სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დიდი ბრძოლა იქნება" - "მასტერშეფის" ფინალში მოვლენები მოულოდნელად განვითარდება
"დიდი ბრძოლა იქნება" - "მასტერშეფის" ფინალში მოვლენები მოულოდნელად განვითარდება

"მას­ტერ­შე­ფის" მე­ო­რე სე­ზო­ნის ფი­ნა­ლამ­დე რამ­დე­ნი­მე დღე­ღა დარ­ჩა. რო­გორც AMBEBI.GE-მ გა­არ­კვია, ფი­ნა­ლის თემა ახა­ლი წელი იქ­ნე­ბა. ჟი­უ­რი და ფი­ნა­ლის­ტე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ მა­ყუ­რე­ბელს წინ ყვე­ლა­ზე დიდი ბრძო­ლა ელის.

ფი­ნა­ლის­ტე­ბი - დიმუ მე­ნაბ­დე, ნუცა სურ­გუ­ლა­ძე და გაგა ვარ­და­ნი­ძე არი­ან. ჟი­უ­რის წევ­რე­ბი არ მა­ლა­ვენ, რომ მე­ო­რე სე­ზონ­ში მოვ­ლე­ნე­ბი საკ­მა­ოდ მო­უ­ლოდ­ნე­ლად გან­ვი­თარ­და.

ლე­ვან კო­ბი­აშ­ვი­ლი:

"სა­ოც­რად არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დი სე­ზო­ნი იყო. მა­გა­ლი­თად, დი­მუს არ ვე­ლო­დით ფი­ნალ­ში და ვფიქ­რობ­დით, რომ გა­ცი­ლე­ბით ადრე და­ტო­ვებ­და პრო­ექტს. უფრო მარ­ტას ვხე­დავ­დით ფი­ნა­ლის­ტებს შო­რის. გა­გა­სა და ნუ­ცას­თან და­კავ­ში­რე­ბით გვქონ­და მო­ლო­დი­ნე­ბი, რად­გან გა­მოჩ­ნდა, რომ ორი­ვეს საკ­მა­ოდ დიდი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი აქვთ".

კონ­სტან­ტი­ნე თე­დე­ლუ­რი:

"მე­ო­რე სე­ზონ­ზე მე­ტად გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი, ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი, მომ­ზა­დე­ბუ­ლი და ტექ­ნი­კუ­რად გა­მარ­თუ­ლი ნა­კა­დი მო­ვი­და, რაც მათ მეტ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას აკის­რებთ. ფი­ნა­ლის წინ მოვ­ლე­ნე­ბი მო­უ­ლოდ­ნე­ლად გან­ვი­თარ­და. სა­ხე­ლებს არ და­ვა­კონ­კრე­ტებ, მაგ­რამ ერთ-ერთს სა­ერ­თოდ არ მო­ვი­აზ­რებ­დი ფი­ნალ­ში და სულ სხვა ადა­მი­ანს ვხე­დავ­დი, მაგ­რამ ბოლო ორმა კვი­რამ მთე­ლი ის­ტო­რია შეც­ვა­ლა".

ფი­ნა­ლის­ტებს წინ ყვე­ლა­ზე რთუ­ლი და­ვა­ლე­ბა - სა­ა­ხალ­წლო სუფ­რის სტარ­ტე­რი, მთა­ვა­რი კერ­ძი და დე­სერ­ტი ელო­დე­ბათ. რო­გორც ჟი­უ­რი აღ­ნიშ­ნავს, მთა­ვა­რი მო­თხოვ­ნე­ბია: ინ­დი­ვი­დუ­ა­ლიზ­მი, გემო, თე­მა­ტუ­რი დატ­ვირ­თვა და იდე­ა­ლუ­რი ტექ­ნი­კუ­რი შეს­რუ­ლე­ბა.

ფი­ნა­ლის წინ კონ­კურ­სან­ტე­ბიც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ემ­ზა­დე­ბი­ან და აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ სა­ნამ ამ დღემ­დე მო­ვი­დოდ­ნენ, საკ­მა­ოდ რთუ­ლი, მაგ­რამ სა­სი­ა­მოვ­ნო გზა გა­ი­ა­რეს.

