მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არის თუ არა გადატვირთული თბილისის კლინიკები ვირუსიანი პაციენტების გამო?
არის თუ არა გადატვირთული თბილისის კლინიკები ვირუსიანი პაციენტების გამო?

მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წი­ლი ვირუ­სე­ბის სე­ზონ­ზე სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბის გა­დატ­ვირ­თუ­ლო­ბის გამო წუხს. რამ­დე­ნი­მე მშო­ბელ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა, რომ თბი­ლის­ში იაშ­ვი­ლი­სა და ცი­ციშ­ვი­ლის კლი­ნი­კებ­ში პა­ლა­ტე­ბი გა­და­ტე­ნი­ლია.

ერთ-ერ­თმა დე­დამ, რო­მელ­საც შვი­ლი ვირუ­სით ჰყავს ავად, "ფე­ის­ბუქ­ზე" ერთ-ერთ ჯგუფ­ში და­წე­რა:

"იაშ­ვილ­ში მიყ­ვა­ნი­ლი ბავ­შვი არ მი­ი­ღეს 39 სი­ცხით, ად­გი­ლი არაა და სახ­ლში უმ­კურ­ნა­ლე­თო... წა­ვე­დი ცი­ციშ­ვილ­ში და სას­წრა­ფოდ და­საწ­ვე­ნი­აო, დაგვტო­ვეს და და­ი­წყო კოშ­მა­რი - გა­და­ტე­ნი­ლია პა­ლა­ტე­ბი და ორი სი­ცხის სა­ზო­მი აქვთ, მოკ­ლედ წყვე­ტაა... ინ­ჰა­ლა­ტორს გუ­შინ­დე­ლის მერე ვე­ლო­დე­ბი და ძლივს მე­ღირ­სა ესეც ერ­თია, ეხლა შე­მო­დის ექთა­ნი და გა­დას­ხმის და­სად­გმე­ლი არ გვაქვს და ორი­ვე ბავ­შვს (გვერ­დზე მწო­ლი­ა­რეს) ერ­თად და­ვუდ­გა­თო" - წერს მშო­ბე­ლი.

არის თუ არა გა­დატ­ვირ­თუ­ლო­ბის პრობ­ლე­მა თბი­ლი­სი­სი სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში, ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" რამ­დე­ნი­მე კლი­ნი­კას ესა­უბ­რა. რო­გორც იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კის დი­რექ­ტორ­მა ივა­ნე ჩხა­ი­ძემ გა­ნა­ცხა­და, იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში ვირუ­სით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის მი­მარ­თვი­ა­ნო­ბა მარ­თლაც გაზ­რდი­ლია.

რაც შე­ე­ხე­ბა გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას იმის თა­ო­ბა­ზე, რომ იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კას პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის საკ­მა­რი­სი ად­გი­ლე­ბი არ აქვს და მათ კლი­ნი­კის დე­რეფ­ნებ­ში ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან, კლი­ნი­კის დი­რექ­ტორ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ეს სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა.

"სამ­წუ­ხა­როდ, იან­ვრის პირ­ვე­ლი ათი დღე არ გა­მო­ირ­ჩე­ვა პა­ცი­ენ­ტე­ბის ნა­კა­დის კლე­ბით, პი­რი­ქით, ორი დღის მო­ნა­ცე­მე­ბით, ეს ნა­კა­დი უფრო გაზ­რდი­ლია დე­კემ­ბრის ბოლო ათ დღეს­თან შე­და­რე­ბით.

ამ შემ­თხვე­ვა­ში ჩვენ ყუ­რა­დღე­ბას ვაქ­ცევთ გაფრ­თხი­ლე­ბებს, რაც არის მშობ­ლის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი, ვი­ნა­ი­დან გრი­პი თა­ვი­სი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბით სა­ში­ში და­ა­ვა­დე­ბაა და მას სე­რი­ო­ზუ­ლი გარ­თუ­ლე­ბე­ბი გა­აჩ­ნია, რო­გო­რიც არის ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბა.

ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ტემ­პე­რა­ტუ­რის კონ­ტრო­ლი და ექიმ­თან დრო­უ­ლი მი­მარ­თვი­ა­ნო­ბა" - გა­ნა­ცხა­და ივა­ნე ჩხა­ი­ძემ.

„ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი“ კი­დევ ერთი კლი­ნი­კის, ცი­ციშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტორს და­ვით რეხ­ვი­აშ­ვილს ესა­უბ­რა, რომ­ლის თქმი­თაც, კლი­ნი­კა­ში ვირუ­სით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის მი­მარ­თვი­ა­ნო­ბამ იკლო.

„ამ დრო­ის­თვის მო­მარ­თვი­ა­ნო­ბა არის ოდ­ნავ შემ­ცი­რე­ბუ­ლი, გარ­თუ­ლე­ბე­ბი პრაქ­ტი­კუ­ლად არ შეგ­ვხვედ­რია. გარ­თუ­ლე­ბე­ბი, რო­მელ­მაც ბავ­შვებს შე­იძ­ლე­ბა შე­უქ­მნას პრობ­ლე­მე­ბი, ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თია და პრაქ­ტი­კუ­ლად არ შეგ­ვხვედ­რია" - გა­ნა­ცხა­და და­ვით რეხ­ვი­აშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, კლი­ნი­კის­თვის მი­მარ­თვი­ა­ნო­ბის გაზ­რდას სკო­ლებ­ში და ბა­ღებ­ში არ­და­დე­გე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ელო­დე­ბი­ან.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
nata
1

არ დაიწყოთ სასწავლო პროცესი სკოლებში.პასუხისმგებლობას ვინ იღებს მერე თვითოეული ბავშვის სიცოცხლეზე??

