მოსკოვში ანრი ჯერგენია გარდაიცვალა, რომელიც 2001-2002 წლებში ე.წ. აფხაზეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებდა, მანამდე კი ე.წ. გენერალური პროკურორის თანამდებობაზე მუშაობდა.
„სპუტნიკის“ ინფორმაციით, ჯერგენიას გარდაცვალებას, ასევე, ყოფილი ე.წ. პრემიერ-მინისტრი ვიაჩესლავ ცუგბა ადასტურებს.
ჯერგენიამ, დაახლოებით, ერთი წლის წინ „სპუტნიკთან“ გაიხსენა 25 წლის წინ მოსკოვში ხელმოწერილი „ქართულ-აფხაზური კონფლიქტის პოლიტიკური დარეგულირების ზომების შესახებ განცხადება“, რომელიც მისი თქმით, თავად შეადგინა და აფხაზეთს წარმატება მოუტანა.
ის აცხადებდა, რომ დოკუმენტი ძალიან ვერაგულად იყო შედგენილი, რასაც ქართული მხარე ვერ მიხვდა.
ვერაგობა და სიბრიყვე თუ გჭირთ,თქვენ გჭირთ,მტრისა და მოყვრის გარჩევა არ იცით.,ჰოდა, როდესაც მიხვდებით(თუ მიხვდებით ოდესმე),ძალიან გვიან იქნება.ღმერთმა იცის,ნიშნის მოგებით არ გესაუბრებით.ვგრძნობ,მალე უბიხების ბედს გაიზიარებთ და გული მწყდება.თუმცა,ეტრუსკები,რომაელები და ბიზანტიელები გაუჩინარდნენ ისტორიის ასპარეზიდან და თქვენ ვის დაეკარგეთ?
რავა ყველანი რუსეთში იხოცებიან...მაინც მაგას ნატრობდნენ-რუსულ ოკეანეშიო და აჰაა.