საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს არის ბომბი... არავინ იცის, როდის დაჩირქდება" - პლასტიკური ქირურგი მძიმე შედეგებზე, რასაც E ვიტამინით ტუჩების და მკერდის გადიდება იწვევს
"ეს არის ბომბი... არავინ იცის, როდის დაჩირქდება" - პლასტიკური ქირურგი მძიმე შედეგებზე, რასაც E ვიტამინით ტუჩების და მკერდის გადიდება იწვევს

ახა­ლი ტრენ­დი, რო­მე­ლიც მძი­მე და სა­ვა­ლა­ლო შე­დეგს იწ­ვევს, დიდი ხა­ნია გახ­და პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გე­ბის შეშ­ფო­თე­ბის მი­ზე­ზი.

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ხში­რად ვრცელ­დე­ბა ვი­ზუ­ა­ლუ­რად მძი­მედ სა­ნა­ხა­ვი ფო­ტო­ე­ბი, წარ­მო­უდ­გენ­ლად გა­დი­დე­ბუ­ლი ტუ­ჩე­ბი, შე­შუ­პე­ბუ­ლი სახე, მკერ­დი, რო­მე­ლიც და­სი­ე­ბუ­ლი და არაპ­რო­პორ­ცი­უ­ლად გაზ­რდი­ლია... ამ უმ­ძი­მეს შე­დე­გებს, ერთი შე­ხედ­ვით, უსაფრ­თხო - E ვი­ტა­მი­ნი იწ­ვევს, რომ­ლის შე­ძე­ნაც აფ­თი­აქ­ში ძა­ლი­ან ია­ფად არის შე­საძ­ლე­ბე­ლი.

ზე­თო­ვა­ნი ვი­ტა­მი­ნის მი­ღე­ბა რე­ა­ლუ­რად მხო­ლოდ და­ლე­ვი­თაა და­საშ­ვე­ბი და ისიც ექი­მის და­ნიშ­ნუ­ლე­ბით. მისი კუნთში შეყ­ვა­ნა, თვით­ნე­ბუ­რად, სხვა­დას­ხვა ორ­გა­ნოს გა­დი­დე­ბის მიზ­ნით, სწო­რედ ისეთ სა­ვა­ლა­ლო შე­დე­გებს იწ­ვევს, რო­მელ­საც ფო­ტო­ებ­ზე ხე­დავთ.

პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გი კონ­სტან­ტი­ნე სუ­ლა­მა­ნი­ძე AMBEBI.GE-სთან სა­უბ­რობს, რომ არ გა­უკ­ვირ­დე­ბა თუ მალე აფ­თი­ა­ქებ­ში E ვი­ტა­მინს რე­ცეპ­ტის გა­რე­შე აღარ გა­ყი­დი­ან:

"ჩემ­თან ძა­ლი­ან ხში­რად მო­დი­ან პა­ცი­ენ­ტე­ბი, რომ­ლებ­საც E ვი­ტა­მი­ნის თვით­ნე­ბუ­რად მოხ­მა­რე­ბის შე­დე­გად პრობ­ლე­მე­ბი უჩ­ნდე­ბათ. ასე­თი პა­ცი­ენ­ტე­ბი მყავ­დნენ, ტუ­ჩე­ბის, მკერ­დის, დუნ­დუ­ლე­ბის პრობ­ლე­მე­ბით. ზოგ­ჯერ, თა­ვად არ იცი­ან რა საფრ­თხის მომ­ტა­ნი შე­იძ­ლე­ბა იყოს, მი­დი­ან სა­ლონ­ში და­ქალ­თან ერ­თად, ან რო­მე­ლი­მე მე­გო­ბარ­თან სახ­ლში იკ­რი­ბე­ბი­ან და ისე იკე­თე­ბენ. ეს პრო­ცე­დუ­რა ძა­ლი­ან ია­ფ­ფა­სი­ა­ნი გახ­ლავთ. მისი ნემ­სით გა­კე­თე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა, ეს გახ­ლავთ ვი­ტა­მი­ნი, რო­მე­ლიც უნდა და­ლი­ოთ, მოხ­ვდეს კუჭ­ში და იქ და­ი­შა­ლოს.

მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნი­დან და­ი­წყო ტუ­ჩის და ცხვი­რის კო­რექ­ცია, გა­უ­წო­ვა­დი უცხო სხე­უ­ლე­ბით. თა­ვი­დან და­ი­წყეს პა­რა­ფი­ნით, ვა­ზე­ლი­ნით, E ვი­ტა­მი­ნით, სა­ლო­ნებ­ში აკე­თებ­დნენ ბი­ო­პო­ლი­მერს. ნე­ბის­მი­ე­რი გელი, რო­მე­ლიც არ იწო­ვე­ბა, არის სა­რის­კო. პირ­ველ პე­რი­ოდ­ში შე­დე­გი შე­საძ­ლოა იყოს კარ­გი, მაგ­რამ შემ­დეგ იწყე­ბა ფიბ­რო­ზი­რე­ბა, ამ ე.წ. "ფი­ლე­რის" ირ­გვლივ იქ­მნე­ბა კაფ­სუ­ლა და დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ჩირ­ქდე­ბა.

მე მყავ­და პა­ცი­ენ­ტი, რო­მელ­საც დას­ჭირ­და რამ­დე­ნი­მე ოპე­რა­ცია. მკერ­დზე გა­კე­თე­ბუ­ლი ჰქონ­და ბი­ო­პო­ლი­მე­რი, მკერ­დი­დან გა­და­სუ­ლი იყო მუ­ცელ­ზე და დუნ­დუ­ლებ­ში, ასე­ვე ტუ­ჩებ­ში შეყ­ვა­ნი­ლი E ვი­ტა­მი­ნი შე­იძ­ლე­ბა გა­და­ვი­დეს ნი­კაპ­ში.

- რას ამ­ბო­ბენ ეს პა­ცი­ენ­ტე­ბი, რა­ტომ გა­ი­კე­თეს?

- ის­ტო­რია ერთი და იგი­ვეა - მე­გო­ბარ­მა წა­მიყ­ვა­ნა კოს­მე­ტი­კურ სა­ლონ­ში ან სა­დღაც სახ­ლში გა­ი­კე­თა, მო­მე­წო­ნა და მერე მეც გა­ვი­კე­თე. ამის შემ­დეგ შე­უძ­ლე­ბე­ლია მხო­ლოდ ამ გე­ლის ამო­ღე­ბა, უნდა მო­იკ­ვე­თოს სხვა ქსო­ვი­ლე­ბიც და ტარ­დე­ბა ოპე­რა­ცია, რა დრო­საც ტუ­ჩის ქსო­ვი­ლებ­თან ერ­თად ვი­ღებთ და­ნეკ­რო­ზე­ბულ E ვი­ტა­მინს.

გა­უ­წო­ვა­დი ფი­ლე­რის ტუ­ჩი­დან ამო­ღე­ბა 1000-2000 ლა­რამ­დე ღირს და ეს პა­ცი­ენ­ტის­თვის ცალ­კე შო­კია ხოლ­მე.

- თუ არ ამო­ი­ღეს კაფ­სუ­ლა, ერ­თის მხრივ რომ ვი­ზუ­ა­ლუ­რად მძი­მე სა­ნა­ხა­ვია, მაგ­რამ ორ­გა­ნიზ­მში რა მოხ­დე­ბა?

- ეს არის ბომ­ბი, არა­ვინ იცის, რო­დის და­ჩირ­ქდე­ბა. შე­იძ­ლე­ბა 20 წელი გა­ვი­დეს და ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იყოს და შემ­დეგ უბ­რა­ლო "პრი­ში­კი­დან" ინ­ფექ­ცია გა­და­ვი­დეს კაფ­სუ­ლა­ზე და და­ჩიქ­რდეს. ასე­თი პა­ცი­ენ­ტის მი­ღე­ბა კი პლას­ტი­კურ ქი­რურგს აღარ შე­უძ­ლია და ზო­გად ქი­რურგთან უნდა წა­ვი­დეს, რო­მე­ლიც უფრო მეტ სხე­უ­ლებს ჭრის გარ­შე­მო, რის შემ­დე­გაც რჩე­ბა დე­ფექ­ტე­ბი.

- E ვი­ტა­მი­ნის მოხ­მა­რე­ბამ გარ­და ნეკ­რო­ზე­ბი­სა, შე­იძ­ლე­ბა ასე­ვე გა­მო­იწ­ვი­ოს ალერ­გია?

- რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან დიდი პრო­ვო­კა­ტო­რია ალერ­გი­ის. მხო­ლოდ კან­ში შეყ­ვა­ნა დიდი საფრ­თხეა ალერ­გი­ი­სა და ანა­ფი­ლაქ­სი­უ­რი შო­კის გან­ვი­თა­რე­ბის. თან თუ პრო­ცე­დუ­რა კეთ­დე­ბა სახ­ლში ან სა­ლონ­ში, შე­იძ­ლე­ბა ვერც გა­და­არ­ჩი­ნონ...

მე მყავ­და პა­ცი­ენ­ტი, რო­მელ­საც ტუჩ­ში ჰქონ­და შეყ­ვა­ნი­ლი E ვი­ტა­მი­ნი და წლე­ბი ისევ იმა­ტებ­და. ასეთ პა­ცი­ენტს ვერ გა­უ­კე­თებ შემ­დეგ კარგ ფი­ლერს, რად­გან ნე­ბის­მი­ე­რი ჩხვლე­ტა და­უშ­ვე­ბე­ლია. ამ დროს ერ­თა­დერ­თი გა­მო­სა­ვა­ლია ოპე­რა­ცი­უ­ლი ჩა­რე­ვა, მაგ­რამ შე­საძ­ლოა გარ­თულ­დეს რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია და ტუჩს ვერ და­უბ­რუ­ნო პირ­ვან­დე­ლი სახე.

- სა­ლო­ნებ­ში ინი­ექ­ცი­უ­რი პრო­ცე­დუ­რე­ბის გა­კე­თე­ბა რამ­დე­ნად და­საშ­ვე­ბია?

- სამ­წუ­ხა­როდ, ეს კეთ­დე­ბა და აბ­სო­ლუ­ტუ­რად და­უშ­ვე­ბე­ლია. სა­ლონ­ში ექი­მი არა­სო­დეს იმუ­შა­ვებს, იქ მუ­შა­ო­ბენ კოს­მე­ტო­ლო­გე­ბი, რომ­ლებ­საც რა­ღაც კურ­სე­ბი აქვთ გავ­ლი­ლი, იცი­ან სა­ხე­ზე წერ­ტი­ლე­ბი, მაგ­რამ არ იცი­ან ანა­ტო­მია და ფი­ზი­ო­ლო­გია. ტუ­ჩებ­ზე იმ­დე­ნი სის­ხლძარ­ღვია, რომ უცხო სხე­უ­ლის ერთი მოხ­ვედ­რა, მა­შინ­ვე ნეკ­როზს გა­მო­იწ­ვევს. თუ ძა­ლი­ან არ გა­უ­მარ­თლა და მოხ­ვდა არ­ტე­რი­ა­ში, შე­საძ­ლოა, დაბრმავ­დეს პა­ცი­ენ­ტი.

სა­ბედ­ნი­ე­როდ, ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ყო­ფი­ლა, მაგ­რამ მსოფ­ლი­ო­ში ძა­ლი­ან ბევ­რია. რა თქმა უნდა, ამას ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო უნდა აკონ­ტრო­ლებ­დეს, მაგ­რამ კონ­ტრო­ლი არ ხდე­ბა. რთუ­ლია გა­ა­კონ­ტრო­ლო სახ­ლში ვინ რას აკე­თებს. პა­ცი­ენ­ტე­ბის­გან ვიცი სა­ლო­ნე­ბი, მაგ­რამ ვე­რა­ფერს და­უმ­ტკი­ცებ. არ არ­სე­ბობს ჩეკი, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, მი­ვი­და ქალი თა­ვის ნე­ბით და გა­ი­კე­თა პრო­ცე­დუ­რა.

ასე­თი პა­ცი­ენ­ტე­ბი შემ­დეგ სა­ხის დე­ფორ­მა­ცი­ე­ბით რჩე­ბი­ან და ვე­რა­ვინ უშ­ვე­ლით, ქი­რურ­გის გარ­და.

- ძი­რი­თა­დად, რა ასა­კის არი­ან E ვი­ტა­მი­ნის შე­დე­გად და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბი?

