პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პანდას" ვიდეომიმართვა ბრალდებების საპასუხოდ: "ამას არ ვაკეთებდით "ქართული ოცნების" სიყვარულით, არამედ - ქვეყანაში დიქტატურის დაბრუნების შიშით"
"პანდას" ვიდეომიმართვა ბრალდებების საპასუხოდ: "ამას არ ვაკეთებდით "ქართული ოცნების" სიყვარულით, არამედ - ქვეყანაში დიქტატურის დაბრუნების შიშით"

სა­რეკ­ლა­მო კომ­პა­ნია „პან­და“ ვი­დე­ო­მი­მარ­თავს ავ­რცე­ლებს, რი­თაც „ფე­ის­ბუ­ქის“ მიერ რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი გვერ­დის გა­უქ­მე­ბას და სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის ბრალ­დე­ბებს ეხ­მა­უ­რე­ბა. რო­გორც „პან­და“ გან­მარ­ტავს, 5 ბრალ­დე­ბი­დან ადას­ტუ­რე­ბენ მხო­ლოდ 2-ს.

„იმ უამ­რა­ვი ბრალ­დე­ბი­დან, რო­მე­ლიც მე­დი­ამ მოგ­ვა­კე­რა, ჩვენ ვა­დას­ტუ­რებთ მხო­ლოდ მცი­რე ნა­წილს. „ფე­ის­ბუ­ქის“ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ დას­კვნა­ში სა­უ­ბა­რია ჩვე­ნი მხრი­დან ოპო­ზი­ცი­ის კრი­ტი­კა­ზე. დიახ, ჩვენ ჩვენს რე­სურ­სებ­ში მარ­თლაც ვაკ­რი­ტი­კებ­დით ოპო­ზი­ცი­ას, უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“.

ჩვენ ამას არ ვა­კე­თებ­დით „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სიყ­ვა­რუ­ლით, არა­მედ ვა­კე­თებ­დით ქვე­ყა­ნა­ში დიქ­ტა­ტუ­რის დაბ­რუ­ნე­ბის ში­შით, რად­გან ჩვენ ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩვენს თავ­ზე გვაქვს გა­მოც­დი­ლი. თქვენ­თვის რა­ო­დენ გა­საკ­ვი­რიც არ უნდა იყოს, გვჯე­რო­და და გვჯე­რა იმის, რა­საც ვა­კე­თებთ. ჩვე­ნი ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა, რომ თა­ვი­სუფ­ლე­ბის წარ­თმე­ვის მცდე­ლო­ბით მი­ღე­ბუ­ლი ტკი­ვი­ლე­ბი, რომ­ლიც 51-ე სკო­ლა­ში ჩვენ­მა კლას­მა გა­მო­ვი­ა­რეთ, მო­მა­ვალ­ში არ­ცერ­თმა ადა­მი­ან­მა აღარ იგ­რძნოს.

ის­ტო­რია ასე­თია, მე-8 კლას­ში ვი­ყა­ვით, როცა ერთ-ერთ გა­და­ცე­მა­ში გავ­გზავ­ნეთ პლა­კა­ტი. მა­შინ, „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ მხრი­დან ძა­ლა­უფ­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბას და დიქ­ტა­ტუ­რას ვაკ­რი­ტი­კებ­დით. მე­ო­რე დი­ლი­დან­ვე ჩვენს მი­მართ პო­ლი­ცი­ის მხრი­დან და­ი­წყო დევ­ნა და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ტე­რო­რი. იმა­ვე დღეს, ჩვე­ნი მე­გობ­რის მამა სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხუ­რი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. ოჯა­ხის წევ­რებს ჩვე­ნი და­ჭე­რით ემუქ­რე­ბოდ­ნენ.

