მსოფლიო
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
24 წლის მუ­რად წურ­წუ­მი­ას გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე კიდევ ერთი პირია დაკავებული
24 წლის მუ­რად წურ­წუ­მი­ას გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე კიდევ ერთი პირია დაკავებული

თბი­ლის­ში, "დამ­პა­ლოს" სა­საფ­ლა­ო­ზე მომ­ხდა­რი და­პი­რის­პი­რე­ბის შე­დე­გად 24 წლის მუ­რად წურ­წუ­მი­ას გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით, ინ­ცი­დენ­ტში მო­ნა­წი­ლე მე­ო­რე პი­რიც და­ა­კა­ვეს.

აღ­ნიშ­ნუ­ლან და­კავ­ში­რე­ბით გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

"თბი­ლი­სის პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­გა­მო­ძი­ე­ბო ნა­წი­ლის წარ­მო­ე­ბა­ში არ­სე­ბულ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 117-ე მუხ­ლის მე­ექ­ვსე ნა­წი­ლით (ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა ჩა­დე­ნი­ლი ჯგუ­ფუ­რად, რა­მაც სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია) და სსკ-ის 126 -ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი პრი­მა ნა­წი­ლის "ბ’’ ქვე­პუნ­ქტით (ცემა ან სხვაგ­ვა­რი ძა­ლა­დო­ბა, ჩა­დე­ნი­ლი ჯგუ­ფუ­რად) გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნი­სათ­ვის ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით და­კა­ვე­ბუ­ლია ვ.ბ.

საქ­მე­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2020 წლის 2 იან­ვარს, ღა­მის სა­ა­თებ­ში, მ. ჩ. და მ.წ. იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ ქ. თბი­ლის­ში, ვარ­კე­თი­ლის მე-3 მა­სივ­ში, ე.წ. „დამ­პა­ლოს სა­საფ­ლა­ოს“ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­დაც ასე­ვე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ ბრალ­დე­ბუ­ლი ზ. ფ. და ვ. ბ. ხსე­ნე­ბულ პი­რებს შო­რის ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბა წარ­მო­იშ­ვა მ. ჩ. -ს და გარ­დაც­ვლილ მ. წ.-ს მიერ ბრალ­დე­ბულ ზ. ფ. -ს სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ და­უფ­ლე­ბის ნი­ა­დაგ­ზე.

ბრალ­დე­ბუ­ლი ზ. ფ. მის თან­მხლებ პირ­თან ვ.ბ.-სთან ერ­თად შე­ე­ცა­და ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი პი­რე­ბის შე­ჩე­რე­ბას. კონ­ფლიქ­ტში მო­ნა­წი­ლე­თა შო­რის ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა გაგ­რძელ­და რამ­დე­ნი­მე წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, რა დრო­საც ბრალ­დე­ბულ­მა ზ.ფ.-მ ვ.ბ.-სთან ერ­თად ჯგუ­ფუ­რად, მ.წ.-ს მი­ა­ყე­ნეს სი­ცო­ცხლის­თვის სა­ხი­ფა­თო სხე­უ­ლის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი, რა­მაც ამ უკა­ნას­კნე­ლის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია, ხოლო მ.ჩ.-მ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის მხრი­დან ჯგუ­ფუ­რად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ცე­მის შე­დე­გად გა­ნი­ცა­და ფი­ზი­კუ­რი ტკი­ვი­ლი”, - ნათ­ქვა­მია პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ წურ­წუ­მი­ას გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტზე ასე­ვე შსს-ს მოქ­მე­დი თა­ნამ­შრო­მე­ლი ზუ­რაბ ფო­ფხა­ძეა და­კა­ვე­ბუ­ლი, რო­მელ­საც გუ­შინ სა­სა­მარ­თლომ პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯა.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, შემ­თხვე­ვა 2 იან­ვარს, ღა­მის სა­ა­თებ­ში, ვარ­კე­თი­ლის მე-3 მა­სივ­ში, ე.წ. „დამ­პა­ლოს სა­საფ­ლა­ოს“ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მოხ­და. პი­რებს შო­რის ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბის დროს, ბრალ­დე­ბულ­მა ფო­ფხა­ძემ წურ­წუ­მი­ას მი­ა­ყე­ნა სი­ცო­ცხლი­სათ­ვის სა­ხი­ფა­თო სხე­უ­ლის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი, რა­მაც ამ უკა­ნას­კნე­ლის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით­ვე, და­პი­რის­პი­რე­ბა პი­რებს შო­რის მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც წურ­წუ­მი­ამ და მის­მა თან­მხლებ­მა პირ­მა ფო­ფხა­ძის მან­ქა­ნის მით­ვი­სე­ბა სცა­დეს, რა დრო­საც ბრალ­დე­ბუ­ლი შე­ე­ცა­და ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი პი­რე­ბის შე­ჩე­რე­ბას და სცე­მა და სი­ცო­ცხლი­სათ­ვის სა­ხი­ფა­თო სხე­უ­ლის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა მუ­რად წურ­წუ­მი­ას, რა­მაც მისი სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
***
10

