საზოგადოება
პოლიტიკა

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ინტერვიუ "პრემია იკას" პარტნიორის - "საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის" თავ­მჯდო­მა­რე გიგა კო­ბა­ლა­ძესთან
ინტერვიუ "პრემია იკას" პარტნიორის - "საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის" თავ­მჯდო­მა­რე გიგა კო­ბა­ლა­ძესთან

"პრე­მია იკა" 2018 წელს და­არ­სდა და მისი მი­ზა­ნია კულ­ტუ­რის დარ­გში მოღ­ვა­წე ახალ­გაზ­რდა არ­ტის­ტე­ბის­თვის მო­ტი­ვა­ცი­ის ამაღ­ლე­ბა და მათ მი­მართ მხარ­და­ჭე­რის გა­მო­ხატ­ვა. პრე­მია “იკა“ არ არის შე­ჯიბ­რე­ბი­თო­ბა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი პრე­მია, მისი მი­სი­აა თა­ვად აღ­მო­ა­ჩი­ნოს ახალ­გაზ­რდა შე­მოქ­მე­დი ადა­მი­ა­ნე­ბი და თა­ვად შე­უ­წყოს მათ ხელი შემ­დგომ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში.

გთა­ვა­ზობთ ინ­ტერ­ვი­უს "პრე­მია იკას" პარტნი­ო­რის - "სა­ქარ­თვე­ლოს სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბა­თა ასო­ცი­ა­ცი­ის" თავ­მჯდო­მა­რე გიგა კო­ბა­ლა­ძეს­თან:

"ჩვე­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცია, სა­ავ­ტო­რო და მო­მიჯ­ნა­ვე უფ­ლე­ბით და­ცუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის­თვის გას­ცემს ნე­ბარ­თვებს, აგ­რო­ვებს ჰო­ნო­რარს და შემ­დეგ ანა­წი­ლებს მას უფ­ლე­ბის მფლო­ბე­ლებ­ზე. ჩვე­ნი ტი­პის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი არ­სე­ბობს მსოფ­ლი­ოს თით­ქმის ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში.

ჩვენ ყვე­ლას ერ­თმა­ნე­თის­თვის გა­და­ცე­მუ­ლი გვაქვს უფ­ლე­ბა და ნა­კის­რი გვაქვს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, რომ სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნე­ბის ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე შე­ვაგ­რო­ვოთ და გა­ვუ­ნა­წი­ლოთ ერ­თმა­ნეთს კუთ­ვნი­ლი ჰო­ნო­რა­რი. სწო­რედ ამა­ში მდგო­მა­რე­ობს კო­ლექ­ტი­უ­რი მარ­თვის არსი. ამ გზით ხდე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში არა მარ­ტო ქარ­თვე­ლი, არა­მედ მთე­ლი მსოფ­ლი­ოს არ­ტის­ტე­ბის კუთ­ვნი­ლი ჰო­ნო­რა­რის შეგ­რო­ვე­ბა და იმ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის­თვის გა­დახ­და, რომ­ლე­ბიც ამ არ­ტის­ტებს წარ­მო­ად­გე­ნენ, და პი­რი­ქით, ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მიერ მთელ მსოფ­ლი­ო­ში გროვ­დე­ბა ქარ­თვე­ლი ხე­ლო­ვა­ნე­ბის კუთ­ვნი­ლი ჰო­ნო­რა­რი და იგ­ზავ­ნე­ბა ჩვენს ორ­გა­ნი­ზი­ა­ში.

ეს არის მე­ქა­ნიზ­მი, რომ­ლი­თაც სარ­გებ­ლობს მთე­ლი მსოფ­ლიო უკვე სა­უ­კუ­ნე­ზე მე­ტია და სა­ქარ­თვე­ლოც ამ სის­ტე­მის ნა­წი­ლია. ჩვენს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას გა­ფორ­მე­ბუ­ლი აქვს ასე­თი 250-ზე მეტი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის ჩვე­ნი ტი­პის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან.

- რო­გორ და­ი­წყო თქვე­ნი და პრე­მია იკას თა­ნამ­შრომ­ლო­ბა?

- ჩვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მი­მარ­თუ­ლე­ბა სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბის სფე­რო­ში სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ცნო­ბი­ე­რე­ბის ამ­ღლე­ბაა, რად­გან ეს პირ­და­პირ არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კო­ლექ­ტი­უ­რი მარ­თვის და ზო­გა­დად ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბის სფე­როს გან­ვი­თა­რე­ბას­თან. გარ­და იმი­სა, რომ პრე­მია იკას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით სა­შუ­ა­ლე­ბა გვეძ­ლე­ვა მხა­რი და­ვუ­ჭი­როთ არ­ტის­ტებს ჩვე­ნი შე­საძ­ლებ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში, ეს ასე­ვე ძა­ლი­ან კარ­გი სა­შუ­ა­ლე­ბაა სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბის კუ­თხით ცნო­ბი­ე­რე­ბის გაზ­რდის თვალ­საზ­რი­სით. აქვე მინ­და დიდი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო პრე­მია იკას მეს­ვე­უ­რებს, რო­გორც ასე­თი წა­მო­წყე­ბის­თვის, ასე­ვე შე­მო­თა­ვა­ზე­ბის­თვის, რომ ჩვე­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცია ყო­ფი­ლი­ყო ჩარ­თუ­ლი ამ პრო­ექ­ტში და რაც მთა­ვა­რია სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბის მი­მართ მათი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის­თვის, რაც ჩვენ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად გვა­ხა­რებს.

- რო­გორც ვი­ცით პრე­მია იკას გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბის პრო­ფე­სი­ულ ზრდა­სა და გან­ვი­თა­რე­ბა­ში გარ­კვე­ულ როლს ას­რუ­ლებთ, გვი­ამ­ბეთ 2018 წელს თქვენს მიერ და­წე­სე­ბუ­ლი სა­ჩუქ­რის შე­სა­ხებ.

- ჩვე­ნი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ერ­თგვა­რად სა­ავ­ტო­რო ნა­მუ­შევ­რის შექ­მნას გუ­ლის­ხმობს. უფრო კონ­კრე­ტუ­ლად კი, პრე­მია იკას გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი ჩვე­ნი მხარ­და­ჭე­რით ერ­თობ­ლი­ვად შექ­მნი­ან პრო­დუქტს და ამ პრო­დუქ­ტის ძი­რი­თა­დი მი­ზა­ნი სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბის და მისი დაც­ვის აუ­ცი­ლებ­ლო­ბის ხაზ­გას­მა იქ­ნე­ბა. ამ პრო­დუქტს ჩვენ გა­მო­ვი­ყე­ნებთ მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სხვა­დას­ხვა ფორ­მით და სხვდას­ხვა აქ­ტი­ვო­ბის დროს. ეს ყვე­ლა­ფე­რი, ერთი მხრივ და­ეხ­მა­რე­ბა გა­მარ­ჯვე­ბუ­ლებს თვით­რე­ა­ლი­ზა­ცი­ა­ში და მის­ცემს მათ და­მა­ტე­ბით სტი­მულს, ხოლო მე­ო­რე მხრივ, ხელს შე­უ­წყობს სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბას. გარ­და ამი­სა, გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბის რო­გორც ეს ნა­მუ­შე­ვა­რი, ასე­ვე მთლი­ა­ნად მათი სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბი ჩვენს მიერ იქ­ნე­ბა რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლი.

- რა­ტომ გა­და­წყვი­ტეთ ასე­თი სა­ჩუქ­რის და­წე­სე­ბა და რო­გორ ფიქ­რობთ რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ახალ­გაზ­რდა დამ­წყე­ბი არ­ტის­ტის­თვის ასე­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მი­ცე­მა?

- რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნე, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბას სა­სი­ცო­ცხლო მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბის სფე­როს გან­ვი­თა­რე­ბის­თვის. პრე­მია იკა გვაძ­ლევს შე­საძ­ლებ­ლო­ბას კი­დევ ერთხელ შე­ვახ­სე­ნოთ სა­ზო­გა­დო­ე­ბას სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბის შე­სა­ხებ და თან ეს გა­ვა­კე­თოთ კონ­კრე­ტუ­ლი ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნე­ბის წა­ხა­ლი­სე­ბი­თა და მათი მხარ­და­ჭე­რით. ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რია, რად­გან ხე­ლო­ვა­ნე­ბის მიერ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი გა­ცი­ლე­ბით ეფექ­ტი­ა­ნია და ად­ვი­ლად აღ­წევს მი­ზანს.

