საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ნიშნავს მეორედ მოსვლა და რატომ საუბრობენ სასულიერო პირები მის მოახლოებაზე - "90-იან წლებში, კონკრეტული პიროვნებაც დაასახელეს ანტიქრისტედ..."
რას ნიშნავს მეორედ მოსვლა და რატომ საუბრობენ სასულიერო პირები მის მოახლოებაზე - "90-იან წლებში, კონკრეტული პიროვნებაც დაასახელეს ანტიქრისტედ..."

"მე­ო­რედ მოს­ვლა ახ­ლო­საა ჩვენ­თან და ჩვენ ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ვა­კე­თოთ იმი­სათ­ვის, რომ მო­ვემ­ზა­დოთ მე­ო­რედ მოს­ვლი­სათ­ვის" - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს პატ­რი­არ­ქმა, უწ­მინ­დეს­მა და უნე­ტა­რეს­მა ილია მე­ო­რემ სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში, 12 იან­ვარს გა­მარ­თუ­ლი საკ­ვი­რაო წირ­ვის შემ­დეგ ისა­უბ­რა.

მი­სი­ვე თქმით, ზო­გი­ერ­თი მორ­წმუ­ნე ადა­მი­ა­ნი­სა­გან ხში­რად გა­უ­გია, რომ "ჟამი ახ­ლოს არი­ს", მაგ­რამ უწ­მინ­დე­სის თქმით, "შე­იძ­ლე­ბა რამ­დე­ნი­მე დღე დარ­ჩა" მე­ო­რედ მოს­ვლამ­დე.

ამ ქა­და­გე­ბამ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი საკ­მა­ოდ და­აფრ­თხო, ნა­წილს კი, მე­ო­რედ მოს­ვლის არ სწამს და შე­სა­ბა­მი­სად, ირო­ნი­ით შეხ­ვდა ამ ამ­ბავს.

მე­ო­რედ მოს­ვლის მნიშ­ვნე­ლო­ბის შე­სა­ხებ, AMBEBI.GE სა­მე­ბის სა­პატ­რი­არ­ქო ტაძ­რის მღვდელმსა­ხურს, დე­კა­ნოზ თე­ი­მუ­რაზს (თა­თა­რიშ­ვილს) ესა­უბ­რა:

- პატ­რი­არ­ქი ბოლო დროს თა­ვის ქა­და­გე­ბებ­ში სულ უფრო ხში­რად უს­ვამს ხაზს მე­ო­რედ მოს­ვლის მო­ახ­ლო­ე­ბას. რას ნიშ­ნავს უწ­მინ­დე­სის ქა­და­გე­ბა?

- მე­ო­რედ მოს­ვლა რო­დის იქ­ნე­ბა ეს არა­ვინ იცის. პატ­რი­არ­ქმა თქვა ის, რა­საც ნე­ბის­მი­ე­რი სა­სუ­ლი­ე­რო პირი იტყვის, რომ მე­ო­რედ მოს­ვლა შე­იძ­ლე­ბა იყოს დღეს, შე­იძ­ლე­ბა სამი დღის ან სამი წლის შემ­დეგ, ამი­ტომ ჩვენ უნდა ვი­ყოთ მუდ­მი­ვად მზად.

გარ­კვე­ულ­წი­ლად, იმ მოვ­ლე­ნე­ბის გამო, რაც სამ­ყა­რო­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს, ბუ­ნებ­რი­ვი კა­ტაკ­ლიზ­მე­ბი, რო­მე­ლიც უფრო მოხ­ში­რე­ბუ­ლია, ასე­ვე, ახა­ლი ეპი­დე­მი­ე­ბის, ახა­ლი და­უდ­გე­ნე­ლი ვირუ­სე­ბის წარ­მო­შო­ბა და გავ­რცე­ლე­ბა - ეს ის ნიშ­ნე­ბია, რომ­ლე­ბიც უბიძ­გებს სა­სუ­ლი­ე­რო პირს თუ ნე­ბის­მი­ერ მორ­წმუ­ნეს, რომ იფიქ­როს მე­ო­რედ მოს­ვლის მო­ახ­ლო­ე­ბა­ზე.

