პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ენდე მკითხველს - "ბიბლუსის" 10 ყველაზე გაყიდვადი წიგნი, რომელთა გარეშე 2019 წელი არც შენ არ უნდა დაასრულო
ენდე მკითხველს - "ბიბლუსის" 10 ყველაზე გაყიდვადი წიგნი, რომელთა გარეშე 2019 წელი არც შენ არ უნდა დაასრულო

ყვე­ლა­ზე სან­დო მრჩე­ვე­ლი წიგ­ნის არ­ჩე­ვი­სას, კარ­გი მკი­თხვე­ლია, რო­მე­ლიც ნე­ბის­მი­ერ შემ­ხვედრ წიგნს არ ყი­დუ­ლობს. ის დაკ­ვირ­ვე­ბით არ­ჩევს, ადა­რებს და აფა­სებს ლი­ტე­რა­ტუ­რას. გა­იხ­სე­ნეთ, თა­ვა­დაც რამ­დე­ნი დრო და­გი­ხარ­ჯავთ წიგ­ნის არ­ჩე­ვა­ში, რამ­დე­ნი მა­ღა­ზია შე­მო­გივ­ლი­ათ სა­სურ­ვე­ლის პოვ­ნა­ში და რამ­დენ­ჯერ შე­გიც­ვლი­ათ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა.

ამი­ტო­მაც, და­მერ­წმუ­ნეთ, მკი­თხვე­ლის რჩე­უ­ლი წიგ­ნე­ბი გა­ცი­ლე­ბით ფა­სე­უ­ლია, ვიდ­რე მაც­დუ­რი შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბი. ამ ბლოგ­ში სწო­რედ ამ წიგ­ნებ­ზე უნდა გე­სა­უბ­როთ. 2019 წლის ყვე­ლა­ზე გა­ყიდ­ვად წიგ­ნებ­ზე, რომ­ლებ­საც უე­მო­ცი­ოდ, ალ­ბათ, არც თქვენ და­უ­ტო­ვე­ბი­ხართ. და თუ ჯერ კი­დევ არ გქო­ნი­ათ მათი წა­კი­თხვის სი­ა­მოვ­ნე­ბა, ახალ წლამ­დე დრო ჯერ კი­დევ გაქვთ.

ნი­კო­ლოზ ტო­ტო­ღაშ­ვი­ლი -" შვი­დი მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი გრძნო­ბა"

ამ­ბა­ვი იან კლა­ინ­ზეა, უც­ნა­ურ მხატ­ვარ­ზე, რომ­ლის­თვი­საც ყო­ვე­ლი დღე ერ­თნა­ი­რად უი­მე­დოა; ფი­ლო­სო­ფი­აც თა­ვი­სე­ბუ­რი აქვს _ ფე­რე­ბის ფი­ლო­სო­ფია; მე­გობ­რე­ბიც ჰყავს, თუმ­ცა მა­ინც მარ­ტო­სუ­ლია... და მა­ინც, ვინ არის ის? ქა­ლაქ­ში მკვლე­ლო­ბე­ბის სე­რია იწყე­ბა და დე­ტექ­ტი­ვე­ბი მორ­გა­ნი და ფორ­დი ამ საქ­მე­ებს იძი­ე­ბენ. იანი კი პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბის მხატ­ვა­რი გახ­დე­ბა და და­ხა­ტავს ბო­როტ­მოქ­მედ­თა ფო­ტო­რო­ბო­ტებს; თუმ­ცა, რა­ტომ­ღაც, დამ­ნა­შა­ვის კვა­ლი ყო­ველ­თვის იან კლა­ინ­თან მი­დის. სა­ინ­ტე­რე­სოა, ვინ არის რე­ა­ლუ­რი დამ­ნა­შა­ვე _ თა­ვად იანი, სა­ნი­სად­მი მისი სიყ­ვა­რუ­ლი თუ შვი­დი მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი გრძნო­ბი­დან ერთ-ერთი?