- პრე­მია იკას კონ­ცეფ­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ის სრუ­ლი­ად განხსხვა­ვე­ბუ­ლია სხვა არ­სე­ბუ­ლი პრე­მი­ე­ბი­სა­გან, რო­გორ­ფიქ­რობთ არის პრე­მია იკა „ახა­ლი სი­ტყვა“ ქარ­თულ შე­მოქ­მე­დე­ბით ინ­დუსტრი­ა­ში?

- მთა­ვა­რი რა­საც მინ­და ხაზი გა­ვუს­ვა არის ის, რომ პრე­მია იკას მეშ­ვე­ო­ბით ყვე­ლას თა­ნაბ­რად აქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა წარ­სდგეს სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე, და­ფიქ­სირ­დეს რო­გორც არ­ტის­ტი და ხე­ლახ­ლა აღ­მო­ა­ჩი­ნოს სა­კუ­თა­რი თავი. თვით­რე­ა­ლი­ზა­ცი­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბის ქონა ყვე­ლა­ზე დიდი სა­ჩუ­ქა­რი მგო­ნია არ­ტის­ტის­თვის და პრე­მია იკას მთა­ვარ ღირ­სე­ბა­დაც სწო­რედ ასე­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბის შექ­მნა მი­მაჩ­ნია. სწო­რედ ასეთ ვი­თა­რე­ბა­ში იქ­მნე­ბა ნამ­დვი­ლი ხე­ლოვ­ნე­ბა, რო­მე­ლიც დაც­ლი­ლია კო­ნი­უნ­ქტუ­რის­გან და პა­სუ­ხობს თა­ნა­მედ­რო­ვე რე­ა­ლო­ბას.

- რო­გორ ფიქ­რობთ რას ნიშ­ნავს/ რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია დღე­ვან­დელ რე­ა­ლო­ბა­ში,ახალ­გაზ­რდა­შე­მოქ­მე­დი­არ­ტის­ტის­თვის,გახ­დესპრე­მია იკას გა­მარჯ ვებუ ლი?

- ის რომ პრე­მია იკა არ არის ტი­პუ­რი კონ­კურ­სი, გა­ცი­ლე­ბით სა­ინ­ტე­რე­სოს ხდის მას, რო­გორც კონ­კრე­ტუ­ლი არ­ტის­ტე­ბის­თვის, ასე­ვე შე­დე­გობ­რი­ვი თვალ­საზ­რი­სი­თაც. შე­მოქ­მე­დე­ბი­თი თა­ვი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში შექ­მნი­ლი სა­ავ­ტო­რო ნა­მუ­შევ­რე­ბი თვით­გან­ვი­თა­რე­ბის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა და ასე­თი ნა­მუ­შევ­რე­ბის გავ­ლე­ნაც გა­ცი­ლე­ბით დი­დია, რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცალ­კე­ულ წევ­რებ­ზე, ასე­ვე მთლი­ა­ნად კულ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე.

- რო­გორც პრე­მია იკას სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო ჯგუფ­მა გა­ნა­ცხა­და ისი­ნი ყო­ველ­წლი­უ­რად შეც­ვლი­ან ნო­მი­ნა­ცი­ებს, თქვე­ნი აზ­რით, რა მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბა მათი ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და რო­მე­ლი ნო­მი­ნა­ცი­აა წელს თქვენ­თვის ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო? ( პოს­ტე­რი, მუ­სი­კა, სა­ერ­თა­შო­რი­სო აღ­მო­ჩე­ნა, ika impact, კედ­ლის მხატ­ვრო­ბა)

- ამ მსურს რო­მე­ლი­მე გა­მოვ­ყო, ვფიქ­რობ, რომ ყვე­ლა ნო­მი­ნა­ცია თა­ნაბ­რად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით საკ­მა­ოდ ნი­ჭი­ე­რი არ­ტის­ტე­ბი იღე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას და მათი ნა­მუ­შევ­რე­ბი სა­ინ­ტე­რე­სოა არა­მარ­ტო ქარ­თუ­ლი რე­ა­ლო­ბის­თვის, არა­მედ თა­მა­მად შე­იძ­ლე­ბა მათი წარ­დგე­ნა მსოფ­ლიო მას­შტა­ბი­თაც.