51-ე სკო­ლის დი­რექ­ტორ­მა, ამ­ჟა­მად „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რმა, და­ვით ლაგ­ვი­ლა­ვამ და­შა­ლა ჩვე­ნი კლა­სი, თუმ­ცა ვერ და­შა­ლა იდეა, რო­მელ­საც დღემ­დე ვემ­სა­ხუ­რე­ბით. დღეს ჩვე­ნი მო­რა­ლუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი ეფუძ­ნე­ბა იმას, რომ თქვენ და თქვენ­მა შვი­ლებ­მა იგი­ვე არ გა­მოს­ცა­დოთ“, - აცხა­დებს „პან­და“

მა­თი­ვე თქმით, გა­აგ­რძე­ლე­ბენ ბრძო­ლას, რომ სა­კუ­თარ ხალ­ხზე ტე­რო­რი ვე­ღა­რა­ვინ შეძ­ლოს.

"რა მოხ­და სი­ნამ­დვი­ლე­ში? - გა­მოქ­ვეყ­ნდა ორი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი დას­კვნა, ერ­თის ავ­ტო­რია ოფი­ცი­ა­ლუ­რი „ფე­ის­ბუ­ქი“, ხოლო, მე­ო­რე ეკუთ­ვნის ორ ქარ­თველს: ეთო ბუ­ზი­აშ­ვილ­სა და გივი გი­გი­ტე­იშ­ვილს. „ფე­ის­ბუ­ქი“ ამ­ბობს ერთს, ეს ადა­მი­ა­ნე­ბი კი მე­ო­რეს. მი­კერ­ძო­ე­ბულ­მა პრო­ფე­სი­ო­ნალ­მა ეთო ბუ­ზი­აშ­ვილ­მა სა­კუ­თა­რი ვა­რა­უ­დის და არა ფაქ­ტე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, დადო დას­კვნა, რომ­ლი­თაც ხუთ ბრალ­დე­ბას გვი­ყე­ნებს. მათ­გან „ფე­ის­ბუ­ქი“ მხო­ლოდ ორს ადას­ტუ­რებს.

ბრალ­დე­ბა 1-ელი: ე.წ. „ფეიკ ნი­უ­სე­ბის“ გავ­რცე­ლე­ბა - „ფე­ის­ბუ­ქი“ ამას არ ადას­ტუ­რებს.

ბრალ­დე­ბა მე-2: მი­კერ­ძო­ე­ბუ­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ამ­ტკი­ცებს, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის გახ­ლეჩ­ვას ვცდი­ლობ­დით - „ფე­ის­ბუ­ქი“ ამას არ ადას­ტუ­რებს.

ბრალ­დე­ბა მე-3: მი­კერ­ძო­ე­ბუ­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ბრალს გვდებს ან­ტი­ა­მე­რი­კულ პრო­პა­გან­და­ში - „ფე­ის­ბუ­ქი“ ამას არ ადას­ტუ­რებს. რას აბობს „ფე­ის­ბუ­ქი“? - ისი­ნი წე­რენ, რომ ჩვენ სის­ტე­მუ­რად ვმუ­შა­ობ­დით. დიახ, ეს არ­სეა. ჩვენ ვფლობთ და ვა­ქი­რა­ვებთ რე­სურ­სებს. „ფე­ის­ბუ­ქი“ ამ­ბობს, რომ ჩვენ კრი­ტი­კუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით ოპო­ზი­ცი­ის მი­მართ.

დიახ, ჩვენ ამა­საც ვა­დას­ტუ­რებთ. თუმ­ცა, მი­კერ­ძო­ე­ბულ დას­კვნა­ში ეს პუნ­ქტი მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი იყო , რო­გორც სი­ძულ­ვი­ლის ენა და დის­კრე­დი­ტა­ცია. რე­ა­ლო­ბა ასე­თია, რა­საც „ფე­ის­ბუქ­მა“ კრი­ტი­კა უწო­და, მათ შავი პი­ა­რი და­არ­ქვეს. ყვე­ლა­ფე­რი ჩვენ მოგ­ვა­წე­რეს და გა­აზ­ვი­ა­დეს. „ფე­ის­ბუქს“ არ უთ­ქვამს, რომ პოს­ტე­ბი ში­ნა­არ­სის გამო დაბ­ლო­კა, მან დაგ­ვბლო­კა სის­ტე­მუ­რო­ბის გამო. ამის შემ­დეგ პო­ლი­ტი­კო­სე­ბის­გან მარ­თულ­მა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებ­მა, „მთა­ვარ­მა არ­ხმა“ და „ფორ­მუ­ლამ“ გა­და­ა­ბი­ჯეს ყვე­ლა­ნა­ირ მო­რა­ლურ პრინ­ცი­პებს და სი­მარ­თლი­სა და ტყუ­ი­ლის ულუ­ფებს შო­რის ტყუ­ი­ლი და­ა­გე­მოვ­ნეს მა­შინ, როცა ოფი­ცი­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტი უნდა გა­ე­შუ­ქე­ბი­ნათ უფრო დიდი დრო მი­კერ­ძო­ე­ბუ­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლის ვა­რა­უდს და­უთ­მეს და არა „ფე­ის­ბუ­ქის“ დას­კვნას.

