საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯენიფერ ლოპესის 2020 წლის პირველი სადღესასწაულო კაბა, რომელშიც მომღერალი ზღაპრულ პრინცესას შეადარეს
ჯენიფერ ლოპესის 2020 წლის პირველი სადღესასწაულო კაბა, რომელშიც მომღერალი ზღაპრულ პრინცესას შეადარეს

2019 წელი მომ­ღერ­ლი­სა და მსა­ხი­ო­ბის­თვის, ჯე­ნი­ფერ ლო­პე­სის­თვის სუ­პერ წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყო, რო­გორც კა­რი­ე­რუ­ლი ასე­ვე პი­რა­დი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის კუ­თხით. რო­გორც ჩანს, ჯეი ლო გა­ჩე­რე­ბას არ აპი­რებს. მან 2020 წლის პირ­ვე­ლი­ვე დღე­ე­ბი­დან მი­იქ­ცია სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბა.

"ჯე­ნი­ფერ ლო­პეს­მა ყვე­ლას აჩ­ვე­ნა, ვინ უკარ­ნა­ხებს მო­დას ქა­ლებს 2020 წელს“, - წერს ამე­რი­კუ­ლი "ვოგი“.

2 იან­ვარს, "პალმ სპრინგსის სა­ერ­თა­შო­რი­სო კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე", წი­თელ ხა­ლი­ჩა­ზე ჯე­ნი­ფე­რი რი­ჩარდ ქვი­ნის კოქ­ტე­ი­ლის კა­ბით გა­მოჩ­ნდა. ყვა­ვი­ლე­ბის პრინ­ტით გა­ფორ­მე­ბუ­ლი კა­ბის მთა­ვა­რი ფე­რე­ბი ვარ­დის­ფე­რი და მწვა­ნე იყო. ჯეი ლომ კა­ბას ვარ­დის­ფე­რი ფეხ­საც­მე­ლი შე­უ­სა­ბა­მა.

მო­დის კრი­ტი­კო­სე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ 2020 წელს, ამ კა­ბის გავ­ლე­ნით, ქა­ლე­ბი პას­ტე­ლუ­რი და თბი­ლი ფე­რე­ბის სა­მოს­ზე შე­ა­ჩე­რე­ბენ არ­ჩე­ვანს.

დი­ზა­ი­ნერ რი­ჩარდ ქვი­ნის თქმით, სა­მოს­მა ადა­მი­ა­ნის სა­სი­ა­მოვ­ნო ნა­ტუ­რა უნდა წარ­მო­ა­ჩი­ნოს, ხაზი უნდა გა­უს­ვას იმას, რომ ის თბი­ლი ადა­მი­ა­ნია.

კი­ნო­ფეს­ტი­ვალს ეს­წრე­ბოდ­ნენ შარ­ლიზ ტე­რო­ნი, რენე ზელ­ვე­გე­რი, რო­ბერტ დე ნირო, ხო­ა­კინ ფე­ნიქ­სი. მაგ­რამ რო­გორც და­სავ­ლუ­რი ბულ­ვა­რუ­ლი მე­დია წერს, ჯე­ნი­ფერ ლო­პეს­მა "შოუ მო­ი­პა­რა" და ის ზღაპ­რულ პრინ­ცე­სას ჰგავ­და.

ჯე­ნი­ფერს თან ახ­ლდა საქმრო, ალექს როდ­რი­გე­სი, რო­მე­ლიც სა­ცო­ლეს ყუ­რა­დღე­ბას არ აკ­ლებ­და და ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვან მო­მენ­ტში ფო­ტოს უღებ­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

ჯენიფერ ლოპესის 2020 წლის პირველი სადღესასწაულო კაბა, რომელშიც მომღერალი ზღაპრულ პრინცესას შეადარეს

ჯენიფერ ლოპესის 2020 წლის პირველი სადღესასწაულო კაბა, რომელშიც მომღერალი ზღაპრულ პრინცესას შეადარეს

2019 წელი მომღერლისა და მსახიობისთვის, ჯენიფერ ლოპესისთვის სუპერ წარმატებული იყო, როგორც კარიერული ასევე პირადი ურთიერთობების კუთხით. როგორც ჩანს, ჯეი ლო გაჩერებას არ აპირებს. მან 2020 წლის პირველივე დღეებიდან მიიქცია საზოგადოების ყურადღება.

"ჯენიფერ ლოპესმა ყველას აჩვენა, ვინ უკარნახებს მოდას ქალებს 2020 წელს“, - წერს ამერიკული "ვოგი“.

2 იანვარს, "პალმ სპრინგსის საერთაშორისო კინოფესტივალზე", წითელ ხალიჩაზე ჯენიფერი რიჩარდ ქვინის კოქტეილის კაბით გამოჩნდა. ყვავილების პრინტით გაფორმებული კაბის მთავარი ფერები ვარდისფერი და მწვანე იყო. ჯეი ლომ კაბას ვარდისფერი ფეხსაცმელი შეუსაბამა.

მოდის კრიტიკოსები ამბობენ, რომ 2020 წელს, ამ კაბის გავლენით, ქალები პასტელური და თბილი ფერების სამოსზე შეაჩერებენ არჩევანს.

დიზაინერ რიჩარდ ქვინის თქმით, სამოსმა ადამიანის სასიამოვნო ნატურა უნდა წარმოაჩინოს, ხაზი უნდა გაუსვას იმას, რომ ის თბილი ადამიანია.

კინოფესტივალს ესწრებოდნენ შარლიზ ტერონი, რენე ზელვეგერი, რობერტ დე ნირო, ხოაკინ ფენიქსი. მაგრამ როგორც დასავლური ბულვარული მედია წერს, ჯენიფერ ლოპესმა "შოუ მოიპარა" და ის ზღაპრულ პრინცესას ჰგავდა.

ჯენიფერს თან ახლდა საქმრო, ალექს როდრიგესი, რომელიც საცოლეს ყურადღებას არ აკლებდა და ყველა მნიშვნელოვან მომენტში ფოტოს უღებდა.

ნელი აგირბა "ჩცდ"-ს მსახიობისგან შვილს ელოდება - ნახეთ, როგორ გამოიყურება ფეხმძიმე ტელეწამყვანი

რუსთაველის თეატრის მსახიობი ივანე გოგიტიძე გარდაიცვალა

"ორ ძალიან ძლიერ კულინარ კაცს მოვუგე" – "მასტერშეფის" გამარჯვებული