- ყვე­ლა პა­ცი­ენ­ტი, რომ­ლებ­მაც ასე­თი პრობ­ლე­მით მომ­მარ­თეს, 16-18 წლი­სე­ბი იყ­ვნენ. მე არ მახ­სოვს ამ პრობ­ლე­მით პა­ცი­ენ­ტი 25 წლის ზე­მოთ, რად­გან დიდ ასაკ­ში ნაკ­ლე­ბად უჯე­რე­ბენ ასეთ რა­ღა­ცებს. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მძი­მე სი­ტუ­ა­ცი­აა აზერ­ბა­ი­ჯან­ში. საქ­მე იმა­შია, რომ ზოგ­ჯერ ასე­თი პა­ცი­ენ­ტი ვე­რა­ვის უმ­ხელს ამის შე­სა­ხებ, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად თუ მკერ­დი გა­ი­დი­და და E ვი­ტა­მი­ნის გარ­შე­მო წარ­მოქ­მნი­ლი კაფ­სუ­ლა ჩირ­ქდე­ბა და პა­ცი­ენ­ტი მკერდს, დუნ­დუ­ლას ან ტუ­ჩებს კარ­გავს.

- ცხვი­რის ფი­ლერ­ზე გკი­თხავთ, რამ­დე­ნად უსაფრ­თხოა?

- ძა­ლი­ან კარ­გი შე­დე­გე­ბია, მეც ვა­კე­თებ გამ­წოვ ფი­ლე­რებს ცხვი­რის მი­და­მო­ში. ამას იკე­თებს პა­ცი­ენ­ტე­ბის ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც არა­სო­დეს გა­ი­კე­თებს რი­ნოპ­ლას­ტი­კას, ფი­ნან­სე­ბის ან ში­შის გამო.

ცხვი­რი ყვე­ლა­ზე სა­რის­კო მი­და­მოა, აუ­ცი­ლე­ბე­ლია ექიმ­მა და­იც­ვას უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბი. ბა­ნა­ლურ ან­ტი­სეპ­ტი­კა­ზე რომ არა­ფე­რი ვთქვათ, არ შე­იძ­ლე­ბა სა­ლონ­ში ჩა­ტარ­დეს და ექიმ­მა გა­მო­ი­ყე­ნოს ნემ­სი. ამის­თვის არ­სე­ბობს სპე­ცი­ა­ლუ­რი ბლაგ­ვი კავი, რო­მე­ლიც სის­ხლძარ­ღვებს არ აზი­ა­ნებს.

ცხვირ­ზე არის არ­ტე­რია, რო­მე­ლიც თვა­ლის­კენ მი­დის და იქ თუ მოხ­ვდა ფი­ლე­რი, დაბრმა­ვე­ბის შან­სი ძა­ლი­ან დი­დია. მთელ მსოფ­ლი­ო­ში რე­კო­მენ­დი­რე­ბუ­ლია რომ 0.5 მი­ლი­ლიტრზე მეტი ფი­ლე­რის შეყ­ვა­ნა ცხვირ­ში არ შე­იძ­ლე­ბა. ყვე­ლა პა­ცი­ენტს მო­ვუ­წო­დებ, რომ ნე­ბის­მი­ე­რი პრო­ცე­დუ­რის გა­კე­თე­ბამ­დე ჰკი­თხოს ექიმს რას იკე­თებს, მო­ი­ძი­ოს, გა­ი­წო­ვე­ბა თუ არა პრე­პა­რა­ტი.

- ბი­შექ­ტო­მი­ა­ზე რას გვე­ტყვით, რო­მე­ლიც ბოლო დროს ძა­ლი­ან მო­დუ­რია?

- ბი­შეს ბურ­თუ­ლე­ბი მდე­ბა­რე­ობს ლო­ყის ქვე­მოთ, ტუჩ­თან ახ­ლოს. ეს არის ცალ­კე ცხი­მი, რომ­ლის ამო­ღე­ბაც პი­რის ღრუ­დან ხდე­ბა. მარ­ტი­ვი ოპე­რა­ცი­აა, და შე­დე­გად პა­ცი­ენ­ტი იღებს ჩა­ვარ­დნილ ლო­ყებს, თხელ სა­ხეს. პრო­ცე­დუ­რა 25 წლის წინ მო­ი­გო­ნეს, მაგ­რამ "ინ­სტაგ­რა­მის" სა­ხე­ებ­მა გა­ხა­დეს პო­პუ­ლა­რუ­ლი.

