საზოგადოება
სამართალი

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტრამპის პასუხი ირანს - "თუ აგრესიას გააგრძელებს, აშშ მას სადამსჯელო ეკონომიკურ სანქციებს დაუწესებს"
ტრამპის პასუხი ირანს - "თუ აგრესიას გააგრძელებს, აშშ მას სადამსჯელო ეკონომიკურ სანქციებს დაუწესებს"

ირა­ნის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი თავ­დას­ხმის შე­დე­გად არ­ცერ­თი ამე­რი­კე­ლი არ და­ღუ­პუ­ლა, ამის შე­სა­ხებ აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა დო­ნალდ ტრამ­პა სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას, ირა­ნის მიერ ერაყ­ში, აშშ-ის სამ­ხედ­რო ბა­ზებ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სა­რა­კე­ტო თავ­დას­ხმის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

"მა­ნამ, სა­ნამ მე ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის პრე­ზი­დენ­ტი ვარ, ირანს არას­დროს მი­ე­ცე­მა ატო­მუ­რი ია­რა­ღის ქო­ნის უფ­ლე­ბა. დილა მშვი­დო­ბი­სა. მო­ხა­რუ­ლი ვარ, გაც­ნო­ბოთ, ამე­რი­კე­ლი ხალ­ხი უკი­დუ­რე­სად მად­ლი­ე­რი და ბედ­ნი­ე­რი უნდა იყოს - ამე­რი­კე­ლე­ბი ირა­ნის რე­ჟი­მის წუ­ხან­დე­ლი შე­ტე­ვის დროს არ და­შა­ვე­ბუ­ლან. ჩვენ და­ნა­კარ­გე­ბი არ გან­გვიც­დია, ყვე­ლა ჩვე­ნი ჯა­რის­კა­ცი უსაფრ­თხო­დაა და ჩვენს სამ­ხედ­რო ბა­ზებს მხო­ლოდ მი­ნი­მა­ლუ­რი ზი­ა­ნი მი­ად­გა", - გა­ნა­ცხა­და ტრამპმა.

ამას­თა­ნა­ვე აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა ირა­ნის­თვის ახა­ლი სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბა­ზეც ისა­უბ­რა.

"თუ ირა­ნი აგ­რე­სი­ას გა­აგ­რძე­ლებს, აშშ ირა­ნულ რე­ჟიმს და­უ­ყოვ­ნებ­ლივ სა­დამ­სჯე­ლო ეკო­ნო­მი­კურ სან­ქცი­ებს და­უ­წე­სებს და ეს სან­ქცი­ე­ბი მა­ნამ გაგ­რძელ­დე­ბა, სა­ნამ ირა­ნი ქცე­ვას არ შეც­ვლის. ირა­ნი ტე­რო­რიზ­მის წამ­ყვა­ნი სპონ­სო­რი. ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღი საფრ­თხეს უქ­მნის ვი­ვი­ლი­ზე­ბულ მსოფ­ლი­ოს. ჩვენ ამას არას­დროს და­ვუშ­ვებთ. გა­სულ კვი­რას ჩვენ მი­ვი­ღეთ გა­დამ­წყვე­ტი ზომა, შეგ­ვე­ჩე­რე­ბი­ნა ყვე­ლა­ზე და­უნ­დო­ბე­ლი ტე­რო­რიზ­მი, რო­მე­ლიც ამე­რი­კე­ლე­ბის სი­ცო­ცხლეს უქ­მნი­და საფრ­თხეს. ჩემი მი­თი­თე­ბით აშშ სამ­ხედ­რო­ებ­მა მო­ახ­დი­ნეს ტე­რო­რისტ ყა­სემ სო­ლე­ი­მა­ნის ლიკ­ვი­და­ცია, რო­მე­ლიც ბევრ სა­ში­ნე­ლე­ბა­ზეა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი.

ის წვრთნი­და ტე­რო­რის­ტულ და­ჯუ­ფე­ბებს, მათ შო­რის ჰეზ­ბო­ლას. ბოლო პე­რი­ოდ­ში ჩვენ­ზე თავ­დას­ხმე­ბი სწო­რედ მისი მი­თი­თე­ბით გან­ხორ­ცი­ელ­და. ერთ-ერთი ასე­თი თავ­დას­ხმის დროს ერთი ამე­რი­კე­ლი ჯა­რის­კა­ცი და­ი­ღუ­პა, მე­ო­რე კი მძი­მედ და­შავ­და. ის ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და აშშ-ს სა­ელ­ჩო­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ძა­ლა­დობ­რივ თავ­დას­ხმა­საც. ის უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ბაღ­დად­ში ამე­რი­კე­ლებ­ზე თავ­დას­ხმას გეგ­მავ­და. მას ხე­ლე­ბი ჰქონ­და გას­ვრი­ლი რო­გორც ირა­ნე­ლე­ბის, ასე­ვე ამე­რი­კე­ლე­ბის სის­ხლით. ის დიდი ხნის წინ უნდა მოგ­ვე­შო­რე­ბი­ნა. მისი ლიკ­ვი­და­ცი­ით ჩვენ ძლი­ე­რი მე­სი­ჯი გა­ვუგ­ზავ­ნეთ ტე­რო­რის­ტებს,“- გა­ნა­ცხა­და ტრამპმა.