ია კარ­გა­რე­თე­ლი - "სხვა უდაბ­ნოს სა­ი­დუმ­ლო"

ახალ­გაზ­რდა, მომ­ხიბ­ვლე­ლი ქარ­თვე­ლი მწე­რა­ლი ქალი ეგ­ვიპ­ტე­ში მი­ემ­გზავ­რე­ბა. უცხო, უჩ­ვე­უ­ლო და ან­და­მა­ტი­ვით მიმ­ზიდ­ვე­ლი სამ­ყა­რო მას მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბით ხვდე­ბა. მთა­ვა­რი მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბა კი ახო­ვა­ნი, ვერ­ცხლის­ფერ­თვა­ლე­ბი­ა­ნი ბე­დუ­ი­ნია, რო­მე­ლიც ტე­ლე­ეკ­რა­ნი­დან გად­მო­სულ აღ­მო­სავ­ლელ გმირს ჰგავს. თამ­თას მოგ­ზა­უ­რო­ბა იქ­ცე­ვა თავ­ბრუ­დამ­სხმე­ლი, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი მოვ­ლე­ნე­ბის დი­ნე­ბად, რო­მე­ლიც ძირ­ფეს­ვი­ა­ნად ცვლის მის ცხოვ­რე­ბას. იდუ­მა­ლი, ამო­უც­ნო­ბი სი­ლა­მა­ზი­თა და ხი­ფა­თით სავ­სე სამ­ყა­რო _ უკი­დე­გა­ნო სა­ჰა­რა, არაბ ბე­დუ­ინ­თა სამ­ფლო­ბე­ლო, სა­დაც უძ­ვე­ლე­სი კულ­ტუ­რე­ბის გზე­ბი გა­და­იკ­ვე­თა; ტან­ჯვა, ცრემ­ლი და ტკი­ვი­ლი; მო­უ­ლოდ­ნე­ლად, უდაბ­ნოს ქა­რიშ­ხა­ლი­ვით მომ­სკდა­რი გრძნო­ბა და დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბა _ ამ ყვე­ლა­ფერს ავ­ტო­რის უშ­რე­ტი ფან­ტა­ზი­ის წყა­ლო­ბით ვე­ზი­ა­რე­ბით.

ელიფ შა­ფა­ქი - "სიყ­ვა­რუ­ლის 40 წესი"

თა­ნა­მედ­რო­ვე ამე­რი­კე­ლი ქა­ლის ერ­თფე­რო­ვან ცხოვ­რე­ბა­ში ქა­რიშ­ხა­ლი­ვით შე­მო­იჭ­რე­ბა ორი სა­ო­ცა­რი და სა­ოც­ნე­ბო სამ­ყა­რო: სიყ­ვა­რუ­ლი და ... აღ­მო­სავ­ლე­თი!

"ისი­ნი ერთ ქა­ლაქ­ში არ ცხოვ­რობ­დნენ. თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, არც ერთ კონ­ტი­ნენტზე. მათ მხო­ლოდ მან­ძი­ლი როდი აშო­რებ­დათ ... მაგ­რამ ეს მა­ინც მოხ­და... ელამ გონს მოს­ვლაც ვერ მო­ას­წრო, რათა ამ ყვე­ლა­ფერს წინ აღ­სდგო­მო­და, თუკი... შე­საძ­ლე­ბე­ლია, სიყ­ვა­რულს წინ აღუდ­გე".

დიახ, სიყ­ვა­რუ­ლის წი­ნა­შე ადა­მი­ა­ნი უძ­ლუ­რია, ამი­ტომ შე­უძ­ლე­ბე­ლია, მკი­თხვე­ლი არ აა­ღელ­ვოს ელა რუ­ბინშტე­ი­ნი­სა და მწე­რალ აზიზ ზა­ჰა­რას უც­ნა­ურ­მა და რო­მან­ტი­კულ­მა ურ­თი­ერ­თო­ბამ.

ყური მი­უგ­დეთ აღ­მო­სავ­ლე­თის შექ­სპი­რის – ჯა­ლალ-ედ-დინ რუ­მი­სა და მისი მზის – შამს თებ­რი­ზის მსჯე­ლო­ბას ღმერ­თზე, სიყ­ვა­რულ­ზე, სი­ცო­ცხლე­ზე, სიკ­ვდილ­სა და უკ­ვდა­ვე­ბა­ზე...

