საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რა პარტია, რის პარტია... არ შეიძლება ერთმანეთი გვიყვარდეს?!" - გურამ დოჩანაშვილი მკითხველზე, მეგობრებსა და პოლიტიკაზე
"რა პარტია, რის პარტია... არ შეიძლება ერთმანეთი გვიყვარდეს?!" - გურამ დოჩანაშვილი მკითხველზე, მეგობრებსა და პოლიტიკაზე

26 მარტს 80 წელი შე­უს­რულ­და და, ფაქ­ტობ­რი­ვად, მთე­ლი 2019 წე­ლიც მისი იყო. სა­ი­უ­ბი­ლე­ოდ მის პი­ე­სებ­ზე დად­გმუ­ლი სპექ­ტაკ­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა ქა­ლაქ­ში წარ­მო­ად­გი­ნეს, ხა­რა­გა­უ­ლის თე­ატ­რი კი აქე­თაც ეწ­ვია, თბი­ლის­ში. დე­და­ქა­ლაქ­ში სხვა ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბიც გა­ი­მარ­თა, გან­სა­კუთ­რე­ბით სკო­ლე­ბი აქ­ტი­უ­რობ­დნენ.

სი­კე­თით, სიყ­ვა­რუ­ლით, სით­ბო­თი და მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი ბუ­ნე­ბით გა­მორ­ჩე­უ­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბის დიდი მწე­რა­ლი ბა­ტო­ნი გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვი­ლი უფ­რო­სებს, ბავ­შვებ­სა და ახალ­გაზ­რდებს თა­ნაბ­რად უყ­ვართ. თა­ვა­დაც შე­იძ­ლე­ბა უფ­რო­სი ასა­კის ადა­მი­ა­ნებ­თან შეხ­ვედ­რა­ზე ვერ წა­ვი­დეს, მაგ­რამ უმ­ცროს თა­ო­ბას თით­ქმის არას­დროს აწ­ბი­ლებს, მთა­ვა­რია, ჯან­მრთე­ლო­ბამ არ შე­უ­შა­ლოს ხელი.

"კვი­რის პა­ლიტ­რის" ჟურ­ნა­ლის­ტმა, ირმა ხარ­ში­ლა­ძემ არც 2019 წელს და­არ­ღვია ტრა­დი­ცია და ბა­ტონ გუ­რამს შინ ეწ­ვია. გთა­ვა­ზობთ, ამო­ნა­რი­დებს გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვი­ლის ვრცე­ლი ინ­ტერ­ვი­უ­დან, რო­მე­ლიც "კვი­რის პა­ლიტ­რის" სა­ა­ხალ­წლო ნო­მერ­ში გა­მოქ­ვეყ­ნდა:

"ხში­რად ვფიქ­რობ, არა­ვინ რომ არ მცნობ­და, ნე­ტავ იმ დროს მო­მას­წრო. ვერ გავ­დი­ვარ ქუ­ჩა­ში, რად­გან ყვე­ლა მე­სალ­მე­ბა, მკი­თხუ­ლობს, მე კი­დევ ამას გან­ვიც­დი... ჩემი ასა­კის კაცი ან სა­ერ­თოდ ვერ უნდა წერ­დეს, ან აჯო­ბებს, სულ არ და­წე­როს. უნდა გა­გა­ღი­მოთ ახლა: რო­გორც წესი, მშობ­ლე­ბი­ აყო­ლე­ბენ ბავ­შვებს, ვინ რა წა­ი­კი­თხა.

კი არ ვტრა­ბა­ხობ, მაგ­რამ ჩემს შემ­თხვე­ვა­ში პი­რი­ქით მოხ­და - ჩემი თავი ბავ­შვებ­მა შე­აყ­ვა­რეს მშობ­ლებს და ამით ბედ­ნი­ე­რი ვარ, იმი­ტომ, რომ, რო­გორც წესი, ბავ­შვე­ბი უფრო გან­წყო­ბი­ლე­ბი არი­ან სი­კე­თის­კენ, თა­ვი­სუფ­ლე­ბის­კენ, ერ­თგუ­ლე­ბის­კენ, ოც­ნე­ბის­კენ. მარ­თლა უბედ­ნი­ე­რე­სი ვარ, ბავ­შვე­ბის გამო მშობ­ლებს რომ ვუყ­ვარ­ვარ...