Moqalaqe
31

ყველაფერი კარგათა ქვეყანა ბედნიერია ვირუსები არავის აქვს. ვაი თქვენს პატრონს. ხალხო გამოიკვლიეთ ვირუსები სამწუხაროთ ერთი თვე გავატარეთ ერთერთ კლინიკაში და გამოწერის წინ აღმოვაჩინეთ რომ ერთერთი ვირუსი გვჭირდა და ექიმები მარჩიელობდნენ იმიტომ რომ ერთ ექიმზე ქვეყანა ბავშვი მოდის და ვეღარ აუდის საქმეს.

ავტორი:

არის თუ არა გადატვირთული თბილისის კლინიკები ვირუსიანი პაციენტების გამო?

არის თუ არა გადატვირთული თბილისის კლინიკები ვირუსიანი პაციენტების გამო?

მოსახლეობის ნაწილი ვირუსების სეზონზე საავადმყოფოების გადატვირთულობის გამო წუხს. რამდენიმე მშობელმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თბილისში იაშვილისა და ციციშვილის კლინიკებში პალატები გადატენილია.

ერთ-ერთმა დედამ, რომელსაც შვილი ვირუსით ჰყავს ავად, "ფეისბუქზე" ერთ-ერთ ჯგუფში დაწერა:

"იაშვილში მიყვანილი ბავშვი არ მიიღეს 39 სიცხით, ადგილი არაა და სახლში უმკურნალეთო... წავედი ციციშვილში და სასწრაფოდ დასაწვენიაო, დაგვტოვეს და დაიწყო კოშმარი - გადატენილია პალატები და ორი სიცხის საზომი აქვთ, მოკლედ წყვეტაა... ინჰალატორს გუშინდელის მერე ველოდები და ძლივს მეღირსა ესეც ერთია, ეხლა შემოდის ექთანი და გადასხმის დასადგმელი არ გვაქვს და ორივე ბავშვს (გვერდზე მწოლიარეს) ერთად დავუდგათო" - წერს მშობელი.

არის თუ არა გადატვირთულობის პრობლემა თბილისისი საავადმყოფოებში, ამის შესახებ "ინტერპრესნიუსი" რამდენიმე კლინიკას ესაუბრა. როგორც იაშვილის კლინიკის დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა, იაშვილის კლინიკაში ვირუსით დაავადებული პაციენტების მიმართვიანობა მართლაც გაზრდილია.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ იაშვილის კლინიკას პაციენტებისთვის საკმარისი ადგილები არ აქვს და მათ კლინიკის დერეფნებში ემსახურებიან, კლინიკის დირექტორმა განაცხადა, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება.

"სამწუხაროდ, იანვრის პირველი ათი დღე არ გამოირჩევა პაციენტების ნაკადის კლებით, პირიქით, ორი დღის მონაცემებით, ეს ნაკადი უფრო გაზრდილია დეკემბრის ბოლო ათ დღესთან შედარებით.

ამ შემთხვევაში ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ გაფრთხილებებს, რაც არის მშობლისთვის აუცილებელი, ვინაიდან გრიპი თავისი მიმდინარეობით საშიში დაავადებაა და მას სერიოზული გართულებები გააჩნია, როგორიც არის ფილტვების ანთება.

ძალიან მნიშვნელოვანია ტემპერატურის კონტროლი და ექიმთან დროული მიმართვიანობა" - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

„ინტერპრესნიუსი“ კიდევ ერთი კლინიკის, ციციშვილის სახელობის საავადმყოფოს დირექტორს დავით რეხვიაშვილს ესაუბრა, რომლის თქმითაც, კლინიკაში ვირუსით დაავადებული პაციენტების მიმართვიანობამ იკლო.

„ამ დროისთვის მომართვიანობა არის ოდნავ შემცირებული, გართულებები პრაქტიკულად არ შეგვხვედრია. გართულებები, რომელმაც ბავშვებს შეიძლება შეუქმნას პრობლემები, ძალიან იშვიათია და პრაქტიკულად არ შეგვხვედრია" - განაცხადა დავით რეხვიაშვილმა.

მისივე თქმით, კლინიკისთვის მიმართვიანობის გაზრდას სკოლებში და ბაღებში არდადეგების დასრულების შემდეგ ელოდებიან.

LIVE: "საღამოს ნიუსრუმი" "პალიტრანიუსის" ეთერში

გრიპის მომატებული შემთხვევები - რა ტიპის ვირუსი ცირკულირებს საქართველოში და როგორია იანვრის მეორე კვირის მონაცემები

რას ნიშნავს მეორედ მოსვლა და რატომ საუბრობენ სასულიერო პირები მის მოახლოებაზე - "90-იან წლებში, კონკრეტული პიროვნებაც დაასახელეს ანტიქრისტედ..."

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"