პატ­რი­არ­ქმა თქვა ეს და ამა­ში არა­ფე­რია დარ­ღვე­ვა ან გა­დაც­დო­მა. პატ­რი­არ­ქი, რო­გორს პირ­ვე­ლი სა­სუ­ლი­ე­რო პირი, ვალ­დე­ბუ­ლია, გან­მარ­ტოს ეს პრო­ცე­სე­ბი. თუ ამ სწავ­ლე­ბას მორ­წმუ­ნე­ებს არ მივ­ცემთ, ე.ი ეკ­ლე­სია არ ას­რუ­ლებს თა­ვის ფუნ­ქცი­ას, რე­ლი­გია ყო­ველ­თვის რე­ლი­გი­ას უნდა ას­წავ­ლი­დეს და ამა­ში სა­ქი­ლი­კო და გა­საკ­ვი­რი არა­ფე­რია.

დე­კა­ნო­ზი თე­ი­მუ­რა­ზი (თა­თა­რაშ­ვი­ლი), არ­ქი­მან­დრი­ტი იო­ა­ნე (მჭედ­ლიშ­ვი­ლი) და დე­კა­ნო­ზი შალ­ვა (კე­კე­ლია)

- ქრის­ტი­ა­ნუ­ლი სწავ­ლე­ბის მი­ხედ­ვით რაში მდგო­მა­რე­ობს მე­ო­რედ მოს­ვლის არსი? რო­გორ არის ის წმინ­და წე­რილ­ში აღ­წე­რი­ლი?

- ტერ­მი­ნი მე­ო­რედ მოს­ვლა კარ­გად უნდა ეს­მო­დეს ყვე­ლა ქრის­ტი­ანს. პირ­ვე­ლად მოს­ვლა­ში იგუ­ლის­ხმე­ბა იესო ქრის­ტეს გან­კა­ცე­ბა, მისი მოღ­ვა­წე­ო­ბა, რა­საც ად­გი­ლი ჰქონ­და ის­ტო­რი­ის გარ­კვე­ულ მო­ნაკ­ვეთ­ში. ჩვენ ვი­ცით, რომ ახა­ლი აღ­თქმა ეს არის კა­ცობ­რი­ო­ბის ეპო­ქა, გა­დას­ვლა ძვე­ლი აღ­თქმი­დან ახალ აღ­თქმა­ზე, რაც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია მა­ცხოვ­რის მოვ­ლი­ნე­ბას­თან.

იესო ქრის­ტეს და­ბა­დე­ბა, მისი ჯვარ­ცმა, მისი აღ­დგო­მა, ამაღ­ლე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი არის პირ­ვე­ლად მოს­ვლა

მა­ცხო­ვა­რი მი­წი­ე­რი მოღ­ვა­წე­ო­ბის დროს ესა­უბ­რე­ბო­და მო­წა­ფე­ებს, რი­თაც თქვა, რომ იგი კვლავ მო­ვი­დო­და მე­ო­რედ და ყვე­ლა მომ­დევ­ნო ეპო­ქა­ში მცხოვ­რებ ადა­მი­ანს უნდა ჰქო­ნო­და ამის მო­ლო­დი­ნი. უფალ­მა თქვა, რომ ეს მოხ­დე­ბო­და სამ­ყა­როს და­სას­რუ­ლის წინ. შე­სა­ბა­მი­სად, მა­ცხოვ­რის მე­ო­რედ მოს­ვლის შე­სა­ხებ სწავ­ლე­ბა ისე­თი­ვე ძვე­ლია, რო­გორც სხვა სწავ­ლე­ბე­ბი.