დღეს ყვე­ლას უნდა "კურ­ნო­სა" ცხვი­რი, დიდი ტუ­ჩე­ბი, მა­ღა­ლი წარ­ბე­ბი, ჩა­ვარ­დნი­ლი ლო­ყე­ბი და გრძე­ლი ნი­კა­პი. ბი­შექ­ტო­მი­ის გა­კე­თე­ბა ყვე­ლას­თვის არ შე­იძ­ლე­ბა, რად­გან იწ­ვევს ად­რი­ან და­ბე­რე­ბას. ქსო­ვი­ლე­ბი უფრო სწრა­ფად ჩა­მო­დის ქვე­მოთ და მალე ნა­ოჭ­დე­ბა კანი. არ შე­იძ­ლე­ბა მსუ­ქან სა­ხე­ზე ამის გა­კე­თე­ბა, მხო­ლოდ თხელ სა­ხეს უხ­დე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნანა
8

ჰოდა ღირსები არიან, იარონ ეხლა უფორმოდ დაბუშტული ტუჩებით. თუ ადამიანი ოდნავ მაინც აზროვნებს უცხო სხეულს თუნდაც უსაფრთხოების მაღალი გარანტიის მქონეს სხეულში თავისი ნებით არ უნდა უშვებდეს! გარეგნობას კი არა ტვინებს მიხედეთ და მეტად იფიქრეთ! 

ედიკა
8

დაჯერდით იმას რაც ბუნებამ გიბოძათ და ყველაფერი იქნება კარგად ღმერთის შეწევნით.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

"ეს არის ბომბი... არავინ იცის, როდის დაჩირქდება" - პლასტიკური ქირურგი მძიმე შედეგებზე, რასაც E ვიტამინით ტუჩების და მკერდის გადიდება იწვევს

"ეს არის ბომბი... არავინ იცის, როდის დაჩირქდება" - პლასტიკური ქირურგი მძიმე შედეგებზე, რასაც E ვიტამინით ტუჩების და მკერდის გადიდება იწვევს

ახალი ტრენდი, რომელიც მძიმე და სავალალო შედეგს იწვევს, დიდი ხანია გახდა პლასტიკური ქირურგების შეშფოთების მიზეზი.

სოციალურ ქსელში ხშირად ვრცელდება ვიზუალურად მძიმედ სანახავი ფოტოები, წარმოუდგენლად გადიდებული ტუჩები, შეშუპებული სახე, მკერდი, რომელიც დასიებული და არაპროპორციულად გაზრდილია... ამ უმძიმეს შედეგებს, ერთი შეხედვით, უსაფრთხო - E ვიტამინი იწვევს, რომლის შეძენაც აფთიაქში ძალიან იაფად არის შესაძლებელი.

ზეთოვანი ვიტამინის მიღება რეალურად მხოლოდ დალევითაა დასაშვები და ისიც ექიმის დანიშნულებით. მისი კუნთში შეყვანა, თვითნებურად, სხვადასხვა ორგანოს გადიდების მიზნით, სწორედ ისეთ სავალალო შედეგებს იწვევს, რომელსაც ფოტოებზე ხედავთ.

პლასტიკური ქირურგი კონსტანტინე სულამანიძე AMBEBI.GE-სთან საუბრობს, რომ არ გაუკვირდება თუ მალე აფთიაქებში E ვიტამინს რეცეპტის გარეშე აღარ გაყიდიან:

"ჩემთან ძალიან ხშირად მოდიან პაციენტები, რომლებსაც E ვიტამინის თვითნებურად მოხმარების შედეგად პრობლემები უჩნდებათ. ასეთი პაციენტები მყავდნენ, ტუჩების, მკერდის, დუნდულების პრობლემებით. ზოგჯერ, თავად არ იციან რა საფრთხის მომტანი შეიძლება იყოს, მიდიან სალონში დაქალთან ერთად, ან რომელიმე მეგობართან სახლში იკრიბებიან და ისე იკეთებენ. ეს პროცედურა ძალიან იაფფასიანი გახლავთ. მისი ნემსით გაკეთება არ შეიძლება, ეს გახლავთ ვიტამინი, რომელიც უნდა დალიოთ, მოხვდეს კუჭში და იქ დაიშალოს.