...ერთ დროს მეც ძა­ლი­ან მი­ჭირ­და. ჩვე­ნი უწ­მინ­დე­სის ინი­ცი­ა­ტი­ვით პირ­ვე­ლი უფა­სო სა­სა­დი­ლო რომ გა­იხ­სნა, მეც მივ­დი­ო­დი ხოლ­მე. იქვე არ ვჭამ­დი, მაგ­რამ სუფ­რა­ზე საჭმ­ელი რომ დარ­ჩე­ბო­დათ, ვი­ღებ­დი, ვახ­ვევ­დი და შინ მომ­ქონ­და. ვი­ღა­ცას რომ და­ე­ნა­ხა, იფიქ­რებ­და, ეს ღორ­მუ­ცე­ლა ვინ არი­სო, არა­და, ჩემ­თვის კი არ მინ­დო­და, ცოლ-შვი­ლის­თვის მომ­ქონ­და - ჩემს ქა­ლიშ­ვილს ძმა ჰყავ­და გარ­დაც­ვლი­ლი, ჩემს ცოლს - შვი­ლი და ასე მა­ინც ხომ უნდა დავ­ხმა­რე­ბო­დი?!

ჩემს ბავ­შვო­ბა­შიც დიდი გა­ჭირ­ვე­ბის წლე­ბი გა­მო­ვი­ა­რეთ. 1939 წელს ვარ და­ბა­დე­ბუ­ლი და 3-4 წლის ასაკ­შიც ძა­ლი­ან კარ­გად მახ­სოვს ჩემი თავი. ჩვენს ოჯა­ხებს პუ­რის ფული არ ჰქონ­დათ, მაგ­რამ სულ გვინ­დო­და ერ­თმა­ნე­თის­თვის სი­კე­თე გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა და ამან მოგ­ვიყ­ვა­ნა დღემ­დე.

მა­შინ, ომის დროს, ერ­თმა­ნე­თის, მა­პა­ტი­ეთ და, ფე­ხებ­ზე და­კი­დე­ბა არ იყო, ერ­თმა­ნე­თი ძა­ლი­ან გვიყ­ვარ­და, ახ­ლან­დელ სა­ქარ­თვე­ლო­ში კი რას ვუ­ყუ­რებთ? - ვინ ვის უკბი­ნოს, შე­ჭა­მოს, და­აქ­ცი­ოს, ცუდი თქვას, ეს პარ­ტია კარ­გია, ის ცუდი... სა­ში­ნე­ლე­ბა ხდე­ბა. რა პარ­ტია, რის პარ­ტია, რა შუ­ა­შია პარ­ტია?!

არ შე­იძ­ლე­ბა ერ­თმა­ნე­თი გვიყ­ვარ­დეს?! ციხე შიგ­ნი­დან­ ტყდე­ბაო, ზუს­ტად ჩვენ­ზეა­ ნათ­ქვა­მი. უცხომ რომ აგი­ღოს, და­გი­პყროს, ეს კი­დევ სხვა არის, მაგ­რამ დღეს სა­ქარ­თვე­ლო უფრო მე­ტად შიგ­ნი­დან ტყდე­ბა, ვიდ­რე უცხო მტრის­გან. ექიმ ვაჟა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლის ამ­ბავს ვერ ვუ­ყუ­რებ, რა­ებს ამ­ბო­ბენ!

ადა­მი­ა­ნე­ბი გა­დაგ­რე­ვენ - ყვე­ლა­ფერს რა­ღაც უარ­ყო­ფითს უძებ­ნი­ან, არა­ფე­რი მოს­წონთ, ყვე­ლას ლან­ძღა­ვენ და ჰგო­ნი­ათ, ძა­ლი­ან მაგ­რე­ბი არი­ან. ხალ­ხსაც ჰგო­ნია, რაკი არა­ფე­რი მოს­წონთ, მარ­თლა მაგ­რე­ბი არი­ან! მაგ­რე­ბი კი არა, ხელ­მო­ცა­რუ­ლე­ბი არი­ან და უნ­დათ ყვე­ლა­ნი ხელ­მო­ცა­რუ­ლე­ბი იყ­ვნენ! უდი­დე­სი გერ­მა­ნელი მწე­რა­ლი, ნო­ბე­ლის პრე­მი­ის ლაურ­ეატი თო­მას მანი ამ­ბობ­და, ნე­ტავ ჰერ­მან ჰე­სე­სა­ვით ვწე­როო (ჰერ­მან ჰესე კი ავ­სტრ­იე­ლია, მაგ­რამ გერ­მა­ნუ­ლე­ნო­ვა­ნი მწე­რა­ლია, ნო­ბე­ლის პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტი)! თა­ვად­ ბუმ­ბე­რა­ზი მწე­რა­ლი ამ­ბობ­და მე­ო­რე ბუმ­ბე­რაზ­ზე.­