ამი­ტომ არის რომ მა­გა­ლი­თად მრწამსში, რო­მე­ლიც არის ქრის­ტი­ა­ნის მთა­ვა­რი კრე­დო, შე­სუ­ლია ცალ­კე მუხ­ლი - "და კვა­ლად მო­მა­ვალ არს დი­დე­ბით, გან­სჯად ცხო­ველ­თა და მკვდარ­თა, რომ­ლი­სა სუ­ფე­ვი­სა არ არის და­სას­რულ". აგ­რეთ­ვე მრწამ­სის მე-14 და მე-15 მუხ­ლე­ბი ანუ ფი­ნა­ლუ­რი ნა­წი­ლე­ბი მი­ა­ნიშ­ნებს იმას, რომ ქრის­ტი­ა­ნი აღი­ა­რებს აღ­დგო­მას და ის ში­ნა­გა­ნად მო­წო­დე­ბუ­ლია მე­ო­რედ მოს­ვლი­სა და აღ­დგო­მის­თვის, რაც ნიშ­ნავს და­უს­რუ­ლე­ბელ, და­უ­სა­ბა­მო ცხოვ­რე­ბის და­სა­წყისს.

- რო­გორ არის ქრის­ტი­ა­ნულ სწავ­ლე­ბებ­ში აღ­წე­რი­ლი მე­ო­რედ მოს­ვლის პრო­ცე­სი?

- სა­ფუძ­ვე­ლი ყო­ველ­გვა­რი სწავ­ლე­ბი­სა არის წმინ­და წე­რი­ლი და ზე­პი­რი გად­მო­ცე­მა. წმინ­და წე­რი­ლი არის ძვე­ლი და ახა­ლი აღ­თქმის წმინ­და წიგ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც გვაძ­ლევს სა­ფუძ­ველს, რომ ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბოთ მო­საზ­რე­ბა მე­ო­რედ მოს­ვლის პრო­ცე­სის შე­სა­ხებ. წყა­რო არის სა­ხა­რე­ბა, ასე­ვე ახა­ლი აღ­თქმის ბოლო წიგ­ნი - გა­მო­ცხა­დე­ბა იო­ა­ნე­სი, რო­მე­ლიც აპოკ­ლიფ­სის სა­ხე­ლით არის ცნო­ბი­ლი.

მი­ნიშ­ნე­ბე­ბია პავ­ლე მო­ცი­ქუ­ლის ეპის­ტო­ლე­შიც, ბოლო ჟა­მის შე­სა­ხებ ძველ აღ­თქმა­შიც არის გარ­კვე­უ­ლი მი­ნიშ­ნე­ბე­ბი, ესა­ი­ას და სხვა წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლებ­თან. სწავ­ლე­ბე­ბი მე­ო­რედ მოს­ვლის შე­სა­ხებ და­კავ­ში­რე­ბუ­ლია სა­ყო­ველ­თაო აღ­დგო­მას­თან, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი აღ­დგე­ბა, რო­გორც სუ­ლი­ე­რად ისე ფი­ზი­კუ­რად. რად­გან ადა­მი­ა­ნი მხო­ლოდ სული არ არის და არც მხო­ლოდ სხე­უ­ლია. იგი არის სხე­უ­ლი და სული ერ­თად. ორი­ვე მათ­გა­ნი ძვირ­ფა­სია ად­მი­ა­ნის­თვის.

მკვდარ­თა აღ­დგო­მის შე­სა­ხებ სწავ­ლე­ბას აღი­ა­რებს ყვე­ლა აბ­რა­ა­მუ­ლი რე­ლი­გია. ამას აღი­ა­რებს იუ­და­იზ­მიც, ის­ლა­მიც - მსოფ­ლი­ოს მე­ო­რე ყვე­ლა­ზე დიდი მო­ნო­თე­ის­ტუ­რი რე­ლი­გია. რო­გორც მა­ცხო­ვა­რი აღ­დგა მე­სა­მე დღეს, ისე თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი აღ­დგე­ბა. ადა­მი­ა­ნი არის უხრწნე­ლი და მა­რა­დი­უ­ლი არ­სე­ბა, რო­გორც სუ­ლი­ე­რად ისე სხე­უ­ლებ­რი­ვად. ამი­ტო­მაც ქრის­ტი­ა­ნუ­ლი რე­ლი­გია ამ მხრი­ვაც უდი­დე­სი ნუ­გე­ში და სი­ხა­რუ­ლია.