ჯე­რომ სე­ლინ­ჯე­რი - "თა­მა­ში ჭვა­ვის ყა­ნა­ში"

ამე­რი­კე­ლი მწერ­ლის, ჯე­რომ სე­ლინ­ჯე­რის „თა­მა­ში ჭვა­ვის ყა­ნა­ში“ მსოფ­ლიო კლა­სი კაა, რო­მე­ლიც არა­ერთ ენა­ზე ითარ­გმნა და მი­ლი­ო­ნო­ბით ეგ­ზემპლა­რი გა­ი­ყი­და.

ჰოლ­დე­ნი თვლის, რომ ის უკვე გა­და­ი­ჩე­ხა იმ უფსკრუ­ლი­დან, რო­მე­ლიც ჭვა­ვის ყა­ნა­ში იყო ჩა­მა­ლუ­ლი. მაგ­რამ მას სურს, რომ სხვე­ბი მა­ინც გა­და­არ­ჩი­ნოს. იდ­გეს უფსკრუ­ლის პი­რას და უყუ­როს ბავ­შვებს, რომ­ლე­ბიც თა­ვის­თვის თა­მა­შო­ბენ, ხოლო როცა მათ გა­და­ვარ­დნის საფრ­თხე და­ე­მუქ­რე­ბათ, გა­და­არ­ჩი­ნოს ისი­ნი. სწო­რედ ჰოლ­დე­ნის ამ მო­ნო­ლო­გი­დან წარ­მოს­დგე­ბა ნა­წარ­მო­ე­ბის სა­თა­უ­რიც.

თა­თუ­ლი ღვი­ნი­ა­ნი­ძე - "აღი­ა­რე­ბა ხე­ლის­გულ­ზე"

რადა მო­დე­ბა­ძეს, ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენტს, ბევ­რი თა­ნა­ტო­ლის მსგავ­სად, კომ­პლექ­სე­ბი და ში­შე­ბი არ ას­ვე­ნებს. ის გა­მუდ­მე­ბით იბ­რძვის სა­კუ­თარ თავ­თან და გა­რე­სამ­ყა­როს­თან. მო­დე­ბა­ძეს ვერ ამ­ჩნე­ვენ ან დას­ცი­ნი­ან, ამი­ტომ ბო­როტ­დე­ბა და ყუ­რა­დღე­ბას „ბინ­ძუ­რი გზე­ბით“ იქ­ცევს. მთა­ვარ პერ­სო­ნაჟს გა­მუდ­მე­ბით ამ­ცი­რებს ან­დრია მა­ხა­რა­ძე, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ბიჭი. რა­დას ეზი­ზღე­ბა კურ­სე­ლი და გა­და­წყვეტს, ჭკუა ას­წავ­ლოს. ან­დროს სა­ი­დუმ­ლო­ე­ბე­ბის გა­მო­სა­აშ­კა­რა­ვებ­ლად, გო­გო­ნა კურ­სე­ლის წარ­სულ­ში იწყებს ქექ­ვას. სულ მალე ჩვე­უ­ლებ­რი­ვი Hate Story ნამ­დვილ ომში გა­და­იზ­რდე­ბა... ომში, რო­მე­ლიც ბრა­ზით, სი­ძულ­ვი­ლით, სიყ­ვა­რუ­ლით, ვნე­ბით, ტყუ­ი­ლით, მო­ნატ­რე­ბით, გა­უ­გებ­რო­ბე­ბით, ღა­ლა­ტი­თა და ინ­ტრი­გი­თაა სავ­სე.

ერიხ მა­რია რე­მარ­კი - "აჩ­რდი­ლე­ბი სა­მო­თხე­ში"

ჟურ­ნა­ლის­ტი და მწე­რა­ლი, მშვე­ნი­ე­რი მსა­ხი­ო­ბი, გე­ნი­ა­ლუ­რი ქი­რურ­გი, წარ­მა­ტე­ბუ­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი, წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის მოძ­რა­ო­ბის მო­ნა­წი­ლე გმი­რი და ლე­გენ­და – ყვე­ლა­ნი „ამე­რი­კულ სა­მო­თხე­ში“ მოხ­ვდნენ, გა­მოქ­ცე­ულ­ნი ევ­რო­პი­დან, სა­დაც მე­ო­რე მსოფ­ლიო ომი მძვინ­ვა­რებს. ამ, ერთი შე­ხედ­ვით, კე­თილ­დღე­ო­ბა­ში ვერ პო­უ­ლო­ბენ სუ­ლი­ერ სიმ­შვი­დეს. მათ აერ­თი­ა­ნებთ მძი­მე ტვირ­თი: თი­თო­ე­ულ­მა და­კარ­გა ოჯა­ხი, მე­გობ­რე­ბი, საყ­ვა­რე­ლი საქ­მე, და­კარ­გა სამ­შობ­ლო... და, მი­უ­ხე­და­ვად წარ­მა­ტე­ბი­სა სიყ­ვა­რულ­სა თუ პრო­ფე­სი­ა­ში, აჩ­რდი­ლე­ბი­ვით არ­სე­ბო­ბენ ემიგ­რან­ტე­ბი ახალ სამ­ყა­რო­ში, ერთი იმე­დით – ოდეს­მე შინ დაბ­რუნ­დე­ბი­ან.