მეოცე საუკუნიდან დაიწყო ტუჩის და ცხვირის კორექცია, გაუწოვადი უცხო სხეულებით. თავიდან დაიწყეს პარაფინით, ვაზელინით, E ვიტამინით, სალონებში აკეთებდნენ ბიოპოლიმერს. ნებისმიერი გელი, რომელიც არ იწოვება, არის სარისკო. პირველ პერიოდში შედეგი შესაძლოა იყოს კარგი, მაგრამ შემდეგ იწყება ფიბროზირება, ამ ე.წ. "ფილერის" ირგვლივ იქმნება კაფსულა და დროთა განმავლობაში ჩირქდება.

მე მყავდა პაციენტი, რომელსაც დასჭირდა რამდენიმე ოპერაცია. მკერდზე გაკეთებული ჰქონდა ბიოპოლიმერი, მკერდიდან გადასული იყო მუცელზე და დუნდულებში, ასევე ტუჩებში შეყვანილი E ვიტამინი შეიძლება გადავიდეს ნიკაპში.

- რას ამბობენ ეს პაციენტები, რატომ გაიკეთეს?

- ისტორია ერთი და იგივეა - მეგობარმა წამიყვანა კოსმეტიკურ სალონში ან სადღაც სახლში გაიკეთა, მომეწონა და მერე მეც გავიკეთე. ამის შემდეგ შეუძლებელია მხოლოდ ამ გელის ამოღება, უნდა მოიკვეთოს სხვა ქსოვილებიც და ტარდება ოპერაცია, რა დროსაც ტუჩის ქსოვილებთან ერთად ვიღებთ დანეკროზებულ E ვიტამინს.

გაუწოვადი ფილერის ტუჩიდან ამოღება 1000-2000 ლარამდე ღირს და ეს პაციენტისთვის ცალკე შოკია ხოლმე.

- თუ არ ამოიღეს კაფსულა, ერთის მხრივ რომ ვიზუალურად მძიმე სანახავია, მაგრამ ორგანიზმში რა მოხდება?

- ეს არის ბომბი, არავინ იცის, როდის დაჩირქდება. შეიძლება 20 წელი გავიდეს და ყველაფერი კარგად იყოს და შემდეგ უბრალო "პრიშიკიდან" ინფექცია გადავიდეს კაფსულაზე და დაჩიქრდეს. ასეთი პაციენტის მიღება კი პლასტიკურ ქირურგს აღარ შეუძლია და ზოგად ქირურგთან უნდა წავიდეს, რომელიც უფრო მეტ სხეულებს ჭრის გარშემო, რის შემდეგაც რჩება დეფექტები.

- E ვიტამინის მოხმარებამ გარდა ნეკროზებისა, შეიძლება ასევე გამოიწვიოს ალერგია?

- რა თქმა უნდა, ძალიან დიდი პროვოკატორია ალერგიის. მხოლოდ კანში შეყვანა დიდი საფრთხეა ალერგიისა და ანაფილაქსიური შოკის განვითარების. თან თუ პროცედურა კეთდება სახლში ან სალონში, შეიძლება ვერც გადაარჩინონ...

მე მყავდა პაციენტი, რომელსაც ტუჩში ჰქონდა შეყვანილი E ვიტამინი და წლები ისევ იმატებდა. ასეთ პაციენტს ვერ გაუკეთებ შემდეგ კარგ ფილერს, რადგან ნებისმიერი ჩხვლეტა დაუშვებელია. ამ დროს ერთადერთი გამოსავალია ოპერაციული ჩარევა, მაგრამ შესაძლოა გართულდეს რეაბილიტაცია და ტუჩს ვერ დაუბრუნო პირვანდელი სახე.

- სალონებში ინიექციური პროცედურების გაკეთება რამდენად დასაშვებია?

- სამწუხაროდ, ეს კეთდება და აბსოლუტურად დაუშვებელია. სალონში ექიმი არასოდეს იმუშავებს, იქ მუშაობენ კოსმეტოლოგები, რომლებსაც რაღაც კურსები აქვთ გავლილი, იციან სახეზე წერტილები, მაგრამ არ იციან ანატომია და ფიზიოლოგია. ტუჩებზე იმდენი სისხლძარღვია, რომ უცხო სხეულის ერთი მოხვედრა, მაშინვე ნეკროზს გამოიწვევს. თუ ძალიან არ გაუმართლა და მოხვდა არტერიაში, შესაძლოა, დაბრმავდეს პაციენტი.