დღეს­დღე­ო­ბით ისეა და­ხა­ტუ­ლი სი­ტუ­ა­ცია, ქრის­ტი­ა­ნო­ბა გა­ი­გი­ვე­ბუ­ლია რის­ხვას­თან, ადა­მი­ა­ნის დეპ­რე­სი­ა­ში ჩაგ­დე­ბას­თან. არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში! წარ­მო­იდ­გი­ნეთ უამ­რა­ვი ობო­ლი, შვილმკვდა­რი მშობ­ლე­ბი, რო­მელ­თაც რე­ლი­გია აძ­ლევს უდი­დეს ნუ­გეშს და აღ­დგო­მას ჰპირ­დე­ბა თა­ვი­ან­თი საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი­სა.

- აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ თით­ქმის ყვე­ლა სა­უ­კუ­ნე­ში, რამ­დე­ნი­მე ათწლე­უ­ლის წი­ნაც სა­უბ­რობ­დნენ იმა­ზე, რომ მო­ახ­ლო­ე­ბუ­ლი იყო ბოლო ჟამი და მე­ო­რედ მოს­ვლამ­დე ცოტა დრო იყო დარ­ჩე­ნი­ლი. ეს გარ­კვე­ულ კი­თხვის ნიშ­ნებს აჩენს...

- დიახ, ყვე­ლა ეპო­ქა­ში იყო ასე­თი გან­წყო­ბა მე­ო­რედ მოს­ვლის შე­სა­ხებ. ბი­ზან­ტი­ა­ში, რო­მის იმ­პე­რი­ა­ში და ა.შ. ხში­რად აქი­ლი­კე­ბენ ამის გამო და დას­ცი­ნი­ან ის­ტო­რი­ას, რომ აი, სა­უ­კუ­ნე­ე­ბი ელოდ­ნენ და დარ­ჩნენ პირ­ში ჩა­ლა­გა­მოვ­ლე­ბუ­ლი, არ მოხ­და მე­ო­რედ მოს­ვლა.

ილი­ას „კა­ცია ადა­მი­ა­ნი?!“ არის ამის კარ­გი ილუსტრა­ცია. ეს უს­წავ­ლე­ლი ცოლ-ქმა­რი რო­გორ ქი­ლი­კობს ამა­ზე - დე­და­მი­წას ფრთა მო­ტე­ხი­აო, გა­რე­ჯელ­მა მკი­თხავ­მა თქვაო, დე­და­მი­წა უნდა გა­დაბ­რუნ­დე­სო და ა.შ. შეგ­ვიძ­ლია უამ­რა­ვი მა­გა­ლი­თი მო­ვიყ­ვა­ნოთ ქარ­თულ ხალ­ხუ­რი თქმე­ბი­დან თუ სხვა ტი­პის ლი­ტე­რა­ტუ­რი­დან, რო­გორ აი­სა­ხა ადა­მი­ა­ნე­ბის სუ­ლი­ე­რი გან­წყო­ბა, მე­ო­რედ მოს­ვლის მო­ლო­დი­ნი ეპო­ქე­ბის მი­ხედ­ვით.

შეგ­ვიძ­ლია, ასე­ვე გა­ვიხ­სე­ნოთ ისიც, რომ მა­გა­ლი­თად რო­დე­საც ბი­ზან­ტი­ის იმ­პე­რია თა­ვი­სი არ­სე­ბობს დღე­ებს ით­ვლი­და, ეს აღ­ქმუ­ლი იყო, რო­გორც მე­ო­რედ მოს­ვლა. ეს გან­წყო­ბა ყო­ველ­თვის იარ­სე­ბებს, ვიდ­რე იარ­სე­ბებს სამ­ყა­რო და მორ­წმუ­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი.