რო­მა­ნი „აჩ­რდი­ლე­ბი სა­მო­თხე­ში“ პირ­ვე­ლად ითარ­გმნა ქარ­თულ ენა­ზე.

ელიფ შა­ფა­ქი - "ევას სამი ქა­ლიშ­ვი­ლი"

პერი, ში­რი­ნი და მონა ერ­თმა­ნე­თის­გან სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სამი მე­გო­ბა­რია, სამი მუს­ლი­მი – აღ­მო­სავ­ლე­თის შვი­ლი. ოქსფორ­დის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლო­ბენ, ევ­რო­პის ცენ­ტრში. უყ­ვართ, სძულთ, ერ­თგუ­ლე­ბენ, გა­ნიც­დი­ან, ბრა­ზო­ბენ, ღა­ლა­ტო­ბენ – ისე­თი ვნე­ბით, რო­გო­რიც 19-20 წლის ახალ­გაზ­რდებს სჩ­ვე­ვი­ათ... და ამ ვნე­ბებ­ში ბო­ლომ­დე იხარ­ჯე­ბი­ან, რო­გორც ნე­ბის­მი­ე­რი მათ ასაკ­ში. ამ ასაკ­მა, მათ­მა გულ­წრფე­ლო­ბამ და უმან­კო­ე­ბამ თით­ქოს ყვე­ლა შეც­დო­მა უნდა გა­ა­ქარ­წყლოს, მაგ­რამ...

პერი, ში­რი­ნი და მონა – პირ­ველმშო­ბე­ლი ევას სამი ქა­ლიშ­ვი­ლი, კა­ცობ­რი­ო­ბის მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი სამი ენერ­გია – ელიფ შა­ფა­ქის სულ ახალ რო­მან­ში მკი­თხველს და­უმ­ტკი­ცე­ბენ, რომ სამ­ყა­რო ისევ ეჭვზე, ცოდ­ვა­სა და ღვთის­მო­სა­ო­ბა­ზე დგას, რო­გორც ევას დროს.

კა­ზუო იში­გუ­რო - "როცა ობ­ლე­ბი ვი­ყა­ვით"

მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის გა­რიჟ­რაჟ­ზე შან­ხა­ი­ში და­ბა­დე­ბუ­ლი ინ­გლი­სე­ლი ბი­ჭუ­ნა, ქრის­ტო­ფერ ბენ­ქსი, ცხრა წლის ასაკ­ში ობ­ლდე­ბა. მისი მშობ­ლე­ბი სა­ეჭ­ვო ვი­თა­რე­ბა­ში უჩი­ნარ­დე­ბი­ან. ბიჭს სა­ცხოვ­რებ­ლად ინ­გლის­ში უშ­ვე­ბენ, სა­დაც იგი ცნო­ბი­ლი დე­ტექ­ტი­ვი ხდე­ბა. ოცი­ო­დე წლის შემ­დეგ ის უბ­რუნ­დე­ბა ჩი­ნეთ-ია­პო­ნი­ის ომის ქარ­ცე­ცხლში გახ­ვე­ულ შან­ხა­ის, რათა მშობ­ლე­ბის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის სა­ი­დუმ­ლო ამოხ­სნას. ეთ­ნი­კუ­რი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბით გან­თქმუ­ლი ჩი­ნუ­რი ქა­ლა­ქის ფე­რა­დოვ­ნე­ბა და და­ნის­ლუ­ლი ლონ­დო­ნი; ერე­ბის დიდი შე­ჯა­ხე­ბა და კა­ტას­ტრო­ფის მომ­ლო­დი­ნე მსოფ­ლი­ოს ხვედრზე და­ფიქ­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი; მა­ხე­ში მოქ­ცე­უ­ლი კა­ცის არ­ჩე­ვა­ნი და ვა­ლის მოხ­დით მოგ­ვრი­ლი კმა­ყო­ფი­ლე­ბა - ია­პო­ნუ­რი წარ­მო­შო­ბის ბრი­ტა­ნე­ლი მწერ­ლის კი­დევ ერთ შთამ­ბეჭ­დავ ნა­წარ­მო­ებ­ში.