ფაქ­ტე­ბი და­ა­მა­ხინ­ჯეს და „ფე­ის­ბუ­ქის“ მიერ დაბ­ლო­კი­ლი ყვე­ლა ქარ­თუ­ლი გვერ­დი ჩვენ მოგ­ვა­წე­რეს. შე­სა­ბა­მი­სად, მათ შექ­მნეს აზრი, თით­ქოს ჩვენ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი რე­ჟი­მის მიერ უკა­ნო­ნოდ და­კა­ვე­ბუ­ლი ვაჟა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი­სა და 20 ივ­ნი­სის აქ­ცი­ე­ბის დაშ­ლი­სას და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი მაკო გო­მუ­რის წი­ნა­აღ­მდეგ ვმოქ­მე­დებ­დით. თით­ქოს, „ბო­ტე­ბის“ ხე­ლით კო­მენ­ტა­რებს ვწერ­დით. ეს არ­ცერთ დას­კვნა­ში არ წე­რია. ჩვენ მსგავ­სი რამ არას­დროს გაგ­ვი­კე­თე­ბია.

მათ შექ­მნეს აზრი, რომ ან­ტი­ა­მე­რი­კულ პრო­პა­გან­დას ვე­წე­ო­დით. ამის მა­გა­ლი­თად მო­იყ­ვა­ნეს ფაქ­ტი, რომ თი­თოს ამ კონ­კრე­ტუ­ლი პოს­ტით ვე­წე­ო­დით და­სავ­ლე­თის დის­კრე­დი­ტა­ცი­ას მა­შინ, როცა იმა­ვე ში­ნა­არ­სის სტა­ტი­ას ავ­რცე­ლებს ისე­თი ლი­ბე­რა­ლუ­რი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა, რო­გო­რიც არის BBC.

სხვა­თა შო­რის, „ფე­ის­ბუქ­მა“ იმა­ვე დღეს ამე­რი­კის პრე­ზი­დენტ დო­ნალდ ტრამპსაც და­უბ­ლო­კა გვერ­დე­ბი. ერ­თა­დერ­თი კი­თხვა, რო­მელ­ზეც ამ დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში პა­სუ­ხი არ გვქონ­და, იყო ის, თუ რა­ტომ იყო ეს დას­კვნა ასე­თი მი­კერ­ძო­ე­ბუ­ლი. ამ დას­კვნის ავ­ტო­რი არის „ფორ­მუ­ლა კრე­ა­ტი­ვის“ დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბის ახლო მე­გო­ბა­რი და „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ აქ­ტი­უ­რი მხარ­დამ­ჭერ­ტი ეთო ბუ­ზი­აშ­ვი­ლი. იმის გამო რომ „ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ“ ვერ შეძ­ლო ჩვე­ნი ინ­ტერ­ნეტ­რე­სურ­სე­ბის სა­თა­ვი­სოდ გა­მო­ყე­ნე­ბა „მთა­ვა­რი არ­ხის“, „ფორ­მუ­ლა კრე­ა­ტი­ვის“ და ეთო ბუ­ზი­აშ­ვი­ლის დახ­მა­რე­ბით ცი­ლიმ­წა­მებ­ლუ­რი კამ­პა­ნია და­გეგ­მა. ეს ის „მთა­ვა­რი არ­ხია“, რო­მელ­მაც რე­ა­ლუ­რად გა­აღ­ვი­ვა მო­ქა­ლა­ქე­ებს შო­რის შუღ­ლი და სა­ზო­გა­დო­ე­ბა გახ­ლი­ჩა.