ჩვენ­თან კი რა ხდე­ბა? იმის ნაც­ვლად, ერ­თმა­ნეთ­ში კარ­გი ეძე­ბონ, ერ­თმა­ნეთს გა­უ­თა­ვებ­ლად ლან­ძღა­ვენ. ჩვენ­თან, იცით, რამ­დე­ნი ცრუ­პატ­რი­ო­ტია? მგო­ნი, ერთ სულ მო­სახ­ლე­ზე გა­ცი­ლე­ბით მეტი ცრუ­პატ­რი­ო­ტი მო­დის, ვიდ­რე ნამ­დვი­ლი პატ­რი­ო­ტი... წა­ი­კი­თხეთ ვრცლად

ავტორი:

"რა პარტია, რის პარტია... არ შეიძლება ერთმანეთი გვიყვარდეს?!" - გურამ დოჩანაშვილი მკითხველზე, მეგობრებსა და პოლიტიკაზე

"რა პარტია, რის პარტია... არ შეიძლება ერთმანეთი გვიყვარდეს?!" - გურამ დოჩანაშვილი მკითხველზე, მეგობრებსა და პოლიტიკაზე

26 მარტს 80 წელი შეუსრულდა და, ფაქტობრივად, მთელი 2019 წელიც მისი იყო. საიუბილეოდ მის პიესებზე დადგმული სპექტაკლები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში წარმოადგინეს, ხარაგაულის თეატრი კი აქეთაც ეწვია, თბილისში. დედაქალაქში სხვა ღონისძიებებიც გაიმართა, განსაკუთრებით სკოლები აქტიურობდნენ.

სიკეთით, სიყვარულით, სითბოთი და მოკრძალებული ბუნებით გამორჩეული თანამედროვეობის დიდი მწერალი ბატონი გურამ დოჩანაშვილი უფროსებს, ბავშვებსა და ახალგაზრდებს თანაბრად უყვართ. თავადაც შეიძლება უფროსი ასაკის ადამიანებთან შეხვედრაზე ვერ წავიდეს, მაგრამ უმცროს თაობას თითქმის არასდროს აწბილებს, მთავარია, ჯანმრთელობამ არ შეუშალოს ხელი.

"კვირის პალიტრის" ჟურნალისტმა, ირმა ხარშილაძემ არც 2019 წელს დაარღვია ტრადიცია და ბატონ გურამს შინ ეწვია. გთავაზობთ, ამონარიდებს გურამ დოჩანაშვილის ვრცელი ინტერვიუდან, რომელიც "კვირის პალიტრის" საახალწლო ნომერში გამოქვეყნდა:

"ხშირად ვფიქრობ, არავინ რომ არ მცნობდა, ნეტავ იმ დროს მომასწრო. ვერ გავდივარ ქუჩაში, რადგან ყველა მესალმება, მკითხულობს, მე კიდევ ამას განვიცდი... ჩემი ასაკის კაცი ან საერთოდ ვერ უნდა წერდეს, ან აჯობებს, სულ არ დაწეროს. უნდა გაგაღიმოთ ახლა: როგორც წესი, მშობლები აყოლებენ ბავშვებს, ვინ რა წაიკითხა.

კი არ ვტრაბახობ, მაგრამ ჩემს შემთხვევაში პირიქით მოხდა - ჩემი თავი ბავშვებმა შეაყვარეს მშობლებს და ამით ბედნიერი ვარ, იმიტომ, რომ, როგორც წესი, ბავშვები უფრო განწყობილები არიან სიკეთისკენ, თავისუფლებისკენ, ერთგულებისკენ, ოცნებისკენ. მართლა უბედნიერესი ვარ, ბავშვების გამო მშობლებს რომ ვუყვარვარ...