ფრენ­სის სკოტ ფი­ცჯე­რალ­დი - "ნა­ზია ღამე"

რო­მა­ნის მოქ­მე­დე­ბა გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 20-იან წლებ­ში ვი­თარ­დე­ბა. ეს ის პე­რი­ო­დია, როცა ამე­რი­კა ჯა­ზის ეპო­ქას მო­უ­ცავს; როცა ამე­რი­კელ ახალ­გაზ­რდა­თა ერთი ნა­წი­ლი ევ­რო­პა­ში ეძებს შვე­ბას. ახა­ლი, თავ­ბრუ­დამ­ხვე­ვი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ძი­ე­ბა­ში კი მთა­ვარს – ადა­მი­ა­ნურ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს – ივი­წყე­ბენ.

ნი­კო­ლას სპარ­ქსი - "ჩემი სა­უ­კე­თე­სო ნა­წი­ლი"

ამან­და კო­ლი­ერ­სა და დო­უსონ ქო­ულს ერ­თმა­ნე­თი უსა­ზღვროდ უყ­ვარ­დათ. ქალ-ვაჟი სხვა­დას­ხვა სამ­ყა­როს ეკუთ­ვნო­და და მათი სიყ­ვა­რუ­ლი პა­ტა­რა დაბა ორი­ენ­ტა­ლის ტრა­დი­ცი­ე­ბის­თვის ნამ­დვი­ლი გა­მოწ­ვე­ვა გახ­და. სწო­რედ ამან და­ა­შო­რა წყვი­ლი.

და აი, 25 წლის შემ­დეგ, ამან­და და დო­უსო­ნი ორი­ენ­ტალ­ში ჩა­ვიდ­ნენ, რათა თა­ვი­ან­თი უფ­რო­სი მე­გობ­რის, ტაკ ჰოს­ტეტ­ლე­რის, დაკ­რძალ­ვას დას­წრე­ბოდ­ნენ. ვერც ერ­თმა ვერ შეძ­ლო ისე­თი ცხოვ­რე­ბის აწყო­ბა, რო­გორ­ზეც ოც­ნე­ბობ­დნენ... პირ­ვე­ლი სიყ­ვა­რუ­ლის და­ვი­წყე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა...

და რო­დე­საც ამან­და და დო­უსო­ნი ტა­კის ან­დერ­ძის შეს­რუ­ლე­ბას იწყე­ბენ, ხვდე­ბი­ან, რომ არც ტაკ­ზე სცოდ­ნი­ათ რამე, არც სა­კუ­თარ თავ­ზე და არც ეს სამ­ყა­რო ყო­ფი­ლა ისე­თი, რო­გო­რიც წარ­მო­ედ­გი­ნათ, რომ ცხოვ­რე­ბა­ში არას­წო­რი არ­ჩე­ვა­ნი გა­უ­კე­თე­ბი­ათ. მხო­ლოდ ერთი რამ დარ­ჩე­ნი­ლა უც­ვლე­ლი ‒ მათი სიყ­ვა­რუ­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

ენდე მკითხველს - "ბიბლუსის" 10 ყველაზე გაყიდვადი წიგნი, რომელთა გარეშე 2019 წელი არც შენ არ უნდა დაასრულო

ენდე მკითხველს - "ბიბლუსის" 10 ყველაზე გაყიდვადი წიგნი, რომელთა გარეშე 2019 წელი არც შენ არ უნდა დაასრულო

ყველაზე სანდო მრჩეველი წიგნის არჩევისას, კარგი მკითხველია, რომელიც ნებისმიერ შემხვედრ წიგნს არ ყიდულობს. ის დაკვირვებით არჩევს, ადარებს და აფასებს ლიტერატურას. გაიხსენეთ, თავადაც რამდენი დრო დაგიხარჯავთ წიგნის არჩევაში, რამდენი მაღაზია შემოგივლიათ სასურველის პოვნაში და რამდენჯერ შეგიცვლიათ გადაწყვეტილება.