- რო­გორ ხე­დავთ პრე­მი­ის მო­მა­ვალს და თქვენს, რო­გორც სპონ­სო­რის თა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მის მო­მა­ვალ­ში?

- ვი­სურ­ვებ­დი, რომ შე­მარ­თე­ბა, რომ­ლი­თაც ეს პრო­ექ­ტი და­ი­წყო, არ შე­ნელ­დეს და პრო­ექტს კი­დევ უფრო მეტი მხარ­დამ­ჭე­რი გა­მო­უჩ­ნდეს, რად­გან მი­ზა­ნი, რო­მელ­საც ეს პრო­ექ­ტი ემ­სა­ხუ­რე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ბევ­რი თვალ­საზ­რი­სით. ეს პრო­ექ­ტი ემ­სა­ხუ­რე­ბა არა­მარ­ტო ცალ­კე­უ­ლი არ­ტის­ტე­ბის აღ­მო­ჩე­ნას და მათ­თვის კონ­კრე­ტუ­ლი მო­ტი­ვა­ცი­ის შექ­მნას, არა­მედ, ვფიქ­რობ რომ მი­ზა­ნი უფრო ზო­გა­დი და გა­ცი­ლე­ბით ფარ­თოა, რაც ქარ­თუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის თა­ვი­სუ­ფა­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბას გუ­ლის­ხმობს. ჩვენ, ჩვე­ნი მხრივ მზად ვართ ვი­ყოთ ასე­თი წა­მო­წყე­ბე­ბის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი და ჩვე­ნი მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი წვლი­ლი შე­ვი­ტა­ნოთ ამ საქ­მე­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

ინტერვიუ "პრემია იკას" პარტნიორის - "საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის" თავ­მჯდო­მა­რე გიგა კო­ბა­ლა­ძესთან

ინტერვიუ "პრემია იკას" პარტნიორის - "საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის" თავ­მჯდო­მა­რე გიგა კო­ბა­ლა­ძესთან

"პრემია იკა" 2018 წელს დაარსდა და მისი მიზანია კულტურის დარგში მოღვაწე ახალგაზრდა არტისტებისთვის მოტივაციის ამაღლება და მათ მიმართ მხარდაჭერის გამოხატვა. პრემია “იკა“ არ არის შეჯიბრებითობაზე დაფუძნებული პრემია, მისი მისიაა თავად აღმოაჩინოს ახალგაზრდა შემოქმედი ადამიანები და თავად შეუწყოს მათ ხელი შემდგომ საქმიანობაში.

გთავაზობთ ინტერვიუს "პრემია იკას" პარტნიორის - "საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის" თავმჯდომარე გიგა კობალაძესთან:

"ჩვენი ორგანიზაცია, საავტორო და მომიჯნავე უფლებით დაცული ნაწარმოებების გამოყენებისთვის გასცემს ნებართვებს, აგროვებს ჰონორარს და შემდეგ ანაწილებს მას უფლების მფლობელებზე. ჩვენი ტიპის ორგანიზაციები არსებობს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში.

ჩვენ ყველას ერთმანეთისთვის გადაცემული გვაქვს უფლება და ნაკისრი გვაქვს ვალდებულება, რომ საკუთარი ქვეყნების ტერიტორიებზე შევაგროვოთ და გავუნაწილოთ ერთმანეთს კუთვნილი ჰონორარი. სწორედ ამაში მდგომარეობს კოლექტიური მართვის არსი. ამ გზით ხდება საქართველოში არა მარტო ქართველი, არამედ მთელი მსოფლიოს არტისტების კუთვნილი ჰონორარის შეგროვება და იმ ორგანიზაციებისთვის გადახდა, რომლებიც ამ არტისტებს წარმოადგენენ, და პირიქით, ამ ორგანიზაციების მიერ მთელ მსოფლიოში გროვდება ქართველი ხელოვანების კუთვნილი ჰონორარი და იგზავნება ჩვენს ორგანიზიაში.