VIDEO: "პან­და" ვი­დე­ო­მი­მარ­თვას აქ­ვეყ­ნებს და ასა­ხე­ლებს მო­ტივს, რის გა­მოც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წი­ნა­აღ­მდეგ იბ­რძვის

ეს ის „ფორ­მუ­ლა კრე­ა­ტი­ვია“, რო­მე­ლიც პრო­პა­გან­დას ეწე­ო­და და „მიშა მა­გა­რი­ას“ ნერ­გავ­და. ეს ის „ფორ­მუ­ლაა“, რო­მე­ლიც თა­ვი­დან­ვე ემ­სა­ხუ­რე­ბო­და ცრუ ლი­ბე­რა­ლე­ბის შექ­მნას და მარ­თავს.

სამ­წუ­ხა­როდ, ეს ის ეთო ბუ­ზი­აშ­ვი­ლია, რო­მელ­მაც ვერ შე­ამ­ჩნია, რომ „მთა­ვა­რი არხი“ და „ფორ­მუ­ლა“ სა­ერ­თო რე­სურ­სებს ფლო­ბენ „ფე­ის­ბუქ­ში“ და კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი მუ­შა­ო­ბით ავ­რცე­ლე­ბენ სხვა­დას­ხვა ინ­ფორ­მა­ცი­ას. სამ­წუ­ხა­როდ, ამი­ე­რი­დან ეთო ბუ­ზი­აშ­ვი­ლი მი­კერ­ძო­ე­ბუ­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი­დან მხო­ლოდ მი­კერ­ძო­ე­ბუ­ლი სტა­ტუ­სით დარ­ჩა. რაც შე­ე­ხე­ბა ცრუ ლი­ბე­რა­ლე­ბის დაჯ­გუ­ფე­ბას, რო­მე­ლიც ყო­ველ­დღი­უ­რად ხელს უშ­ლის და დას­ცი­ნის ტრა­დი­ცი­ულ და გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტო­რე­ბულ ადა­მი­ა­ნებს, ამ ჯგუ­ფის წევ­რებს სა­კუ­თა­რი თავი ყვე­ლა­ზე ჭკვი­ა­ნი ჰგო­ნი­ათ.

ისი­ნი ბნე­ლებს უწო­დე­ბენ ყვე­ლას, ვი­საც მათ­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზრი აქვს ჩვენ არ და­ვი­შუ­რებთ ძა­ლის­ხმე­ვას და ენერ­გი­ას, რათა ამ ჯგუფ­მა ვე­ღარ შეძ­ლოს და­ცინ­ვის ენით სა­უ­ბა­რი და ბუ­ლინ­გი. ასე­ვე, ვიბ­რძო­ლებთ იმის­თვის, რომ ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლილ­მა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებ­მა ვე­ღარ შეძ­ლონ მა­სობ­რი­ვად ტყუ­ი­ლე­ბის გავ­რცე­ლე­ბა. ნე­ბის­მი­ერ პო­ლი­ტი­კურ ვი­თა­რე­ბა­ში ჩვენ ვიბ­რძო­ლებთ იმის­თვის, რომ სა­კუ­თარ ხალ­ხზე ტე­რო­რი ვე­ღა­რა­ვინ შეძ­ლოს“, - აცხა­დებს სა­რეკ­ლა­მო სა­ა­გენ­ტო „პან­და“.

შე­გახ­სე­ნებთ, რამ­დე­ნი­მე დღის წინ "ფე­ის­ბუქ­მა" გა­ა­უქ­მა 39 ქარ­თუ­ლი ან­გა­რი­ში, 344 გვერ­დი, 13 ჯგუ­ფი და 22 "ინ­სტაგ­რამ" ან­გა­რი­ში. სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლის ად­მი­ნის­ტრა­ციის ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­ნიშ­ნუ­ლი გვერ­დე­ბი ცრუ და მა­დეს­კრი­დი­ტი­რე­ბე­ლ ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებ­დნენ.