მე შე­მიძ­ლია გა­ვიხ­სე­ნო ჩემს სტუ­დენ­ტო­ბა­ში, 90-იანი წლე­ბის ბო­ლოს, რო­დე­საც სე­მი­ნა­რი­ა­ში ვსწავ­ლობ­დი, ეს გან­წყო­ბა იყო გან­სა­კუთ­რე­ბით გამ­ძაფ­რე­ბუ­ლი. ალ­ბათ ათას­წლე­უ­ლის ფი­ნა­ლი იყო და მა­გი­ტომ. ძა­ლი­ან ბევ­რი ბრო­შუ­რა გა­მო­დი­ო­და, სი­სუ­ლე­ლე­ე­ბიც იწე­რე­ბო­და. მახ­სოვს, კონ­კრე­ტუ­ლი პი­როვ­ნე­ბა და­ა­სახ­ლეს ან­ტიქ­რის­ტედ, ეს იყო მა­შინ­დე­ლი აშშ-ს ელჩი გა­ე­რო­ში. „ქვა­კუ­თხე­დი“ იყო ჟურ­ნა­ლი და იქ და­ი­ბეჭ­და ეს სტა­ტია, რა­საც მოჰ­ყვა დიდი სკან­და­ლი.

- რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ივა­რა­უ­დოს სა­სუ­ლი­ე­რო პირ­მა, რომ ბოლო ჟამი მო­ახ­ლოვ­და? რა კონ­კრე­ტუ­ლი ნიშ­ნე­ბია და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი ქრის­ტი­ა­ნულ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში ამ პრო­ცე­სე­ბის და­სა­წყი­სის ამო­საც­ნო­ბად?

- წმინ­და სწავ­ლე­ბე­ბის მი­ხედ­ვით, გარ­კვე­უ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი ირ­გვლივ მიგ­ვა­ნიშ­ნებს, რომ შე­საძ­ლოა ეს მო­ახ­ლო­ე­ბუ­ლი იყოს. მა­გა­ლი­თად, ბუ­ნებ­რი­ვი კა­ტაკ­ლიზ­მე­ბი, ხან­ძრე­ბი, ეპი­დე­მი­ე­ბი, ვირუ­სე­ბი, ოჯა­ხუ­რი მკვლე­ლო­ბე­ბი.

ბიბ­ლი­ა­ში პირ­და­პირ არის ნათ­ქვა­მი, რომ ძმა ძმას არ და­ინ­დობს. ასე­თი მას­შტა­ბის ხან­ძრე­ბი, რო­გო­რიც იყო ამა­ზონ­ში და ავ­სტრა­ლი­ა­ში, ძნე­ლი გა­სახ­სე­ნე­ბე­ლია. ასე­ვე და­უდ­გე­ნე­ლი ვირუ­სე­ბით ადა­მი­ა­ნე­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბა და ა.შ.

- რო­გორ უნდა ემ­ზა­დე­ბო­დეს მორ­წმუ­ნე ადა­მი­ა­ნი მე­ო­რედ მოს­ვლის­თვის?

- მე­ო­რედ მოს­ვლის­თვის მზა­დე­ბა არ არის რთუ­ლი. ნე­ბის­მი­ე­რი მორ­წმუ­ნე, ვინც დი­ლის ლოც­ვებს კი­თხუ­ლობს, ელე­მენ­ტა­რუ­ლად ცდი­ლობს, იყოს მზად ამის­თვის. იქ შე­ვედ­რე­ბაა უფ­ლი­სად­მი, რომ მამ­ყო­ფე მზად მე­ო­რედ მოს­ვლი­სათ­ვი­სო.

მომ­ზა­დე­ბა ჰიტ­ლე­რუ­ლი ან კომ­კავ­ში­რუ­ლი ხე­ლის აწე­ვა და სტარტზე დგო­მა კი არ არის, არა­მედ ში­ნა­გა­ნის სუ­ლი­ე­რი მზა­ო­ბა - რო­დე­საც ცხოვ­რობ სი­ნა­ნუ­ლით და გული გაქვს გამთბა­რი მოყ­ვა­სის სიყ­ვა­რუ­ლით. ასე­თი ადა­მი­ა­ნი მზად არის უფალ­თან შეხ­ვედ­რის­თვის!

მკითხველის კომენტარები / 94 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლუხო
2

რამდენიმე დღე დარჩა, და,,ერთი დღე, ვითარცა ათასი წელი,

ჯაბა
40

,,მეორედ მოსვლა არა ფასკუნჯი. ,,მერედ მოსვლა"..