ეს არის მექანიზმი, რომლითაც სარგებლობს მთელი მსოფლიო უკვე საუკუნეზე მეტია და საქართველოც ამ სისტემის ნაწილია. ჩვენს ორგანიზაციას გაფორმებული აქვს ასეთი 250-ზე მეტი ხელშეკრულება, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ჩვენი ტიპის ორგანიზაციასთან.

- როგორ დაიწყო თქვენი და პრემია იკას თანამშრომლობა?

- ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება საავტორო უფლებების სფეროში საზოგადოებრივი ცნობიერების ამღლებაა, რადგან ეს პირდაპირ არის დაკავშირებული კოლექტიური მართვის და ზოგადად ჩვენს ქვეყანაში საავტორო უფლებების სფეროს განვითარებასთან. გარდა იმისა, რომ პრემია იკასთან თანამშრომლობით საშუალება გვეძლევა მხარი დავუჭიროთ არტისტებს ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, ეს ასევე ძალიან კარგი საშუალებაა საავტორო უფლებების კუთხით ცნობიერების გაზრდის თვალსაზრისით. აქვე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო პრემია იკას მესვეურებს, როგორც ასეთი წამოწყებისთვის, ასევე შემოთავაზებისთვის, რომ ჩვენი ორგანიზაცია ყოფილიყო ჩართული ამ პროექტში და რაც მთავარია საავტორო უფლებების მიმართ მათი დამოკიდებულებისთვის, რაც ჩვენ განსაკუთრებულად გვახარებს.

- როგორც ვიცით პრემია იკას გამარჯვებულების პროფესიულ ზრდასა და განვითარებაში გარკვეულ როლს ასრულებთ, გვიამბეთ 2018 წელს თქვენს მიერ დაწესებული საჩუქრის შესახებ.

- ჩვენი მონაწილეობა ერთგვარად საავტორო ნამუშევრის შექმნას გულისხმობს. უფრო კონკრეტულად კი, პრემია იკას გამარჯვებულები ჩვენი მხარდაჭერით ერთობლივად შექმნიან პროდუქტს და ამ პროდუქტის ძირითადი მიზანი საავტორო უფლებების მნიშვნელობის და მისი დაცვის აუცილებლობის ხაზგასმა იქნება. ამ პროდუქტს ჩვენ გამოვიყენებთ მთელი წლის განმავლობაში სხვადასხვა ფორმით და სხვდასხვა აქტივობის დროს. ეს ყველაფერი, ერთი მხრივ დაეხმარება გამარჯვებულებს თვითრეალიზაციაში და მისცემს მათ დამატებით სტიმულს, ხოლო მეორე მხრივ, ხელს შეუწყობს საავტორო უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას. გარდა ამისა, გამარჯვებულების როგორც ეს ნამუშევარი, ასევე მთლიანად მათი საავტორო უფლებები ჩვენს მიერ იქნება რეალიზებული.

- რატომ გადაწყვიტეთ ასეთი საჩუქრის დაწესება და როგორ ფიქრობთ რამდენად მნიშვნელოვანია, ახალგაზრდა დამწყები არტისტისთვის ასეთი შესაძლებლობის მიცემა?

- როგორც უკვე აღვნიშნე, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს საავტორო უფლებების სფეროს განვითარებისთვის. პრემია იკა გვაძლევს შესაძლებლობას კიდევ ერთხელ შევახსენოთ საზოგადოებას საავტორო უფლებების მნიშვნელობის შესახებ და თან ეს გავაკეთოთ კონკრეტული ნიჭიერი ადამიანების წახალისებითა და მათი მხარდაჭერით. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, რადგან ხელოვანების მიერ ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები გაცილებით ეფექტიანია და ადვილად აღწევს მიზანს.

- პრემია იკას კონცეფციიდან გამომდინარე ის სრულიად განხსხვავებულია სხვა არსებული პრემიებისაგან, როგორფიქრობთ არის პრემია იკა „ახალი სიტყვა“ ქართულ შემოქმედებით ინდუსტრიაში?