ამიტომაც, დამერწმუნეთ, მკითხველის რჩეული წიგნები გაცილებით ფასეულია, ვიდრე მაცდური შემოთავაზებები. ამ ბლოგში სწორედ ამ წიგნებზე უნდა გესაუბროთ. 2019 წლის ყველაზე გაყიდვად წიგნებზე, რომლებსაც უემოციოდ, ალბათ, არც თქვენ დაუტოვებიხართ. და თუ ჯერ კიდევ არ გქონიათ მათი წაკითხვის სიამოვნება, ახალ წლამდე დრო ჯერ კიდევ გაქვთ.

ნიკოლოზ ტოტოღაშვილი -" შვიდი მომაკვდინებელი გრძნობა"

ამბავი იან კლაინზეა, უცნაურ მხატვარზე, რომლისთვისაც ყოველი დღე ერთნაირად უიმედოა; ფილოსოფიაც თავისებური აქვს _ ფერების ფილოსოფია; მეგობრებიც ჰყავს, თუმცა მაინც მარტოსულია... და მაინც, ვინ არის ის? ქალაქში მკვლელობების სერია იწყება და დეტექტივები მორგანი და ფორდი ამ საქმეებს იძიებენ. იანი კი პოლიციის განყოფილების მხატვარი გახდება და დახატავს ბოროტმოქმედთა ფოტორობოტებს; თუმცა, რატომღაც, დამნაშავის კვალი ყოველთვის იან კლაინთან მიდის. საინტერესოა, ვინ არის რეალური დამნაშავე _ თავად იანი, სანისადმი მისი სიყვარული თუ შვიდი მომაკვდინებელი გრძნობიდან ერთ-ერთი?

ია კარგარეთელი - "სხვა უდაბნოს საიდუმლო"

ახალგაზრდა, მომხიბვლელი ქართველი მწერალი ქალი ეგვიპტეში მიემგზავრება. უცხო, უჩვეულო და ანდამატივით მიმზიდველი სამყარო მას მოულოდნელობებით ხვდება. მთავარი მოულოდნელობა კი ახოვანი, ვერცხლისფერთვალებიანი ბედუინია, რომელიც ტელეეკრანიდან გადმოსულ აღმოსავლელ გმირს ჰგავს. თამთას მოგზაურობა იქცევა თავბრუდამსხმელი, წარმოუდგენელი მოვლენების დინებად, რომელიც ძირფესვიანად ცვლის მის ცხოვრებას. იდუმალი, ამოუცნობი სილამაზითა და ხიფათით სავსე სამყარო _ უკიდეგანო საჰარა, არაბ ბედუინთა სამფლობელო, სადაც უძველესი კულტურების გზები გადაიკვეთა; ტანჯვა, ცრემლი და ტკივილი; მოულოდნელად, უდაბნოს ქარიშხალივით მომსკდარი გრძნობა და დიდი ბედნიერება _ ამ ყველაფერს ავტორის უშრეტი ფანტაზიის წყალობით ვეზიარებით.

ელიფ შაფაქი - "სიყვარულის 40 წესი"

თანამედროვე ამერიკელი ქალის ერთფეროვან ცხოვრებაში ქარიშხალივით შემოიჭრება ორი საოცარი და საოცნებო სამყარო: სიყვარული და ... აღმოსავლეთი!

"ისინი ერთ ქალაქში არ ცხოვრობდნენ. თქვენ წარმოიდგინეთ, არც ერთ კონტინენტზე. მათ მხოლოდ მანძილი როდი აშორებდათ ... მაგრამ ეს მაინც მოხდა... ელამ გონს მოსვლაც ვერ მოასწრო, რათა ამ ყველაფერს წინ აღსდგომოდა, თუკი... შესაძლებელია, სიყვარულს წინ აღუდგე".