"ფე­ის­ბუ­ქის" ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ გან­ცხა­დე­ბა­ში და­ა­სა­ხე­ლა ორი ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც აღ­ნიშ­ნულ პრო­ცეს­ში აქ­ტი­უ­რად იყო ჩარ­თუ­ლი - ერთი მათ­გა­ნი მმარ­თვე­ლი პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბაა", მე­ო­რე კი სა­რეკ­ლა­მო სა­ა­გენ­ტო "პან­და".

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 33 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
s
111

რიჟა ბაზარი

მეგი
84

სიძულვილის ენა რომ ისჯებოდეს, ნაცი აღარ იჭაჭანებდა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"პანდას" ვიდეომიმართვა ბრალდებების საპასუხოდ: "ამას არ ვაკეთებდით "ქართული ოცნების" სიყვარულით, არამედ - ქვეყანაში დიქტატურის დაბრუნების შიშით"

"პანდას" ვიდეომიმართვა ბრალდებების საპასუხოდ: "ამას არ ვაკეთებდით "ქართული ოცნების" სიყვარულით, არამედ - ქვეყანაში დიქტატურის დაბრუნების შიშით"

სარეკლამო კომპანია „პანდა“ ვიდეომიმართავს ავრცელებს, რითაც „ფეისბუქის“ მიერ რამდენიმე ასეული გვერდის გაუქმებას და სოციალური ქსელის ბრალდებებს ეხმაურება. როგორც „პანდა“ განმარტავს, 5 ბრალდებიდან ადასტურებენ მხოლოდ 2-ს.

„იმ უამრავი ბრალდებიდან, რომელიც მედიამ მოგვაკერა, ჩვენ ვადასტურებთ მხოლოდ მცირე ნაწილს. „ფეისბუქის“ გამოქვეყნებულ დასკვნაში საუბარია ჩვენი მხრიდან ოპოზიციის კრიტიკაზე. დიახ, ჩვენ ჩვენს რესურსებში მართლაც ვაკრიტიკებდით ოპოზიციას, უფრო კონკრეტულად, „ნაციონალურ მოძრაობას“.

ჩვენ ამას არ ვაკეთებდით „ქართული ოცნების“ სიყვარულით, არამედ ვაკეთებდით ქვეყანაში დიქტატურის დაბრუნების შიშით, რადგან ჩვენ ეს ყველაფერი ჩვენს თავზე გვაქვს გამოცდილი. თქვენთვის რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, გვჯეროდა და გვჯერა იმის, რასაც ვაკეთებთ. ჩვენი ვალდებულებაა, რომ თავისუფლების წართმევის მცდელობით მიღებული ტკივილები, რომლიც 51-ე სკოლაში ჩვენმა კლასმა გამოვიარეთ, მომავალში არცერთმა ადამიანმა აღარ იგრძნოს.

ისტორია ასეთია, მე-8 კლასში ვიყავით, როცა ერთ-ერთ გადაცემაში გავგზავნეთ პლაკატი. მაშინ, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას და დიქტატურას ვაკრიტიკებდით. მეორე დილიდანვე ჩვენს მიმართ პოლიციის მხრიდან დაიწყო დევნა და ფსიქოლოგიური ტერორი. იმავე დღეს, ჩვენი მეგობრის მამა სახელმწიფო სამსახურიდან გაათავისუფლეს. ოჯახის წევრებს ჩვენი დაჭერით ემუქრებოდნენ.

51-ე სკოლის დირექტორმა, ამჟამად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დავით ლაგვილავამ დაშალა ჩვენი კლასი, თუმცა ვერ დაშალა იდეა, რომელსაც დღემდე ვემსახურებით. დღეს ჩვენი მორალური ღირებულებები ეფუძნება იმას, რომ თქვენ და თქვენმა შვილებმა იგივე არ გამოსცადოთ“, - აცხადებს „პანდა“

მათივე თქმით, გააგრძელებენ ბრძოლას, რომ საკუთარ ხალხზე ტერორი ვეღარავინ შეძლოს.