ისე 100%-ით მართალი კაცი დაიღუპა, თავისი იყო მანქანა და უნდა გაეტანებინათ აბა,რა????

rrr
10

ბენზინის ფულიც უნდა მიეცათ

ავტორი:

24 წლის მუ­რად წურ­წუ­მი­ას გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე კიდევ ერთი პირია დაკავებული

24 წლის მუ­რად წურ­წუ­მი­ას გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე კიდევ ერთი პირია დაკავებული

თბილისში, "დამპალოს" სასაფლაოზე მომხდარი დაპირისპირების შედეგად 24 წლის მურად წურწუმიას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, ინციდენტში მონაწილე მეორე პირიც დააკავეს.

აღნიშნულან დაკავშირებით გენერალური პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.

"თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეექვსე ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ჩადენილი ჯგუფურად, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) და სსკ-ის 126 -ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ბრალდებულის სახით დაკავებულია ვ.ბ.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 2 იანვარს, ღამის საათებში, მ. ჩ. და მ.წ. იმყოფებოდნენ ქ. თბილისში, ვარკეთილის მე-3 მასივში, ე.წ. „დამპალოს სასაფლაოს“ ტერიტორიაზე, სადაც ასევე იმყოფებოდნენ ბრალდებული ზ. ფ. და ვ. ბ. ხსენებულ პირებს შორის ურთიერთშელაპარაკება წარმოიშვა მ. ჩ. -ს და გარდაცვლილ მ. წ.-ს მიერ ბრალდებულ ზ. ფ. -ს საკუთრებაში არსებული ავტომანქანის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების ნიადაგზე.

ბრალდებული ზ. ფ. მის თანმხლებ პირთან ვ.ბ.-სთან ერთად შეეცადა ზემოხსენებული პირების შეჩერებას. კონფლიქტში მონაწილეთა შორის ფიზიკური დაპირისპირება გაგრძელდა რამდენიმე წუთის განმავლობაში, რა დროსაც ბრალდებულმა ზ.ფ.-მ ვ.ბ.-სთან ერთად ჯგუფურად, მ.წ.-ს მიაყენეს სიცოცხლისთვის სახიფათო სხეულის დაზიანებები, რამაც ამ უკანასკნელის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ხოლო მ.ჩ.-მ ბრალდებულების მხრიდან ჯგუფურად განხორციელებული ცემის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი”, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ წურწუმიას გარდაცვალების ფაქტზე ასევე შსს-ს მოქმედი თანამშრომელი ზურაბ ფოფხაძეა დაკავებული, რომელსაც გუშინ სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა.

პროკურატურის ინფორმაციით, შემთხვევა 2 იანვარს, ღამის საათებში, ვარკეთილის მე-3 მასივში, ე.წ. „დამპალოს სასაფლაოს“ ტერიტორიაზე მოხდა. პირებს შორის ფიზიკური დაპირისპირების დროს, ბრალდებულმა ფოფხაძემ წურწუმიას მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის დაზიანებები, რამაც ამ უკანასკნელის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

პროკურატურის ინფორმაციითვე, დაპირისპირება პირებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც წურწუმიამ და მისმა თანმხლებმა პირმა ფოფხაძის მანქანის მითვისება სცადეს, რა დროსაც ბრალდებული შეეცადა ზემოხსენებული პირების შეჩერებას და სცემა და სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის დაზიანებები მიაყენა მურად წურწუმიას, რამაც მისი სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მელორ ვაჩნაძე საფრანგეთში მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს

ვინ არის ბიძინა ჩაჩხიანი, რომელმაც "ბასიანთან" სამი ადამიანი დაჭრა და რა დანაშაულისთვის იხდიდა წლების წინ სასჯელს

"იმედი მაქვს, ისევ საომარი არ გაგვიხდება მოძალადის დასჯა" - რას წერს ნაჯა ორაშვილი "ბასიანთან" 3 პირის დაჭრაზე და რა ფოტოს აქვეყნებს