...ერთ დროს მეც ძალიან მიჭირდა. ჩვენი უწმინდესის ინიციატივით პირველი უფასო სასადილო რომ გაიხსნა, მეც მივდიოდი ხოლმე. იქვე არ ვჭამდი, მაგრამ სუფრაზე საჭმელი რომ დარჩებოდათ, ვიღებდი, ვახვევდი და შინ მომქონდა. ვიღაცას რომ დაენახა, იფიქრებდა, ეს ღორმუცელა ვინ არისო, არადა, ჩემთვის კი არ მინდოდა, ცოლ-შვილისთვის მომქონდა - ჩემს ქალიშვილს ძმა ჰყავდა გარდაცვლილი, ჩემს ცოლს - შვილი და ასე მაინც ხომ უნდა დავხმარებოდი?!

ჩემს ბავშვობაშიც დიდი გაჭირვების წლები გამოვიარეთ. 1939 წელს ვარ დაბადებული და 3-4 წლის ასაკშიც ძალიან კარგად მახსოვს ჩემი თავი. ჩვენს ოჯახებს პურის ფული არ ჰქონდათ, მაგრამ სულ გვინდოდა ერთმანეთისთვის სიკეთე გაგვეკეთებინა და ამან მოგვიყვანა დღემდე.

მაშინ, ომის დროს, ერთმანეთის, მაპატიეთ და, ფეხებზე დაკიდება არ იყო, ერთმანეთი ძალიან გვიყვარდა, ახლანდელ საქართველოში კი რას ვუყურებთ? - ვინ ვის უკბინოს, შეჭამოს, დააქციოს, ცუდი თქვას, ეს პარტია კარგია, ის ცუდი... საშინელება ხდება. რა პარტია, რის პარტია, რა შუაშია პარტია?!

არ შეიძლება ერთმანეთი გვიყვარდეს?! ციხე შიგნიდან ტყდებაო, ზუსტად ჩვენზეა ნათქვამი. უცხომ რომ აგიღოს, დაგიპყროს, ეს კიდევ სხვა არის, მაგრამ დღეს საქართველო უფრო მეტად შიგნიდან ტყდება, ვიდრე უცხო მტრისგან. ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ამბავს ვერ ვუყურებ, რაებს ამბობენ!

ადამიანები გადაგრევენ - ყველაფერს რაღაც უარყოფითს უძებნიან, არაფერი მოსწონთ, ყველას ლანძღავენ და ჰგონიათ, ძალიან მაგრები არიან. ხალხსაც ჰგონია, რაკი არაფერი მოსწონთ, მართლა მაგრები არიან! მაგრები კი არა, ხელმოცარულები არიან და უნდათ ყველანი ხელმოცარულები იყვნენ! უდიდესი გერმანელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი თომას მანი ამბობდა, ნეტავ ჰერმან ჰესესავით ვწეროო (ჰერმან ჰესე კი ავსტრიელია, მაგრამ გერმანულენოვანი მწერალია, ნობელის პრემიის ლაურეატი)! თავად ბუმბერაზი მწერალი ამბობდა მეორე ბუმბერაზზე.

ჩვენთან კი რა ხდება? იმის ნაცვლად, ერთმანეთში კარგი ეძებონ, ერთმანეთს გაუთავებლად ლანძღავენ. ჩვენთან, იცით, რამდენი ცრუპატრიოტია? მგონი, ერთ სულ მოსახლეზე გაცილებით მეტი ცრუპატრიოტი მოდის, ვიდრე ნამდვილი პატრიოტი... წაიკითხეთ ვრცლად

"ჰარვარდის სამედიცინო გზამკვლევის" მე-3 ტომი, დეპრესიის შესახებ, 13 იანვარს გამოვა

საშობაო საჩუქარი მკითხველს - ოთხი სახარება - "ოთხთავი" გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად

ოთხი სახარება - "ოთხთავი": მორიგი უნიკალური საჩუქარი "კვირის პალიტრის" მკითხველს

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"