"რა მოხდა სინამდვილეში? - გამოქვეყნდა ორი დამოუკიდებელი დასკვნა, ერთის ავტორია ოფიციალური „ფეისბუქი“, ხოლო, მეორე ეკუთვნის ორ ქართველს: ეთო ბუზიაშვილსა და გივი გიგიტეიშვილს. „ფეისბუქი“ ამბობს ერთს, ეს ადამიანები კი მეორეს. მიკერძოებულმა პროფესიონალმა ეთო ბუზიაშვილმა საკუთარი ვარაუდის და არა ფაქტების საფუძველზე, დადო დასკვნა, რომლითაც ხუთ ბრალდებას გვიყენებს. მათგან „ფეისბუქი“ მხოლოდ ორს ადასტურებს.

ბრალდება 1-ელი: ე.წ. „ფეიკ ნიუსების“ გავრცელება - „ფეისბუქი“ ამას არ ადასტურებს.

ბრალდება მე-2: მიკერძოებული პროფესიონალი ამტკიცებს, რომ საზოგადოების გახლეჩვას ვცდილობდით - „ფეისბუქი“ ამას არ ადასტურებს.

ბრალდება მე-3: მიკერძოებული პროფესიონალი ბრალს გვდებს ანტიამერიკულ პროპაგანდაში - „ფეისბუქი“ ამას არ ადასტურებს. რას აბობს „ფეისბუქი“? - ისინი წერენ, რომ ჩვენ სისტემურად ვმუშაობდით. დიახ, ეს არსეა. ჩვენ ვფლობთ და ვაქირავებთ რესურსებს. „ფეისბუქი“ ამბობს, რომ ჩვენ კრიტიკულები ვიყავით ოპოზიციის მიმართ.

დიახ, ჩვენ ამასაც ვადასტურებთ. თუმცა, მიკერძოებულ დასკვნაში ეს პუნქტი მოხსენიებული იყო , როგორც სიძულვილის ენა და დისკრედიტაცია. რეალობა ასეთია, რასაც „ფეისბუქმა“ კრიტიკა უწოდა, მათ შავი პიარი დაარქვეს. ყველაფერი ჩვენ მოგვაწერეს და გააზვიადეს. „ფეისბუქს“ არ უთქვამს, რომ პოსტები შინაარსის გამო დაბლოკა, მან დაგვბლოკა სისტემურობის გამო. ამის შემდეგ პოლიტიკოსებისგან მართულმა მედიასაშუალებებმა, „მთავარმა არხმა“ და „ფორმულამ“ გადააბიჯეს ყველანაირ მორალურ პრინციპებს და სიმართლისა და ტყუილის ულუფებს შორის ტყუილი დააგემოვნეს მაშინ, როცა ოფიციალური დოკუმენტი უნდა გაეშუქებინათ უფრო დიდი დრო მიკერძოებული პროფესიონალის ვარაუდს დაუთმეს და არა „ფეისბუქის“ დასკვნას.

ფაქტები დაამახინჯეს და „ფეისბუქის“ მიერ დაბლოკილი ყველა ქართული გვერდი ჩვენ მოგვაწერეს. შესაბამისად, მათ შექმნეს აზრი, თითქოს ჩვენ ოკუპირებული რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილისა და 20 ივნისის აქციების დაშლისას დაზარალებული მაკო გომურის წინააღმდეგ ვმოქმედებდით. თითქოს, „ბოტების“ ხელით კომენტარებს ვწერდით. ეს არცერთ დასკვნაში არ წერია. ჩვენ მსგავსი რამ არასდროს გაგვიკეთებია.

მათ შექმნეს აზრი, რომ ანტიამერიკულ პროპაგანდას ვეწეოდით. ამის მაგალითად მოიყვანეს ფაქტი, რომ თითოს ამ კონკრეტული პოსტით ვეწეოდით დასავლეთის დისკრედიტაციას მაშინ, როცა იმავე შინაარსის სტატიას ავრცელებს ისეთი ლიბერალური მედიასაშუალება, როგორიც არის BBC.

