საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ცოტნეს ორი ადამიანიც ვერ მოერეოდა... ყველამ იცის, რომ საქმეში სხვებიც იყვნენ" - რა ინფორმაცია აქვს დაკავებულებზე გამსახურდიას მეუღლეს
"ცოტნეს ორი ადამიანიც ვერ მოერეოდა... ყველამ იცის, რომ საქმეში სხვებიც იყვნენ" - რა ინფორმაცია აქვს დაკავებულებზე გამსახურდიას მეუღლეს

"სო­ლო­ღაშ­ვი­ლი მო­ე­რე­ო­და ცოტ­ნეს? ეს ზღაპ­რე­ბი არა­ვის სჯე­რა" - ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას მე­უღ­ლემ, ანა ჯა­ბა­ურ­მა გა­ნუ­ცხა­და. მი­სი­ვე თქმით, საქ­მე­ში რამ­დე­ნი­მე პირი ფი­გუ­რი­რებს და არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, ბრალ­დე­ბულ­თა რი­ცხვი გა­ი­ზარ­დოს.

"არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი ბევ­რი რამე შე­იც­ვა­ლოს, რა თქმა უნდა, ბრალ­დე­ბულ­თა რი­ცხვი უნდა შე­იც­ვა­ლოს. პეტ­რე ყუ­ფა­რა­ძის ამ­ბა­ვი მა­დარ­დებს ძა­ლი­ან. ეს არის ძა­ლი­ან უსა­მარ­თლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. რე­ა­ლუ­რად ეს არის ადა­მი­ა­ნი, ვინც ცოტ­ნე გა­და­არ­ჩი­ნა და ახლა შე­იძ­ლე­ბა მან ბევ­რი წელი მო­ი­ხა­დოს იმ საქ­მის­თვის რო­მელ­შიც დამ­ნა­შა­ვე არ არის.

საქ­მე­ში, სულ მცი­რე, ორი ცივი ია­რა­ღი ფი­გუ­რი­რებს, იყო ყა­ვარ­ჯე­ნიც, იყო ბლაგ­ვი სა­გა­ნიც. ერთი ადა­მი­ა­ნი ამ­დენ ია­რაღს ვერ და­ი­ჭერ­და, ვერც ორი, კი­დევ ვი­ღაც ურტყამ­და... ესე­ნი არი­ან ბა­ნა­ლუ­რი ქურდბა­ცა­ცე­ბი, რომ­ლე­ბიც ევ­რო­პა­ში გა­და­დი­ან ქურ­დო­ბის­თვის. ერთი გერ­მა­ნი­ა­ში იხ­დი­და სას­ჯელს, ერთი საფ­რან­გეთ­ში, მე­სა­მე ორ­ჯერ იყო პა­ტიმ­რო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში. ერთ-ერთი ცო­ლის გვარ­ზეც კი გა­და­ვი­და ამის გამო.

ის, რომ ცოტ­ნეს ერთი ადა­მი­ა­ნი მო­ე­რე­ო­და, ამას მე კა­ტე­გო­რი­უ­ლად გა­მოვ­რი­ცხავ, ცოტ­ნეს ორი ადა­მი­ა­ნიც ვერ მო­ე­რე­ო­და. ყვე­ლამ იცის, რომ საქ­მე­ში სხვა პი­რე­ბიც იყ­ვნენ, უბ­რა­ლოდ სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ფუძ­ვლე­ბი უნდა იყოს იმის­თვის, რომ იმ პი­რე­ბის და­კა­ვე­ბა მოხ­დეს, რომ­ლე­ბიც ამ ჯგუ­ფურ და­ნა­შა­ულ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ", - გა­ნა­ცხა­და ანა ჯა­ბა­ურ­მა.

ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბი­სა და და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბულ 4 პირს პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და, ხოლო ამა­ვე საქ­მე­ზე და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი თორ­ნი­კე ქვა­თა­ძე სა­სა­მარ­თლომ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­რე­შე და­ტო­ვა.