მკითხველის კომენტარები / 26 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
dato
157

ეეჰჰჰ, ტრამპ, ტრამპ, როგორ ჩაისვარე,,,,,, ამით ირანი უფრო წახალისდება და უარესებს გააკეთებს,,,,

გოგა
9

მოზომილად დიპლომატიურად მიუდგა ტრამპის ადმინისტრაცია, კარგი იყო. თუ კიდევ იკუნტრუშებს ირანი მერე რისხვაც დაატყდება და არა მარტო ამერიკის..

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

ტრამპის პასუხი ირანს - "თუ აგრესიას გააგრძელებს, აშშ მას სადამსჯელო ეკონომიკურ სანქციებს დაუწესებს"

ტრამპის პასუხი ირანს - "თუ აგრესიას გააგრძელებს, აშშ მას სადამსჯელო ეკონომიკურ სანქციებს დაუწესებს"

ირანის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად არცერთი ამერიკელი არ დაღუპულა, ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპა სიტყვით გამოსვლისას, ირანის მიერ ერაყში, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის კომენტირებისას განაცხადა.

"მანამ, სანამ მე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ვარ, ირანს არასდროს მიეცემა ატომური იარაღის ქონის უფლება. დილა მშვიდობისა. მოხარული ვარ, გაცნობოთ, ამერიკელი ხალხი უკიდურესად მადლიერი და ბედნიერი უნდა იყოს - ამერიკელები ირანის რეჟიმის წუხანდელი შეტევის დროს არ დაშავებულან. ჩვენ დანაკარგები არ განგვიცდია, ყველა ჩვენი ჯარისკაცი უსაფრთხოდაა და ჩვენს სამხედრო ბაზებს მხოლოდ მინიმალური ზიანი მიადგა", - განაცხადა ტრამპმა.

ამასთანავე აშშ-ის პრეზიდენტმა ირანისთვის ახალი სანქციების დაწესებაზეც ისაუბრა.

"თუ ირანი აგრესიას გააგრძელებს, აშშ ირანულ რეჟიმს დაუყოვნებლივ სადამსჯელო ეკონომიკურ სანქციებს დაუწესებს და ეს სანქციები მანამ გაგრძელდება, სანამ ირანი ქცევას არ შეცვლის. ირანი ტერორიზმის წამყვანი სპონსორი. ბირთვული იარაღი საფრთხეს უქმნის ვივილიზებულ მსოფლიოს. ჩვენ ამას არასდროს დავუშვებთ. გასულ კვირას ჩვენ მივიღეთ გადამწყვეტი ზომა, შეგვეჩერებინა ყველაზე დაუნდობელი ტერორიზმი, რომელიც ამერიკელების სიცოცხლეს უქმნიდა საფრთხეს. ჩემი მითითებით აშშ სამხედროებმა მოახდინეს ტერორისტ ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაცია, რომელიც ბევრ საშინელებაზეა პასუხისმგებელი.

ის წვრთნიდა ტერორისტულ დაჯუფებებს, მათ შორის ჰეზბოლას. ბოლო პერიოდში ჩვენზე თავდასხმები სწორედ მისი მითითებით განხორციელდა. ერთ-ერთი ასეთი თავდასხმის დროს ერთი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა, მეორე კი მძიმედ დაშავდა. ის ხელმძღვანელობდა აშშ-ს საელჩოზე განხორციელებულ ძალადობრივ თავდასხმასაც. ის უახლოეს მომავალში ბაღდადში ამერიკელებზე თავდასხმას გეგმავდა. მას ხელები ჰქონდა გასვრილი როგორც ირანელების, ასევე ამერიკელების სისხლით. ის დიდი ხნის წინ უნდა მოგვეშორებინა. მისი ლიკვიდაციით ჩვენ ძლიერი მესიჯი გავუგზავნეთ ტერორისტებს,“- განაცხადა ტრამპმა.

"მიხეილ სააკაშვილი უახლოეს დღეებში მიიღებს თანამდებობას" - რას წერს "უკრაინსკაია პრავდა"

2-თვიანი კარანტინის შემდეგ, იტალიელები სახლებიდან გამოვიდნენ - Reuters-ის ფოტოებს ემოციების გარეშე ვერ ნახავთ

ახალი ზელანდია და ავსტრალია "სამოგზაურო დერეფნის" გაკეთებას გეგმავენ - "ეს შეიძლება ტურიზმის აღსადგენად მსოფლიოსთვის მოდელად იქცეს"