ნუცა სურ­გუ­ლა­ძე:

"ერთი ცუდი მო­გო­ნე­ბაც კი არ მა­კავ­ში­რებს „მას­ტერ­შეფ­თან“. კას­ტინ­გი­დან და­წყე­ბუ­ლი ფი­ნა­ლამ­დე ეს იყო ერთი ძა­ლი­ან დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბა და სი­ხა­რუ­ლი - ჟი­უ­რის­თან და კონ­კურ­სან­ტებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, კე­თე­ბა, შე­ფა­სე­ბა, კრი­ტი­კა, გაზ­რდა... ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე კარ­გი გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ვი­ღე აქ მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, რომ­ლის გა­რე­შეც ცხოვ­რე­ბა­ში ძა­ლი­ან ბევ­რს დავ­კარ­გავ­დი.

წინ ჯა­დოს­ნუ­რი ფი­ნა­ლი გვე­ლო­დე­ბა, ძა­ლი­ან დიდი მო­ლო­დი­ნე­ბი მაქვს. თემა არის სა­ა­ხალ­წლო სუფ­რა, რაც, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ჩვე­ნი ქვეყ­ნის მთა­ვა­რი სუფ­რაა და მას­ში მცი­რე ცვლი­ლე­ბე­ბის შე­ტა­ნაც კი უდი­დე­სი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა. რთუ­ლი და­ვა­ლე­ბაა, მაგ­რამ, ვფიქ­რობ, კარ­გი მე­ნიუ მაქვს მომ­ზა­დე­ბუ­ლი და იმე­დი მაქვს, ჟი­უ­რი ამ ყვე­ლა­ფერს და­ა­ფა­სებს".

გაგა ვარ­და­ნი­ძე:

"მას­ტერ­შეფ­ში" მოგ­ზა­უ­რო­ბა ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და უდი­დე­სი გა­მოც­დი­ლე­ბის მომ­ცე­მი იყო, ბევრ რა­მე­ზე და­მა­ფიქ­რა. რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, უამ­რა­ვი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი შემ­ძი­ნა და ხალ­ხის სიყ­ვა­რუ­ლი მაგ­რძნო­ბი­ნა. ამ თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, სრუ­ლი­ად უც­ნო­ბი ადა­მი­ა­ნე­ბის­გან ძა­ლი­ან თბი­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი მომ­დი­ო­და, რაც ყო­ველ ტურ­ში ძა­ლა­სა და მო­ტი­ვა­ცი­ას მაძ­ლევ­და.

რა თქმა უნდა, ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა­ზე დიდი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ჩემი მე­უღ­ლე იყო, რო­მე­ლიც მარ­თა­ლია, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ არის, მაგ­რამ ყო­ველ­თვის მაგ­რძნო­ბი­ნებ­და თა­ნად­გო­მას.

გა­მორ­ჩე­უ­ლი ფი­ნა­ლი იქ­ნე­ბა. ჟი­უ­რი და მა­ყუ­რე­ბე­ლი ჩვენ­გან ახალ და სა­ინ­ტე­რე­სო კერ­ძებს ელო­დე­ბა. ფი­ნალ­ში ისე­თი ძლი­ე­რი კონ­კურ­სან­ტე­ბი ვართ, რომ დიდი ბრძო­ლა იქ­ნე­ბა".

შე­გახ­სე­ნებთ, "მას­ტერ­შე­ფის" მე­ო­რე სე­ზო­ნის ფი­ნა­ლი პირ­ველ იან­ვარს, 21:00-ზე და­ი­წყე­ბა.

ავ­ტო­რი: მა­რი­ამ ტუ­რ­ძი­ლა­ძე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"დიდი ბრძოლა იქნება" - "მასტერშეფის" ფინალში მოვლენები მოულოდნელად განვითარდება

"დიდი ბრძოლა იქნება" - "მასტერშეფის" ფინალში მოვლენები მოულოდნელად განვითარდება

"მასტერშეფის" მეორე სეზონის ფინალამდე რამდენიმე დღეღა დარჩა. როგორც AMBEBI.GE-მ გაარკვია, ფინალის თემა ახალი წელი იქნება. ჟიური და ფინალისტები აღნიშნავენ, რომ მაყურებელს წინ ყველაზე დიდი ბრძოლა ელის.

ფინალისტები - დიმუ მენაბდე, ნუცა სურგულაძე და გაგა ვარდანიძე არიან. ჟიურის წევრები არ მალავენ, რომ მეორე სეზონში მოვლენები საკმაოდ მოულოდნელად განვითარდა.

ლევან კობიაშვილი:

"საოცრად არაპროგნოზირებადი სეზონი იყო. მაგალითად, დიმუს არ ველოდით ფინალში და ვფიქრობდით, რომ გაცილებით ადრე დატოვებდა პროექტს. უფრო მარტას ვხედავდით ფინალისტებს შორის. გაგასა და ნუცასთან დაკავშირებით გვქონდა მოლოდინები, რადგან გამოჩნდა, რომ ორივეს საკმაოდ დიდი შესაძლებლობები აქვთ".