სხვათა შორის, „ფეისბუქმა“ იმავე დღეს ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსაც დაუბლოკა გვერდები. ერთადერთი კითხვა, რომელზეც ამ დღეების განმავლობაში პასუხი არ გვქონდა, იყო ის, თუ რატომ იყო ეს დასკვნა ასეთი მიკერძოებული. ამ დასკვნის ავტორი არის „ფორმულა კრეატივის“ დამფუძნებლების ახლო მეგობარი და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური მხარდამჭერტი ეთო ბუზიაშვილი. იმის გამო რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვერ შეძლო ჩვენი ინტერნეტრესურსების სათავისოდ გამოყენება „მთავარი არხის“, „ფორმულა კრეატივის“ და ეთო ბუზიაშვილის დახმარებით ცილიმწამებლური კამპანია დაგეგმა. ეს ის „მთავარი არხია“, რომელმაც რეალურად გააღვივა მოქალაქეებს შორის შუღლი და საზოგადოება გახლიჩა.

VIDEO: "პანდა" ვიდეომიმართვას აქვეყნებს და ასახელებს მოტივს, რის გამოც "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ იბრძვის

ეს ის „ფორმულა კრეატივია“, რომელიც პროპაგანდას ეწეოდა და „მიშა მაგარიას“ ნერგავდა. ეს ის „ფორმულაა“, რომელიც თავიდანვე ემსახურებოდა ცრუ ლიბერალების შექმნას და მართავს.

სამწუხაროდ, ეს ის ეთო ბუზიაშვილია, რომელმაც ვერ შეამჩნია, რომ „მთავარი არხი“ და „ფორმულა“ საერთო რესურსებს ფლობენ „ფეისბუქში“ და კოორდინირებული მუშაობით ავრცელებენ სხვადასხვა ინფორმაციას. სამწუხაროდ, ამიერიდან ეთო ბუზიაშვილი მიკერძოებული პროფესიონალიდან მხოლოდ მიკერძოებული სტატუსით დარჩა. რაც შეეხება ცრუ ლიბერალების დაჯგუფებას, რომელიც ყოველდღიურად ხელს უშლის და დასცინის ტრადიციულ და განვითარებაზე ორიენტორებულ ადამიანებს, ამ ჯგუფის წევრებს საკუთარი თავი ყველაზე ჭკვიანი ჰგონიათ.

ისინი ბნელებს უწოდებენ ყველას, ვისაც მათგან განსხვავებული აზრი აქვს ჩვენ არ დავიშურებთ ძალისხმევას და ენერგიას, რათა ამ ჯგუფმა ვეღარ შეძლოს დაცინვის ენით საუბარი და ბულინგი. ასევე, ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ზემოთ ჩამოთვლილმა მედიასაშუალებებმა ვეღარ შეძლონ მასობრივად ტყუილების გავრცელება. ნებისმიერ პოლიტიკურ ვითარებაში ჩვენ ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ საკუთარ ხალხზე ტერორი ვეღარავინ შეძლოს“, - აცხადებს სარეკლამო სააგენტო „პანდა“.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ "ფეისბუქმა" გააუქმა 39 ქართული ანგარიში, 344 გვერდი, 13 ჯგუფი და 22 "ინსტაგრამ" ანგარიში. სოციალურ ქსელის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აღნიშნული გვერდები ცრუ და მადესკრიდიტირებელ ინფორმაციას ავრცელებდნენ.

"ფეისბუქის" ადმინისტრაციამ განცხადებაში დაასახელა ორი ჯგუფი, რომელიც აღნიშნულ პროცესში აქტიურად იყო ჩართული - ერთი მათგანი მმართველი პარტია "ქართული ოცნებაა", მეორე კი სარეკლამო სააგენტო "პანდა".

პრინც იოანე და ქრისტინე ბაგრატიონებს ვაჟი შეეძინათ - რა დაარქვეს სამეფო ოჯახის ახალ წევრს? (ფოტო)

დათოვლილი ბათუმი - ულამაზესი ფოტოები აჭარიდან

"ჩემი შვილი გათხოვდა უკვე დიდი ხანია... რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ" - რას წერს ხათუნა ჟორდანია ქალიშვილისა და სიძის შესახებ?