დიახ, სიყვარულის წინაშე ადამიანი უძლურია, ამიტომ შეუძლებელია, მკითხველი არ ააღელვოს ელა რუბინშტეინისა და მწერალ აზიზ ზაჰარას უცნაურმა და რომანტიკულმა ურთიერთობამ.

ყური მიუგდეთ აღმოსავლეთის შექსპირის – ჯალალ-ედ-დინ რუმისა და მისი მზის – შამს თებრიზის მსჯელობას ღმერთზე, სიყვარულზე, სიცოცხლეზე, სიკვდილსა და უკვდავებაზე...

ჯერომ სელინჯერი - "თამაში ჭვავის ყანაში"

ამერიკელი მწერლის, ჯერომ სელინჯერის „თამაში ჭვავის ყანაში“ მსოფლიო კლასი კაა, რომელიც არაერთ ენაზე ითარგმნა და მილიონობით ეგზემპლარი გაიყიდა.

ჰოლდენი თვლის, რომ ის უკვე გადაიჩეხა იმ უფსკრულიდან, რომელიც ჭვავის ყანაში იყო ჩამალული. მაგრამ მას სურს, რომ სხვები მაინც გადაარჩინოს. იდგეს უფსკრულის პირას და უყუროს ბავშვებს, რომლებიც თავისთვის თამაშობენ, ხოლო როცა მათ გადავარდნის საფრთხე დაემუქრებათ, გადაარჩინოს ისინი. სწორედ ჰოლდენის ამ მონოლოგიდან წარმოსდგება ნაწარმოების სათაურიც.

თათული ღვინიანიძე - "აღიარება ხელისგულზე"

რადა მოდებაძეს, ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტს, ბევრი თანატოლის მსგავსად, კომპლექსები და შიშები არ ასვენებს. ის გამუდმებით იბრძვის საკუთარ თავთან და გარესამყაროსთან. მოდებაძეს ვერ ამჩნევენ ან დასცინიან, ამიტომ ბოროტდება და ყურადღებას „ბინძური გზებით“ იქცევს. მთავარ პერსონაჟს გამუდმებით ამცირებს ანდრია მახარაძე, უნივერსიტეტში ყველაზე პოპულარული ბიჭი. რადას ეზიზღება კურსელი და გადაწყვეტს, ჭკუა ასწავლოს. ანდროს საიდუმლოებების გამოსააშკარავებლად, გოგონა კურსელის წარსულში იწყებს ქექვას. სულ მალე ჩვეულებრივი Hate Story ნამდვილ ომში გადაიზრდება... ომში, რომელიც ბრაზით, სიძულვილით, სიყვარულით, ვნებით, ტყუილით, მონატრებით, გაუგებრობებით, ღალატითა და ინტრიგითაა სავსე.

ერიხ მარია რემარკი - "აჩრდილები სამოთხეში"

ჟურნალისტი და მწერალი, მშვენიერი მსახიობი, გენიალური ქირურგი, წარმატებული ბიზნესმენი, წინააღმდეგობის მოძრაობის მონაწილე გმირი და ლეგენდა – ყველანი „ამერიკულ სამოთხეში“ მოხვდნენ, გამოქცეულნი ევროპიდან, სადაც მეორე მსოფლიო ომი მძვინვარებს. ამ, ერთი შეხედვით, კეთილდღეობაში ვერ პოულობენ სულიერ სიმშვიდეს. მათ აერთიანებთ მძიმე ტვირთი: თითოეულმა დაკარგა ოჯახი, მეგობრები, საყვარელი საქმე, დაკარგა სამშობლო... და, მიუხედავად წარმატებისა სიყვარულსა თუ პროფესიაში, აჩრდილებივით არსებობენ ემიგრანტები ახალ სამყაროში, ერთი იმედით – ოდესმე შინ დაბრუნდებიან.

რომანი „აჩრდილები სამოთხეში“ პირველად ითარგმნა ქართულ ენაზე.

ელიფ შაფაქი - "ევას სამი ქალიშვილი"

პერი, შირინი და მონა ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული სამი მეგობარია, სამი მუსლიმი – აღმოსავლეთის შვილი. ოქსფორდის უნივერსიტეტში სწავლობენ, ევროპის ცენტრში. უყვართ, სძულთ, ერთგულებენ, განიცდიან, ბრაზობენ, ღალატობენ – ისეთი ვნებით, როგორიც 19-20 წლის ახალგაზრდებს სჩვევიათ... და ამ ვნებებში ბოლომდე იხარჯებიან, როგორც ნებისმიერი მათ ასაკში. ამ ასაკმა, მათმა გულწრფელობამ და უმანკოებამ თითქოს ყველა შეცდომა უნდა გააქარწყლოს, მაგრამ...