საბედნიეროდ, ასეთი შემთხვევები საქართველოში არ ყოფილა, მაგრამ მსოფლიოში ძალიან ბევრია. რა თქმა უნდა, ამას ჯანდაცვის სამინისტრო უნდა აკონტროლებდეს, მაგრამ კონტროლი არ ხდება. რთულია გააკონტროლო სახლში ვინ რას აკეთებს. პაციენტებისგან ვიცი სალონები, მაგრამ ვერაფერს დაუმტკიცებ. არ არსებობს ჩეკი, ხელშეკრულება, მივიდა ქალი თავის ნებით და გაიკეთა პროცედურა.

ასეთი პაციენტები შემდეგ სახის დეფორმაციებით რჩებიან და ვერავინ უშველით, ქირურგის გარდა.

- ძირითადად, რა ასაკის არიან E ვიტამინის შედეგად დაზარალებული პაციენტები?

- ყველა პაციენტი, რომლებმაც ასეთი პრობლემით მომმართეს, 16-18 წლისები იყვნენ. მე არ მახსოვს ამ პრობლემით პაციენტი 25 წლის ზემოთ, რადგან დიდ ასაკში ნაკლებად უჯერებენ ასეთ რაღაცებს. განსაკუთრებულად მძიმე სიტუაციაა აზერბაიჯანში. საქმე იმაშია, რომ ზოგჯერ ასეთი პაციენტი ვერავის უმხელს ამის შესახებ, განსაკუთრებულად თუ მკერდი გაიდიდა და E ვიტამინის გარშემო წარმოქმნილი კაფსულა ჩირქდება და პაციენტი მკერდს, დუნდულას ან ტუჩებს კარგავს.

- ცხვირის ფილერზე გკითხავთ, რამდენად უსაფრთხოა?

- ძალიან კარგი შედეგებია, მეც ვაკეთებ გამწოვ ფილერებს ცხვირის მიდამოში. ამას იკეთებს პაციენტების ჯგუფი, რომელიც არასოდეს გაიკეთებს რინოპლასტიკას, ფინანსების ან შიშის გამო.

ცხვირი ყველაზე სარისკო მიდამოა, აუცილებელია ექიმმა დაიცვას უსაფრთხოების წესები. ბანალურ ანტისეპტიკაზე რომ არაფერი ვთქვათ, არ შეიძლება სალონში ჩატარდეს და ექიმმა გამოიყენოს ნემსი. ამისთვის არსებობს სპეციალური ბლაგვი კავი, რომელიც სისხლძარღვებს არ აზიანებს.

ცხვირზე არის არტერია, რომელიც თვალისკენ მიდის და იქ თუ მოხვდა ფილერი, დაბრმავების შანსი ძალიან დიდია. მთელ მსოფლიოში რეკომენდირებულია რომ 0.5 მილილიტრზე მეტი ფილერის შეყვანა ცხვირში არ შეიძლება. ყველა პაციენტს მოვუწოდებ, რომ ნებისმიერი პროცედურის გაკეთებამდე ჰკითხოს ექიმს რას იკეთებს, მოიძიოს, გაიწოვება თუ არა პრეპარატი.

- ბიშექტომიაზე რას გვეტყვით, რომელიც ბოლო დროს ძალიან მოდურია?

- ბიშეს ბურთულები მდებარეობს ლოყის ქვემოთ, ტუჩთან ახლოს. ეს არის ცალკე ცხიმი, რომლის ამოღებაც პირის ღრუდან ხდება. მარტივი ოპერაციაა, და შედეგად პაციენტი იღებს ჩავარდნილ ლოყებს, თხელ სახეს. პროცედურა 25 წლის წინ მოიგონეს, მაგრამ "ინსტაგრამის" სახეებმა გახადეს პოპულარული.

დღეს ყველას უნდა "კურნოსა" ცხვირი, დიდი ტუჩები, მაღალი წარბები, ჩავარდნილი ლოყები და გრძელი ნიკაპი. ბიშექტომიის გაკეთება ყველასთვის არ შეიძლება, რადგან იწვევს ადრიან დაბერებას. ქსოვილები უფრო სწრაფად ჩამოდის ქვემოთ და მალე ნაოჭდება კანი. არ შეიძლება მსუქან სახეზე ამის გაკეთება, მხოლოდ თხელ სახეს უხდება.