და­კა­ვე­ბულ პი­რებს: პეტ­რე ყუ­ფა­რა­ძეს, თორ­ნი­კე ქვა­თა­ძეს, გი­ორ­გი სო­ლო­ღაშ­ვილს, კახა ჩხე­ტი­ანს და ტატო ღა­რი­ბაშ­ვილს ბრა­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რად ორი დღის წინ წა­უ­ყე­ნეს. და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რე­ბი­დან ერთ-ერთს, გი­ორ­გი სო­ლო­ღაშ­ვილს ბრა­ლი გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბი­დან მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის მუხ­ლით გა­და­უკ­ვა­ლი­ფი­ცირ­და.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარი
6

ცოტნე გამსახურდიას გამოჯანმრთელობას ვუსურვებ, მისი მეუღლე სიმპატიური და დახვეწილი ქალბატონია, ძალიან მომეწონა.

გიორგი
14

რას ბჟუტურობ თუ იცი? ციგარეტი მაინც დაგემალა?!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"ცოტნეს ორი ადამიანიც ვერ მოერეოდა... ყველამ იცის, რომ საქმეში სხვებიც იყვნენ" - რა ინფორმაცია აქვს დაკავებულებზე გამსახურდიას მეუღლეს

"ცოტნეს ორი ადამიანიც ვერ მოერეოდა... ყველამ იცის, რომ საქმეში სხვებიც იყვნენ" - რა ინფორმაცია აქვს დაკავებულებზე გამსახურდიას მეუღლეს

"სოლოღაშვილი მოერეოდა ცოტნეს? ეს ზღაპრები არავის სჯერა" - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" ცოტნე გამსახურდიას მეუღლემ, ანა ჯაბაურმა განუცხადა. მისივე თქმით, საქმეში რამდენიმე პირი ფიგურირებს და არ არის გამორიცხული, ბრალდებულთა რიცხვი გაიზარდოს.

"არ არის გამორიცხული ბევრი რამე შეიცვალოს, რა თქმა უნდა, ბრალდებულთა რიცხვი უნდა შეიცვალოს. პეტრე ყუფარაძის ამბავი მადარდებს ძალიან. ეს არის ძალიან უსამართლო გადაწყვეტილება. რეალურად ეს არის ადამიანი, ვინც ცოტნე გადაარჩინა და ახლა შეიძლება მან ბევრი წელი მოიხადოს იმ საქმისთვის რომელშიც დამნაშავე არ არის.

საქმეში, სულ მცირე, ორი ცივი იარაღი ფიგურირებს, იყო ყავარჯენიც, იყო ბლაგვი საგანიც. ერთი ადამიანი ამდენ იარაღს ვერ დაიჭერდა, ვერც ორი, კიდევ ვიღაც ურტყამდა... ესენი არიან ბანალური ქურდბაცაცები, რომლებიც ევროპაში გადადიან ქურდობისთვის. ერთი გერმანიაში იხდიდა სასჯელს, ერთი საფრანგეთში, მესამე ორჯერ იყო პატიმრობაში საქართველოში. ერთ-ერთი ცოლის გვარზეც კი გადავიდა ამის გამო.

ის, რომ ცოტნეს ერთი ადამიანი მოერეოდა, ამას მე კატეგორიულად გამოვრიცხავ, ცოტნეს ორი ადამიანიც ვერ მოერეოდა. ყველამ იცის, რომ საქმეში სხვა პირებიც იყვნენ, უბრალოდ სამართლებრივი საფუძვლები უნდა იყოს იმისთვის, რომ იმ პირების დაკავება მოხდეს, რომლებიც ამ ჯგუფურ დანაშაულში მონაწილეობდნენ", - განაცხადა ანა ჯაბაურმა.

ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ 4 პირს პატიმრობა შეეფარდა, ხოლო ამავე საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული თორნიკე ქვათაძე სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა.

დაკავებულ პირებს: პეტრე ყუფარაძეს, თორნიკე ქვათაძეს, გიორგი სოლოღაშვილს, კახა ჩხეტიანს და ტატო ღარიბაშვილს ბრალი ოფიციალურად ორი დღის წინ წაუყენეს. დაკავებული პირებიდან ერთ-ერთს, გიორგი სოლოღაშვილს ბრალი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობიდან მკვლელობის მცდელობის მუხლით გადაუკვალიფიცირდა.

გიორგი რურუას ბრალდებას ახალი მუხლი დაემატება

მარიამ კუბლაშვილი თამთა თოდაძეზე გაკეთებული განცხადების გამო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა 1000 ლარით დააჯარიმა

ქუთაისში, სასაფლაოზე მომხდარი მკვლელობისთვის ძებნილი დააკავეს