საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თავი შეიკავეთ ირანის და ერაყის საჰაერო სივრცის გამოყენებისგან" - საქართველოში რეგისტრირებულ ავიაკომპანიებს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო აფრთხილებს
"თავი შეიკავეთ ირანის და ერაყის საჰაერო სივრცის გამოყენებისგან" - საქართველოში რეგისტრირებულ ავიაკომპანიებს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო აფრთხილებს

სა­ქარ­თვე­ლოს სა­მო­ქა­ლა­ქო ავი­ა­ცი­ის სა­ა­გენ­ტო სა­ქარ­თვე­ლო­ში რე­გის­ტრი­რე­ბულ ავი­ა­კომ­პა­ნი­ებს მო­უ­წო­დებს, თავი შე­ი­კა­ვონ ირა­ნი­სა და ერა­ყის სა­ჰა­ე­რო სივ­რცის გა­მო­ყე­ნე­ბის­გან.

ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია სსიპ სა­მო­ქა­ლა­ქო ავი­ა­ცი­ის სა­ა­გენ­ტოს სა­იტ­ზე გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

"ევ­რო­კავ­ში­რის სა­ა­ვი­ა­ციო უშიშ­რო­ე­ბის რის­კე­ბის შე­ფა­სე­ბის ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი ჯგუ­ფის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ რე­კო­მენ­და­ცი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით, ირა­ნი­სა და ერა­ყის სა­ჰა­ე­რო სივ­რცე­ში ფრე­ნის უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და სა­ა­ვი­ა­ციო უშიშ­რო­ე­ბის­თვის არ­სე­ბუ­ლი რის­კე­ბის და უკ­რა­ი­ნუ­ლი სა­ჰა­ე­რო ხო­მალ­დის კა­ტას­ტრო­ფის სა­ვა­რა­უ­დო მი­ზე­ზე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს სა­მო­ქა­ლა­ქო ავი­ა­ცი­ის სა­ა­გენ­ტო სა­ქარ­თვე­ლო­ში რე­გის­ტრი­რე­ბულ ავი­ა­კომ­პა­ნი­ებს მო­უ­წო­დებს თავი შე­ი­კა­ვონ ირა­ნი­სა და ერა­ყის სა­ჰა­ე­რო სივ­რცის გა­მო­ყე­ნე­ბის­გან.

სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ა­ვი­ა­ციო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­სა და სა­ა­ვი­ა­ციო ხე­ლი­სუფ­ლე­ბებს შო­რის მუდ­მივ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს ინ­ფორ­მა­ცი­ის გაც­ვლა და მიმ­დი­ნა­რე რის­კე­ბის შე­ფა­სე­ბა, რათა უზ­რუნ­ველ­ყო­ფილ იქ­ნეს მგზავ­რთა და ფრე­ნე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა.

ევ­რო­პის სა­ა­ვი­ა­ციო უსაფრ­თხო­ე­ბის სა­ა­გენ­ტოს (EASA) მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, ევ­რო­კავ­ში­რის სა­ა­ვი­ა­ციო უშიშ­რო­ე­ბის რის­კე­ბის შე­ფა­სე­ბის ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი ჯგუ­ფის მიერ, მათ ხელ­ში არ­სე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის ანა­ლი­ზის სა­ფუძ­ველ­ზე, ირა­ნი­სა და ერა­ყის სა­ჰა­ე­რო სივ­რცე­ში ფრე­ნე­ბი შე­ფას­და რო­გორც მა­ღა­ლი რის­კის შემ­ცვე­ლი და ევ­რო­პულ ავი­ა­კომ­პა­ნი­ებ­ზე გა­ი­ცა რე­კო­მენ­და­ცია თავი შე­ი­კა­ვონ აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­ჰა­ე­რო სივ­რცის გა­მო­ყე­ნე­ბის­გან.

სა­მო­ქა­ლა­ქო ავი­ა­ცი­ის სა­ა­გენ­ტო კი­დევ ერთხელ უსამ­ძიმ­რებს ავი­ა­კომ­პა­ნია Ukraine International Airlines-ის (UIA) კუთ­ვნი­ლი სამ­გზავ­რო თვითმფრი­ნა­ვის ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფის შე­დე­გად და­ღუ­პულ­თა ოჯა­ხებს და ახ­ლობ­ლებს“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ „უკ­რა­ი­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო ავი­ა­ხა­ზე­ბის“ „ბო­ინგ 737“ თე­ი­რა­ნის აე­რო­პორტთან 8 იან­ვარს ჩა­მო­ვარ­და, რის შე­დე­გა­დაც ბორტზე მყო­ფი 176-ვე ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"თავი შეიკავეთ ირანის და ერაყის საჰაერო სივრცის გამოყენებისგან" - საქართველოში რეგისტრირებულ ავიაკომპანიებს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო აფრთხილებს

"თავი შეიკავეთ ირანის და ერაყის საჰაერო სივრცის გამოყენებისგან" - საქართველოში რეგისტრირებულ ავიაკომპანიებს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო აფრთხილებს

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო საქართველოში რეგისტრირებულ ავიაკომპანიებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ირანისა და ერაყის საჰაერო სივრცის გამოყენებისგან.

ამის შესახებ ნათქვამია სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს საიტზე გავრცელებულ განცხადებაში.

"ევროკავშირის საავიაციო უშიშროების რისკების შეფასების ინტეგრირებული ჯგუფის მიერ გავრცელებულ რეკომენდაციაზე დაყრდნობით, ირანისა და ერაყის საჰაერო სივრცეში ფრენის უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროებისთვის არსებული რისკების და უკრაინული საჰაერო ხომალდის კატასტროფის სავარაუდო მიზეზების გათვალისწინებით, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო საქართველოში რეგისტრირებულ ავიაკომპანიებს მოუწოდებს თავი შეიკავონ ირანისა და ერაყის საჰაერო სივრცის გამოყენებისგან.

საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციებსა და საავიაციო ხელისუფლებებს შორის მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს ინფორმაციის გაცვლა და მიმდინარე რისკების შეფასება, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მგზავრთა და ფრენების უსაფრთხოება.

ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ევროკავშირის საავიაციო უშიშროების რისკების შეფასების ინტეგრირებული ჯგუფის მიერ, მათ ხელში არსებული მონაცემების ანალიზის საფუძველზე, ირანისა და ერაყის საჰაერო სივრცეში ფრენები შეფასდა როგორც მაღალი რისკის შემცველი და ევროპულ ავიაკომპანიებზე გაიცა რეკომენდაცია თავი შეიკავონ აღნიშნული საჰაერო სივრცის გამოყენებისგან.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო კიდევ ერთხელ უსამძიმრებს ავიაკომპანია Ukraine International Airlines-ის (UIA) კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავის ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ „ბოინგ 737“ თეირანის აეროპორტთან 8 იანვარს ჩამოვარდა, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი 176-ვე ადამიანი დაიღუპა.

LIVE: "საღამოს ნიუსრუმი" "პალიტრანიუსის" ეთერში

გრიპის მომატებული შემთხვევები - რა ტიპის ვირუსი ცირკულირებს საქართველოში და როგორია იანვრის მეორე კვირის მონაცემები

რას ნიშნავს მეორედ მოსვლა და რატომ საუბრობენ სასულიერო პირები მის მოახლოებაზე - "90-იან წლებში, კონკრეტული პიროვნებაც დაასახელეს ანტიქრისტედ..."