- მთავარი რასაც მინდა ხაზი გავუსვა არის ის, რომ პრემია იკას მეშვეობით ყველას თანაბრად აქვს შესაძლებლობა წარსდგეს საზოგადოების წინაშე, დაფიქსირდეს როგორც არტისტი და ხელახლა აღმოაჩინოს საკუთარი თავი. თვითრეალიზაციის შესაძლებლობის ქონა ყველაზე დიდი საჩუქარი მგონია არტისტისთვის და პრემია იკას მთავარ ღირსებადაც სწორედ ასეთი შესაძლებლობის შექმნა მიმაჩნია. სწორედ ასეთ ვითარებაში იქმნება ნამდვილი ხელოვნება, რომელიც დაცლილია კონიუნქტურისგან და პასუხობს თანამედროვე რეალობას.

- როგორ ფიქრობთ რას ნიშნავს/ რამდენად მნიშვნელოვანია დღევანდელ რეალობაში,ახალგაზრდაშემოქმედიარტისტისთვის,გახდესპრემია იკას გამარჯ ვებუ ლი?

- ის რომ პრემია იკა არ არის ტიპური კონკურსი, გაცილებით საინტერესოს ხდის მას, როგორც კონკრეტული არტისტებისთვის, ასევე შედეგობრივი თვალსაზრისითაც. შემოქმედებითი თავისუფლების პირობებში შექმნილი საავტორო ნამუშევრები თვითგანვითარების საუკეთესო საშუალებაა და ასეთი ნამუშევრების გავლენაც გაცილებით დიდია, როგორც საზოგადოების ცალკეულ წევრებზე, ასევე მთლიანად კულტურის განვითარებაზე.

- როგორც პრემია იკას საორგანიზაციო ჯგუფმა განაცხადა ისინი ყოველწლიურად შეცვლიან ნომინაციებს, თქვენი აზრით, რა მიზანს ემსახურება მათი ასეთი გადაწყვეტილება და რომელი ნომინაციაა წელს თქვენთვის ყველაზე საინტერესო? ( პოსტერი, მუსიკა, საერთაშორისო აღმოჩენა, ika impact, კედლის მხატვრობა)

- ამ მსურს რომელიმე გამოვყო, ვფიქრობ, რომ ყველა ნომინაცია თანაბრად მნიშვნელოვანია. საბედნიეროდ, ყველა მიმართულებით საკმაოდ ნიჭიერი არტისტები იღებენ მონაწილეობას და მათი ნამუშევრები საინტერესოა არამარტო ქართული რეალობისთვის, არამედ თამამად შეიძლება მათი წარდგენა მსოფლიო მასშტაბითაც.

- როგორ ხედავთ პრემიის მომავალს და თქვენს, როგორც სპონსორის თამონაწილეობას მის მომავალში?

- ვისურვებდი, რომ შემართება, რომლითაც ეს პროექტი დაიწყო, არ შენელდეს და პროექტს კიდევ უფრო მეტი მხარდამჭერი გამოუჩნდეს, რადგან მიზანი, რომელსაც ეს პროექტი ემსახურება მნიშვნელოვანია ბევრი თვალსაზრისით. ეს პროექტი ემსახურება არამარტო ცალკეული არტისტების აღმოჩენას და მათთვის კონკრეტული მოტივაციის შექმნას, არამედ, ვფიქრობ რომ მიზანი უფრო ზოგადი და გაცილებით ფართოა, რაც ქართული ხელოვნების თავისუფალი განვითარების ხელშეწყობას გულისხმობს. ჩვენ, ჩვენი მხრივ მზად ვართ ვიყოთ ასეთი წამოწყებების მხარდამჭერები და ჩვენი მოკრძალებული წვლილი შევიტანოთ ამ საქმეში.

"...სამი წლის წინ წარმოვთქვი ეს სიტყვები სვეტიცხოველში, თქვენს გვერდით ყოფნისას" - რომის პაპის წერილი ილია მეორეს

"ჩო­ლო­ი­ა­ნი იყო პირ­ვე­ლი, ვინც ჩემს ძმას ემუქ­რე­ბო­და, რომ მე შე­მექ­მნე­ბო­და პრობ­ლე­მე­ბი... და­კი­თხა რო­გორც კრი­მი­ნა­ლი" - ლუკა სირაძის ძმა

"საგრძნობლად იმატა გრიპის სიმპტომებით მომართვიანობამ" - სასწრაფო დახმარების ცენტრი  მოსახლეობას მიმართავს