კონსტანტინე თედელური:

"მეორე სეზონზე მეტად გაცნობიერებული, ჩამოყალიბებული, მომზადებული და ტექნიკურად გამართული ნაკადი მოვიდა, რაც მათ მეტ პასუხისმგებლობას აკისრებთ. ფინალის წინ მოვლენები მოულოდნელად განვითარდა. სახელებს არ დავაკონკრეტებ, მაგრამ ერთ-ერთს საერთოდ არ მოვიაზრებდი ფინალში და სულ სხვა ადამიანს ვხედავდი, მაგრამ ბოლო ორმა კვირამ მთელი ისტორია შეცვალა".

ფინალისტებს წინ ყველაზე რთული დავალება - საახალწლო სუფრის სტარტერი, მთავარი კერძი და დესერტი ელოდებათ. როგორც ჟიური აღნიშნავს, მთავარი მოთხოვნებია: ინდივიდუალიზმი, გემო, თემატური დატვირთვა და იდეალური ტექნიკური შესრულება.

ფინალის წინ კონკურსანტებიც განსაკუთრებულად ემზადებიან და აღნიშნავენ, რომ სანამ ამ დღემდე მოვიდოდნენ, საკმაოდ რთული, მაგრამ სასიამოვნო გზა გაიარეს.

ნუცა სურგულაძე:

"ერთი ცუდი მოგონებაც კი არ მაკავშირებს „მასტერშეფთან“. კასტინგიდან დაწყებული ფინალამდე ეს იყო ერთი ძალიან დიდი ბედნიერება და სიხარული - ჟიურისთან და კონკურსანტებთან ურთიერთობა, კეთება, შეფასება, კრიტიკა, გაზრდა... ერთ-ერთი ყველაზე კარგი გამოცდილება მივიღე აქ მონაწილეობით, რომლის გარეშეც ცხოვრებაში ძალიან ბევრს დავკარგავდი.

წინ ჯადოსნური ფინალი გველოდება, ძალიან დიდი მოლოდინები მაქვს. თემა არის საახალწლო სუფრა, რაც, მოგეხსენებათ, ჩვენი ქვეყნის მთავარი სუფრაა და მასში მცირე ცვლილებების შეტანაც კი უდიდესი პასუხისმგებლობაა. რთული დავალებაა, მაგრამ, ვფიქრობ, კარგი მენიუ მაქვს მომზადებული და იმედი მაქვს, ჟიური ამ ყველაფერს დააფასებს".

გაგა ვარდანიძე:

"მასტერშეფში" მოგზაურობა ძალიან საინტერესო და უდიდესი გამოცდილების მომცემი იყო, ბევრ რამეზე დამაფიქრა. რაც ყველაზე მთავარია, უამრავი გულშემატკივარი შემძინა და ხალხის სიყვარული მაგრძნობინა. ამ თვეების განმავლობაში, სრულიად უცნობი ადამიანებისგან ძალიან თბილი შეტყობინებები მომდიოდა, რაც ყოველ ტურში ძალასა და მოტივაციას მაძლევდა.

რა თქმა უნდა, ამ პერიოდის განმავლობაში ყველაზე დიდი გულშემატკივარი ჩემი მეუღლე იყო, რომელიც მართალია, საქართველოში არ არის, მაგრამ ყოველთვის მაგრძნობინებდა თანადგომას.

გამორჩეული ფინალი იქნება. ჟიური და მაყურებელი ჩვენგან ახალ და საინტერესო კერძებს ელოდება. ფინალში ისეთი ძლიერი კონკურსანტები ვართ, რომ დიდი ბრძოლა იქნება".

შეგახსენებთ, "მასტერშეფის" მეორე სეზონის ფინალი პირველ იანვარს, 21:00-ზე დაიწყება.

ავტორი: მარიამ ტურძილაძე

ჯენიფერ ლოპესის 2020 წლის პირველი სადღესასწაულო კაბა, რომელშიც მომღერალი ზღაპრულ პრინცესას შეადარეს

ნელი აგირბა "ჩცდ"-ს მსახიობისგან შვილს ელოდება - ნახეთ, როგორ გამოიყურება ფეხმძიმე ტელეწამყვანი

რუსთაველის თეატრის მსახიობი ივანე გოგიტიძე გარდაიცვალა