ავტორი:

რას ნიშნავს მეორედ მოსვლა და რატომ საუბრობენ სასულიერო პირები მის მოახლოებაზე - "90-იან წლებში, კონკრეტული პიროვნებაც დაასახელეს ანტიქრისტედ..."

რას ნიშნავს მეორედ მოსვლა და რატომ საუბრობენ სასულიერო პირები მის მოახლოებაზე - "90-იან წლებში, კონკრეტული პიროვნებაც დაასახელეს ანტიქრისტედ..."

"მეორედ მოსვლა ახლოსაა ჩვენთან და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მოვემზადოთ მეორედ მოსვლისათვის" - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში, 12 იანვარს გამართული საკვირაო წირვის შემდეგ ისაუბრა.

მისივე თქმით, ზოგიერთი მორწმუნე ადამიანისაგან ხშირად გაუგია, რომ "ჟამი ახლოს არის", მაგრამ უწმინდესის თქმით, "შეიძლება რამდენიმე დღე დარჩა" მეორედ მოსვლამდე.

ამ ქადაგებამ საზოგადოების ნაწილი საკმაოდ დააფრთხო, ნაწილს კი, მეორედ მოსვლის არ სწამს და შესაბამისად, ირონიით შეხვდა ამ ამბავს.

მეორედ მოსვლის მნიშვნელობის შესახებ, AMBEBI.GE სამების საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახურს, დეკანოზ თეიმურაზს (თათარიშვილს) ესაუბრა:

- პატრიარქი ბოლო დროს თავის ქადაგებებში სულ უფრო ხშირად უსვამს ხაზს მეორედ მოსვლის მოახლოებას. რას ნიშნავს უწმინდესის ქადაგება?

- მეორედ მოსვლა როდის იქნება ეს არავინ იცის. პატრიარქმა თქვა ის, რასაც ნებისმიერი სასულიერო პირი იტყვის, რომ მეორედ მოსვლა შეიძლება იყოს დღეს, შეიძლება სამი დღის ან სამი წლის შემდეგ, ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ მუდმივად მზად.

გარკვეულწილად, იმ მოვლენების გამო, რაც სამყაროში მიმდინარეობს, ბუნებრივი კატაკლიზმები, რომელიც უფრო მოხშირებულია, ასევე, ახალი ეპიდემიების, ახალი დაუდგენელი ვირუსების წარმოშობა და გავრცელება - ეს ის ნიშნებია, რომლებიც უბიძგებს სასულიერო პირს თუ ნებისმიერ მორწმუნეს, რომ იფიქროს მეორედ მოსვლის მოახლოებაზე.

პატრიარქმა თქვა ეს და ამაში არაფერია დარღვევა ან გადაცდომა. პატრიარქი, როგორს პირველი სასულიერო პირი, ვალდებულია, განმარტოს ეს პროცესები. თუ ამ სწავლებას მორწმუნეებს არ მივცემთ, ე.ი ეკლესია არ ასრულებს თავის ფუნქციას, რელიგია ყოველთვის რელიგიას უნდა ასწავლიდეს და ამაში საქილიკო და გასაკვირი არაფერია.

დეკანოზი თეიმურაზი (თათარაშვილი), არქიმანდრიტი იოანე (მჭედლიშვილი) და დეკანოზი შალვა (კეკელია)

- ქრისტიანული სწავლების მიხედვით რაში მდგომარეობს მეორედ მოსვლის არსი? როგორ არის ის წმინდა წერილში აღწერილი?

- ტერმინი მეორედ მოსვლა კარგად უნდა ესმოდეს ყველა ქრისტიანს. პირველად მოსვლაში იგულისხმება იესო ქრისტეს განკაცება, მისი მოღვაწეობა, რასაც ადგილი ჰქონდა ისტორიის გარკვეულ მონაკვეთში. ჩვენ ვიცით, რომ ახალი აღთქმა ეს არის კაცობრიობის ეპოქა, გადასვლა ძველი აღთქმიდან ახალ აღთქმაზე, რაც დაკავშირებულია მაცხოვრის მოვლინებასთან.

