი­ვი­და ერ­თმა­ნეთ­ში. ეს ადა­მი­ა­ნი ადგა და წა­ვი­და. მერე მო­ვი­და პო­ლი­ცია. იმის მხრი­და­ნაც იყო ჩემს მი­მართ ხმა­მა­ღა­ლი სა­უ­ბა­რი. პო­ლი­ცი­ას ვთხო­ვე, არა­ფე­რი მომ­ხდა­რა და არ გა­და­მიყ­ვა­ნოთ-თქო, ბო­დიშს მო­ვუხ­დი ამის­თვის. ამ პი­როვ­ნე­ბის მი­მართ პრო­ტეს­ტი ჩემ­მა ნას­ვა­მო­ბამ გა­მო­იწ­ვია“, - გა­ნა­ცხა­და რო­ბა­ქი­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, დე­პუ­ტა­ტი ანრი ოხა­ნაშ­ვი­ლი ბა­კუ­რი­ან­ში, ერთ-ერთ რეს­ტო­რან­ში ოჯახ­თან ერ­თად ვახ­შმობ­და, რა დრო­საც ერთ-ერ­თმა პირ­მა მას ჯერ სი­ტყვი­ე­რი, შემ­დეგ კი ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა, თუმ­ცა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფის ფაქტს არ ადას­ტუ­რე­ბენ. უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ინ­ცი­დენ­ტში მო­ნა­წი­ლე პირი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სის 173-ე მუხ­ლით და­ა­კა­ვეს, რაც პო­ლი­ცი­ი­სად­მი და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

მკითხველის კომენტარები / 31 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
kolxi
74

adamianebis dakavebashi nacebs gaascarit qocebo yochax

g55
71

მერე და შელაპარაკებაზე ჩასვი ადამიანი ციხეში? ფუ მართლა ლაჩარი ხარ. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"მივმართე, რომ გამყიდველი და ქვეყნის მოღალატეა" - რას იხსენებს მოქალაქე, რომელსაც ანრი ოხანაშვილის შეურაცხყოფისთვის პატიმრობა შეეფარდა

"მივმართე, რომ გამყიდველი და ქვეყნის მოღალატეა" - რას იხსენებს მოქალაქე, რომელსაც ანრი ოხანაშვილის შეურაცხყოფისთვის პატიმრობა შეეფარდა

ახალციხის სასამართლომ ვახტანგ რობაქიძეს, რომელმაც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილს ბაკურიანში შეურაცხყოფა მიაყენა, სამდღიანი პატიმრობა შეუფარდა.

როგორც ვახტანგ რობაქიძემ პროცესის დასრულების შემდეგ, წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაყვანამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ანრი ოხანაშვილს გამყიდველი და ქვეყნის მოღალატე უწოდა და ამის გამო დააკავეს.

"ანრი ოხანაშვილის პირადი პატიმარი ვარ... ანრი ოხანაშვილს მივმართე, რომ ის არის ქვეყნის გამყიდველი, მოღალატე და ამის გამო დარეკა პოლიციაში, დამაკავეს და მომისაჯეს სამი დღით თავისუფლების აღკვეთა. არ ვიცი, რატომ დარეკა პოლიციაში, ვერ აიტანა, რომ ვუთხარი ქვეყნის მოღალატე ხარ-თქო. რაც რეალურია ის ვუთხარი, მეტი არაფერი მითქვამს”, - განაცხადა რობაქიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ინცინდენტთან დაკავშირებით რობაქიძემ სასამართლო პროცესზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ოხანაშვილს კაფეში შესვლისას მიესალმა და გამოელაპარაკა, რის შემდეგაც სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. რობაქიძე აცხადებს, რომ ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია.

"ვიცნობ დიდი ხანია ამ პიროვნებას და არ ვიცი, თვითონ რატომ თქვა, რომ არ მიცნობს. კაფეში ბავშვებთან ერთად შესვლის დროს მივესალმე და შემდეგ გამოველაპარაკე. ამის მერე წავედი, დავჯექი ჩემს მაგიდასთან, არანაირი ხელით შეხება არ ყოფილა, უბრალოდ სიტყვიერი შელაპარაკება მოგვივიდა ერთმანეთში. ეს ადამიანი ადგა და წავიდა. მერე მოვიდა პოლიცია. იმის მხრიდანაც იყო ჩემს მიმართ ხმამაღალი საუბარი. პოლიციას ვთხოვე, არაფერი მომხდარა და არ გადამიყვანოთ-თქო, ბოდიშს მოვუხდი ამისთვის. ამ პიროვნების მიმართ პროტესტი ჩემმა ნასვამობამ გამოიწვია“, - განაცხადა რობაქიძემ.

შეგახსენებთ, გავრცელებული ინფორმაციით, დეპუტატი ანრი ოხანაშვილი ბაკურიანში, ერთ-ერთ რესტორანში ოჯახთან ერთად ვახშმობდა, რა დროსაც ერთ-ერთმა პირმა მას ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს არ ადასტურებენ. უწყების ინფორმაციით, ინციდენტში მონაწილე პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

"ფორმულა“ და "მთავარი არხი“ კანონსაწინააღმდეგო ფაქტს თუ დაამტკიცებენ, დავტოვებ დეპუტატის მანდატს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოიხადონ ბოდიში ცილისწამებისთვის" - ანრი ოხანაშვილი

11 თვიანი პაუზის შემდე, საქართველო უკრაინაში ელჩს აბრუნებს

რას ამბობს გიგა ბოკერია ყოფილი თანაგუნდელების გადაწყვეტილებაზე - "არ დავმალავ... ეს მიმაჩნია სამწუხარო და მცდარ გადაწყვეტილებად"