პერი, შირინი და მონა – პირველმშობელი ევას სამი ქალიშვილი, კაცობრიობის მამოძრავებელი სამი ენერგია – ელიფ შაფაქის სულ ახალ რომანში მკითხველს დაუმტკიცებენ, რომ სამყარო ისევ ეჭვზე, ცოდვასა და ღვთისმოსაობაზე დგას, როგორც ევას დროს.

კაზუო იშიგურო - "როცა ობლები ვიყავით"

მეოცე საუკუნის გარიჟრაჟზე შანხაიში დაბადებული ინგლისელი ბიჭუნა, ქრისტოფერ ბენქსი, ცხრა წლის ასაკში ობლდება. მისი მშობლები საეჭვო ვითარებაში უჩინარდებიან. ბიჭს საცხოვრებლად ინგლისში უშვებენ, სადაც იგი ცნობილი დეტექტივი ხდება. ოციოდე წლის შემდეგ ის უბრუნდება ჩინეთ-იაპონიის ომის ქარცეცხლში გახვეულ შანხაის, რათა მშობლების გაუჩინარების საიდუმლო ამოხსნას. ეთნიკური მრავალფეროვნებით განთქმული ჩინური ქალაქის ფერადოვნება და დანისლული ლონდონი; ერების დიდი შეჯახება და კატასტროფის მომლოდინე მსოფლიოს ხვედრზე დაფიქრებული ადამიანები; მახეში მოქცეული კაცის არჩევანი და ვალის მოხდით მოგვრილი კმაყოფილება - იაპონური წარმოშობის ბრიტანელი მწერლის კიდევ ერთ შთამბეჭდავ ნაწარმოებში.

ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი - "ნაზია ღამე"

რომანის მოქმედება გასული საუკუნის 20-იან წლებში ვითარდება. ეს ის პერიოდია, როცა ამერიკა ჯაზის ეპოქას მოუცავს; როცა ამერიკელ ახალგაზრდათა ერთი ნაწილი ევროპაში ეძებს შვებას. ახალი, თავბრუდამხვევი ურთიერთობების ძიებაში კი მთავარს – ადამიანურ ღირებულებებს – ივიწყებენ.

ნიკოლას სპარქსი - "ჩემი საუკეთესო ნაწილი"

ამანდა კოლიერსა და დოუსონ ქოულს ერთმანეთი უსაზღვროდ უყვარდათ. ქალ-ვაჟი სხვადასხვა სამყაროს ეკუთვნოდა და მათი სიყვარული პატარა დაბა ორიენტალის ტრადიციებისთვის ნამდვილი გამოწვევა გახდა. სწორედ ამან დააშორა წყვილი.

და აი, 25 წლის შემდეგ, ამანდა და დოუსონი ორიენტალში ჩავიდნენ, რათა თავიანთი უფროსი მეგობრის, ტაკ ჰოსტეტლერის, დაკრძალვას დასწრებოდნენ. ვერც ერთმა ვერ შეძლო ისეთი ცხოვრების აწყობა, როგორზეც ოცნებობდნენ... პირველი სიყვარულის დავიწყება შეუძლებელი აღმოჩნდა...

და როდესაც ამანდა და დოუსონი ტაკის ანდერძის შესრულებას იწყებენ, ხვდებიან, რომ არც ტაკზე სცოდნიათ რამე, არც საკუთარ თავზე და არც ეს სამყარო ყოფილა ისეთი, როგორიც წარმოედგინათ, რომ ცხოვრებაში არასწორი არჩევანი გაუკეთებიათ. მხოლოდ ერთი რამ დარჩენილა უცვლელი ‒ მათი სიყვარული.

რომელ წიგნებზე ვრცელდება 35%-იანი ფასდაკლება ბიბლუსის მაღაზიათა ქსელში?

5 საჩუქარი, რომლითაც ნებისმიერ ბავშვს გაახარებთ

საქმიანი დღიური - წლის სწორად დაგეგმვის ალტერნატივა