იესო ქრისტეს დაბადება, მისი ჯვარცმა, მისი აღდგომა, ამაღლება ეს ყველაფერი არის პირველად მოსვლა

მაცხოვარი მიწიერი მოღვაწეობის დროს ესაუბრებოდა მოწაფეებს, რითაც თქვა, რომ იგი კვლავ მოვიდოდა მეორედ და ყველა მომდევნო ეპოქაში მცხოვრებ ადამიანს უნდა ჰქონოდა ამის მოლოდინი. უფალმა თქვა, რომ ეს მოხდებოდა სამყაროს დასასრულის წინ. შესაბამისად, მაცხოვრის მეორედ მოსვლის შესახებ სწავლება ისეთივე ძველია, როგორც სხვა სწავლებები.

ამიტომ არის რომ მაგალითად მრწამსში, რომელიც არის ქრისტიანის მთავარი კრედო, შესულია ცალკე მუხლი - "და კვალად მომავალ არს დიდებით, განსჯად ცხოველთა და მკვდართა, რომლისა სუფევისა არ არის დასასრულ". აგრეთვე მრწამსის მე-14 და მე-15 მუხლები ანუ ფინალური ნაწილები მიანიშნებს იმას, რომ ქრისტიანი აღიარებს აღდგომას და ის შინაგანად მოწოდებულია მეორედ მოსვლისა და აღდგომისთვის, რაც ნიშნავს დაუსრულებელ, დაუსაბამო ცხოვრების დასაწყისს.

- როგორ არის ქრისტიანულ სწავლებებში აღწერილი მეორედ მოსვლის პროცესი?

- საფუძველი ყოველგვარი სწავლებისა არის წმინდა წერილი და ზეპირი გადმოცემა. წმინდა წერილი არის ძველი და ახალი აღთქმის წმინდა წიგნები, რომლებიც გვაძლევს საფუძველს, რომ ჩამოვაყალიბოთ მოსაზრება მეორედ მოსვლის პროცესის შესახებ. წყარო არის სახარება, ასევე ახალი აღთქმის ბოლო წიგნი - გამოცხადება იოანესი, რომელიც აპოკლიფსის სახელით არის ცნობილი.

მინიშნებებია პავლე მოციქულის ეპისტოლეშიც, ბოლო ჟამის შესახებ ძველ აღთქმაშიც არის გარკვეული მინიშნებები, ესაიას და სხვა წინასწარმეტყველებთან. სწავლებები მეორედ მოსვლის შესახებ დაკავშირებულია საყოველთაო აღდგომასთან, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა ადამიანი აღდგება, როგორც სულიერად ისე ფიზიკურად. რადგან ადამიანი მხოლოდ სული არ არის და არც მხოლოდ სხეულია. იგი არის სხეული და სული ერთად. ორივე მათგანი ძვირფასია ადმიანისთვის.

მკვდართა აღდგომის შესახებ სწავლებას აღიარებს ყველა აბრაამული რელიგია. ამას აღიარებს იუდაიზმიც, ისლამიც - მსოფლიოს მეორე ყველაზე დიდი მონოთეისტური რელიგია. როგორც მაცხოვარი აღდგა მესამე დღეს, ისე თითოეული ადამიანი აღდგება. ადამიანი არის უხრწნელი და მარადიული არსება, როგორც სულიერად ისე სხეულებრივად. ამიტომაც ქრისტიანული რელიგია ამ მხრივაც უდიდესი ნუგეში და სიხარულია.

დღესდღეობით ისეა დახატული სიტუაცია, ქრისტიანობა გაიგივებულია რისხვასთან, ადამიანის დეპრესიაში ჩაგდებასთან. არავითარ შემთხვევაში! წარმოიდგინეთ უამრავი ობოლი, შვილმკვდარი მშობლები, რომელთაც რელიგია აძლევს უდიდეს ნუგეშს და აღდგომას ჰპირდება თავიანთი საყვარელი ადამიანებისა.

- აღსანიშნავია, რომ თითქმის ყველა საუკუნეში, რამდენიმე ათწლეულის წინაც საუბრობდნენ იმაზე, რომ მოახლოებული იყო ბოლო ჟამი და მეორედ მოსვლამდე ცოტა დრო იყო დარჩენილი. ეს გარკვეულ კითხვის ნიშნებს აჩენს...

- დიახ, ყველა ეპოქაში იყო ასეთი განწყობა მეორედ მოსვლის შესახებ. ბიზანტიაში, რომის იმპერიაში და ა.შ. ხშირად აქილიკებენ ამის გამო და დასცინიან ისტორიას, რომ აი, საუკუნეები ელოდნენ და დარჩნენ პირში ჩალაგამოვლებული, არ მოხდა მეორედ მოსვლა.

ილიას „კაცია ადამიანი?!“ არის ამის კარგი ილუსტრაცია. ეს უსწავლელი ცოლ-ქმარი როგორ ქილიკობს ამაზე - დედამიწას ფრთა მოტეხიაო, გარეჯელმა მკითხავმა თქვაო, დედამიწა უნდა გადაბრუნდესო და ა.შ. შეგვიძლია უამრავი მაგალითი მოვიყვანოთ ქართულ ხალხური თქმებიდან თუ სხვა ტიპის ლიტერატურიდან, როგორ აისახა ადამიანების სულიერი განწყობა, მეორედ მოსვლის მოლოდინი ეპოქების მიხედვით.

შეგვიძლია, ასევე გავიხსენოთ ისიც, რომ მაგალითად როდესაც ბიზანტიის იმპერია თავისი არსებობს დღეებს ითვლიდა, ეს აღქმული იყო, როგორც მეორედ მოსვლა. ეს განწყობა ყოველთვის იარსებებს, ვიდრე იარსებებს სამყარო და მორწმუნე ადამიანები.

მე შემიძლია გავიხსენო ჩემს სტუდენტობაში, 90-იანი წლების ბოლოს, როდესაც სემინარიაში ვსწავლობდი, ეს განწყობა იყო განსაკუთრებით გამძაფრებული. ალბათ ათასწლეულის ფინალი იყო და მაგიტომ. ძალიან ბევრი ბროშურა გამოდიოდა, სისულელეებიც იწერებოდა. მახსოვს, კონკრეტული პიროვნება დაასახლეს ანტიქრისტედ, ეს იყო მაშინდელი აშშ-ს ელჩი გაეროში. „ქვაკუთხედი“ იყო ჟურნალი და იქ დაიბეჭდა ეს სტატია, რასაც მოჰყვა დიდი სკანდალი.

- როგორ შეიძლება ივარაუდოს სასულიერო პირმა, რომ ბოლო ჟამი მოახლოვდა? რა კონკრეტული ნიშნებია დასახელებული ქრისტიანულ ლიტერატურაში ამ პროცესების დასაწყისის ამოსაცნობად?

- წმინდა სწავლებების მიხედვით, გარკვეული მოვლენები ირგვლივ მიგვანიშნებს, რომ შესაძლოა ეს მოახლოებული იყოს. მაგალითად, ბუნებრივი კატაკლიზმები, ხანძრები, ეპიდემიები, ვირუსები, ოჯახური მკვლელობები.

ბიბლიაში პირდაპირ არის ნათქვამი, რომ ძმა ძმას არ დაინდობს. ასეთი მასშტაბის ხანძრები, როგორიც იყო ამაზონში და ავსტრალიაში, ძნელი გასახსენებელია. ასევე დაუდგენელი ვირუსებით ადამიანების გარდაცვალება და ა.შ.

- როგორ უნდა ემზადებოდეს მორწმუნე ადამიანი მეორედ მოსვლისთვის?

- მეორედ მოსვლისთვის მზადება არ არის რთული. ნებისმიერი მორწმუნე, ვინც დილის ლოცვებს კითხულობს, ელემენტარულად ცდილობს, იყოს მზად ამისთვის. იქ შევედრებაა უფლისადმი, რომ მამყოფე მზად მეორედ მოსვლისათვისო.

მომზადება ჰიტლერული ან კომკავშირული ხელის აწევა და სტარტზე დგომა კი არ არის, არამედ შინაგანის სულიერი მზაობა - როდესაც ცხოვრობ სინანულით და გული გაქვს გამთბარი მოყვასის სიყვარულით. ასეთი ადამიანი მზად არის უფალთან შეხვედრისთვის!